საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2017 წლის 17 იანვრის „საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ ცვლილების შეთანხმების (№07-2/198; 21.10.2022) განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-16
ბიუროს ნომერი 200
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-18083/22
15-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N217991/22 15.11.2022), რომ ესაჭიროება ვადის გაგრძელება საქართველოს მთავრობის
მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „2017 წლის 17 იანვრის „საქართველოსა და
არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო
ხელშეკრულების „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“
ცვლილების შეთანხმება“-ზე (07-2/198; 21.10.2022).
გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 2 (ორი)
კვირით.
დანართი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
წერილი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-17991/22
15-11-2022
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N192/5, 24.10.2022 გადაწყვეტილებით, დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად
გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის
17 იანვრის „საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის
სასესხო ხელშეკრულების „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)"
ცვლილების შეთანხმება" (№07-2/198; 21.10.2022).
მომხსენებლის მომართვის საფუძველზე, გთხოვთ უზრუნველყოთ აღნიშნული შეთანხმების
განხილვის ვადის გაგრძელება 2 კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge