საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ლაშა შუკაკიძის და ელენე გრიგალაშვილის მიერ წარმოდგენილ უბინაო ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ (№1-7794/22; 21.06.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-17639/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-14
ბიუროს ნომერი 198

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-17639/22 08-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ლაშა შუკაკიძის და ელენე გრიგალაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „უბინაო ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“ (№1-7794/22; 21.06.2022) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების ლაშა შუკაკიძის და ელენე გრიგალაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უბინაო ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საქართველოს მოსახლეობის სოციალური პირობების და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს უბინაოდ მყოფი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფას. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ქვეყანაში არ არსებობს საბინაო პოლიტიკა. საქართველოში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებისა და შემოსავლების შეუსაბამობის გამო, უსახლკარო ქირით მაცხოვრებელი ოჯახებისთვის საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების ავტორები თვლიან, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებდა არა მარტო სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობის დაბინავებას, არამედ ყველა უსახლკარო მოქალაქის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფას. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს საშუალება უნდა მიეცეთ ქირის გადასახადის საფუძველზე გამოისყიდონ საცხოვრისი. ავტორების გადმოცემთ, აღნიშნული ფორმით დაბინავების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში. კომიტეტზე აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და მუნიციპალიტეტები წარმატებით ახორციელებენ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება უბინაო და საცხოვრებლად უვარგის პირობებში მცხოვრები მოქალაქეების იჯარით გაყვანა. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტმა გაიზიარა მომხსენებლის პოზიცია ქვეყანაში საბინაო ფონდის არსებობის შესახებ, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ფორმა სამსჯელოა, მოითხოვს მეტ დამუშავებას და მოსაფიქრებელია თუ რა ფორმით და მიმართულებით უნდა ჩამოყალიბდეს აღნიშნული ფონდი. კომიტეტს მიაჩინია, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უნდა გაგრძელდებს კომიტეტთან არსებულ „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე“ მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო სექტორის ჩართულობით. ამრიგად, საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევა ამ ეტაპისთვის კომიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების ლაშა შუკაკიძის და ელენე გრიგალაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უბინაო ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“ პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი
დანართი
*GOV02200033167* GOV 0 22 00033167 17/10/2022 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით სონღულაშვილს ბატონო დავით, თქვენი მიმდინარე წლის 5 სექტემბრის №8054/4-6/22 და №8055/4-6/22 წერილების პასუხად, რომლებიც შეეხება მოქალაქეების: ლაშა შუკაკიძის, ელენე გრიგალაშვილისა და მარინე ჯონჯუას მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს (№1-5829/22; 16.05.2022 და №1-7794/22; 21.06.2022), გიგზავნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას (№21-01222841965; 11.10.2022). პატივისცემით, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბაჩიაშვილი ვახტანგი
დანართი
წერილის ნომერი: 21-01222841965 თარიღი: 11/10/2022 ადრესატი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბატონო ვახტანგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში შემოსულია თქვენი 2022 წლის 6 სექტემბრის N 02200028677 (რეგისტრაციის N 03-01222492872-01) N 72200028674 (რეგისტრაციის N 03012225014-01) წერილები, რომლებიც ეხება საქართველოს მოქალაქეების, ლაშა შუკაკიძის, ელენე გრიგალაშვილის და მარინე ჯოჯუას მიერ უბინაო ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ პოზიციის წარმოდგენის თხოვნას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგახსენებთ რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის საქალაქო სამსახურებთან და რაიონის გამგეობებთან ერთად, მნიშვნელოვან ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს უბინაო მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიმართულებით, რაც მოიცავს თავშესაფრით უზრუნველყოფას, ოჯახებისთვის ბინის დაქირავებას, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამას, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით განხორციელებულ და სხვა ღონისძიებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მინიჭებული უფლებამოსილების და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, მუდმივად ცდილობს, გადაჭრას მოქალაქეების პრობლემები საბინაო საკითხებთან დაკავშირებით. პატივისცემით, ვახტანგ ლომჯარია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საქალაქო სამსახურის უფროსი) გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი