საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიში „საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის № 710-Vრს-Xმპ დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.11.2022
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი
ნომერი
#1-15304/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

წერილი
N 12/11653 21/11/2022 11653-12-2-202211211054 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს ბატონო შალვა, ბატონო მიხეილ, წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს „საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის N 710-Vრს-Xმპ დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“. დანართი: ანგარიში (117 გვერდი). პატივისცემით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი .
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის N 710-Vრს-Xმპ დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ 2022 წელი საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში სარჩევი შესავალი ......................................................................................................................................................................... 2 მეთოდოლოგია............................................................................................................................................................. 4 საქართველოს მთავრობა ........................................................................................................................................ 5 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ...................................................................................................... 13 საქართველოს პროკურატურა............................................................................................................................37 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ........................................................................................ 43 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ..................................................................................................... 53 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ................................................................... 55 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ..................................76 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო...........................................................78 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ..............................87 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ........................................................................................ 89 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო .............................. 90 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი................................................................................................................................................ 92 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო .......................................................................................... 95 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია .................................................................................97 საზოგადოებრივი მაუწყებელი ....................................................................................................................... 99 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ..................................................................................................... 99 საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ........................................................................ 100 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ......... 101 საჯარო სამსახურის ბიურო .............................................................................................................................. 102 სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.......................................................................................................................................... 102 დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო..... 107 შრომის ინსპექცია .................................................................................................................................................. 109 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი................................................................................ 110 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო .................... 111 მუნიციპალური ორგანოები ............................................................................................................................. 112 შეჯამება ...................................................................................................................................................................... 115 1 შესავალი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიში შეიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე, იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას. აღნიშნული აქტებით პარლამენტი აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად დავალებებს აძლევს სახელმწიფო უწყებებს.1 უწყებების მიერ პარლამენტის დავალებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. წინამდებარე ანგარიშის მიზანია, შეაფასოს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის საფუძველზე, 2021 წლის ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება2 და დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო უწყებებისა და თვითმმართველობის ორგანოებისთვის, პარლამენტის მიერ მიცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახელმწიფო უწყებებს და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს 360 რეკომენდაციით მიმართა , რომელთაგან 335 უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს მიემართებოდა, ხოლო ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიმართ 25 რეკომენდაცია გაიცა. საქართველოს პარლამენტმა, 2021 წლის 12 ივლისის დადგენილებით, სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ჯამურად 333 დავალება მისცა.3 1 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის N 710-Vრს-Xმპ დადგენილება, „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე 3 აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის 333 რეკომენდაცია გაიზიარა. 333 საპარლამენტო დავალებიდან 32 დავალება არ ფასდება, როგორც პარლამენტის მიერ გაზიარებული რეკომენდაციების ფორმულირების არსებითი ცვლილებების გამო; დამატებით, პარლამენტმა სახალხო დამცველის მიერ გაცემული 30 რეკომენდაცია არ ასახა დადგენილებაში, ხოლო დადგენილებით უწყებების მიმართ გაცემული 3 დავალება არ გამომდინარეობს სახალხო დამცველის 2 2 აღნიშნულიდან 308 დავალება უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს, ხოლო 25 დავალება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს მიემართებოდა. პარლამენტმა დადგენილებაში სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის რეკომენდაციების დაახლოებით 82% გაიზიარა.4 საგულისხმოა, რომ აღნიშნული მონაცემი წინა წლის მონაცემთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, 2020 წლის დადგენილებაში საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშის რეკომენდაციების დაახლოებით 78,5 % გაიზიარა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის 30 რეკომენდაცია. ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტმა არ ასახა როგორც 2019 წლის, 2020 წლის, ასევე 2021 წლების დადგენილებებში თემატიკის მხრივ მსგავსია. კერძოდ, ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის მიზანი იყო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე განათლების უზრუნველყოფა, სკოლის მოსწავლეთა რელიგიური ინდოქტრინაციისგან დაცვა და სხვა. საქართველოს სახალხო დამცველმა, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს 51 წინადადებით მიმართა. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა, მხოლოდ 2022 წლის თებერვალში შეიქმნა და ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული 333 დავალების შესრულების შეფასებას, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების ტექსტის არსებითი ცვლილების გამო, 333 საპარლამენტო დავალებიდან 32 დავალება არ დაექვემდებარა შეფასებას. ასევე, სახელმწიფო უწყებების მიერ, საქართველოს პარლამენტისა და სახალხო დამცველის აპარატისთვის შესაბამისი, რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, შეუძლებელია დამატებით 7 საპარლამენტო დავალების შესრულების მდგომარეობის შეფასება. საქართველოს სახალხო რეკომენდაციებიდან. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილებით გაცემული 333 დავალება, სახალხო დამცველის 295 რეკომენდაციიდან გამომდინარეობს (32+30+3= 65; 360-65=295) . 4 2021 წლის 24 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში (ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://rb.gy/qlylwc > ) დავალებების გაზიარების მაჩვენებელი უფრო დაბალი პროცენტით - 80% -ით იყო წარმოდგენილი. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის მიერ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის და მათგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად აღნიშნული მონაცემი მცირედით 81.94 % -მდე დაკორექტირდა. 