„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge) 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019838) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) ადგენს/გასცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო
დოკუმენტებს (მათ შორის, საჯარიმო ქვითარს და სააღსრულებო ფურცელს)“.
2. 93-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე
მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია
2026 წლის 1 იანვრამდე.“.
3. 98-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.“
მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2023 წლის
პირველ აპრილამდე დაამტკიცოს:
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო
ქვითრის და სააღსრულებო ფურცლის) ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის,
გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტით, ტყის კოდექსში შედის ცვლილება, რაც გამოწვეულია
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ჩანაწერების პრაქტიკაში
განხორციელებისას
წამოჭრილი
პრობლემით.
კერძოდ,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილია
ადგილზე განიხილოს სამართალდარღვევის საქმე თუკი პირი აღიარებს დანაშაულს და საქმის
სასამართლოში გაგზავნის და მისი ზედმეტად გადატვირთვის გარეშე იღებს
გადაწყვეტილებას ადგილზე. აღნიშნული უფლებამოსილების განხოციელებისთვის საჭიროა
ადგილზე განხილვის შემდგომ გამოსაცემი საჯარიმო ქვითრისა და სააღსრულებო ფურცლის
ფორმის დამტკიცება და მისი გამოცემის უფლებამოსილების მინიჭება ტყის მართვის
ორგანოსთვის. ვინაიდან, არსებული საკანონმდებლო რეგულირებით არ არის დადგენილი
საჯარიმო ქვითრისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმები, ტყის მართვის ორგანო
მოკლებულია შესაძლებლობას, ეფექტიანად განახორციელოს მისი ვალდებულებები.
შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ტყის კოდექსში შედის
ცვლილება, რომელიც აზუსტებს და აწესრიგებს ტყის მართვის ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირისთვის სამართალდარღვევათა ოქმის
შედგენის შემთხვევაში მისი ადგილზე განხილვის წესს და აძლევს უფლებამოსილებას
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს შეადგინოს და ადმინისტრაციული
წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტები. ასევე განისაზღვრება თუ ვინ უნდა დაამტკიცოს
ზემოაღნიშნული ფორმები.
პროექტით ცვლილება, ეხება 93-ე და 98-ე მუხლებში გაწერილ ვალდებულებას, რომლის
მიხედვითაც, სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა შეეზღუდოს სათბობი შეშის
ტყეში მათივე ძალებით მოპოვება და აღნიშნული ნიშა უნდა დაიკავოს ტყის მართვის
ორგანოებმა,
რომლებიც
უზრუნველყოფენ
მოჭრილი
მერქნული
რესურსის
მოსახლეობისთვის საქმიანი ეზოდან მიწოდებას. აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე
გადასვლა ტყის მართვის ორგანოებისთვის პრობლემატურია ვინაიდან, იმისათვის, რომ
აიკრძალოს სოციალური მიზნებისთვის მოქალაქეების მხრიდან მერქნული რესურსის
მოპოვება, აუცილებელია, რომ ტყის მართვის ორგანოებს შეეძლოთ აღნიშნული ნიშის
დაკავება და მოსახლეობისთვის ალტერნატიულად თავისი მომსახურების შეთავაზება.
რისთვისაც აუცილებელია როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მანქანა-დანადგარები)
ასევე
ადამიანური
რესრუსის
ისეთი
მასშტაბით
მობილიზება,
რომელიც
დღეის
მდგომარეობით ტყის მართვის არცერთ ორგანოს არ გაააჩნია. აღნიშნულ ეტაპზე
გადასასვლელად
საჭიროა
დიდი
ფინანსური
რესურსის
მობილიზება,
შესაბამისი
პროცედურების დაგეგმვა და ადამიანური რესურსის გადამზადება. როგორც მოგეხსენებათ,
covid 19-ს პანდემისას ვერ მოხდა ტყის მართვის ორგანოების ბიუჯეტის სათანადო ზრდა,
შესაბამისად დღეის მდგომარეობით არცერთი ტყის მართვის ორგანო არ არის მზად იმისთვის,
რომ გადავიდეს დამზადებაზე და მთელი სექტორი ჩაანაცვლოს მხოლოდ თავისი
მომსახურებით. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია მოხდეს გადაწევა კოდექსის არსებულ
რედაქციაში მითითებული ვადის - 2026 წლის პირველ იანვრამდე (იგივე ვადა აქვს
განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც).
