საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს“ (ალეკო ცქიტიშვილი, ნანა ჯანაშია, ნინო ჩხობაძე) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-11704/22; 15.09.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-18436/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-18436/22 21-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა ადამიანის უფლებათა ცენტრის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-13 მუხლში შესატანი ცვლილებების თაობაზე (N1-11704/22; 15-09-2022) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განსახილველად გადაეცა ადამიანის უფლებათა ცენტრის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-13 მუხლში შესატანი ცვლილებების თაობაზე (N1-11704/22; 15.09.2022). გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის 14 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. საკანონმდებლო წინადადების მომზადების მიზანია, განხორციელდეს ცვლილება „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-13 მუხლში, რომელიც ითვალისწინებს ტყის სტატუსის შეწყვეტას და ტყის სტატუსის დაბრუნებას. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებში (N07-3/80; 16.06.2021). აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ინკლუზიურად, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით განიხილა. მათი პოზიციების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში, მათ შორის, მე13 მუხლში. საგულისხმოა, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით, ცვლილებები შემოთავაზებულია იმ საკითხებზეც, რომლებზეც 2021 წლის განხილვების ფარგლებში შეთანხმება იქნა მიღწეული. აღსანიშნავია, რომ ასევე, 2022 წელს, ზემოთ ხსენებულ საკითხთან და მთავრობის დადგენილება #496-თან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს „ტყის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცებას“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გაიმართა საჯარო განხილვა, სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, საკანონმდებლო წინადადების ავტორებიც და მიღწეულ იქნა შეთანხმება დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, საკურორტო და რეკრეაციული მიზნებისთვის ტყის ამორიცხვის პრაქტიკის რევიზიის თაობაზე. აღნიშნულის შედეგად, გაანალიზდება არსებული სიტუაცია და საჭიროების შემთხვევაში, მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი. კომიტეტი ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართავს საკომიტეტო მოსმენას, რომლის ფარგლებშიც მოისმენს სარევიზიო პერიოდში (ერთი წლის განმავლობაში) მიღებული შედეგების ანგარიშს. ამდენად, ამ ეტაპზე, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო (N111704/22; 15-09-2022) წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე