„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge)
15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი:130000000.05.001.017864) მე-9 მუხლის მე-2
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის უფროსი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15
აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამსახურის მიერ წინა წელს
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
ითვალისწინებს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის წინაშე.
აღნიშნული კანონის თანახმად, სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე ვალდებულია
წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს
წარუდგინოს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ
განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საპარლამენტო კონტროლის
მექანიზმების გაძლიერების და დახვეწის მიმართულებით, 2022 წლის 3 ნოემბერს
ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორცილებული
ცვლილებები, რომელიც ასევე შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის
წარდგენის წესს. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშს საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს უშუალოდ სამსახურის უფროსი. შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად
ისახავს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში განხორციელებულ აღნიშნულ ცვლილებასთან და მოხდეს შესაბამისი
ნორმიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეზე
მითითების ამოღება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ახლებურად
არის დარეგულირებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
საქმიანობის საჯარო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესი,
ხოლო საკითხი ასევე რეგულირდება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, საკითხის მოწესრიგება
საჭიროებს აღნიშნულ კანონში სათანადო ცვლილებებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაწილში
განხორციელებულ ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის
მე-2 პუნქტში, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინა
წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს საქართველოს პარლამენტს, წელიწადში
ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, წარუდგენს უშუალოდ სამსახურის უფროსი და
კანონის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან ხდება სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეზე მითითების ამოღება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს ნაწილი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. რათა დროულად იქნას
უზრუნველყოფილი
საკანომდებლო
აქტების
ერთმანეთთან
შესაბამისობა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
აღნიშნული პროცედურის შეუფერხებლად წარმართვისა და „საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის
მე-2 პუნქტის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 171-ე მუხლის პირველ
პუნქტთან დროულად შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ინიციატორის მიერ
მოთხოვნილია
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვა.
ამასთან,
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და
მოიცავს კანონის მხოლოდ ერთ პუნქტში შესწორების შეტანას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანი) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება,- მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.