3 დამცველი ყველა სახელმწიფო უწყებას შეახსენებს, რომ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ისინი შებოჭილნი არიან ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატისთვის ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ორგანოს აკისრია. აღსანიშნავია, რომ დამატებით 7 საპარლამენტო დავალების შესრულება, ცალკეული სახელმწიფო უწყებებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ იყო შესაძლებელი. ხოლო, უწყებების მიმართ გაცემული 3 საპარლამენტო დავალება არ გამომდინარეობს სახალხო დამცველის რეკომენდაციებიდან და აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი შესრულება არ ფასდება. წინამდებარე ანგარიშში სახელმწიფო უწყებების მიხედვით წარმოგიდგენთ ინფორმაციას თითოეული საპარლამენტო დავალების შესრულების მდგომარეობის შესახებ. მეთოდოლოგია წინამდებარე ანგარიშში, სახალხო დამცველის აპარატის მიერ საპარლამენტო დავალებების შესრულების მდგომარეობის შეფასება ეფუძნება შემდეგი წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციას. o სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები; o სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგები; o სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაცია; o საჯარო სივრცეში განთავსებული ოფიციალური ინფორმაცია; o სახელმწიფო უწყებების მიერ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი პოზიციები სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის რეკომენდაციებთან დაკავშირებით; o სახელმწიფო უწყებების მიერ, დავალებების შესრულების საქართველოს მდგომარეობის პარლამენტის შესახებ მიერ პარლამენტში გაცემული წარდგენილი ინფორმაციები. o განსახილველი ანგარიშის განხორციელებული აქტივობა, მიზნებისთვის, სახელმწიფო უწყებების მიერ შეფასდება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, 2022 წლის პირველი მარტის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. უწყებების მიერ თითოეული დავალების 4 შესრულების მდგომარეობა წარმოდგენილი იქნება პარლამენტის დადგენილების ქრონოლოგიის მიხედვით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, სპეციალურ ანგარიშზე მუშაობის პროცესში, საპარლამენტო დავალების ადრესატი ყველა უწყებისგან გამოითხოვა ინფორმაცია. აპარატმა, საპარლამენტო დავალებების შეფასების მიზნით რამდენჯერმე დამაზუსტებელი შეკითხვებითაც მიმართა უწყებებს. დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე ანგარიშის გამოქვეყნების დროისათვის რიგ საპარლამენტო დავალებებთან მიმართებით სახელმწიფო უწყებებმა გადადგეს პოზიტიური ნაბიჯები მათი შესრულების თვალსაზრისით, თუმცა ვინაიდან საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის N 710-Vრს-Xმპ დადგენილების შესრულება სახელმწიფო უწყებების მიერ ფასდება დადგენილების ძალაში შესვლიდან ( 2021 წლის ივლისი) ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვადით (ზემოთ აღნიშნული დავალებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის/ანგარიშის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წარდგენის ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 1 მარტი), აღნიშნული პერიოდის შემდგომ განხორციელებული ცვლილებები შეფასებას არ დაექვემდებარა მოცემული ანგარიშის მიზნებისთვის. საქართველოს მთავრობა ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს მთავრობის მიმართ 21 დავალება გაიცა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საპარლამენტო დადგენილებაში ასახული რეკომენდაციის ტექსტის ცვლილებამ ოთხ შემთხვევაში შინაარსი გამოაცალა სახალხო დამცველის რეკომენდაციას, შესაბამისად იგი შეფასდა როგორც პარლამენტის მიერ არ გაზიარებული რეკომენდაცია. ასევე, აღსანიშნავია რომ ერთი დავალება ობიექტური გარემოებების გამო ვერ შეფასდა. საქართველოს მთავრობის მიერ საპარლამენტო დავალებების შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: ▪ ▪ ▪ შესრულდა: 4 არ შესრულდა: 10 ნაწილობრივ არის შესრულებული: 2 5 o პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო შეფასებას არ ექვემდებარება: 4 o ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება შეფასებას: 1 ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის მიმართ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობის დინამიკა გასული წლების მონაცემებთან შედარებით. 57% 60% 48% 50% 40% 31% 30% 20% 19% 15% 31% 22% 19% 13% 10% 10% 0 0 0 4% 8% 15% 4% 0 4% 0% 2019 წელი 2020 წელი 2021 წელი საპარლამენტო დავალებები: ა) განსაზღვროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ფსიქოლოგების სპეციალიზაციაში მომზადების/გადამზადების და ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი უწყება საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ არ განსაზღვრულა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ფსიქოლოგების სპეციალიზაციაში მომზადების/გადამზადების და ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი უწყება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ბ) ახალი კორონავირუსის მართვის მიზნით ნებისმიერი შეზღუდვა და გამონაკლისი შემთხვევები დაადგინოს არადისკრიმინაციული მიდგომით და ხელმისაწვდომი გახადოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მათთვის გასაგებ ენაზე 6 0 ახალი კორონავირუსის მართვისა და გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია, შესაბამის პორტალზე - „www.stopcov.ge“, განთავსებული იყო ქართულ, აფხაზურ, ოსურ და აზერბაიჯანულ, ასევე ინგლისურ ენებზე. საქართველოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე (144) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს ინფორმაციის მიწოდების ფორმების ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის გასაგებ ენაზე მიწოდების პრაქტიკას, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ცალკეულ შემთხვევებში უქმე დღეების გამოცხადების და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებისა და გამონაკლისების დაწესების პრაქტიკა ვერ პასუხობდა თანასწორობის პრინციპის მოთხოვნებს. შესაბამისად აღნიშნული დავალება ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული გ) მისაწვდომობის ეროვნული გეგმა შეიმუშაოს დროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, შესაბამისად სახალხო დამცველი დავალებას შეუსრულებლად აფასებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული დ) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობის პლატფორმის გამართული, ქმედითი და ეფექტიანი მუშაობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, საქართველოს პარლამენტისადმი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ 2020-2021 წლების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილებოდა გენდერული თანასწორობის და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ არსებული საკითხები. 2021 წლიდან გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით შემუშავდა საჭიროების საკოორდინაციო შესავსები ფორმა, რომელიც დაეგზავნათ მუნიციპალიტეტებს. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს მსგავსი ტიპის აქტივობას, თუმცა აღნიშნავს რომ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობის პლათფორმა მეტად გამართული და სისტემური უნდა იყოს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ე) „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის შეიმუშაოს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი 7 2021 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის საფუძველზე მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა და კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცების ვადა, გაგრძელდა 2023 წლის 1 იანვრამდე. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ვ) შექმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიტიკულად გააანალიზებს არსებულ პრევენციის სისტემას ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით და საკვანძო უწყებების, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, მონაწილეობით იმუშავებს ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნისა და დახვეწისთვის; საქართველოს მთავრობის მიერ არ შექმნილა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა არსებული პრევენციის სისტემის ანალიზს, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ზ) შეისწავლოს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში შექმნილ ანტიკრიზისულ გეგმებში ცალკეული კატეგორიების მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით არსებულ უსახლკარო პირთა, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინების საკითხი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: „კოვიდ-19 ით გამოწვეული კრიზისის შემსუბუქების მიზნით, 2021 წელს მიღებული სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებში ერთ-ერთ საკითხად გაითვალისწინოს ქვეყნის მასშტაბით უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.“ აღნიშნული რეკომენდაციის ფარგლებში სახალხო დამცველის მიზანი, 2021 წელს მიღებულ სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებებში უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების უზრუნველყოფა იყო. დავალების წარმოდგენილი სახით ფორმულირებამ კი სახალხო დამცველის რეკომენდაციის ძირითადი სულისკვეთება შეცვალა. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. 8 თ) დაასრულოს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონპროექტსა და თანამდევ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობა და მოახდინოს მათი საქართველოს პარლამენტში ინიცირება; საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ არ ყოფილა უზრუნველყოფილი ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონპროექტსა და თანამდევ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობა, შესაბამისად სახალხო დამცველი დავალებას შეუსრულებლად აფასებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ი) შემოიღოს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სპეციალური წესი, მათ შორის, განსაზღვროს პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის (საწოლფონდის რაოდენობის, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, ვაქცინაციის შესახებ და სხვა) გამოქვეყნების წესი; 2020 წლის მარტიდან ფუნქციონირებს პორტალი - www.stopcov.ge, სადაც ქვეყნდება კორონავირუსით დაავადებულთა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობასთან, არსებულ რეკომენდაციებთან, დაწესებულ შეზღუდვებთან, ტესტირებებისა და ვაქცინაციის მიმდინარეობასა და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ასევე ამოქმედდა მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზები, სადაც სხვადასხვა ენაზე შესაძლებელია, პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება. ამავდროულად, საჯარო უწყებების მიერ ხდება საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გამოსწორება. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს სახელმწიფო უწყების მიერ გაწეულ ძალისხმევას საპარლამენტო დავალების შესრულების პროცესში და მას შესრულებულად აფასებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია კ) განახლებულ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში განსაზღვროს ადამიანის უფლებების შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მიზნების (გავლენის), ამოცანებისა და ღონისძიებების განხორციელების გაზომვადი ინდიკატორები; საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ არ შემუშავებულა განახლებული სამთავრობო გეგმა, შესაბამისად განსახილველი დავალების შესრულების მდგომარეობის შეფასება ობიექტურად შეუძლებელია. სახალხო დამცველის შეფასება: ობიექტური გარემოებების გამო დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას 9 ლ) შეიმუშაოს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით; საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ. შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით არ შემუშავებულა ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია/სამოქმედო გეგმა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული მ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) მომდევნო ანგარიშში ასახოს ინფორმაცია 4.7 მიზნის განხორციელების თაობაზე; საქართველოს მთავრობის მიერ შესრულდა საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული დავალება, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) მომდევნო ანგარიშში 4.7 მიზნის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის ასახვას ითვალისწინებდა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია ნ) მოამზადოს ბავშვთა სუიციდის პრევენციისა და მასზე რეაგირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება პასუხისმგებელი სუბიექტების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები; სამწუხაროდ საანგარიშო პერიოდში კვლავ არ მომზადებულა ბავშვთა სუიციდის პრევენციისა და მასზე რეაგირების იმგვარი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრებოდა შესაბამისი პასუხისმგებელი სუბიექტების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ო) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად დაამტკიცოს „დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი; საანგარიშო პერიოდში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად არ დამტკიცებულა „დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობანაგებობის მოწყობის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისად დავალება არ არის შესრულებული. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული პ) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზის 10 მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე. წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით; ჟ) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; საქართველოს მთავრობა საანგარიშო წლის განმავლობაში ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით უზრუნველყოფდა ცალკეული საკითხების დაყენებას, რომელთა მიზანი იყო რომ რუსეთის ფედერაციას დაეცვა მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე. წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით, ასევე მოლაპარაკებების ფორმატში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფდა საერთაშორისო დამკვირვებლების სრული და შეუზღუდავი დაშვების მიზნით საკითხების დღის წესრიგში დაყენებას. სახალხო დამცველის შეფასება: „პ“ და „ჟ“ დავალებები შესრულებულია რ) უზრუნველყოს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მქონე მიგრანტ მუშაკთა ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებულ სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში ჩართვა; საქართველოს მთავრობის მიერ, არ ყოფილა უზრუნველყოფილი შრომითი ბინადრობის ნებართვის მქონე მიგრანტ მუშაკთა ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებულ სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში ჩართვა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ს) შეისწავლოს 2021 წლის ბოლოსთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტისა და მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, აგრეთვე მხოლოდ აფხაზური ენის გამოცდისა და მხოლოდ ოსური ენის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ე. წ. „1+4“ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდის საჭიროების საკითხი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: „2021-2022 სასწავლო წლისთვის გაიზარდოს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, ასევე, მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა.“ აღნიშნული რეკომენდაციის ფარგლებში სახალხო დამცველის მიზანი, 2021-2022 სასწავლო წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების 11 აზერბაიჯანულენოვანი, ასევე, მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა იყო. დავალების აღნიშნული სახით ფორმულირებამ კი სახალხო დამცველის რეკომენდაციას ძირითადი სულისკვეთება დაუკარგა. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ტ) შეისწავლოს 2021 წლის ბოლომდე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტთა ჩარიცხვისა და მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების საჭიროების საკითხი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: 2021-2022 სასწავლო წლისთვის გამოყოს თანხა მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად. აღნიშნული რეკომენდაციის ფარგლებში სახალხო დამცველის მიზანს შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა წარმოადგენდა, რათა 2021-2022 სასწავლო წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით უზრუნველყოფა ყოფილიყო შესაძლებელი. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. უ) დაიწყოს მუშაობა ვეტერანების მხარდამჭერი სოციალური დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესამუშავებლად; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: მოახდინოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების ინიცირება და 2022 წლიდან ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი გაიზარდოს -6 000 ლარამდე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა მიმართ - 9 000 ლარამდე სახალხო დამცველმა რეკომენდაციით კონკრეტული მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობისკენ მოუწოდა საქართველოს მთავრობას. საქართველოს 12 პარლამენტის მიერ რეკომენდაციის ტექსტის ცვლილება არსებითი ცვლილება, სადაც არ არის ასახული რეკომენდაციაში წარმოდგენილი არც ერთი კომპონენტი, სახალხო დამცველს აღარ აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს დავალების შესრულების მდგომარეობა. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ფ) გააძლიეროს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს გავრცელების პრევენციას და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ არ გადადგმულა ხელშესახები ნაბიჯები, რაც უზრუნველყოფდა ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს გავრცელების პრევენციას და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ 64 დავალება გაიცა. სახალხო დამცველის წარმოგიდგენთ აპარატში იუსტიციის არსებული სამინისტროს მონაცემების მიმართ საფუძველზე გაცემული ქვემოთ 64 საპარლამენტო შედეგად, საპარლამენტო დავალების შესრულების მდგომარეობის სტატუსს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დავალებების შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: ▪ ▪ ▪ შესრულდა: 9 არ შესრულდა: 39 ნაწილობრივ არის შესრულებული: 8 13 ▪ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო შეფასებას არ ექვემდებარება: 7 ▪ ობიექტური გარემოებების გამო არ ექვემდებარება შეფასებას: 1 ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობის დინამიკა წინა წლების მონაცემებთან შედარებით. 80% 70% 60% 50% 40% 30% 20% 10% 0% 74% 61% 52% 16% 8% 14% 13% 10% 12% 0 შესრულდა არ შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა 2019 წელი 2% 2% ობიექტური გარემოებების გამო ვერ შეფასდა 2020 წელი 3% 6% 11% ტექსტის არსებითი ცვლილება 16% 0% 0 ინფორმაციის წარმოუდგენლობა 2021 წელი ა) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დანერგოს სამედიცინო ბარათების ელექტრონულად წარმოების სისტემა; საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არ დანერგილა სამედიცინო ბარათების ელექტრონული წარმოების სისტემა, რაც უზრუნველყოფდა სამედიცინო დოკუმენტების წარმოებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ბ) 2021 წელს ყველა პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები ეტაპობრივად გადაამზადოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები; სახალხო დამცველი მიესალმება უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლების ნაწილის გადამზადებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია 14 გ) პატიმრის დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმისა და პენიტენციური დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომელთა ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; დ) დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში შექმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, კედლებისა და იატაკის რბილი მასალით მოპირკეთებით; საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არ ყოფილა უზრუნველყოფილი პატიმრის დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმისა და პენიტენციური დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომელთა ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა, ასევე დეესკალაციისა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში არ შექმნილა უსაფრთხო გარემო, არ მოპირკეთებულა კედლები და იატაკი რბილი მასალით. სახალხო დამცველის შეფასება: „გ“ და „დ“ დავალებები არ არის შესრულებული ე) პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა; საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ 15 პატიმარზე მოდიოდეს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მინიმუმ ერთი თანამშრომელი. სახალხო დამცველის რეკომენდაციაში, წარმოდგენილი იყო რეკომენდაციის შესრულების კონკრეტული რაოდენობრივი ინდიკატორი, აღნიშნულის ცვლილების გამო, რეკომენდაცია სრულყოფილად გაზიარებულად ვერ შეფასდება. სახალხო დამცველის გაზიარებული შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში არ გაზრდილა პატიმართა კორპუსების ფლიგელებში მომუშავე სამართლებრივი რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობა. არის საცხოვრებელი განყოფილების სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული 15 ვ) 2021 წელს პენიტენციური დაწესებულებების ყველა ექიმს, რომლებიც ახდენენ პირის დაზიანების დოკუმენტირებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, ჩაუტაროს ტრენინგი დაზიანების დოკუმენტირებასა და ფოტოგადაღებაში; საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყო პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმების გადამზადება, დაზიანებების დოკუმენტირებასა და ფოტოგადაღებაში. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია ზ) შეისწავლოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირების გაუმჯობესების შესაძლებლობა და შესწავლის შედეგების შესაბამისად შეიმუშაოს სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებითაც მკაფიოდ განისაზღვრება ექიმის მიერ პირის დაზიანების „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები; საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირებისთვის, შემუშავდეს სახელმძღვანელო პრინციპები, სადაც გაიწერება ექიმის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები; სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიზანს, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირებისთვის, სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება წარმოადგენდა. საქართველოს პარლამენტის მიერ, რეკომენდაციის ტექსტში შეტანილი არსებითი ცვლილებების გამო, დავალება არ ფასდება გაზიარებულად. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. თ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მისცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების კონცეფციის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა; 16 საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არ ჰქონია შესაძლებლობა გაცნობოდა და საკუთარი მოსაზრებები წარედგინა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების კონცეფციის შესახებ. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ი) №17 პენიტენციურ დაწესებულებაში გააუქმოს ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები; კ) პენიტენციურ დაწესებულებაში თითოეული პატიმარი უზრუნველყოს 4 კვ. მ საცხოვრებელი ფართობით; გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არ ყოფილა უზრუნველყოფილი თითოეული პატიმარი 4 კვ. მ საცხოვრებელი ფართობით, ასევე არ გაუქმებულა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები; სახალხო დამცველის შეფასება: „ი“ და „კ“ დავალებები არ არის შესრულებული ლ) შეამოწმოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებში მითითებული, ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რამაც ნაწილობრივ უზრუნველყო პარლამენტის მიერ გაცემული დავალების შესრულება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ: N5, N14, N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყო ახალი სპორტული მოედნები; სარემონტო სამუშაოები ჩატარდა N2, N5 და N10 პენიტენციური დაწესებულებების საკნებში; N2 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა სველი წერტილები; N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა საკნებში არსებული სველი წერტილები; N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა საშხაპე ოთახები. ამავდროულად, გასული წლების მსგავსად, არსებითად არც ამჯერად შეცვლილა პატიმართა საცხოვრებელი პირობები. საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემური იყო საკნებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების5, ვენტილაციის, განათების და ყველა მსჯავრდებულისთვის პატიმრობის კოდექსის მე–15 მუხლით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური ფართით უზრუნველყოფის საკითხი. არ არის დამაკმაყოფილებელი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა N8 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც გავრცელებულია ტარაკნები. N8 დაწესებულების შიდა კლასიფიკაციის საკნები ნაწილობრივ მიწის საფარს ქვეშაა მოქცეული, საკნებში შეინიშნება სინესტე. N8 დაწესებულების ე.წ. უსაფრთხო და სამარტოო საკნებში და დერეფანში წყალგაყვანილობის გაუმართაობის გამო შეინიშნება სინესტე. 5 17 სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული მ) 2021 წელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდით მათი რაოდენობის პატიმართა რაოდენობასთან დაბალანსება; საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა უზრუნველყოფილი სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდა, შესაბამისად არსებული საშტატო შემადგენლობა არ არის დაბალანსებული პატიმართა საერთო რაოდენობასთან. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ნ) 2021 წლის განმავლობაში უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; საანგარიშო პერიოდში სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამა გაიარა 19-მა სოციალურმა მუშაკმა (შემთხვევის ადმინისტრატორი), რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი აქტიურად გაგრძელდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია ო) მიიღოს სათანადო ზომები სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილების შესავსებად; საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: უმოკლეს ვადებში შეივსოს სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილები; სახალხო დამცველის მიერ, რეკომენდაციის დროში მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შესრულების მიზნით განსაზღვრული იყო კონკრეტული დროითი ინდიკატორი. აღნიშნული მაჩვენებლის გარეშე საპარლამენტო დავალების ფორმულირება, შეუძლებელს ხდის მის სრულყოფილად გაზიარებულად შეფასებას. სახალხო დამცველის გაზიარებული. შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში არ შევსებულა პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილები. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული 18 პ) სამედიცინო პროფილის სპეციალისტებთან კონსულტაციით განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებებში ექთნების აუცილებელი რაოდენობა და უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებების ამ რაოდენობის ექთნებით დაკომპლექტება; საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: უზრუნველყოს დაწესებულებაში ექთნების რაოდენობის მინიმუმ ორჯერ გაზრდა. სახალხო დამცველის მიერ, რეკომენდაციის ტექსტში წარმოდგენილი იყო მისი შეფასებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ინდიკატორი. აღნიშნული მაჩვენებლის გარეშე საპარლამენტო დავალების ფორმულირება, შეუძლებელს ხდის მის სრულყოფილად გაზიარებულად შეფასებას. სახალხო დამცველის გაზიარებული. შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის სამწუხაროდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ განუსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ექთნების აუცილებელი რაოდენობა, შესაბამისად არ ყოფილა უზრუნველყოფილი სამედიცინო ნაწილის ექთნებით დაკომპლექტება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჟ) პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში უზრუნველყოს მისთვის პროფესიული ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარება; პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საანგარიშო პერიოდში არ უზრუნველყო, დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის პროფესიული ტრენინგების ჩატარება და გადამზადება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული რ) შეიმუშაოს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მიმწოდებლების მოზიდვის სტრატეგია; დაკავშირებული სერვისების ს) დანერგოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, არ შემუშავებულა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მოზიდვის სტრატეგია, ასევე არ დანერგილა პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი. სახალხო დამცველის შეფასება: „რ“ და “ს“ დავალებები არ არის შესრულებული 19 ტ) პენიტენციური დაწესებულებების თავისებურებებიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა; უ) უზრუნველყოს, რომ ფსიქიატრიულმა მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ პაციენტთა საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაოს მათი ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიოს ამ პაციენტებს შესაბამისი დახმარება; საანგარიშო პერიოდში, ნორმატიულ დონეზე არ განსაზღვრულა ფსიქიატრიული მულტიდიციპლინური გუნდის შემადგენლობა, თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა, ასევე არ ყოფილა უზრუნველყოფილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, იმ პატიმართა საჭიროებების შეფასება, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობისს პრობლემა აქვთ, თუმცა არ სჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა. სახალხო დამცველის შეფასება: „ტ“ და „უ“ დავალებები არ არის შესრულებული ფ) 2021 წელს პატიმრების სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებაში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებისთვის, რომელიც უშუალო გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე; საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის, ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული დავალების მიუხედავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ დაუწყია მუშაობა პატიმრების სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებაში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად, ისეთი მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც უშუალო გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული. ქ) 2021 წელს დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მისცეს 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა; №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მისცეს საშუალება, დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს ისარგებლონ გასეირნების უფლებით; დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს, კვლავ არ ეძლევათ 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა, ასევე №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ, დღის განრიგით გათვალისწინებული გასეირნების შესაძლებლობით. