„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.11.2022
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/211/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47 ნაწილი: „47. ამ მუხლის 46 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო ადგენს/გასცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტებს (მათ შორის სააღსრულებო ფურცელს).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს სამართალდარღვევის საქმე თუკი პირი აღიარებს სამართალდარღვევას და საქმის სასამართლოში გაგზავნის და მისი ზედმეტად გადატვირთვის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას ადგილზე. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭიროა ადგილზე განხილვის შემდგომ გამოსაცემი საჯარიმო ქვითრისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცება და მისი გამოცემის უფლებამოსილების მინიჭება ტყის მართვის ორგანოსთვის. ვინაიდან, არსებული საკანონმდებლო რეგულირებით არ არის დადგენილი საჯარიმო ქვითრისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმები, ტყის მართვის ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ეფექტიანად განახორციელოს მისი ვალდებულებები. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ტყის კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც აზუსტებს და აწესრიგებს ტყის მართვის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირისთვის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შემთხვევაში მისი ადგილზე განხილვის წესს და აძლევს უფლებამოსილებას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს შეადგინოს და ადმინისტრაციული წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაწერის უფლებამოსილებები რეგულირდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეების განკარგვის წესიც და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება უნდა განისაზღვროს აღნიშნული კოდექსით, რისთვისაც საჭიროა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიენიჭება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ადგილზე განხილვის უფლების სრული რეალიზაციის შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ტყეზე სახელმწიფო კონტროლს და შეუმსუბუქებს სასამართლო ხელისუფლებას ტვირთს, ვინაიდან ყველა საქმე ავტომატურად არ გადამისამართდება სასამართლოში და მოხდება მისი ადგილზე განხილვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს სამართალდარღვევის საქმე თუკი პირი აღიარებს სამართალდარღვევას და საქმის სასამართლოში გაგზავნის და მისი ზედმეტად გადატვირთვის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას ადგილზე. სწორედ აღნიშნული უფლების განხორციელებისთვის შედის ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ტყის მართვის ორგანოს ეძლევა უფლება გამოსცეს ყველა ის დოკუმენტი რომელიც საჭიროა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განსახილველად. აღნიშნული ცვლილება ერთის მხრივ შეუმცირებს დატვირთვას რაიონულ სასამართლოებს, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს სატყეო სააგენტოს უფრო ეფექტიანად და სწრაფად განახორციელოს სახელმწიფო ტყის კონტროლის ფუნქცია და განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს ტყის კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აღნიშნული ცვლილებით, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის არ იზრდება ხარჯები. ვინაიდან, იგი ისევ არსებული კადრებით აგრძელებს სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის და შემდგომი პროცედურების განხორციელებას. თავის მხრივ სასამართლოსთვის საქმეების შემცირება არ იწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას, ვინაიდან აღნიშნული საქმეები ისედაც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი გამართლდება, მას დაუბრუნდება ჩამორთმეული ხეტყის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა. ვინაიდან, აღნიშნული ცვლილება განტვირთავს სასამართლო სისტემასაც, თუმცა ფინანსურ ჭრილში რაიმე სახის ფულადი სახსრების დაზიგვა ან გაზრდა არ ხდება, ვინაიდან, სასამართლოში აღნიშნული კატეგორიის საქმეები ისედაც გათავისუფლებული იყო ბაჟის გადასახადისგან. შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირის, ადმინისტრაციული ორგანოს და სასამართლოს ფინანსური რესურსზე არ ხდება რაიმე სახის ფინანსური ვალდებულების ან შეღავათის დაკისრება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის