საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის წარდგინების „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის“ (№07-2/181; 05.09.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-18360/22
21-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 169/2, 06.09.2022 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი „საქართველოს
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის“ (№072/181; 05.09.2022) და მისი განხილვის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 22 ნოემბრამდე.
აღნიშნული დოკუმენტი არის დიდი მოცულობის, კომპლექსურია და მასზე
მუშაობას ესაჭიროება სტანდარტულთან შედარებით მეტი ვადა. ამასთან, მართალია, ამ
პროექტის განხილვა დაევალა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტს, თუმცა მისი შინაარსისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით,
აუცილებელია სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობა.
დასახელებული
გარემოებებიდან
გამომდინარე,
კომიტეტი
ვერ
ახერხებს
ხსენებული საკითხის ზემოთ მითითებულ ვადაში განხილვას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული
პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge