საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ნონა მამულაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ნონა მამულაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ნონა მამულაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (ეს პროექტი) დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის წევრის ნონა მამულაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დოკუმენტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-11-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 95
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1805?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
16 ნოემბერი 2022 10:30
2022 წლის 16 ნოემბერი, 10:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
ნონა
მამულაშვილისათვის
საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
11/16/2022, 11:21 AM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/1805?local=true
11/16/2022, 11:21 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2022 წლის 16 ნოემბერი, 10.30 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N95
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ლევან
ბეჟაშავილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ
მაჭარაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გენრიეტა წიწავა და პაატა მანჯგალაძის
უფლებამონაცვლე ხათუნა სამნიძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის წევრის ნონა მამულაშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის
წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ნონა მამულაშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის
ნონა მამულაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხს, მის მიერ 2022 წლის 4 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს
პარლამენტის წევრის ნონა მამულაშვილის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის
შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი
წერილობითი განცხადების
ნამდვილობა და მოამზადა დასკვნა, აგრეთვე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ნონა მამულაშვილს
ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს
უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის ნონა მამულაშვილისათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გაეგზავნოს პარლამენტის
ბიუროს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგზავნოს საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის ნონა მამულაშვილის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2