„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.11.2022
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/206/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-14
ბიუროს ნომერი 198

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 286-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები: 1. 12 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 13 ნაწილი: ,,13. სამეწარმეო საქმიანობისათვის ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს პირის დაჯარიმებას 22 500 ლარის ოდენობით.“. 2. მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 ნაწილი: ,,21. ამ მუხლის 13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 45 000 ლარის ოდენობით.“. 3. მე-5 ნაწილს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,დ“ ქვეპუნქტი: ,,დ) ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში, აგრეთვე - ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი, ერთეულის ფასი ან/და სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის ფაქტიური მისამართი.“. 4. მე-8 ნაწილს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ფარმაცევტული პროდუქტი არის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი. 5. მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,13. ამ მუხლის პირველი, 11, 12 და 13 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება, აგრეთვე საქონლის დათვლა თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად და აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტი წარმოადგენს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის გამომდინარე პროექტს და მისი მომზადება განპირობებულია ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასის დადგენის პირობებში სსიპ - შემოსავლების სამსახურის ჩართულობის საჭიროებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორცილებული ცვლილებები ითვალისწინებს დამატებით სსიპ - შემოსავლების სამსახურის ჩართულობას რეფერენტული ფასების ადმინისტრირების ღონისძიებებში, რაც უნდა აისახოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებებზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, იზრდება ჯარიმები ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისთვის ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმისთვის. შედეგად, კოდექსის 286-ე მუხლს ემატება სპეციალური რეგულაცია ფარმაცევტული პროდუქტისთვის, - გაზრდილი ჯარიმების მიმართულებით, კერძოდ, ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, დაუკავშირდება ჯარიმას 22 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითობისას − დაჯარიმებას 45 000 ლარის ოდენობით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 286-ე მუხლს ემატება სპეციალური რეგულაცია ფარმაცევტული პროდუქტისთვის, - კერძოდ, ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, დაუკავშირდება ჯარიმას 22 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითობისას − დაჯარიმებას 45 000 ლარის ოდენობით. .ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2023 წლის 1 თებერვლიდან, ვინაიდან, აღნიშნული ვადა განპირობებულია სისტემის მზადებისთვის შესაბამის დროის საჭიროებით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, თუმცა მისი მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმავე მუხლის (286-ე) პირველი ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, მათ შორის ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილში, წარმოადგენს ადმინისტარციულ გადაცდომას და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მაკონტროლებელი ორგანოს - სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის ზედნადების გარეშე რეალიზაციის საკითხების ადმინისტრირება მოხდება ჩვეულ რეჟიმში, არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ჯარიმის სახით გადახდილი თანხების კუთხით, რადგან ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას. გავლენის მასშტაბები დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე და გადახდილი ჯარიმების ოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ გადაცდომას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − რისთვისაც გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა. აღნიშნულ ზოგად მუხლში გადის ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმაც, შესაბამისად, ასეთი ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა დღესდღეობით უკავშირდება 500 ლარიან ჯარიმას. შემოთავაზებული კანონპროექტით, ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა დაუკავშირდება გაზრდილ ჯარიმებს, კერძოდ: ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − დაუკავშირდება ჯარიმას 22 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 45 000 ლარის ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც მაკონტროლებელი ორგანოს - სსიპ - შემოსავლების სამსახური - მიერ ფარმაცევტული პროდუქტის ზედნადების გარეშე რეალიზაციის საკითხების ადმინისტრირება მოხდება ჩვეულ რეჟიმში, არსებული ფინანსური ასიგნებების ფარგლებში, ამასთან, გაზრდილი საჯარიმო სანქციებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ ვალდებულებები. წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, პირებზე, რომელთაც მოუწევთ ჯარიმის გადახდა ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობის ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ გადაცდომას დღესდღეობითაც წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − რისთვისაც გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა. აღნიშნულ ზოგად მუხლში გადის ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმაც, შესაბამისად, ასეთი ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა დღესდღეობით უკავშირდება 500 ლარიან ჯარიმას. შემოთავაზებული კანონპროექტით, ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა დაუკავშირდება გაზრდილ ჯარიმებს, კერძოდ: ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, −დაუკავშირდება ჯარიმას 22 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 45 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კანონპროექტს ექნება ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ გადაცდომებს, ამასთან, ფინანსური გავლენები იქნება გაზრდილი ჯარიმების შესაბამისი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ადგენს ჯარიმების გაზრდილ ოდენობებს, კერძოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ გადაცდომას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − რისთვისაც გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა. აღნიშნულ ზოგად მუხლში გადის ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმაც, შესაბამისად, ასეთი ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა დღესდღეობით უკავშირდება 500 ლარიან ჯარიმას. პროექტის მიხედვით, ცალკე გამოიყოფა ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − დაუკავშირდება ჯარიმას 22 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 45 000 ლარის ოდენობით. უნდა აღნიშნოს, რომ კოდექსის მოქმედი 286-ე მუხლი, პრეცედენტულად, უკვე ითვალისწინებს განსახვავებულ ჯარიმებს ხე-ტყესთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. რაც შეეხება მოცემული ჯარიმების განსაზღვრის პრინციპებს, კონკრეტული ოდენობების დადგენისას მხედველობაში იქნა მიღებული „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის გამომდინარე კანონპროექტსაც წარმოადგენს მოცემული პროექტი, შესაბამისად, იგი იზიარებს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში განსაზღვრულ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევისას არსებულ ჯარიმების ოდენობებს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,