„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-14
ბიუროს ნომერი 198
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge, 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.018492) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო1“ ქვეპუნქტი:
,,ო1) ცენტრი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ( შემდგომ -ცენტრი);“;
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-4 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ცენტრის კომპეტენციას განეკუთვნება ამ კოდექსით
გათვალისწინებული
გადაწყვეტილებების
მიღების
პროცესში
საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა და ამ
მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების
უზრუნველყოფა.“;
3. მე-5 მუხლის 111 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„111. სააგენტო ამ მუხლის მე-7, მე-8 ან/და მე-11 ნაწილის საფუძველზე შესაბამის აღმჭურველ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ადმინისტრაციული
წარმოების დაწყებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის შესაბამის განცხადება/დოკუმენტაციას
ცენტრს.
მიღებიდან
2
დღის
ვადაში
ცენტრი
უზრუნველყოფს
სათანადო
განცხადების/დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე და შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი/მათი ნაბეჭდი
ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, ამ განცხადების/დოკუმენტების
აღნიშნულ ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ
კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს სააგენტოს
მოსაზრებები და შენიშვნები განცხადებასთან/დოკუმენტებთან დაკავშირებით. აღნიშნული
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტო იხილავს საზოგადოების მიერ
წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის
შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ.“;
4. მე-7 მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში უგზავნის შესაბამის
განცხადებას ცენტრს. მიღებიდან 2 დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს ამ განცხადების
გარემოსდაცვით
საინფორმაციო
პორტალზე
და
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს,
სკრინინგის განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და საინფორმაციო
დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით
დადგენილი წესით წარუდგინოს სააგენტოს მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ
განცხადებასთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ
მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში
ითვალისწინებს მათ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში“;
ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სააგენტო სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის
დასაბუთებული სკრინინგის გადაწყვეტილებას ცენტრს. მიღებიდან 4 დღის ვადაში ცენტრი
უზრუნველყოფს დასაბუთებული სკრინინგის გადაწყვეტილების გარემოსდაცვით
საინფორმაციო პორტალზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს
ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის
შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ხელმისაწვდომობას.“;
5. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის
ვადაში უგზავნის შესაბამის განცხადებას ცენტრს. მიღებიდან 4 დღის ვადაში ცენტრი
უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განცხადებისა და თანდართული
დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის
შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით დაწყებული
ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში, სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე
განცხადების რეგისტრაციისთანავე უგზავნის შესაბამის განცხადებას ცენტრს. ცენტრი
განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში უზრუნველყოფს სკოპინგის დასკვნის გაცემის
თაობაზე განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე
და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი
ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი
ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
6. მე-9 მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ან
21 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე15 დღისა ცენტრი უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო
განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ცენტრი. შესაბამისად, იგი
უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის
ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან, დაკავშირებული ხარჯების
ანაზღაურებას. საჯარო განხილვის პროცესს წარმართავს ცენტრი და საჯარო განხილვის
შესახებ ოქმს ადგენს ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის
პასუხისმგებელია ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი. საჯარო განხილვის შესახებ
ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ამ
კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის
ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი
საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო
ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ
დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში
განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო
ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ
კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ
წარმომადგენელს.“;
ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სააგენტო სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის ცენტრს
სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილებას. მიღებიდან 4 დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს
სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე და შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი
ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
7. მე-11 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების
რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში უგზავნის შესაბამის განცხადებას ცენტრს. მიღებიდან 4
დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს ამ განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების
გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში –
მათი
ნაბეჭდი
ეგზემპლარების
ან
ელექტრონული
ვერსიების
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“ ;
8. მე-12 მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11
მუხლის
მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და
არაუგვიანეს 30-ე დღისა ცენტრი უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას.
საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ცენტრი. საჯარო
განხილვის პროცესს წარმართავს ცენტრი და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს
ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია
ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა
გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე
მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების
ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობანაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი
თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო
ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ
დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში
განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო
ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ
კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ
წარმომადგენელს.“;
ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 1 დღის ვადაში ან საქმიანობის
განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 1 დღის ვადაში
უგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას ცენტრს. მიღებიდან 4 დღის ვადაში ცენტრი
უზრუნველყოფს
გზშ-ის
ანგარიშის,
ექსპერტიზის
დასკვნის,
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ
გამოცემული სამართლებრივი აქტისა და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ
ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
9. მე-15 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტო ამ მუხლის მე-4 ან 41 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან 1
დღის ვადაში უგზავნის ცენტრს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ
სამართლებრივ აქტს. მიღებიდან 2 დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს ამავე მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გარემოსდაცვით საინფორმაციო
პორტალზე განთავსებას.“;
10. მე-16 მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადების
რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში უგზავნის შესაბამის განცხადებას ცენტრს. მიღებიდან 2
დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს ამ განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო
პორტალზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.“;
ორგანოს
ან/და
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის ცენტრს გზშ-ისგან გათავისუფლების
ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტს. მიღებიდან 4
დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს გზშ-ისგან გათავისუფლების ან გზშ-ისგან
გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გარემოსდაცვით
საინფორმაციო პორტალზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს
ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.“;
11. მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი
ანალიზის შედეგები (დოკუმენტი) მიღებიდან 1 დღის ვადაში უნდა გადაუგზავნოს ცენტრს.
ცენტრმა მიღებიდან 2 დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგები (დოკუმენტი) უნდა განათავსოს გარემოსდაცვით
საინფორმაციო პორტალზე.“;
12. 23-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში უგზავნის შესაბამის
განცხადებას ცენტრს. მიღებიდან 2 დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს გადმოგზავნილი
დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკრინინგის
განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული
დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ,
ხოლო
ცენტრი
ასევე
უზრუნველყოფს
სკრინინგის
განცხადების
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების
ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადებისა და
სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის აღნიშნულ ვებგვერდებსა და
საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი
ნაწილით დადგენილი წესით წარადგინოს მოსაზრებები და შენიშვნები მითითებულ
დოკუმენტებთან
დაკავშირებით.
სააგენტო
და
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და
შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებენ მათ გადაწყვეტილების
მიღების პროცესში.“;
ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის შესაბამის
გადაწყვეტილებებს ცენტრს. მიღებიდან 4 დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს
გადმოგზავნილი დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას.
სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების მიერ
წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე
განათავსებენ, ხოლო ცენტრი ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული
ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
13. 24-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში შესაბამის განცხადებას
თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის ცენტრს. მიღებიდან 2 დღის ვადაში ცენტრი
უზრუნველყოფს გადმოგზავნილი დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო
პორტალზე განთავსებას. განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ
დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო ცენტრი ასევე
უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.
მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი
ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან
ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ხელმისაწვდომობას.“;
14. 25-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 1 დღის ვადაში უგზავნის შესაბამის
დოკუმენტაციას ცენტრს. მიღებიდან 4 დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს
გადმოგზავნილი დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას.
სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნებისა და
სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ
ვებგვერდებზე განთავსებას, ხოლო ცენტრი ასევე უზრუნველყოფს სკოპინგის დასკვნების
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი
ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის
დასკვნების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
15. 27-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამგეგმავი ორგანო სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს
განცხადებით და როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგენს სგშ-ის
ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტს. სგშ-ის ანგარიში ხელმოწერილი უნდა
იყოს მის მომზადებაში (შედგენაში) მონაწილე პირის (პირების) მიერ, მათ შორის,
კონსულტანტის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში). სგშ-ის ანგარიში და მის მომზადებაში
(შედგენაში) მონაწილე პირის (პირების) შესახებ ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო აღნიშნული
განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში უგზავნის შესაბამის განცხადებას ცენტრს.
მიღებიდან 2 დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს გადმოგზავნილი დოკუმენტაციის
გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. განცხადების რეგისტრაციიდან 3
დღის ვადაში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ
განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე
განათავსებენ, ხოლო ცენტრი ასევე უზრუნველყოფს განცხადების შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში. ცენტრი, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების
ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სააგენტო სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ამ
მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გაცემულ რეკომენდაციებს 1 დღის ვადაში უგზავნის
ცენტრს. მიღებიდან
4 დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს გადმოგზავნილი
დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. რეკომენდაციების
გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო
განათავსებენ გაცემულ რეკომენდაციებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე, ხოლო
ცენტრი ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას.
მოთხოვნის
შემთხვევაში
ცენტრი,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან
ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ხელმისაწვდომობას.“;
16. 28-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტო დამგეგმავი ორგანოს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების
შესახებ გადაწყვეტილების გამოგზავნიდან 1 დღის ვადაში უგზავნის შესაბამის
დოკუმენტაციას ცენტრს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია სტრატეგიული
დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ
გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ცენტრი
მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე და გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას.
მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ
აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
17. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზი
შესაბამისი შესაძლებლობის არსებობისა და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო თავის ხელთ
არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის
განხორციელებით გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების დამოუკიდებელი
ანალიზის ჩატარებას და უზრუნველყოფს შემდგომი ანალიზის შედეგების ცენტრისათვის
მიწოდებას. ცენტრი საზოგადოების ინფორმირების მიზნით უზრუნველყოფს შემდგომი
ანალიზის შედეგების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას. ამ მუხლით
გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი
ანალიზის ჩატარების პროცედურა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით „სტრატეგიული
დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ“.“;
18. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობები
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/ცენტრი
ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეძლებისდაგვარად ადრეულ
ეტაპზე (როდესაც შესაძლებელია საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა), საზოგადოების
მონაწილეობა ამ თავის შესაბამისად;
ბ)
უზრუნველყოს
საზოგადოებისთვის
ამ
კოდექსით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების
მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროული, ეფექტიანი და ადეკვატური
საშუალებებით მიწოდება;
გ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის
ხელმისაწვდომობა;
დ) უზრუნველყოს საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ
მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა;
2. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/სააგენტო
ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ
წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების და საჯარო განხილვის შედეგების
მხედველობაში მიღება.
3. ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
შესახებ
ინფორმაციის,
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
საზოგადოებისთვის მიწოდება;“
19. 32-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ
ვებგვერდებზე, გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე და საზოგადოებისთვის
ხელმისაწვდომ საინფორმაციო დაფაზე;“;
20. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრი, ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების
მიღების პროცესში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საზოგადოების
ეფექტიანი ინფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის ფარგლებს და უზრუნველყოფს:
ა) აღნიშნული ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას;
ბ) აღნიშნული ინფორმაციის ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას.“;
21. 35-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრი ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უზრუნველყოს
საზოგადოებისთვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროული
მიწოდება ამ თავით დადგენილი წესით, შესაბამისი საშუალებების გამოყენებით.“;
22. 37-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების
პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გაუგზავნოს ცენტრს, ხოლო ცენტრი
ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან
დაკავშირებული ყველა დოკუმენტი
ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით
ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის.“;
23. 38-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არსებობს ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული
საფუძველი და საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ შესაძლებელია
გარემოზე მოახდინოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, რომელიც იდენტიფიცირებულია
საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სააგენტოს ან/და ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფოს მიერ, სამინისტროს შუამდგომლობის
საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოსცემს საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება
საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულება, სააგენტოს
როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს შესაბამისი განცხადებისა
და თანდართული დოკუმენტების იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო
წესით დამოწმებული ეგზემპლარები, რომელიც შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედებას დაექვემდებაროს, და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა.
საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენამდე საქართველოს მთავრობის
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დაწყებული
ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. სააგენტო ადმინისტრაციული წარმოების
შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის ცენტრს აღნიშნულ
გადაწყვეტილებას.“;
24. 41-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სხვა სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვამდე სააგენტო აცნობებს ცენტრს ამ
მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების დაწყების შესახებ. ცენტრი უზრუნველყოფს
ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით საზოგადოების ინფორმირებას იმ ტერიტორიაზე,
რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება.
5. საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს ცენტრი, თუ
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად სხვა რამ არ
დადგინდება.“;
25. 47-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
ეკოლოგიური
ექსპერტიზისადმი
დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული
არსებული ნაგავსაყრელების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და ამ
კოდექსის ამოქმედებამდე აშენებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურებისა,
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა,
რკინიგზისა და მათზე განთავსებული ხიდებისა, გზაგამტარი გვირაბებისა და მათი
საინჟინრო დაცვის ნაგებობებისა, მეტროპოლიტენისა, მაგისტრალური გაზსადენებისა,
რომელთა განხორციელებაც 2018 წლის 1 იანვრამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს
გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილება, აგრეთვე წყალსატევები, რომლებიც გამოიყენება სარეკრეაციო
დანიშნულებით ან/და სამელიორაციო დანიშნულებით ან/და თევზსაშენი მეურნეობისთვის,
რომელთა განხორციელებაც 2022 წლის 1 ივნისამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გზშ-ის
სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), თუ
აღნიშნული საქმიანობების განმახორციელებლებს არ მიუმართავთ გზშ-ის სფეროში
შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისაღებად, საჭიროებს
სააგენტოს მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების ამ მუხლით
გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მიღებას.“
ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის
რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ცენტრისთვის გადაგზავნას. ცენტრი
დაუყოვნებლივ
უზრუნველყოფს
აღნიშნული
დოკუმენტაციის
გარემოსდაცვით
საინფორმაციო პორტალზე განთავსებას საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი
წინადადებების მიღების უზრუნველსაყოფად.
7. სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარემოსდაცვით
საინფორმაციო პორტალზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იხილავს
საზოგადოების მიერ წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებსა და შენიშვნებს, ხოლო
აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-40 კალენდარულ
დღეს ცენტრი ატარებს საჯარო განხილვას.“.
26. კანონის დანართი I-ის მე-4 ნაწილის:
ა) 4.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.2. დასხივებული ბირთვული საწვავის ან მაღალი დონის რადიოაქტიური ნარჩენების
გადამუშავება;“;
ბ) 4.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.5. რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსება სამარხში.“.
27. კანონის დანართი II-ის მე-3 ნაწილის 3.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.7. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება ან/და შენახვა.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ქვეპუნქტისა, 26-ე და 27-ე ნაწილებისა
ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 26-ე და 27-ე ნაწილები
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს (შემდგომში - კოდექსი)
დღეს არსებული რედაქციით (მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) კომპეტენციას განეკუთვნება კოდექსით
გათვალისწინებული
გადაწყვეტილებების
მიღების
პროცესში
საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა და ამ
მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების
უზრუნველყოფა. წარმოდგენილი კანონპროექტის ცვლილების მთავარ მიზანს წარმოადგენს
გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის
უფრო ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა, რაც, ერთი მხრივ, სრულად ასახავს ევროკავშირის
დირექტივების მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ, თანხვედრაშია ,,გარემოსდაცვით
საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების
საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციით (ე.წ. ორჰუსის კონვენცია)
განსაზღვრულ რეგულაციებთან,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში არსებობს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრი (შემგომში - ცენტრი), რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს „გარემოსდაცვით
საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების
საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის
ეკონომიკური კომისიის კონვენციის (ე.წ. ორჰუსის კონვენცია) პრინციპებზე დაყრდნობით და
მისი მიზანია კონვენციის განხორციელების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე. შესაბამისად,
ფართო
საზოგადოებისთვის
გარემოსდაცვითი
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის სფეროში გამჭვირვალობისა და საჯაროობის,
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
საზოგადოების
ჩართულობისა
და
ინფორმირებულობის ხელშეწყობა ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას
წარმოადგენს. არსებული მონაცემებით, საჯარო განხილვებში საზოგადოების მონაწილეობა
არ არის მაღალი. საზოგადოების ინტერესი ძირითადად ეხება მსხვილ პროექტებს.
საზოგადოების ინტერესი მიმართულია მხოლოდ მსხვილი ინფრასტრუქტურული
პროექტებისადმი. არის შემთხვევები, როდესაც საზოგადოებას უჭირს პროექტის დეტალებში
გარკვევა, მისი მნიშვნელობის სწორად აღქმა და სხვა გარემოებები, რაც ერთობლიობაში
წარმოქმნის სხვადასხვა გამოწვევას ამ მიმართულებით. ამ გამოწვევების დაძლევის მიზნით,
ცენტრი უზრუნველყოფს კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების
პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობისა და მონაწილეობის შესახებ სტატისტიკური
მონაცემების შეგროვებას და მათ დამუშავებას, მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს
„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში
მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციის (ე.წ. ორჰუსის კონვენცია)
პრინციპების ეროვნულ დონეზე უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით,
რაც გამოიხატება კოდექსიდან გამომდინარე მისაღები გადაწყვეტილებების პროცესში
საზოგადოების ჩართულობის და მათი ინფორმირებულობის მექანიზმების გაუმჯობესებაში.
ასევე შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელებაში.
