საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელთა უკანონო ინსტიტუტის აკრძალვის შესახებ (№1-16400/21; 08.12.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-18200/22
17-11-2022
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქე
ზურაბ
ვანიშვილის
მიერ
საქართველოს
პარლამენტში
წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელთა
უკანონო ინსტიტუტის აკრძალვის შესახებ“ (№1-16400/21; 08.12.2021) და
თანმხლებ მასალას.
დანართი:
1. კომიტეტის დასკვნა 2 ფურცელზე;
2. საკანონმდებლო წინადადება;
3. სხვა დასკვნა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-18199/22
17-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022
წლის 14 ნოემბერს განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელთა უკანონო ინსტიტუტის აკრძალვის
შესახებ“ (№1-16400/21; 08.12.2021).
კომიტეტი
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებასთან
დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა საქართველოს
ფინანსთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას განსაზღვროს საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურის გაცემის, აღრიცხვის, მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის
წესები, ასევე დაადგინოს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა
შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებული საფუძვლებით. აღნიშნულის
შესაბამისად,
ფინანსთა
მინისტრის
ბრძანებით
დადგენილია
დღგ-ის
გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის უსაქონლო ოპერაციის ან
ფიქტიური
გარიგების
ღონისძიებები,
რომლის
წინააღმდეგ
მიმართული
ადმინისტრირების
ფარგლებშიც
განისაზღვრა
შეზღუდვები
და
კვალიფიციური და არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის
მინიჭების საფუძველი.
საკომიტეტო განხილვის დროს დაისვა შეკითხვები და აღინიშნა, რომ
არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი არ აუარესებს მეწარმეთა
მდგომარეობას, ამასთან, არ არის შემთხვევები სტატუსთან დაკავშირებით
ყოფილიყო დავები ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის
საბჭოში.
კომიტეტი იზიარებს საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პოზიციას.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
პოზიციის გათვალისწინებით, კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ინიციატივის მიღება და
საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
დანართი
https://edoc.mof.ge/public/#/
35325-05-01-2-202204181429
N 05-01/35325
18/04/2022
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველ მოადგილეს
ბატონ პაატა კვიჟინაძეს
ბატონო პაატა,
თქვენი 2021 წლის 17 დეკემბრის №12326/3-45/21 წერილის პასუხად,
მოქალაქე ზურაბ
ვანიშვილის განცხადებასთან (№1-16400/21; 08.12.2021) დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს
ფინანსთა მინისტრს საგადასახადო კანონმდებლობა ანიჭებს უფლებამოსილებას დააწესოს შეზღუდვა
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენებაზე, ასევე დაადგინოს დღგ-ის ჩათვლის მიღების
სტანდარტული წესებისგან განსხვავებული წესი, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო ანგარიშფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ფორმებს,
რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის)
წესებს,
ასევე
ცალკეულ
შემთხვევებს,
როდესაც
საქონლის
მიწოდების/მომსახურების
გაწევის
შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა
მინისტრი.
ამავე კოდექსის
176-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს დღგ-ის ჩათვლის მიღების
საფუძვლებს, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს ფინანსთა მინისტრი
უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია
განხორციელდეს განსხვავებული საფუძვლით.
შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის საფუძველზეც, დღგ-ის
გადახდისგან
თავის
არიდების
კვალიფიციური/არაკვალიფიციური
პრევენციის
მიზნით,
განისაზღვრა
დღგ-ის
სტატუსის
მინიჭების
პირობები,
გამოცემულია
საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე.
პატივისცემით,
მამუკა ბარათაშვილი
მინისტრის მოადგილე
გადამხდელის
ხსენებული
დანართი
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041217080730
08.12.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელთა" უკანონო
ინსტიტუტის აკრძალვის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთხოვთ, საქართველოს
საგადასახადო კოდექსში მიიღოთ იმდაგვარი ცვლილება, რომ აიკრძალოს პირისთვის
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/გაცემის შეჩერება. აღნიშნული
საკანონმდებლო წინადადების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამდაგვარი აკრძალვის არ-არსებობის პირობებში,
შემოსავლების სამსახურმა 2021 წელს მიიო იმდაგვარი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტები, რომლებმაც გადასახადის გადამხდელების მიმართ დააწესეს უჩვეულო და
მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო ინოვაცია იმის თაობაზე, რომ დღგ-ის გადამხდელად
ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან
ითვლება "არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად". ამგვარი კანონსაწინააღმდეგო
ნორმების საპირწონედ მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული თვითნებობის აღკვეთა
უშუალოდ საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანით. წინააღმდეგ შემთხვევაში
აღმასრულებელი ხელისუფლების წიაღში გაგრძელდება გადასახადის გადამხდელთა
უფლებების მასიური შელახვა, თან - "საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23
მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“
ქვეპუნქტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა
მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56 3
პრიმა მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე" ფორმალურად მითითებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, |"არაკვალიფიციური დღგ-ის
გადამხდელი"-ს ინსტიტუტი ყოვლად უკანონოა, არ არის გათვალისწინებული
საგადასახადო კოდექსით და ამგვარი "თვითშემოქმედების" აღკვეთა შესაძლებელია
მარტივად, საკანონმდებლო დონეზე ამგვარი შეზღუდვის არსებობის აკრძალვის დადგენის
მეშვეობით. საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს იმ საგადასახადო "ხაფანგის"
გაუქმებას, რომელიც თვითნებურად არის შექმნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ,
გადასახადის გადამხდელთა ქონებრივი უფლებების შელახვის და მათთვის ფინანსური
ზიანის მიყენების ერთადერთი მიზნით.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: