ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 წერილი (137 KB)
📄 წერილი (229 KB)
📄 წერილი (2.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (12.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (13.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (11.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (10.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (16.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.8 MB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-11-18
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
8177/3-30/22
07-09-2022
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის და მე-2 პუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად, ინტერპელაციის წესით
მოგმართავთ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
რა სამუშაოები იქნა გაწეული საქართველოს მთავრობის მხრიდან
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის მიერ
დაწესებული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად და როგორია
თქვენი მოლოდინები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის
სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის შემდეგ
მმართველი პარტიის არა ერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ
რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში, ამის გამო მოხდა ევროპელი
პარტნიორების მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა,
რაც ასევე დაადასტურეს თავიანთ არა ერთ წერილში „ქართული ოცნებისგან“
გამიჯნულმა დეპუტატებმა. რადგანაც დღემდე არ მომხდარა მთავრობის
მხრიდან ამ ტიპის განცხადებების უარყოფა, როგორია დღეს მთავრობის
პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ხედავთ თუ არა ამ ტიპის
განცხადებებში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი
დეზინფორმაციის და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებს?
უკრაინაში რუსულმა აგრესიამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ
რუსეთი თავის ეკონომიკურ ბერკეტებს და ენერგო რესურსებს იყენებს მისი
სამხედრო, პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის.
შესაბამისად, რა გაკეთდა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის
პერიოდში იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად, სასურსათო და
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ენერგო უსაფრთხოების კუთხით ნაკლებ დამოკიდებული გამხდარიყო
რუსეთის ფედერაციაზე და ნაკლები ზემოქმედების ბერკეტები ჰქონოდა
საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოზე?
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გიორგი ვაშაძე
პარლამენტის წევრი
პაატა მანჯგალაძე
პარლამენტის წევრი
თეონა აქუბარდია
პარლამენტის წევრი
ხათუნა სამნიძე
პარლამენტის წევრი
ტარიელ ნაკაიძე
პარლამენტის წევრი
თამარ კორძაია
პარლამენტის წევრი
როსტომ ჩხეიძე
პარლამენტის წევრი
ნატო ჩხეიძე