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული 20 ღ) უზრუნველყოს არასრულწლოვანთათვის მათთვის გასაგებ (მარტივ) ენაზე მათი უფლებების, მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გაზარდოს სოციალური მუშაკის როლი, რათა სოციალურმა მუშაკმა პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების შემდეგ არასრულწლოვანს დეტალურად აუხსნას მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები; სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე, მათ შორის, აღნიშნული ინფორმაცია არასრულწლოვანს მისთვის გასაგებ (მარტივ) ენაზე შექმნილი ბროშურის სახით მიაწოდოს და გამოაკრას პატიმრისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში; საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა უზრუნველყოფილი, არასრულწლოვანთათვის მათთვის გასაგებ (მარტივ) ენაზე მათი უფლებების, მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე არ გაზრდილა სოციალური მუშაკის როლი, რათა პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების შემდეგ არასრულწლოვანს დეტალურად აუხსნას მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები. არ ყოფილა უზრუნველყოფილი სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე, მათ შორის, აღნიშნული ინფორმაცია არასრულწლოვანს მისთვის გასაგებ (მარტივ) ენაზე შექმნილი ბროშურის სახით მიწოდება და გამოკვრა პატიმრისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული. ყ) უზრუნველყოს არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებებისთვის მორგებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელება; სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ყველა არასრულწლოვანი მსჯავრდებული ჩართულია სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში, რომლის ფარგლებშიც მულტიდისციპლინური მიდგომით ხდება მსჯავრდებულის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და არასრულწლოვანის ჩართვა მიზნობრივ ინტერვენციებში. შემუშავდა ,,არასრულწლოვან ბრალდებულთა შეფასების ფორმა და ინდივიდუალური გეგმა“, რაც გულისხმობს არასრულწლოვანი ბრალდებულის შეფასებას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი გეგმის შედგენას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ფორმის პილოტირება. შესაბამისად სახალხო დამცველი გაცემული დავალების შესრულების მდგომარეობას ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული შ) უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №388 – №01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების“ მე21 4 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანა, რომლითაც არასრულწლოვანები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით (ერთ-ერთი კვება უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი), აგრეთვე არასრულწლოვანთა მენიუში ცოცხალი ბოსტნეულისა და ხილის დამატება; ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №388 – №01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანა, რომლითაც არასრულწლოვანები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით (ერთ-ერთი კვება უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი), აგრეთვე არასრულწლოვანთა მენიუში ცოცხალი ბოსტნეულისა და ხილის დამატება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჩ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ყველა უცხოენოვანი პატიმრისთვის მისთვის გასაგებ ენაზე მისი უფლებების განმარტება და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და მარეგულირებელი ნორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული უცხოენოვანი პატიმრებისთვის არ ხდება მისთვის გასაგებ ენაზე მისი უფლებების განმარტება და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და მარეგულირებელი ნორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ც) პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომელს ჩაუტაროს პროფესიული გადაწვის ტრენინგი; სახალხო დამცველი ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ გაცემულ დავალებას. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ძ) პენიტენციური დაწესებულებების ყველა სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა; თანამშრომელს მისცეს შვებულებით საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლებს არ ეძლეოდათ შვებულებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული წ) უსაფრთხოების პირობების დაცვით უზრუნველყოს ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დამოუკიდებლად და შეუფერხებლად დაკავშირების შესაძლებლობა; 22 საანგარიშო პერიოდში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფ თანამშრომლებს მეტნაკლებად ეძლეოდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად და შეუფერხებლად დაკავშირებოდნენ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჭ) შეისწავლოს ინფექციის (განსაკუთრებით − COVID-19-ის) კონტროლის, მათ შორის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების საკითხებზე როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალის სწავლების/გადამზადების საჭიროება და ასეთი საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ტრენინგის ჩატარება; საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: დაწესებულებების როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალს ჩაუტარდეს სწავლება ინფექციის კონტროლის (COVID-19-ზე განსაკუთრებული ფოკუსით), მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების საკითხებზე; სახალხო დამცველი რეკომენდაციით საქართველოს იუსტიციის მინისტრსმოუწოდებდა უზრუნველეყო შესაბამისი სწავლების განხორციელება, თუმცა საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ აღნიშნული სასწავლო პროგრამის განხორციელების შესწავლის საჭიროება დაავალა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, შესაბამისად რეკომენდაცია არ ფასდება გაზიარებულად. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ხ) უზრუნველყოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პირბადეს იყენებდნენ ის მსჯავრდებულები, რომლებსაც აქვთ რესპირატორული დაავადებების სიმპტომები; ჯ) გააგრძელოს და გაააქტიუროს პატიმართათვის ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება როგორც საინფორმაციო პოსტერების გაკვრით, ისე საინფორმაციო ბუკლეტების გადაცემით და ვიდეორგოლების გაშვებით; პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებებში არ ყოფილა უზრუნველყოფილი პირბადის სისტემატური გამოყენება, ასევე პატიმრებს სისტემატურად არ მიეწოდებოდათ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომების შესახებ როგორც საინფორმაციო პოსტერების გაკვრით, ისე საინფორმაციო ბუკლეტების გადაცემით და ვიდეორგოლების გაშვებით; სახალხო დამცველის შეფასება: „ხ“ და „ჯ’ დავალებები არ არის შესრულებული 23 ჰ) გააგრძელოს COVID-19-ზე პატიმართა პერიოდული ტესტირება; ჰ1) უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებების პერსონალისა და პატიმრების COVID19-ის ვაქცინით ვაქცინაცია; სახალხო დამცველის პოზიტიურად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო COVID-19-ზე პატიმართა პერიოდული ტესტირება და დაწესებულებების პერსონალისა და პატიმრების COVID-19-ის ვაქცინით ვაქცინაცია; სახალხო დამცველის შეფასება: „ჰ“ და „ჰ1’ დავალებები შესრულებულია ჰ2) 2021 წელს, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში მიიღოს დამატებითი ზომები პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების შეზღუდვის საკომპენსაციოდ; საანგარიშო პერიოდში, კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების დროს, არ ყოფილა უზრუნველყოფილი დამატებითი ზომების მიღება, რათა პატიმართა გარე სამყაროსთან უფლების შეზღუდვის კომპენსირება მომხდარიყო. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ3) ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მაქსიმალურად განსაკუთრებულ პირობებში სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენება; უზრუნველყოს ინტენსიურად სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიერ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, ზოგიერთი აქტივობის არსებულ ვითარებასთან ადაპტირებასა და დისტანციურად განხორციელებას. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ დაწესებულებებში რეაბილიტაციარესოციალიზაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს კვლავ ფრაგმენტული ხასიათი აქვს და არ არის დანერგილი ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთანავე, მცირეა აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართულ პატიმართა რაოდენობა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ4) ინფექციის კონტროლის წესების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დაშვება, რათა მათ ამ დაწესებულებების შესაბამისი სამსახურების დახმარებით/ხელშეწყობით უზრუნველყონ ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო ღონისძიებების დანერგვა, აგრეთვე გაზარდოს სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობა; 24 საანგარიშო პერიოდში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ინფექციის კონტროლის წესების მაქსიმალური დაცვით, უზრუნველყოფილი იყო ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დაშვება, სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია ჰ5) უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებიდან საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობა, მათ შორის, კონფიდენციალური საჩივრის კონვერტი ისე განათავსოს, რომ კონვერტის მიღება არ იყოს ამ დაწესებულების თანამშრომელზე დამოკიდებული და არ მოხდეს კონვერტის მიმღები პატიმრის იდენტიფიცირება; ამასთანავე, ყველა პატიმრისთვის უფასოდ გახადოს ხელმისაწვდომი მატერიალურტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და მისცეს მათ საშუალება, საკნებში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტები; ჰ6) სისტემური შემოწმების ჩატარების გზით შეისწავლოს, ხომ არ არსებობს №2, №3, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევები ან/და საჩივრების შეტანის გამო პატიმრების მიმართ რეპრესიების განხორციელების ფაქტები, და მათი გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა სათანადოდ დასჯა; საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა უზრუნველყოფილი პატიმართათვის საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობა, იმგვარად რომ საჩივრისთვის საჭირო კონვერტის მიღება არ იყოს დამოკიდებული დაწესებულების თანამშრომელზე. ასევე ყველა პატიმრისთვის არ არის ხელმისაწვდომი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები. სახალხო დამცველის რეკომენდაციისა და საქართველოს პარლამენტის დავალების მიუხედავად №2, №3, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში სისტემური შემოწმების ჩატარების გზით არ შემოწმებულა საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევები. სახალხო დამცველის შეფასება: ჰ5 და ჰ6 დავალებები არ არის შესრულებული ჰ7) №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებაში ცვლილებების შეტანით უზრუნველყოს პატიმართათვის ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის უფლების მინიჭება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა; №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებაში არ შესულა ცვლილებები იმგვარი, რომლითაც პატიმართათვის უზრუნველყოფილი იქნებოდა ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის უფლების მინიჭება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ8) მიიღოს ყველა ზომა, რათა უცხოელ პატიმრებს, აგრეთვე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად გამოეყოთ უფასო სასაუბრო დრო საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად; 25 საანგარიშო პერიოდში უცხოელ პატიმრებს, აგრეთვე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობს, არ გამოყოფიათ უფასო სასაუბრო დრო საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ9) ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ირობების მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს უცხოელი პატიმრებისთვის, აგრეთვე საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა, ქართული ენის შესასწავლი დისტანციური კურსების დანერგვა; სსიპ-მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული წერილის საფუძველზე იკვეთება, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ენის შემსწავლელი კურსები ჩატარდა N2, N8, N11 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში. ამავდროულად, საანგარიშო პერიოდში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ ქართული ენის შემსწავლელი კურსები 2021 წელს შეთავაზებული არ ყოფილა, N3, N6, N8, N10, N15,N17 და N18 დაწესებულებებში. შესაბამისად სახალხო დამცველი დავალებას ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ10) გაზარდოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №17 განყოფილებაში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება; ჰ11) სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №17 განყოფილებაში ჩარიცხულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს მისცეს კანონით გათვალისწინებული, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა; ჰ12) სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში აღმოფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გააუმჯობესოს სანიტარიულჰიგიენური მოთხოვნების დაცვა; საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №17 განყოფილებაში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება, ასევე მათ ეძლეოდათ კანონით გათვალისწინებული კუთვნილი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობაც. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში აღმოიფხვრა 26 ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაცვა; პრობლემები და გაუმჯობესდა სანიტარიულ-ჰიგიენური სახალხო დამცველის შეფასება: „ჰ10“, „ჰ11, და “ „ჰ12“ დავალებები შესრულებულია ჰ13) მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2021 წლის ბოლომდე უზრუნველყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულება; სახალხო დამცველი ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობას. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ14) შეისწავლოს სამოქალაქო აქტებში სქესის შეცვლის პროცედურა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; საქართველოს მთავრობისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ შეცვლის პროცედურა დარეგულირდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ამ მიზნით განიხილოს სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი. სახალხო დამცველი აღნიშნული რეკომენდაციით საქართველოს მთავრობას კონკრეტული ქმედების განხორციელებისკენ მოუწოდებდა, თუმცა საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის მინისტრს მხოლოდ საკითხის შესწავლა დაავალა. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ჰ15) პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრების მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით დახვეწოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, მათი სხვა დაწესებულებებში გადაყვანით, სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვების სურვილის მქონე პირთა ამ პატიმრებთან კონტაქტის არიდებით ან დამატებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით; საანგარიშო პერიოდში არ დახვეწილა შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფდა, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრების მიმართ ძალადობის პრევენციას, ღონისძიებები, მათ შორის, მათი სხვა დაწესებულებებში გადაყვანით, სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვების სურვილის მქონე პირთა ამ 27 პატიმრებთან კონტაქტის არიდებით ან დამატებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ16) შეისწავლოს პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალური ვადის შემცირების შესაძლებლობა და ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება; თუ პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალური ვადის შემცირების შემთხვევაში ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აღმოიფხვრება მისი დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების საფუძველი, პატიმარი ადეკვატური დახმარების მისაღებად დაუყოვნებლივ გადაიყვანოს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სხვა სამოქალაქო დაწესებულებაში; საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი და იმ შემთხვევაში, თუ 24 საათის შემდეგ არ აღმოიფხვრება დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების საფუძველი, პატიმარი, ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების მისაღებად, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ №18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა სამოქალაქო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში; სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს თავისი რეკომენდაციით კონკრეტული ქმედების განხორციელებისკენ მოუწოდებდა, თუმცა საქართველოს პარლამენტის მიერ, რეკომენდაციის ტექსტის არსებითი ცვლილებით მისი ძირითადი სულისკვეთება დაიკარგა. შესაბამისად რეკომენდაცია არ ფასდება გაზიარებულად. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ჰ17) დაიწყოს მუშაობა პატიმრის დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდველი, ეფექტიანი ინსტრუმენტების (პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობის განხორციელება, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და სხვა) შესაქმნელად, რაც გაზრდის იმის შესაძლებლობას, რომ პატიმრის დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსება გამოყენებულ იქნეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება; იმავდროულად, დაიწყოს მუშაობა ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროების დასასაბუთებლად უფრო მაღალი სტანდარტის დადგენისთვის და აღნიშნული ინსტრუმენტების შექმნისა და სტანდარტის დადგენის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს; 28 საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შევიდეს ცვლილება და გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსებას, შესაძლებელია მიმართონ, როგორც უკიდურეს ღონისძიებას, ხოლო ამ ღონისძიების გამოყენებისას, დასაბუთდეს, თუ რატომ მიიჩნიეს დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსება უალტერნატივო ღონისძიებად. ასევე, დებულებაში გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახის და სამარტოო (უსაფრთხო) საკნის გამოყენებამდე, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა; სახალხო დამცველი რეკომენდაციით, იუსტიციის მინისტს დებულებაში ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდებდა რათა განსაზღვრულიყო, რომ დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსებას, შესაძლებელია მიმართონ, როგორც უკიდურეს ღონისძიებას, ხოლო ამ ღონისძიების გამოყენებისას, დასაბუთდეს, თუ რატომ მიიჩნიეს დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსება უალტერნატივო ღონისძიებად. ასევე, დებულებაში გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახის და სამარტოო (უსაფრთხო) საკნის გამოყენებამდე, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა; სახალხო დამცველის რეკომენდაციის ფორმულირება შეიცვალა იმგვარად, რომ მისი მოკლევადიან პერსპექტივაში აღსრულება შეუძლებელი გახდება, შესაბამისად იგი ნაწილობრივ გაზიარებულად ფასდება. სახალხო დამცველის შუალედური შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის გაზიარებული სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არ დაწყებულა მუშაობა პატიმრის დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდველი, ეფექტიანი ინსტრუმენტების (პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობის განხორციელება, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და სხვა) შესაქმნელად, შესაბამისად დავალება შეუსრულებლად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ18) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების ჩატარების გზით შეისწავლოს, არის თუ არა №2, №3, №6 და №8 განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში: ჰ18.ა) ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივად მოთავსების, ხელბორკილების 29 გამოყენებისა და ფსიქიატრიული დახმარების გაუწევლობის ფაქტები, და მათი გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; ჰ18.ბ) პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით გადაყვანის ფაქტები, და მათი გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; სამწუხაროდ საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა სისტემური შემოწმება №2, №3, №6 და №8 განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივად მოთავსების, ხელბორკილების გამოყენებისა და ფსიქიატრიული დახმარების გაუწევლობის ფაქტების, ასევე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით გადაყვანის ფაქტების გამოვლენისა და მათზე შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ19) შეისწავლოს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადის განსაზღვრის, აგრეთვე ამ ღონისძიების გამოყენების შემდეგ მისი გარკვეული პერიოდულობით გადასინჯვის შესაძლებლობა და აღნიშნული მიდგომის მიზანშეწონილობის შემთხვევაში ასეთი პრაქტიკის დასანერგად მიიღოს შესაბამისი ზომები; საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: 2021 წელს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილებების შეტანით განისაზღვროს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადა, ასევე, განცალკევების ღონისძიების გადასინჯვის ვალდებულება, ამ ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე დროის ინტერვალით; სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს თავისი რეკომენდაციით კონკრეტული ქმედების განხორციელებისკენ მოუწოდებდა, თუმცა საქართველოს პარლამენტის მიერ, რეკომენდაციის ტექსტის არსებითი ცვლილებით მისი ძირითადი სულისკვეთება დაიკარგა. შესაბამისად რეკომენდაცია არ ფასდება გაზიარებულად. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ჰ20) პატიმრის სრული შემოწმების დროს უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება რისკის ინდივიდუალურ შეფასებასა და თანაზომიერების პრინციპის დაცვაზე და უფრო აქტიურად შესთავაზოს პირს ალტერნატიული მეთოდების (სკანერის) გამოყენება, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის უსაფრთხოების ინტერესს; სრული შემოწმებისას პირის სხეულის 30 სხვადასხვა ნაწილის შესაბამისი ზომები; ერთდროულად გაშიშვლების პრევენციის მიზნით მიიღოს საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის, ან პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანით განისაზღვროს სრული შემოწმების დროს რისკის ინდივიდუალური შეფასების, თანაზომიერების პრინციპების დაცვის ვალდებულება; განისაზღვროს პატიმრისთვის სრული შემოწმების ალტერნატიული მეთოდების (სკანერის) შეთავაზების ვალდებულება; აიკრძალოს სრული გაშიშვლებისას პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა; სახალხო დამცველის რეკომენდაციის ფორმულირება შეიცვალა იმგვარად, რომ მისი აღსრულების ინდიკატორი, როგორიცაა ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა ან პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანა- არ არის ინტეგრირებული საპარლამენტო დავალებაში, შესაბამისად იგი ვერ შეფასდება როგორც სრულყოფილად გაზიარებული. სახალხო დამცველის გაზიარებული შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის საანგარიშო პერიოდში, სამწუხაროდ პატიმართა შემოწმებისას არ ხდებოდა ინდივიდუალური გარემოებების შესწავლა და თანაზომიერების პრინციპის გამოყენება, შესაბამისად დავალება შეუსრულებლად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ21) შეისწავლოს პატიმართა საკნებში განთავსების დროს მათი ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებების, აგრეთვე საკვების მომზადების დროს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინების შესაძლებლობა და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; საანგარიშო პერიოდში პატიმართა საკნებში განთავსების დროს არ ყოფილა უზრუნველყოფილი მათი ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებების გათვალისწინება. აგრეთვე საკვების მომზადების დროს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების მიმართულებით პროგრესი არ შეინიშნებოდა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ22) არასრულწლოვანი პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსებისა და მათი სრული შემოწმების პრევენციის მიზნით უზრუნველყოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 31 არსებული მდგომარეობის შესწავლა და ასეთი პრაქტიკის არსებობის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება კანონის შესაბამისად; საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: სპეციალური პენიტენციური სამსახურის საგამოძიებო ორგანომ უზრუნველყოს №8 დაწესებულებაში არასრულწლოვნების დეესკალაციის ოთახსა და უსაფრთხო საკანში მოთავსების და №8 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში სრული შემოწმების ჩატარების არსებული პრაქტიკისა და შემთხვევების შესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგები საქართველოს სახალხო დამცველს აცნობოს; საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მითითებულ მხოლოდ ერთ პენიტენციურ დაწესებულებაზე გაამახვილა ყურადღება, შესაბამისად რეკომენდაცია ნაწილობრივ გაზიარებულად ფასდება. სახალხო დამცველის გაზიარებული შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას. სახალხო დამცველის შეფასება: ექვემდებარება შეფასებას. დავალება ობიექტური გარემოებების გამო არ ჰ23) შეისწავლოს სპეციალურად მოწყობილი დასამშვიდებელი ოთახების ეფექტიანობა (მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით) და მათი გამოყენების მიზანშეწონილობის შემთხვევაში მიიღოს ზომები შესაბამისი საჭიროების გამოვლენისას სამარტოო (უსაფრთხო) საკნების ნაცვლად ასეთი ოთახების გამოყენების დასანერგად; საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რათა უსაფრთხო საკნების ნაცვლად შექმნას სპეციალურად მოწყობილი დასამშვიდებელი ოთახები, რომლებსაც მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით გამოიყენებენ და მათი გამოყენების ხანგრძლივობა რამდენიმე საათს არ უნდა აღემატებოდეს, ამ დროის განმავლობაში, არასრულწლოვნებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ადამიანური კავშირი და მიმდინარეობდეს მულტიდისციპლინური მუშაობა მათი დამშვიდების, რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და ქცევის კორექციისთვის აუცილებელი აქტივობების დასაგეგმად; 32 სახალხო დამცველი აღნიშნული რეკომენდაციით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონკრეტული ქმედების განხორციელებისკენ მოუწოდებდა, თუმცა საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის მინისტრს მხოლოდ საკითხის შესწავლა დაავალა. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ჰ24) სასამართლო სხდომების დისტანციურად, შეუფერხებლად გამართვისთვის და სასამართლო სხდომებზე ბრალდებულთა ჩართვის უზრუნველსაყოფად სასამართლოსთან კონსულტაციით შეისწავლოს ინფრასტრუქტურისა და კომპიუტერული ტექნიკის გაუმჯობესებისა და მოცულობის გაზრდის საჭიროება და ასეთი საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; 2021 წლის განმავლობაში დისტანციური წესით გასამართ სხდომაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჩართვის უზრუნველსაყოფად დამატებით გამოიყო ორი სპეციალური ოთახი, კერძოდ № 16 პენიტენციურ დაწესებულებაში და № 18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო №8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაუმჯობესდა კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტის სიჩქარე. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებულ ზემოაღნიშნულ საქმიანობას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ 2021 წელს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მომართვიანობა ისევ შენარჩუნებული იყო აპარატში, საიდანაც იკვეთებოდა, რომ დისტანციური სასამართლო სხდომები შეფერხებით მიმდინარეობდა. კერძოდ, პატიმრებს სხდომის დარბაზში მყოფი პროცესის მონაწილე პირების ხმა არ ესმოდათ. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ25) შეისწავლოს საერთო წესიდან ისეთი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში ვიდეოპაემნის განხორციელებისთვის პატიმრის ოჯახის წევრს აღარ მოუწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში გამოცხადება და იგი შეძლებს ვიდეოპაემნის უსაფრთხო აპლიკაციის გამოყენებით, გამარტივებულად განხორციელებას; საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: 2021 წელს უზრუნველყოს ვიდეოპაემნის მოქმედ წესში ცვლილებების შეტანა,იმგვარად, რომ პატიმრის ოჯახის წევრს აღარ უწევდეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე 33 ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადება და დაიწყოს მუშაობა ისეთი უსაფრთხო აპლიკაციის შექმნაზე, რომლითაც გამარტივდება ვიდეოპაემნების განხორციელება; სახალხო დამცველის რეკომენდაციის სულისკვეთება ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა სრულად გაზიარებული საქართველოს პარლამენტის მიერ, კერძოდ საქართველოს პარლამენტმა რეკომენდაციაში აღწერილი აპლიკაციის შექმნის საჭიროება როგორც გამონაკლისი საშუალება ისე განიხილა. . სახალხო დამცველის გაზიარებული შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არ შეიმუშავა ვიდეოპაემნის განხორციელების წესში იმგვარი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც პატიმართა ოჯახის წევრებს აღარ მოუწევდათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში გამოცხადება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული. ჰ26) შეისწავლოს უცხოელ პატიმართა მიერ საზღვარგარეთ დარეკვის უფლების რეალიზების გაუმჯობესების შესაძლებლობა და მათ მიერ ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველსაყოფად მიიღოს პრევენციული ზომები; ჰ27) შესაბამის კომპანიებთან აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა უცხოელმა პატიმრებმა, აგრეთვე საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად განხორციელება; საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ შეუსწავლია უცხოელ პატიმართა მიერ საზღვარგარეთ დარეკვის უფლების რეალიზების გაუმჯობესების პერსპექტივა, ასევე არ ყოფილა ნაწარმოები მოლაპარაკებები შესაბამის კომპანიებთან, რათა უცხოელმა პატიმრებმა, აგრეთვე საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად განხორციელება. სახალხო დამცველის შეფასება: ჰ26 და ჰ27 დავალებები არ არის შესრულებული ჰ28) შეისწავლოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში (გარდა №17 განყოფილებისა) ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეების საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფისა და მათთვის ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ანაზღაურების მიცემის საჭიროება და ასეთი საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; 34 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში (გარდა მე-17 განყოფილებისა) ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს დამატებით აუნაზღაურდეთ საკვების, ჰიგიენური საშუალებებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხა; სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ჰ29) გააძლიეროს პენიტენციურ დაწესებულებებში საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები; კრიმინალური სუბკულტურის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის დასაძლევად, უზრუნველყოს კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავება და მომზადებული დოკუმენტი მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საკუთარი მოსაზრებების წარმოსადგენად; აღნიშნულ შემთხვევაში სახალხო დამცველის რეკომენდაციის ტექსტი მნიშვნელოვნად შეიცვალა, კერძოდ სახალხო დამცველი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებდა იუსტიციის მინისტრს, პარლამენტის მიერ რეკომენდაციის ტექსტში შეტანილი ცვლილებების გამო კი იგი ნაწილობრივ გაზიარებულად ფასდება. სახალხო დამცველის გაზიარებული. შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის სამწუხაროდ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, პენიტენციურ დაწესებულებებში არ განხორციელებულა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რაც კრიმინალური სუბკულტურის საწინააღმეგოდ იქნებოდა მიმართული. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ30) დაგეგმოს არასრულწლოვან №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ბრალდებულთა იზოლირებისთვის საჭირო ღონისძიებები და 35 ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო არასრულწლოვან ბრალდებულთა ნაწილი; დაწესებულებაში აშენდეს სახალხო დამცველი კონკრეტული ქმედების განხორციელებისკენ მოუწოდებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თუმცა საქართველოს პარლამენტმა რეკომენდაციის ტექსტში არსებითი ცვლილებების შეტანის გზით იგი მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა. სახალხო დამცველის გაზიარებული შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის სამწუხაროდ საანგარიშო პერიოდში არ დაგეგმილა №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვან ბრალდებულთა იზოლირებისთვის საჭირო ღონისძიებები, შესაბამისად დავალება შეუსრულებლად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ31) საჭიროების შემთხვევაში №2, №10, №12 და №18 პენიტენციური დაწესებულებები ეტაპობრივად აღჭურვოს ვიდეოპაემნისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: 2021 წელს №2, №3, №6, №10, №12 და №18 პენიტენციური დაწესებულებები პრიორიტეტულად აღიჭურვონ ვიდეოპაემნისათვის აუცილებელი ინფრასტუქტურით; საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სახალხო დამცველის რეკომენდაციის ტექსტში და რეკომენდაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება N3 და N6 დაწესებულებებიდან ამოურიცხა იუსტიციის სამინისტროს. სახალხო დამცველის გაზიარებული შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ №2, №10, №12 და №18 პენიტენციური დაწესებულებები არ აღჭურვილან ვიდეოპაემნისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული 36 საქართველოს პროკურატურა ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტმა, დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს გენერალურ პროკურატურას 14 დავალება მისცა. 