საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე საბინაო მშენებლობის ფონდის შექმნის შესახებ (№1-5829/22; 16.05.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-17586/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-14
ბიუროს ნომერი 198

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-17586/22 08-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე საბინაო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით“ (№1-5829/22; 16.05.2022). საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე საბინაო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით“. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საქართველოს მოსახლეობის სოციალური პირობების და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამის (სახელწოდებით „ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობის გადასარჩენად“) შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებების გატარება და საკანონმდებლო ბაზის შექმნა/დახვეწა, რომელმაც კომპლექსურად უნდა დაარეგულიროს ისეთი საკითხები, როგორიცაა:  მიწის, წყლის და ტყის რესურსების მკაცრი დაცვა და კონტროლი;  სამამულო წარმოების განვითარება სოფლად და ქალაქად;  საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების და ბინადრობის უფლების გაცემის მკაცრი კონტროლი;  ყიდვა-გაყიდვის, დროებითი გადაცემის, ინვესტიციის ზუსტი ფორმულირება;  ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან და სხვა. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, პროგრამა უპირველეს ყოვლისა უნდა ითვალისწინებდეს საბინაო პოლიტიკის მარეგულირებელი კანონის და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე საბინაო მშენებლობის ფონდის შექმნას. აღნიშნული სახელმწიფომ უნდა განახორციელოს კერძო სექტორთან, ბიზნესთან და სამშენებლო კომპანიებთან თანმშრომლობის გზით. საბინაო ფონდის ბენეფიციარები გახდებიან ყველა ის საქართველოს მოქალაქე (ოჯახი), რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი (ბინა, თავშესაფარი), ან ცხოვრობენ ქირით და არ გააჩნიათ მინიმალური საცხოვრებელი პირობები. ასევე, საკანონმდებლო წინადადება გვთავაზობს ბენეფიციართა რამდენიმე კატეგორიას: თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 1. პირველი კატეგორია არიან ქირით მცხოვრები მოქალაქეები (ოჯახები), რომლებსაც საშუალება მიეცემათ ქირის გადასახადით განსაზღვრული თანხა (≈ 400-500 ლარი) გადაუხადონ სამშენებლო კომპანიებს 10-15-20 წლის მანძილზე. ხოლო, სახელმწიფოს მხრიდან ბენეფიციარების ამ კატეგორიას დაუფინანსდეს ბინის ღირებულების 12-15 %. ბინის დაკანონება მოხდება ღირებულების სრულად დაფარვის შემდგომ. 2. მეორე კატეგორიად განისაზღვრა პირველ კატეგორიასთან შედარებით დაბალი შემოსავლიანი მოქალაქეები (ოჯახები), სამშენებლო კომპანიებს გადაუხდიან 200 ლარიდან 300 ლარამდე 15-20 წლის მანძილზე. ხოლო, სახელმწიფოს მხრიდან ბენეფიციარების ამ კატეგორიას დაუფინანსდეს ბინის ღირებულების 10-20 %. 3. მესამე კატეგორიად განისაზღვრა მოქალაქეები (ოჯახები), რომელთაც არ შეუძლიათ ქირის გადახდა და რომელთათვისაც საბინაო სამშენებლო ფონდი მოიცავს სოციალური (მუნიციპალური) სახლების მშენებლობას. ამ კატეგორიის მოქალაქეები (ოჯახები) იცხოვრებენ სოციალურ (მუნიციპალურ) სახლებში არა-საკუთრების უფლებით და კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით, ამ კანონის მიღებით ხელი შეეწყობა ათასობით ოჯახის და ბავშვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას. კომიტეტზე აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და მუნიციპალიტეტები წარმატებით ახორციელებენ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება უბინაო და საცხოვრებლად უვარგის პირობებში მცხოვრები მოქალაქეების იჯარით გაყვანა. კომიტეტმა გაიზიარა მომხსენებლის პოზიცია ქვეყანაში საბინაო ფონდის არსებობის შესახებ, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ფორმა სამსჯელოა, მოითხოვს მეტ დამუშავებას და მოსაფიქრებელია თუ რა ფორმით და მიმართულებით უნდა ჩამოყალიბდეს აღნიშნული ფონდი. კომიტეტს მიაჩინია, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უნდა გაგრძელდებს კომიტეტთან არსებულ „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე“ მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო სექტორის ჩართულობით. ამრიგად, საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევა ამ ეტაპისთვის კომიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე საბინაო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი