საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-12646/22; 04.10.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-17556/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-14
ბიუროს ნომერი 198

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-17556/22 07-11-2022 საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს, დასკვნა საქართველოს მოქალაქის ნიკოლაძის მიერ ნიკოლოზ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში ცვლილების საქართველოს შესახებ“ საქართველოს შეტანის კანონის თაობაზე“ პროექტთან დაკავშირებით (№1-12646/22; 04.10.2022) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქის ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორის თანახმად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგიერთი საკითხი საჭიროებს შემდგომ დახვეწას. ავტორი აღნიშნავს, რომ კანონი თითოეულ მონაცემთა დამმუშავებელს ავალდებულებს მიაწოდოს მონაცემთა სუბიექტს ამავე კანონის მე-15 და 21-ე მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია, თუმცა არ მოიცავს მონაცემთა დამმუშავებლის სამართლებრივ ვალდებულებას პასუხი გასცეს მონაცემთა სუბიექტის სხვა სახის შეკითხვას. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ავტორი უთითებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რეგულაცია გვხვდება სხვა საკანონმდებლო აქტებში, რომელსაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს, მაგალითად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „კ“ პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ „საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე“. შესაბამისად, ავტორი აღნიშნავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს რეგულირებას, რომლის მიხედვითაც სუბიექტს ექნება იმ პროცედურის გაცნობის უფლება, რომლითაც ხდება პირის იდენტიფიკაცია. ამდენად, მონაცემთა დაცვის სტანდარტებიდან გამომდინარე, მონაცემთა სუბიექტის მიმართვის და მისი დამუშავების შესახებ ინფორმაციის მათ შორის, ასეთი მონაცემების არსებობის ფაქტის დადასტურება, საჭიროებისამებრ ასეთი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლება უნდა წარმოადგენდეს მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას, რაც მას აძლევს შესაძლებლობას გამოარკვიოს რა კონტექსტში და რა ფორმით ხდება მისი მონაცემების დამუშავება. ამდენად, საკანონმდებლო წინადადების ავტორი მაგალითის სახით, წარმოგვიდგენს ფორმულირებას, რომელიც უნდა დაემატოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 ან/და 21-ე მუხლს, შემდეგი სახით: „მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს იცოდეს საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემთა გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე“. კომიტეტი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ წამოჭრილი საკითხი შესაბამისი განხილვისა და ანალიზის ღირსია. თუმცა, მისი უპირობოდ გათვალისწინება შესაძლებელია არ იყოს მიზანშეწონილი, ვინაიდან მოცემულ საკითხზე მსჯელობა უნდა მოხდეს სისტემურ ჭრილში, სხვა დაკავშირებულ საკითხებთან ანალიზის გზით, რათა, მთლიანობაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროდან გამომდინარე უფლებები მაქსიმალურად ეფექტიანად რეალიზდეს. ამდენად, წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების მიზანშეწონილობის ანალიზი უპრიანია მოხდეს საქართველოს პარლამენტში ინიციირებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან კავშირში, შესაბამისი განხილვების დროს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტს შინაარსობრივი კუთხით წინადადების მიმართ არ გააჩნია ფუნდამენტური წინააღმდეგობა, მისი ამ ფორმით გათვალისწინება არ იქნება მიზანშეწონილი, ვინაიდან ეს საკითხი საჭიროებს სისტემურ ანალიზს. შედეგად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქის ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე