საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურების შესახებ (№07-2/201; 26.10.2022) და მომართვა კანდიდატურების განხილვისა და მოსმენის გარეშე კენჭისყრის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-17502/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-15
ბიუროს ნომერი 199

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-17502/22 07-11-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები (№07- 2/201; 26.10. 2022). აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილბის პროექტი. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-17469/22 07-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურებზე (№07- 2/201; 26.10.2022) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე განიხილა და საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭის საყრელად წარმოგიდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით (მომხრე - 10), რეკომენდაციას უწევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანხმობა მიეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრებად დაინიშნოს მარინე მინდორაშვილისა და სიმონ გელაშვილის კანდიდატურები. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის საბჭოს წევრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. თანხმობა მიეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს --- საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის საბჭოს წევრებად 4 წლის ვადით დანიშვნაზე. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2022 წლის --- ნოემბერი №--- შალვა პაპუაშვილი