„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.11.2022
ავტორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ინიციატორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ნომერი
#07-2/215/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ.11) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს სამინისტრო; საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.“; 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი და აღნიშნული მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში გრანტების გაცემა; ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. „ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე საქართველოს შესაბამისი სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი - აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, .. ივნისი, 2022 წ. N სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდეგში - კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონის არსებული რედაქციის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს (შემდეგში - მინისტრის აპარატი) არა აქვს სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი მმართველობისა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ამოცანების შესრულების მიზნებისათვის გრანტის სახით გასცეს დაფინანსება. ამდენად, მნიშვნელოვანია, ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს დაემატოს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი. აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებით, მინისტრის აპარატს, როგორც სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მაკოორდინირებელ დაწესებულებას, მიეცემა შესაძლებლობა, მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო რესურსების გამოყენებით, ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის სამშვიდობო ინიციატივების, ქართულ – აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერის, სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის, საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების, სახელმწიფოებრივი და/ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამებისა და სოციალური პროექტების, ასევე სხვა კონკრეტული მიზნების განხორციელებისათვის გასცეს მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით. ცვლილებათა შემუშავების მიზანია სამართალშემოქმედების, ადამიანის უფლებათა დაცვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის უზრუნველყოფის, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრირებაზე ორიენტირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება და ეფექტიანობის გაზრდა. გარდა ზემოაღნიშნულისა მნიშვნელოვანია, ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს დაემატოს - აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი და აღნიშნული მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში გრანტების გაცემა; ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა“. „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებით დამტკიცებული იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულია მინისტრის აპარატის მმართველობისა და საქმიანობის სფერო და ძირითად ამოცანები, ასევე უფლებამოსილებების ფარგლები. ის გარემოება, რომ მინისტრის აპარატი და ასევე ზემოაღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არ წარმოადგენენ გრანტის გაცემაზე უფლებამოსილ სუბიექტებს, გარკვეულწილად აფერხებს მათი საქმიანობის და წესდებით/დებულებით გათვალისწინებული ძირითადი ამოცანების ეფექტურად განხორციელებას, ამდენად, წინამდებარე კანონპროექტი სწორედ აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრის აუცილებელი წინაპირობაა წარმოდგენილი კანონის მიღება, რათა მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ან/და საერთაშორისო რესურსების გამოყენებით და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდეს „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, სამოქალაქო ინტეგრაციაზე და აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ მიმართული პროექტები. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ეფექტურად განახორციელონ წესდებით/დებულებით გათვალისწინებული მიზნები და ძირითადი ამოცანები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღწერილი პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხორციელება. წინამდებარე ცვლილების განხორციელებით, მინისტრის აპარატს მიეცემა შესაძლებლობა, „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებით დამტკიცებული იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულებით გათვალისწინებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების სრულყოფილი და ეფექტური განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტის სახით გასცეს დაფინანსება. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა წესდებით/დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ძირითადი ამოცანების სრულყოფილი და ეფექტური განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტის სახით გასცენ დაფინანსება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულია: 1. ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და გრანტის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს. 2. ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, „აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი და აღნიშნული მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლასწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში გრანტების გაცემა; ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა“. 3. ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, „ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე საქართველოს შესაბამისი სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი - აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.’’. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან კანონის ძალაში შესვლა არაა დაკავშირებული რაიმე გარემოებასთან ან თარიღთან, ასევე, მის ასამოქმედებლად არაა საჭირო სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. მოცემულ კანონს უკუძალა არ მიენიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი ქმნის გრანტის გაცემის დისკრეციას როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისთვის, ასევე აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი და აღნიშნული მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში გრანტების გაცემა; ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა, რათა ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, არსებობდეს ზემოაღნიშნული მიმართულებით გრანტების გაცემის შესაძლებლობა. ამდენად, მოცემული ეტაპისთვის, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას კანონპროექტით გათვალისწინებული მიმართულებებით. სამომავლოდ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი წლის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტი, კერძოდ, ზემოხსენებული მიმართულებით განმახორციელებელი სსიპებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ აპარატმა გრანტების სახით მოიზიდოს დამატებითი შემოსავლები. ამასთან, კანონპროექტი ქმნის გრანტის გაცემის დისკრეციას აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი და აღნიშნული მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში გრანტების გაცემა; ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა, რათა ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, არსებობდეს ზემოაღნიშნული მიმართულებით გრანტების გაცემის შესაძლებლობა. მოცემული ეტაპისთვის, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტით გათვალისწინებული მიმართულებებით. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში მოხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება და გრანტები გაიცემა ზემოაღნიშნული მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით, მაშინ აღნიშნულმა მომავალში შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ერთი მხრივ, პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული პროექტების განხორციელებით მიღებული საერთო სარგებლიდან. გავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი დასაქმდება შესაბამისი პროექტების ფარგლებში და რა პოზიციებზე, ასევე რა პროექტები განხორციელდება და როგორ გავლენას მოახდენს ის ეკონომიკურ აქტივობებზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ აპარატმა გრანტების სახით მოიზიდოს დამატებითი შემოსავლები და შესაბამისი მიზნობრიობით მოახდინოს მათი გაცემა. ამასთან, კანონპროექტი ქმნის გრანტის გაცემის დისკრეციას იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლასწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში გრანტების გაცემა; ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა, რათა ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, არსებობდეს ზემოაღნიშნული მიმართულებით გრანტების გაცემის შესაძლებლობა. ამდენად მოცემული ეტაპისთვის, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტით გათვალისწინებული მიმართულებებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოსთვის ახალ ფინანსურს ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ვინაიდან გრანტის მიღება განხორციელდება კონკრეტული მიზნობრიობით, კანონპროექტი დადებით გავლენას მოახდენს შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფების ფინანსურ შედეგებზე, კერძოდ ამ ცვლილებას გავლენა ექნება იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც ისარგებლებენ მომავალში ზემოხსენებული გრანტებით დაფინანსებული პროექტებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას (დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას (დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღია. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.