ცენტრს გარემოსდაცვითი საკითხების/პროექტების/გადაწყვეტილებების მომზადების
პროცესში
საზოგადოების
ჩართულობის/მონაწილეობის
პროცესის
წარმართვის
მრავალწლიანი ინსტიტუციური გამოცდილება გააჩნია. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის
მიხედვით განისაზღვრა სააგენტოსა და ასევე, სამინისტროს სისტემის სხვადასხვა უწყებაში
არსებული, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებების მიღების/პროექტების (მათ შორის, გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსით გათვალისწინებული) განხილვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის
უზრუნველყოფის ფუნქციის ცენტრისთვის გადაცემა. ამავდროულად,
ცენტრში
მიმდინარეობს მუშაობა სპეციალური საინფორმაციო პორტალის/ვებგვერდის შექმნაზე,
რომელიც ამ ეტაპზე გაშვებულია სატესტო რეჟიმში, აღნიშნული პლატფორმა/ვებგვერდი
სამომავლოდ უზრუნველყოფს პროცესის უფრო კვალიფიციურად და ფართო მასშტაბით
წარმართვას
და
გარემოსდაცვით
თემებთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილებების/პროექტების განხილვაში საზოგადოების მონაწილეობის გაცილებით
მაღალ სტანდარტს. წარმოდგენილი პლატფორმის ამოქმედების
ვალდებულება
გათვალისწინებულია ღია მმართველობა საქართველოს (OGP) ახალი სამოქმედო გეგმის
ფარგლებში. როგორც სპეციალური საინფორმაციო პლატფორმის/ვებგვერდის შექმნა, ისე
კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები შესაბამისობაშია ღია მმართველობა
საქართველოს (OGP) ახალი სამოქმედო გეგმით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების
პროცესში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე აღებულ ვალდებულებებთან. ღია
მმართველობა საქართველოს (OGP) ახალი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ქვეყნის
მასშტაბით გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
‘’გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი’’-თ გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების
პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით
შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვის ჩატარების
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანო განსაზღვრულია საკანონმდებლო აქტის
საფუძველზე, ზემოაღნიშნული ფუნქციის „ცენტრისთვის“ დაკისრებისთვის საჭიროა
ცვლილების შეტანა შესაბამის საკანონმდებლო აქტში - „გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსში“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
‘’გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსი’’-თ
გათვალისწინებული
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის, ამ მიზნით შესაბამისი
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვის ჩატარების და კოდექსით
გათვალისწინებული
გადაწყვეტილებების
საზოგადოებისთვის
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფას განახორციელებს ცენტრი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით:
1. ცვლილება შედის კოდექსის მე-3 მუხლში, ტერმინთა განმარტებას ემატება „ცენტრი“-ს
განმარტება.
2. ცვლილება შედის კოდექსის მე-4 მუხლში (გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში,
უფლებამოსილი ორგანოები) ემატება მე-5 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება ცენტრის
კომპეტენცია და დგინდება, რომ გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ცენტრის
კომპეტენციას განეკუთვნება ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა
და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების
ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისად, საჭირო ხდება ამ ჩანაწერის ამოღება სააგენტოს
კომპეტენციების ჩამონათვალიდან. კერძოდ, ცვლილების შედეგად ამოღებულ უნდა იქნეს
„კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, რომ არ მოხდეს ერთი და იგივე
კომპეტენციის ორი სხვადასხვა ორგანოსთვის მიკუთვნება.
3. ცვლილება შედის კოდექსის ყველა იმ მუხლში (მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-11, მე-12, მე-15, მე16, მე-17, 23-ე, 24-ე, 25-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე, 32-ე, 37-ე, 41-ე და 47-ე) სადაც გაწერილი იყო
სააგენტოს
კომპეტენციები
გარემოსდაცვითი
შეფასების
სფეროში
კოდექსით
გათვალისწინებული
გადაწყვეტილებების
მიღების
პროცესში
საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის და ამ
მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების
უზრუნველყოფის ნაწილში. შესაბამისად, ამ მუხლებში „სააგენტოს“ ნაცვლად აღნიშნული
ვალდებულებების/პროცედურების განმახორციელებელ ორგანოდ მიეთითება „ცენტრი“ და
აგრეთვე, სააგენტოს ეკისრება ვალდებულება გადაუგზავნოს კოდექსით გათვალიწინებული
გამოსაქვეყნებელი დოკუმენტაცია
ცენტრს,
ისე
რომ არ მოხდეს კოდექსით
გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების ვადების გაზრდა. ასევე, უწყებათა
კომპეტენციების ნაწილში მკაფიოდ გაიმიჯნა სააგენტოსა და ცენტრის უფლებამოსილებები.
4. ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილებისა და კომპეტენციების გამიჯვნის
მიზნით, ცვლილება შედის კოდექსის 31-ე მუხლში (ადმინისტრაციული ორგანოს
მოვალეობები) და ყალიბდება ახალი რედაქციით, რის შედეგადაც 31-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობების: გადაწყვეტილების მიღების პროცესში,
შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როდესაც შესაძლებელია საზოგადოების ეფექტიანი
მონაწილეობა), საზოგადოების მონაწილეობის, საზოგადოებისთვის ამ კოდექსით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში
საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროული, ეფექტიანი
და ადეკვატური საშუალებებით მიწოდების, საზოგადოებისთვის ამ კოდექსით
გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის და საჯარო განხილვაში
საზოგადოების მონაწილეობის და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოდ კონკრეტდება ცენტრი, ხოლო კოდექსის 31-ე
მუხლის
მე-2
ნაწილით
დგინდება
სააგენტოს
ვალდებულება
უზრუნველყოს
გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა
და
შენიშვნების
და
საჯარო
განხილვის
შედეგების
მხედველობაში მიღება, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის
ცენტრისთვის გადაგზავნა ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით,
ცენტრს ეკისრება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის
მიწოდების ვალდებულება.
5. ცვლილება შედის კოდექსის 33-ე მუხლის (ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) მე-2 ნაწილში,
დგინდება,
რომ
სააგენტოს
ნაცვლად
ცენტრი
განსაზღვრავს
ამ კოდექსით
გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის
ფარგლებს და ამ მიზნით უზრუნველყოფს ინფორმაციის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე
განთავსებას და ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას.
6. ცვლილება შედის კოდექსის 35-მუხლის (საზოგადოების მონაწილეობის შედეგების
გათვალისწინება) მე-2 ნაწილში რომლითაც სააგენტოს ნაცვლად, ცენტრს დაეკისრება ამ
კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოებისთვის მიღებული გადაწყვეტილების
შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდება, კოდექსის IV თავით დადგენილი წესით, შესაბამისი
საშუალებების გამოყენებით.
7. ცვლილება შედის კოდექსის 38-ე მუხლის (გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების
შეფასების პროცედურა) პირველ ნაწილში და სააგენტოს ეკისრება გარემოზე ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედების შეფასების პროცედურაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების
შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ცენტრისთვის შეტყობინების ვალდებულება.
აღნიშნულის თაობაზე ცენტრისთვის შეტყობინების ვალდებულება წამოადგენს
მნიშვნელოვან გარემოებას, რათა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცესში არ
მოხდეს გაუგებრობა და ცენტრმა არ განახორციელოს მასზე კოდექსით დაკისრებული
უფლება-მოვალეობები შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
8. ცვლილება შედის 47-ე მუხლის პირველ ნაწილში და ზუსტდება იმ საქმიანობების
გამონაკლისები რომლებზეც არ გავრცელდება 47-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კერძოდ, კოდექსის 47-ე მუხლი ადგენს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელებასთან
დაკავშირებით გარდამავალ რეგულირებას, რომელიც „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი
დაქვემდებარებულ (ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედ) საქმიანობებზე ითვალისწინებს
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, ამავე
მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია კონკრეტული საქმიანობები (გამონაკლისები),
რომლებზეც არ ვრცელდება ზემოაღნიშნული გარდამავალი რეგულირება.
ამჟამად პრაქტიკაში, კოდექსის აღსრულების პროცესში გამოვლინდა ფაქტები რის
საფუძველზეც
გამოვლენილი ფაქტებიდან გამომდინარე ჩამონათვალს დაემატება
წყალსატევები, რომელთა მოწყობაც დაიწყო 2022 წლის 1 ივნისამდე და რომლებიც
გამოიყენება სარეკრეაციო ან/და სამელიორაციო დანიშნულებით, ან/და თევზსაშენი
მეურნეობისთვის). ცვლილების საჭიროება განაპირობა მათ შორის გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2019-2022 წლებში გამოვლენილმა ფაქტებმა,
რომლის შესაბამისად, იდენტიფიცირებული იქნა არსებული/მოწყობილი წყალსატევები,
რომელთა მოწყობის დროს გარემოზე ზემოქმედება მომხდარია, ხოლო აღნიშნული
წყალსატევების
ექსპლუატაცია
გარემოზე
ზემოქმედებასთან
ნაკლებადაა
დაკავშირებული. ასევე გასული წლების განმავლობაში იდენტიფიცირებულ იქნა არაერთი
სატბორე მეურნეობა, რომელიც მოწყობილია სხვადასხვა პერიოდში და ფუნქციონირებს.
9. ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის კანონის დანართი I-ის მე-4 ნაწილის 4.2 და 4.5
ქვეპუნქტებში და დანართი II-ის მე-3 ნაწილის 3.7 ქვეპუნქტში. კერძოდ, 4.2 ქვეპუნქტში
სიტყვები „მაღალი აქტივობის მქონე რადიოაქტიური“ იცვლება სიტყვებით „მაღალი დონის
რადიოქტიური“, 4.5 ქვეპუნქტში სიტყვა „რადიოაქტიული“ იცვლება სიტყვით
„რადიოაქტიურით“, ხოლო 3.7 ქვეპუნქტში რადიოაქტიური ნარჩენების დამუშავების
ნაცვლად იწერება რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე)
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ქვეპუნქტისა, 26-ე და 27-ე ნაწილებისა
ამოქმედდება 2023 წლის 1 ივლისიდან, ხოლო პირველი მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი,
26-ე და 27-ე ნაწილები კი გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის 2023 წლის 1 ივლისიდან
ამოქმედების ვადა დადგინდა ცენტრის მიერ შესაბამისი მოსამზადებელი ღონისძიებების
განსახორციელებლად. კერძოდ, კანონპროექტის ძირითადი ცვლილებების პრაქტიკაში
განსახორციელებლად, ცენტრს დამატებით ესაჭიროება „საზოგადოების მონაწილეობის
ხელშეწყობის სამსახური“-ს შექმნა და სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე
თანამშრომლებით დაკომპლექტების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
კონკურსების გამოცხადება. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებების გასატარებლად
აუცილებელია გარკვეული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ცენტრი გაატარებს შესაბამის
სამართლებრივ/ადმინისტრაციულ ღონისძიებებს. ხოლო პირველი მუხლის 25-ე ნაწილის „ა“
ქვეპუნქტი, 26-ე და 27-ე ნაწილები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, იგი
დაკავშირებული არ არის ცენტრის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან. კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს ხარჯების გამოყოფას. ასევე, მისი მიღება არ არის
დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. კანონპროექტის აღსრულებასთან დაკავშირებული
ხარჯების დაფინანსება მოხდება შესაბამისი უწყებისათვის (სსიპ გარემოს ეროვნული
სააგენტო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი) გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში. მათ შორის, დამატებითი ხარჯები არ არის გათვალისწინებული
კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ 3 წლის განმავლობაში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტით არ იცვლება არსებული - გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებლის
ოდენობა. ასევე, კანონპროექტით არ ხდება სხვა რაიმე გადასახდელის შემოღება ან ოდენობის
გაზრდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო
ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის
პროექტში).
რაც
შეეხება
კოდექსით
განსაზღვრული
ფუნქციების
განხორციელებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ხარჯებს, ის მდგომარეობს შემდეგში:
ახალი ფუნქციების განხორციელებისთვის ცენტრს დასჭირდება დამატებითი ადამიანური
რესურსი. აღსანიშნავია, რომ არსებული რესურსით ცენტრის მიერ მომავალი ფუნქციამოვალეობების განხორციელება ვერ მოხდება, რადგან კანონით დაკისრებული
ვალდებულებების შინაარსი მოიცავს ისეთ კომპლექსურ და მასშტაბურ საკითხებს,
როგორებიცაა, მაგალითად, პარალელურ რეჟიმში ერთზე მეტი საჯარო განხილვის
კორესპონდენციის წარმოება, ასევე საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საჯარო განხილვის
ერთდროულად ორგანიზება/ჩატარება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალურ ერთეულში
შესაბამისი მატერიალური რესურსის (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების)
უზრუნველყოფით, საჯარო განხილვებიდან გამომდინარე ახალი ელექტრონული პორტალის
განვითარება, ადმინისტრირება და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
ცვლილებებიდან გამომდინარე, ცენტრში 2023 წლიდან საჭირო ხდება დამატებით
„საზოგადოების
მონაწილეობის
ხელშეწყობის
სამსახური“-ს
შექმნა,
რომელიც
პასუხისმგებელი იქნება საჯარო განხილვების ორგანიზებასა და ჩატარებაზე და სრულად
უპასუხებს ‘’გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი’’-ს მოსალოდნელი ცვლილებით ცენტრზე
დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს და ხელს შეუწყობს ორჰუსის კონვენციის მთავარი
პრინციპების განხორციელბას. აღნიშნული სამსახური დაკომპლექტდება 8 თანამშრომლით,
რომელთა ხელფასის ფონდისთვის მომდევნო სამი წლის განმალობაში საჭირო იქნება
დაახლოებით 349 364 ლარი. აღნიშნული საშტატო ერთეულები თავისი სახელფასო ფონდით
გამოყოფილი იქნება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსათვის გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნებიდან და სახელმწიფო
ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფის გარეშე. კერძოდ, 2023 წელს საჭირო იქნება ცენტრის სახელფასო
ფონდის გაზრდა დამატებით 87 340 ლარის ოდენობით (პირველი და მეორე კვარტლების
გამოკლებით), ხოლო 2024 , 2025 და 2026 წლებში საჭირო იქნება ცენტრის სახელფასო ფონდის
ჯამში 523 720 ლარის ოდენობით გაზრდა 2022 წელთან შედარებით, სულ 611 060 ლარი 20232026 წლებში (ეს თანხები შეიძლება შეიცვალოს საჯარო სექტორში ხელფასების ცვლილების
შემთხვევაში). კერძოდ:
საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის
სამსახური
2023 წელი
შტატით გათვალისწინებული თანამდებობების
დასახელება
სულ
სამსახურის უფროსი
რაოდენობა
შრომის
ანაზღაურება (I და
II კვარტლების
გამოკლებით)
8
87 340
1
16 708
სამსახურის უფროსის მოადგილე
1
15 190
მთავარი სპეციალისტი
1
9 873
მთავარი სპეციალისტი
5
45 569
საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის
სამსახური
2024 წელი
შტატით გათვალისწინებული თანამდებობების
დასახელება
სულ
რაოდენობა
შრომის
ანაზღაურება
8
174 680
სამსახურის უფროსი
1
33 418
სამსახურის უფროსის მოადგილე
1
30 380
მთავარი სპეციალისტი
1
19 746
მთავარი სპეციალისტი
5
91 136
2024 წლის ანალოგიურია 2025 – 2026 წლების სახელფასო ფონდიც.
კოდექსი ითვალისწინებს სკოპინგის დასკვნის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
გაცემის ეტაპებზე სავალდებულო საჯარო განხილვის ჩატარებას, საჯარო განხილვა ასევე
ტარდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში. საჯარო განხილვის
ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანო უნდა გახდეს ცენტრი. დაგეგმილი
საქმიანობის თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში საჯარო
განხილვა უნდა ჩატარდეს საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ხოლო
თვითმმართველი
ქალაქის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
საქმიანობის
განხორციელების შემთხვევაში საჯარო განხილვა ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრული
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნული
საჯარო
განხილვების
ჩატარებისთვის სამივლინებო ხარჯების
ასანაზღაურებლად, არსებული პრაქტიკის და საჯარო განხილვების სიმრავლის
გათვალისწინებით (წელიწადში ჯამში დაახლოების 400 განხილვა), ცენტრისთვის საჭირო
იქნება დამატებით 90 000 ლარის (სამი წელში) გამოყოფა, რომელიც მოხდება საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში. ხოლო, ეს ცვლილება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ხარჯების
დაზოგვას არ გამოიწვევს ვინაიდან საჯარო განხილვებში მათი წარმომადგენლები ისევ
მონაწილეობენ. ცვლილების თანახმად საჯარო განხილვის ორგანიზების ფუნქცია გადადის
განათლების ცენტრში. ასევე, განათლების ცენტრში გადადის მხოლოდ ფუნქცია ადამიანური
და ფინანსური რესურსების გარეშე, შესაბამისად ეს ცვლილება თანამშრომლებს არ შეეხებათ.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება, ფინანსური თვალსაზრისით, კონკრეტულ პირებზე/პირთა ჯგუფებზე
გავლენას არ მოახდენს. შეეხებათ მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს რომლებიც დასქმდებიან
ახალ საშტატო ერთეულებზე და მიიღებენ შემოსავალს ხელფასის სახით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) შემოღება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი
არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.