„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.11.2022
ავტორი
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/265/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (5)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-10-31
კომიტეტის სხდომის ნომერი 109
შენიშვნა საკითხის განხილვა გადაიდო

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 2022 წლის 31 ოქტომბერი, 16:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/425; 18.12.2019) III მოსმენა; 2. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/258; 19.10.2022) I მოსმენა; 3. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ (07-3/254; 05.10.2022) I მოსმენა; 4. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ (07-3/181; 22.03.2022); 5. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 6. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა ამსახველი სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენა.
ოქმი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N109 31.10.2022 სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომის მდივანი: ნია ლეჟავა - აპარატის თანამშრომელი; სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი შატაკიშვილი, გივი მიქანაძე, გურამ მაჭარაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ფრიდონ ინჯია, მიხეილ დაუშვილი. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს. სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/425; 18.12.2019) III მოსმენა; მომხსენებელი: რატი იონათამიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/258; 19.10.2022) I მოსმენა; მომხსენებელი: ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი 3. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ (07-3/254; 05.10.2022) I მოსმენა; მომხსენებელი: ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი 4. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ (07-3/181; 22.03.2022); მომხსენებელი: ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი 5. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; საკითხის განხილვა გადაიდო 6. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა ამსახველი სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენა. საკითხის განხილვა გადაიდო მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის რატი იონათამიშვილის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/425; 18.12.2019) III მოსმენით. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და ახლებურად წესრიგდება წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადების საკითხი; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის არცოდნის, ხანგრძლივი ან შეუქცევადი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს; ამ პირის მიერ ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად; ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა. კანონპროექტით განისაზღვრება ასევე წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადების წესები. აზრი გამოთქვეს: ანა წითლიძემ, ანა სუხიშვილმა (აქტივისტი), გიორგი ენუქიძე (სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი), ანრი ოხანაშვილმა. გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/425; 18.12.2019) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად. მომხრე: 11 წინააღმდეგი: 0 მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ანრი ოხანაშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/258; 19.10.2022) I მოსმენით. მომხსენებლის ინფორმაციით: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა; იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები; მკაფიოდ განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების საქართველოს პარლამენტთან კომუნიკაციის წესი; ხანგრძლივდება ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა. საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა ევროკავშირში გაწევრების განაცხადი. ამ განაცხადთან დაკავშირებით 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, რომლითაც ევროკომისიამ გასცა ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის საქართველოსთვის მინიჭების რეკომენდაცია; ამასთანავე, ევროკომისიამ იმავე დასკვნით განსაზღვრა 12 პუნქტისაგან შემდგარი გარკვეული პრიორიტეტული ამოცანები და მიუთითა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა საქართველოს მიერ ამ ამოცანების შესრულება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც აღინიშნა, რომ ევროპული საბჭო აღიარებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ამოცანებს, ევროპული საბჭო მზად არის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანების შესრულების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მყისიერად შეიმუშავა დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმა, საქართველოს პარლამენტში კი შეიქმნა მთელი რიგი სამუშაო ჯგუფები. ამ სამუშაო ჯგუფებიდან რამდენიმე შექმნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელთაგან ერთერთის მიზანი იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადებულია სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მიმართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ, მიზნად ისახავს ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის ზემოხსენებული დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთი მათგანის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხს ემსახურება. აზრი გამოთქვეს: დავით ყარაშვილმა (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური), სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა, ამირან გულუაშვილმა (საქართველოს პროკურატურა). გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/258; 19.10.2022) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის მომზადებულად. მომხრე: 11 წინააღმდეგი: 0 მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ანრი ოხანაშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ (07-3/254; 05.10.2022) I მოსმენით. მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა ევროკავშირში გაწევრების განაცხადი. ამ განაცხადთან დაკავშირებით 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, რომლითაც ევროკომისიამ გასცა მინიჭების ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის საქართველოსთვის რეკომენდაცია; ამასთანავე, ევროკომისიამ იმავე დასკვნით განსაზღვრა 12 პუნქტისაგან შემდგარი გარკვეული პრიორიტეტული ამოცანები და მიუთითა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა საქართველოს მიერ ამ ამოცანების შესრულება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც აღინიშნა, რომ ევროპული საბჭო აღიარებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ამოცანებს, ევროპული საბჭო მზად არის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანების შესრულების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მყისიერად შეიმუშავა დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმა, საქართველოს პარლამენტში კი შეიქმნა მთელი რიგი სამუშაო ჯგუფები. ამ სამუშაო ჯგუფებიდან რამდენიმე შექმნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელთაგან ერთერთის მიზანი იყო „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავება. წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მიზნად ისახავს ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის ზემოხსენებული დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთი მათგანის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხს ემსახურება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს, ხოლო უკრაინის კანონთან მიმართებით ევროკომისიამ გასცა უკრაინის მიერ ამ კანონის იმპლემენტაციის რეკომენდაცია. აზრი გამოთქვეს: ფრიდონ ინჯიამ, სალომე სამადაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა, რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, ანა წითლიძემ. გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ (N07-3/254; 05.10.2022) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად. მომხრე: 10 წინააღმდეგი: 1 მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ (07-3/181; 22.03.2022). მომხსენებლის ინფორმაციით, კონცეფცია ემყარება საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, მათ შორის კანონს გენდერული თანასწორობის შესახებ, კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კანონს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ და კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. კონცეფცია აღიარებს, რომ უთანასწორობა ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს, მაგრამ იგი უფრო მეტად ქალებს აზიანებს; რომ უთანასწორობა შედეგია ისტორიულად ჩამოყალიბებული ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილების; რომ გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს; და რომ დისკრიმინაციის ჯვარედინი ფორმები ქალებს და გოგოებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის და ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევას. მისი თქმით, გენდერული თანასწორობის მისაღწევად კონცეფცია შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ითვალისწინებს: პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება და შრომითი უფლებები, გენდერული ძალადობის და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის დაძლევა, ბავშვთა ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრა, ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და სექსუალური ექსპლუატაცია, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, ხელოვნება და სპორტი. მომხსენებლის თქმით, დადგენილება ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებათა შორის ეფექტიან კოორდინაციასა და თანამშრომლობას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. დასკვნით დებულებებში დადგენილება ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსახორციელებლად შექმნილი ინსტიტუციური მექანიზმის ფარგლებში ღონისზიებებს. აზრი გამოთქვეს: ანრი ოხანაშვილმა, ლევან კასრაძემ (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი), თამარ შავგულიძემ (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი). გადაწყვიტეს: მომხრე: 11 წინააღმდეგი: 0 სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ანრი ოხანაშვილი ნია ლეჟავა (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი)