საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-6862/22; 03.06.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-17378/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-07
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-17378/22 04-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-6862/22; 03.06.2022) საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს კანონით დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთების ცვლილებას. საქართველოს სავიზო საკანონმდებლო განაცხადის წინადადებით განხილვისთვის შემოთავაზებულია დადგენილი საზღაურის დიფერენცირება ვიზის ტიპის მიხედვით. ამჟამად საქართველოს ვიზის გაცემის განხილვის საფასური შეადგენს 20 აშშ დოლარს ნებისმიერი კატეგორიის ვიზისთვის. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საქართველოს გრძელვადიანი ვიზის გაცემის განხილვისთვის საფასურის გაზრდა 30 აშშ დოლარამდე, ვინაიდან გრძლევადიანი ვიზის გაცემისთვის განხილვის პროცესი შეიძლება მოითხოვდეს მეტ ჩართულობას უფლებამოსილი პირის მხრიდან და ზრდიდეს მის როგორც ეკონომიკურ ღირებულებას, ასევე პოლიტიკურ მნიშვნელობას. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკომიტეტო განხილვის შედეგად კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ ცვლილებას. არსებული პოლიტიკა სავიზო მოსაკრებლებთან მიმართებით მიღებული იყო საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნებიდან გამომდინარე. საკონსულო მოსაკრებლის გაზრდისთვის უნდა არსებობდეს არგუმენტაცია ამის ეკონომიკური მიზანშეწონილობის თაობაზე, ამასთან, საკონსულო პროცედურები მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზის გაცემისათვის არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, დღეისათვის მოსაკრებლის გადახედვის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, კომიტეტის წევრებს საჭიროდ მიაჩნიათ სავიზო მოსაკრებლის საკითხებთან დაკავშირებით სიღრმისეული კონსულტაციების გამართვა უახლოეს მომავალში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე