საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე საბინაო მშენებლობის ფონდის შექმნის შესახებ (№1-5829/22; 16.05.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-14
ბიუროს ნომერი 198
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-17638/22
08-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „სახელმწიფო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე საბინაო
ფონდის შექმნასთან დაკავშირებით“
(№1-5829/22; 16.05.2022).
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2022 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„სახელმწიფო
და
ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების დონეზე საბინაო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით“.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საქართველოს მოსახლეობის სოციალური
პირობების და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული სახელმწიფო
პროგრამის (სახელწოდებით „ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობის გადასარჩენად“)
შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებების გატარება და საკანონმდებლო ბაზის შექმნა/დახვეწა,
რომელმაც კომპლექსურად უნდა დაარეგულიროს ისეთი საკითხები, როგორიცაა:
მიწის, წყლის და ტყის რესურსების მკაცრი დაცვა და კონტროლი;
სამამულო წარმოების განვითარება სოფლად და ქალაქად;
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების და ბინადრობის უფლების გაცემის მკაცრი
კონტროლი;
ყიდვა-გაყიდვის, დროებითი გადაცემის, ინვესტიციის ზუსტი ფორმულირება;
ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან და სხვა.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, პროგრამა უპირველეს ყოვლისა უნდა
ითვალისწინებდეს საბინაო პოლიტიკის მარეგულირებელი კანონის და ცენტრალურ და
ადგილობრივ დონეზე საბინაო მშენებლობის ფონდის შექმნას. აღნიშნული სახელმწიფომ
უნდა განახორციელოს კერძო სექტორთან, ბიზნესთან და სამშენებლო კომპანიებთან
თანმშრომლობის გზით. საბინაო ფონდის ბენეფიციარები გახდებიან ყველა ის საქართველოს
მოქალაქე (ოჯახი), რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი (ბინა, თავშესაფარი), ან
ცხოვრობენ ქირით და არ გააჩნიათ მინიმალური საცხოვრებელი პირობები.
ასევე, საკანონმდებლო წინადადება გვთავაზობს ბენეფიციართა რამდენიმე კატეგორიას:
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
1. პირველი კატეგორია არიან ქირით მცხოვრები მოქალაქეები (ოჯახები), რომლებსაც
საშუალება მიეცემათ ქირის გადასახადით განსაზღვრული თანხა (≈ 400-500 ლარი)
გადაუხადონ სამშენებლო კომპანიებს 10-15-20 წლის მანძილზე. ხოლო, სახელმწიფოს
მხრიდან ბენეფიციარების ამ კატეგორიას დაუფინანსდეს ბინის ღირებულების 12-15 %. ბინის
დაკანონება მოხდება ღირებულების სრულად დაფარვის შემდგომ.
2. მეორე კატეგორიად განისაზღვრა პირველ კატეგორიასთან შედარებით დაბალი
შემოსავლიანი მოქალაქეები (ოჯახები), სამშენებლო კომპანიებს გადაუხდიან 200 ლარიდან
300 ლარამდე 15-20 წლის მანძილზე. ხოლო, სახელმწიფოს მხრიდან ბენეფიციარების ამ
კატეგორიას დაუფინანსდეს ბინის ღირებულების 10-20 %.
3. მესამე კატეგორიად განისაზღვრა მოქალაქეები (ოჯახები), რომელთაც არ შეუძლიათ ქირის
გადახდა და რომელთათვისაც საბინაო სამშენებლო ფონდი მოიცავს სოციალური
(მუნიციპალური) სახლების მშენებლობას. ამ კატეგორიის მოქალაქეები (ოჯახები)
იცხოვრებენ სოციალურ (მუნიციპალურ) სახლებში არა-საკუთრების უფლებით და
კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულებით.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით, ამ კანონის მიღებით ხელი შეეწყობა
ათასობით ოჯახის და ბავშვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას.
კომიტეტზე აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს
და მუნიციპალიტეტები წარმატებით ახორციელებენ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც
ხორციელდება უბინაო და საცხოვრებლად უვარგის პირობებში მცხოვრები მოქალაქეების
იჯარით გაყვანა.
კომიტეტმა გაიზიარა მომხსენებლის პოზიცია ქვეყანაში საბინაო ფონდის არსებობის შესახებ,
თუმცა აქვე აღინიშნა, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ფორმა სამსჯელოა, მოითხოვს
მეტ დამუშავებას და მოსაფიქრებელია თუ რა ფორმით და მიმართულებით უნდა
ჩამოყალიბდეს აღნიშნული ფონდი. კომიტეტს მიაჩინია, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა
უნდა გაგრძელდებს კომიტეტთან არსებულ „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის,
არქიტექტურულ-სამშენებლო
სფეროსთან
დაკავშირებულ
საკითხებზე“
მომუშავე
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების
და კერძო სექტორის ჩართულობით. ამრიგად, საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევა
ამ ეტაპისთვის კომიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„სახელმწიფო
და
ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების დონეზე საბინაო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
დანართი
*GOV02200033167*
GOV 0 22 00033167
17/10/2022
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ დავით სონღულაშვილს
ბატონო დავით,
თქვენი მიმდინარე წლის 5 სექტემბრის №8054/4-6/22 და №8055/4-6/22 წერილების პასუხად,
რომლებიც შეეხება მოქალაქეების: ლაშა შუკაკიძის, ელენე გრიგალაშვილისა და მარინე
ჯონჯუას მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს
(№1-5829/22; 16.05.2022 და №1-7794/22; 21.06.2022), გიგზავნით ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას (№21-01222841965; 11.10.2022).
პატივისცემით,
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ბაჩიაშვილი ვახტანგი
დანართი
წერილის ნომერი: 21-01222841965
თარიღი: 11/10/2022
ადრესატი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ბატონო ვახტანგ,
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო
სამსახურში შემოსულია თქვენი 2022 წლის 6 სექტემბრის N 02200028677
(რეგისტრაციის N 03-01222492872-01) N 72200028674 (რეგისტრაციის N 03012225014-01) წერილები, რომლებიც ეხება საქართველოს მოქალაქეების, ლაშა
შუკაკიძის, ელენე გრიგალაშვილის და მარინე ჯოჯუას მიერ უბინაო ოჯახების
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი
საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ პოზიციის წარმოდგენის თხოვნას.
აღნიშნულთან
დაკავშირებით,
მოგახსენებთ
რომ
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის საქალაქო სამსახურებთან და რაიონის
გამგეობებთან ერთად, მნიშვნელოვან ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს
უბინაო მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიმართულებით,
რაც მოიცავს თავშესაფრით უზრუნველყოფას, ოჯახებისთვის ბინის დაქირავებას,
ავარიული
კორპუსების
ჩანაცვლების
პროგრამას,
კოოპერატიული
ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების,
დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით განხორციელებულ და სხვა
ღონისძიებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერია მინიჭებული უფლებამოსილების და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში,
მუდმივად ცდილობს, გადაჭრას მოქალაქეების პრობლემები საბინაო საკითხებთან
დაკავშირებით.
პატივისცემით,
ვახტანგ ლომჯარია
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
(საქალაქო სამსახურის უფროსი)
გამოყენებულია კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერა/
ელექტრონული შტამპი