საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საკონსულო სერტიფიკატებისთვის ქმედითობის დაბრუნების საკითხი) (№1-10075/22; 10.08.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-17375/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-07
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-17375/22 04-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (საკონსულო სერტიფიკატებისთვის ქმედითობის დაბრუნების საკითხი) (N1-10075/22; 10.08.2022) 2012 წლის 22 ივნისს მიღებული იქნა „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილება, რომლის თანახმადაც საკონსულო თანამდებობის პირმა დანიშვნამდე უნდა გაიაროს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიიღოს დადებითი შეფასება. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნულ სასწავლო პროგრამას ატარებდა დიპლომატიური სასწავლო ცენტრი, ხოლო 2018 წლის 26 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად სსიპ დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა შეწყვიტა არსებობა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრიდან გადაკეთდა - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევით ინსტიტუტად. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტში „ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის“ ნაცვლად ჩაიწეროს მხოლოდ „საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სამართლის იურიდიული პირი“, ამ იურიდიული პირის სახელწოდების მითითების გარეშე. საკანონმდებლო წინადადების ავტორის თანახმად, კანონის მოქმედი ჩანაწერი შესაძლოა აღქმული იყოს მანამდე გაცემული სერტიფიკატების გაუქმების საფუძვლად, ამას გარდა, სსიპ-ს შესაძლოა მომავალშიც გადაერქვას სახელწოდება და კვლავ წარმოიშვას ამ პერიოდში გაცემული სერტიფიკატების ნამდვილობის საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდების გადარქმევა არ აუქმებს მანამდე არსებული სახელწოდებით და ფორმით ამ იურიდიული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატების ვალიდურობას. სამართალმემკვიდრეობის პრონციპიდან გამომდინარე, ნამდვილად მიიჩნევა სერტიფიკატის გაცემის მომენტისთვის არსებული სასწავლო ცენტრის კანონისმიერი დასახელება. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილება მოკლებულია იურიდიულ დასაბუთებას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე