საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 15 ნოემბერს ქალაქ პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის სხდომაზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-18180/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-18180/22 17-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მ/წ 15 ნოემბერს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა), სადაც მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის სხდომაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: ანგარიში 1ფ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის გივი მიქანაძის ანგარიში მ/წ 15 ნოემბერს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა), სადაც მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის სხდომაში. სხდომის დღის წესრიგით განხილულ იქნა შემდეგი დოკუმენტები: ტრანსნაციონალური რეპრესიები, როგორც კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მზარდი საფრთხე (ავტორი და მომხსენებელი ქრისტოფერ ჩოუპი, გაერთიანებული სამეფო), უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები (ავტორი და მომხსენებელი დამიენ კოწიე, შვეიცარია), ლეტალური ავტონომიური იარაღის სისტემების გაჩენა და მათი აუცილებელი აღქმა ადამიანის უფლებათა ევროპული კანონმდებლობით (ავტორი და მომხსენებელი დამიენ კოწიე, შვეიცარია), და მე-11 ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე (მომხსენებელი კონსტანტინოს ესტატიაჰო, კვიპროსი). კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ არცერთ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. კომიტეტის წევრის რანგში მონაწილეობა მივიღე განხილვებსა და მომხსენებლებისა და მოწვეული ექსპერტებისთვის წარმოდგენილ მოხსენებებთან დაკავშირებით დისკუსიაში. იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდება მ/წ 12 დეკემბერს, ქ. პარიზში. პატივისცემით, გივი მიქანაძე