საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 7-11 ნოემბერს ისლანდიის რესპუბლიკაში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-14
ბიუროს ნომერი 198
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-17883/22
14-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2022 წლის 7-11 ნოემბერს ისლანდიის რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი „2“ ფურცელი.
პატვისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო
ვიზიტის ანგარიში ისლანდიის რესპუბლიკაში ( ქ. რეიკიავიკი)
2022 წლის 7-11 ნოემბერი
2022 წლის 7-11 ნოემბერს განხორციელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში, ქ.
რეიკიავიკი.
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის გლობალურ ფორუმზე, რომელიც 8-10
ნოემბერს ლიდერ ქალთა მონაწილეობით წელს მესამედ გაიმართა, საქართველოს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იუნესკოს მშვიდობის ელჩი,
ელისო ბოლქვაძე, ისლანდიის მთავრობისა და პარლამენტის ოფიციალური
მიწვევით, საპატიო სპიკერის რანგში წარდგა. ელისო ბოლქვაძემ ფორუმზე,
როგორც სპიკერმა, ხელოვნებისა და მუსიკის მნიშვნელობაზე, ასევე
პოლიტიკურ პროცესებში ქალების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა.
ისლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა
მნიშვნელოვანი შეხვედრები:
ასევე ჩაატარა
1. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ისლანდიის კულტურის
მინისტრს ლილია ალფრედსდოტირს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას
შორის ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. სამომავლოდ დაისახა
თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
2. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ისლანდიის ალთინგის
იურიდიულ საკითხთა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ბრინდის
ჰარალდსდოტორს შეხვდა (აღნიშნული კომიტეტი მოიცავს კულტურის
საკითხებსაც ისლანდიის პარლამენტში).
შეხვედრაზე
ისაუბრეს
კულტურის
სფეროს
წარმომადგენლებისა
და
ახალგაზრდების ხელშეწყობის თაობაზე. ასევე განიხილეს კულტურის კომიტეტსა
და შესაბამის სამინისტროს შორის კოორდინაციის ასპექტები. სამომავლოდ
დაისახა პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების
გაზიარება კულტურის მიმართულებით.
3. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მსოფლიოში ერთ-ერთი
საუკეთესო
საკონცერტო
ჰოლის “ჰარპა“-ს დირექტორს
სვანჰილდურ
კონრადსდოტირს და ისლანდიის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს ლარა
სოლი იოჰანსდოტირს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარემ დაათვალიერა
სილფურბერის დარბაზი და გაეცნო
სიმფონიური ორკესტრის მუშაობის
სპეციფიკას. შეხვედრისას ისაუბრეს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის
ფუნქციონირებაზე, ასევე თუ რა სახის ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას
ისინი.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ გამოითქვა სხვადასხვა მიმართულებით
თანამშრომლობის სურვილი და მზაობა, რომ ქართველი მუსიკოსები ჩაერთონ იმ
საერთაშორისო მუსიკალურ პროგრამებში, რომლებსაც ისლანდიის სიმფონიური
ორკესტრი ახორციელებს 2022-2023 წლებში.