ასევე, პროექტით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო
დოკუმენტების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრომ 2023 წლის პირველ აპრილამდე უნდა დაამტკიცოს „საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრის და სააღსრულებო
ფურცლის) ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვაანგარიშგების წესი“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
როგორც აღინიშნა, წამოჭრილი პრობლემები გამომდინარეობს არსებული საკანონმდებლო
სივრცის ხარვეზიდან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე გადაიჭრას
წარმოდგენილი პრობლემები, რათა შეიქმნას საკმარისი სამართლებრივი საფუძველი
გამართული და კანონთან სრულად შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისთვის,
ასევე პრაქტიკაში კანონისა და კანონქვემდებარე აქტების შეუფერხებელი აღსრულებისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ გასწორდება „ტყის კოდექსით“ დადგენილი პროცედურული
საკითხები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება უფრო მოქნილი, ასევე,
გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდება უფრო ეფექტიანი რეგულაციები, რაც დაიცავს
როგორც დაინტერესებული პირების ინტერესებს, ისე გაუმარტივებს ტყის მართვის
ორგანოებს ფუნქციონირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
როგორც განმარტებითი ბარათის პრობლემის არსის ნაწილში ვახსენეთ, პროექტით
წარმოდგენილი ცვლილება ეხება ტყის მართვის ორგანოებისთვის იმ ვალდებულების
გადავადებას, რომლის მიხედვითაც ტყის მართვის ორგანოებს უნდა ჩაენაცვლებინათ
არსებული სოციალური ჭრების პრაქტიკა და მოქალქეებს მხოლოდ საქმიანი ეზოებიდან
შეძლებოდათ სათბობი მერქნული რესურსის შეძენა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო
სააგენტო უკვე ახორციელებს საქმიანი ეზოების პროექტის ფარგლებში მერქნული რესურსის
რეალიზაციას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ხე-ტყის დამზადების უფლება და
აღნიშნული პრაქტიკა დინამიკაში უკვე მზარდი პროცესია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა,
რომ კოდექსში მითითებული ვადა გადაიწევს 2026 წლამდე, სატყეო სააგენტო ინტენსიურად
აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და მეთოდურად რეგიონებში ნელ - ნელა შეიცვლება
სათბობი შეშის მოპოვების პრაქტიკა, რაც საშუალებას მისცემს ერთის მხრივ ტყის მართვის
ორგანოებს მომზადებულნი შეხვდნენ 2026 წელს, ხოლო მოსახლეობაში უფრო ამაღლდება
ცნობიერება და ინფორმაციულობა ამ კუთხით და შესაბამისად, ორივე მხრიდან იქნება ახალ
მოდელზე გადასვლის მზაობა დათქმული თარიღისათვის.
ტყის
კოდექსში
ასევე
შედის
ცვლილება,
რაც
გამოწვეულია
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ჩანაწერების პრაქტიკაში განხორციელებისას
წამოჭრილი პრობლემით. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
მიხედვით,
ტყის
მართვის
ორგანო
უფლებამოსილია
ადგილზე
განიხილოს
სამართალდარღვევის საქმე თუკი პირი აღიარებს დანაშაულს და საქმის სასამართლოში
გაგზავნის და მისი ზედმეტად გადატვირთვის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას ადგილზე.
აღნიშნული უფლებამოსილების განხოციელებისთვის საჭიროა
ადგილზე
განხილვის
შემდგომ გამოსაცემი საჯარიმო ქვითრისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცება
და მისი გამოცემის უფლებამოსილების მინიჭება ტყის მართვის ორგანოსთვის. ვინაიდან,
არსებული საკანონმდებლო რეგულირებით არ არის დადგენილი საჯარიმო ქვითრისა და
სააღსრულებო ფურცლის ფორმები, ტყის მართვის ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას,
ეფექტიანად განახორციელოს მისი ვალდებულებები. შესაბამისად, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსსა და ტყის კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც აზუსტებს
და აწესრიგებს ტყის მართვის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი
პირისთვის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შემთხვევაში მისი ადგილზე განხილვის
წესს და აძლევს უფლებამოსილებას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს
შეადგინოს და გასცეს ადმინისტრაციული წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტები. ასევე
განისაზღვრება თუ ვინ უნდა დაამტკიცოს ზემოაღნიშნული ფორმები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. შესაბამისად, მოთხოვნილია ინიციატივის
საქართველოს
პარლამენტში
დაჩქარებული
წესით
განხილვა.
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
აღნიშნული კანონპროექტის მიღება აუცილებელია დაჩქარებული წესით. ვინაიდან, ზამთრის
სეზონის დადგომასთან ერთად მოსახლეობას სჭირდება საშეშე მერქნული რესურსის
მომარაგება, რომლის მოპოვებასაც ისინი ახორციელებდნენ საკუთარი ძალებით. შესაბამისად,
თუკი 2023 წლის 1 იანვრისთვის წარმოდგენილი ცვლილებები არ იქნა მიღებული,
მოსახლეობა ვერ შეძლებს სათბობი შეშის მარაგის შევსებას, ხოლო თავის მხრივ ტყის მართვის
ორგანოები, როგორც ადამიანური ასევე ტექნიკური რესურსით მზად არ არიან სრულად
უზრუნველყონ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მომარაგება. როგორც წარმოდგენილი
კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, ამისთვის საჭიროა რამდენიმე წელზე
გათვლილი მოსამზადებელი სამუშაოები და შესაბმისი რესურსის მობილიზება. უნდა
აშენდეს დამატებით რამდენიმე ათეული საქმიანი ეზო, რომლიდანაც მოხდება სათბობი შეშის
გაცემა, უნდა შეიქმნას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ტყის მართვის ორგანოებს კი უნდა
დაემატოს ადამიანური რესურსი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს, სახელმწიფო ბიუჯეტი და ტყის მართვის ორგანოს
საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, იგი
გავლენას მოახდენს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოების
ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, აღნიშნული უწყებები უზრუნველყოფენ
მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში მერქნული რესურსის
აუქციონის წესით გაცემას.
ტყის კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის დამატებით არ დგინდება ახალი
ადმინისტრაციული ჯარიმის ფორმა, არამედ განისაზღვრება არსებული სამართალდარღვევის
განხილვისთვის საჭირო დოკუმენტის ფორმის გამოცემის და მისი დამტკიცების
უფლებამოსილება.
98-ე მუხლით ხდება 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის ჩანაწერის გადავადება, თავის მხრივ
აღნიშნულ ჩანაწერში მითითებული სახელშეკრულებო პირობების დარღვევისთვის
პირგასამტეხლო თუ სხვა სახის სანქციები განისაზღვრება ხელშეკრულებაში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სააღსრულებო
ფურცლის ან/და საჯარიმო ქვითრის გაცემის უფლებამოსილების განსაზღვრა არ ზრდის ტყის
მართვის ორგანოს ხარჯებს.
98-ე მუხლში მითითებული ვადის გადავადება არ იწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგს,
ვინაიდან, დღეის მდგომარეობით ტრანსპორტირება შეუძლია როგორც ტყის მართვის
ორგანოს (დაკვეთის და შესაბამისი ანაზღაურების შემდგომ), ასევე თავად განსაკუთრებული
დანიშნულებით ტყითმოსარგებლე სუბიექტს. ამ ვადის გადაწევას აქვს იგივე მიზეზები, რაც
ხეტყის დამზადების ბილეთის ვადის გადაწევას. აქვე აღსანიშნავია, რომ სააგენტო მაინც რჩება
უფლებამოსილი (და არა ვალდებულება), განახორციელოს ჭრა და ტრანსპორტირება თუკი
შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება.
თავის მხრივ, ხე-ტყის დამზადების ბილეთის 2026 წლიდან გაუქმებისთვის სატყეო სააგენტო
მოსამზადებელ ეტაპზე აპირებს შემდეგი სახსრების მობილიზებას.:
2023 წელს უნდა მობილიზდეს 7’525’120 ლარი, რაშიც შედის, 5’000 კბმ შეშის დამზადება, 44
საშტატო ერთეულის სახელფასო ანაზღაურება, 7 ერთეული ჰიდრომანიპულატორიანი
მანქანა, 7 ერთეული ფოტონი, 13 ერთეული დამტვირთველი ტრაქტორი, 18 საქმიანი ეზოს
მოწყობა, 7 ერთეული საჩეხი აპარატი და სხვა ხარჯები.
2024 წელს უნდა მობილიზდეს 13’709’560 ლარი, რაშიც შედის, 60’000 კბმ შეშის დამზადება, 32
საშტატო ერთეული, 7 ერთეული ჰიდრომანიპულატორიანი მანქანა, 7 ერთეული ფოტონი, 8
ერთეული დამტვირთველი ტრაქტორი, რომელიც საქმიანი ეზოების მიხედვით განლაგდება
და 6 ერთეული საჩეხი აპარატი, 10 ერთეული საქმიანი ეზოს მშენებლობა, 200 კმ სატყეო გზის
მშენებლობა და სხვა ხარჯები.
2025 წელს უნდა მობილიზდეს 36’126’640 ლარი, რაშიც შედის 30’000 კბმ შეშის დამზადება, 384
საშტატო ერთეული, 13 ერთეული პიკაპი, 22 ერთეული ჰიდრომანიპულატორიანი მანქანა 6x6ზე, 25 ერთეული ფოტონი 4x2-ზე, 6 ერთეული ბულდოზერი, 48 ერთეული დამტვირთველი
ტრაქტორი, 29 ერთეული საჩეხი აპარატი, 10 საქმიან ეზოს მშენებლობა და სხვა ხარჯები.
2026 წელს უნდა მობილიზდეს 31’500’000 ლარი, რაშიც შედის 400’000 კბმ შეშის დამზადება,
და ასევე 300 კმ გზის მოწყობა.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე,
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაუქმების ვადის გადავადებით მოქალაქეებისთვის
ფინანსური შედეგი არ იცვლება, ისინი ისევ იგივე წესით გააგრძელებენ სათბობი მერქნული
რესურსის მოპოვებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოხდენს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.