საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრების დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხი (მარინე მინდორაშვილი, სიმონ გელაშვილი, დავით კუპატაძე)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კონკურსის შედეგად შერჩეული მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები“
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კონკურსის შედეგად შერჩეული მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები“ წარდგინება
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრების დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხი (მარინე მინდორაშვილი, სიმონ გელაშვილი, დავით კუპატაძე) (ეს პროექტი) წარდგინება
- „მარინე მინდორაშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - საქსტატის საბჭოს წევრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „სიმონ გელაშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - საქსტატის საბჭოს წევრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „დავით კუპატაძის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - საქსტატის საბჭოს წევრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-17502/22
07-11-2022
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შესატანად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის
ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად
წარმოდგენილი მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და დავით კუპატაძის
კანდიდატურები (№07- 2/201; 26.10. 2022).
აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილბის
პროექტი.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-17469/22
07-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს
წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად
წარმოდგენილ მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა
და დავით კუპატაძის კანდიდატურებზე
(№07- 2/201; 26.10.2022)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2022 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე განიხილა და საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე კენჭის საყრელად წარმოგიდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის
მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით
თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და
დავით კუპატაძის კანდიდატურებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით (მომხრე - 10),
რეკომენდაციას უწევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანხმობა მიეცეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
(საქსტატის) საბჭოს წევრებად დაინიშნოს მარინე მინდორაშვილისა და სიმონ გელაშვილის
კანდიდატურები.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის − საქსტატის საბჭოს წევრად დანიშვნაზე
თანხმობის მიცემის შესახებ
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და
მე-3 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. თანხმობა მიეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს --- საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის −
საქსტატის საბჭოს წევრებად 4 წლის ვადით დანიშვნაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2022 წლის --- ნოემბერი
№---
შალვა პაპუაშვილი