ინტერპელაციის წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[4702]/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-11-18

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 8300/3-64/22 08-09-2022 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის საფუძველზე ინტერპელაციის წესით მოგმართავთ შემდეგი კითხვებით: 1. საქართველოში 58 რუსულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია - 11 სკოლა და 47 სექტორი, რომელთა კონტინგენტი იზრდება. პარალელურად იზრდება რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც. როგორი არის სამინისტროს პოლიტიკა? კერძოდ, გულისხმობს თუ არა იგი რუსულენოვანი სკოლების და სექტორების რაოდენობის ზრდას? თუ გულისხმობს საიდან მოჰყავს პერსონალი? რა პრინციპით ხელმძღვანელობს სამინისტრო კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციის მინიჭების დროს? 2. სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა კოლოსალურად იზრდება, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო ამ პრობლემის გადასაჭრელად მაშინ, როდესაც სტუდენტები განიცდიან უკიდურესად მძიმე სოციალურ სიდუხჭირეს. 3. არსებობდა და მიმდინარეობდა სკოლების ინტერნეტიზაციის და სკოლებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროგრამა. ახლა ეს პროგრამა შეჩერებულია, აპირებთ თუ არა აღნიშნული პროგრამის განახლებას? 4. თქვენ აპირებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ბ კორპუსის დემონტაჟს. ეს სკოლა ისტორიულია თავისი ასაკითა და მნიშვნელობით. ნიგოითის სკოლის დაარსებას, თავის დროზე - მეცხრამეტე საუკუნეში, ჰქონდა განუზომელი კულტურული და ეროვნული დანიშნულება მთელი გურიისთვის. რატომ არ ფიქრობთ დემონტაჟის თავიდან ასაცილებლად გამონახოთ ადეკვატური გზები და რატომ არ ზრუნავთ ისტორიული მნიშვნელობის შენობის შესანარჩუნებლად? პატივისცემით, პარლამენტის წევრი ნიკა მაჭუტაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის წევრი ანა წითლიძე პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი პარლამენტის წევრი გიორგი გოდაბრელიძე პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი პარლამენტის წევრი სულხან სიბაშვილი პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა პარლამენტის წევრი გიორგი ბოტკოველი