14 საპარლამენტო დავალების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმიანობის შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა: ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ შესრულდა: 3 არ შესრულდა:3 ნაწილობრივ არის შესრულებული: 0 სახალხო დამცველის რეკომენდაციიდან არ გამომდინარეობს: 1 რეკომენდაციის ტექსტის არსებითი ცვლილება: 6 ობიექტური გარემოებების გამო არ ექვემდებარება შეფასებას: 1 ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოს პროკურატურის მიმართ გაცემული დავალებების შესრულების მდგომაროების დინამიკა გასული წლის მონაცემებთან შედარებით. 50% 45% 40% 35% 30% 25% 20% 15% 10% 5% 0% 44% 22% 22% 26% 25% 42% 26% 22% 17% 12.5% 9% 12.5% 7% 0% შესრულდა არ შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა 2019 წელი 6% 7% 0% ობიექტური გარემოებების გამო ვერ შეფასდა 2020 წელი 0% ტექსტის არსებითი ცვლილება არ გამომდინარეობს რეკომენდაციიდან 2021 წელი 37 ა) ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების დროს დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების შედეგები აცნობოს საზოგადოებას, ამასთანავე, შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების მასალები კანონით განსაზღვრული წესით გააცნოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; საქართველოს პროკურატურისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: o „ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას, შემოწმების მასალები კი, გააცნოს სახალხო დამცველის აპარატს; სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე იმსჯელოს სამსახურებრივი გულგრილობის ან უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობაზე“ საქართველოს პარლამენტის მიერ, სახალხო დამცველის რეკომენდაციის ტექსტში შეტანილი ცვლილებების გამო რეკომენდაცია ვერ შეფასდება სრულყოფილად გაზიარებულად, რადგან მასალების კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემთხვევაში სახალხო დამცველი მოკლებული იქნება შესაძლებლობას საქმეზე განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა. სახალხო დამცველის შეფასება: სახალხო დამცველის რეკომენდაცია ნაწილობრივ არის გაზიარებული. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ არ ყოფილა საზოგადოება ინფორმირებული მიმდინარე სამსახურეობრივი შემოწმების თუნდაც შუალედური შედეგების შესახებ, ასევე თავად პროკურატურის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშით დგინდება, რომ ამ დრომდე არ დასრულებულა უწყებაში მიმდინარე შემოწმების პროცესი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული. ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის აღკვეთის მიზნით წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არ შეიცავს სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოძიების ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციას. 38 სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული. გ) სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ; საქართველოს პროკურატურისადმი გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: „სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით“ მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგებით, სახალხო დამცველს სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეთა გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე არ აქვს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა. საქართველოს პარლამენტის დავალებით გენერალურ პროკურატურას დაევალა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, თუმცა, როგორც აღინიშნა, საპარლამენტო დავალების შესრულება სწორედ, რომ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით არის შეუძლებელი. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებათა თარიღების მითითებით ინფორმაციის გაზიარება სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი კომპონენტია. შესაბამისად რეკომენდაციის ტექსტის არსებითი ცვლილების და მნიშვნელოვანი კომპონენტების გაუზიარებლობამ დავალების შესრულების მდგომარეობის შეფასება შეუძლებელი გახადა. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. დ) პატიმრების გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებში საფუძვლიანად შეისწავლოს გარდაცვლილი პატიმრებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ადეკვატურობა, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციის კომპეტენტური ექსპერტიზის ჩატარებით; სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას. სახალხო დამცველის შეფასება: ექვემდებარება შეფასებას. დავალება ობიექტური გარემოებების გამო არ ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგრძოს 2019 წლის 20-21 ივნისს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების წარმოება; 39 აღნიშნული დავალება არ გამომდინარეობს სახალხო დამცველის რეკომენდაციიდან . ვ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის პროგრესის შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ი) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს მედიის წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ სხვადასხვა დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; კ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის გამოძიების პროგრესის შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ნ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურებისა და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; საქართველოს პროკურატურისადმი გაცემული დავალებები 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: ▪ პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, აცნობოს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ. ▪ საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია წინამდებარე თავში დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეებთან (მედიის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ სხვადასხვა დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან) დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ. ▪ საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ. 40 ▪ პერიოდულად, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ. ტერმინ, „არსებითად ახალ გარემოებას’ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა არსებითად შეცვალა სახალხო დამცველის რეკომენდაციების ტექსტი. სახალხო დამცველის მიზანი იყო საზოგადოების პერიოდული ინფორმირება ზემოაღნიშნულ საქმეებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ, თუმცა საქართველოს პარლამენტმა რეკომენდაციის ტექსტიდან დროითი შეფასების ინდიკატორი ჩაანაცვლა „არსებითად ახალი გარემოებების“ აღმოჩენაზე მითითებით. . სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალებები არ ექვემდებარება შეფასებას. ზ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში, ასახულია ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების შესახებ, შესაბამისად სახალხო დამცველი დავალებას შესრულებულად აფასებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია. თ) ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების (ქორწინების იძულება, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) შემთხვევაში გააგრძელოს, ხოლო თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევაში − 2021 წლისთვის დანერგოს დანაშაულების გაანალიზების პრაქტიკა და სქესისა და ასაკის ნიშნებით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება; საქართველოს პროკურატურის მიერ უზრუნველყოფილია ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების (ქორწინების იძულება, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) შემთხვევაში ანალიზი და შესაბამისი სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია. 41 ლ) განაგრძოს 2018, 2019 და 2020 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მიმართ ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: „პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტმა არსებითად შეცვალა სახალხო დამცველის რეკომენდაციის ტექსტი. სახალხო დამცველის მიზანი იყო საზოგადოების პერიოდული ინფორმირება 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედების ფაქტის გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ, თუმცა საქართველოს პარლამენტმა რეკომენდაციის ტექსტიდან აღნიშნული კომპონენტი საერთოდ ამოიღო. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. მ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია 2018, 2019 და 2020 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; საქართველოს გენერალურ პროკურატურას, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში, არ აუსახავს ინფორმაცია 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედების ფაქტის გამოძიების მიმდინარეობისა და გაწეული საქმიანობის შესახებ. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული. 42 ო) გააგრძელოს სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პერიოდული გადამზადება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის კუთხით; უზრუნველყოს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე არასრულწლოვანებთან მომუშავე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადების მოდულის შემუშავება და მათი გადამზადება. საქართველოს პროკურატურის მიერ საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფილი იყო სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პერიოდული გადამზადება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის კუთხით. ასევე შემუშავდა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე არასრულწლოვანებთან მომუშავე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადების მოდული. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ 26 დავალება გაიცა. 26 საპარლამენტო დავალების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა: ▪ ▪ ▪ ▪ შესრულდა: 4 არ შესრულდა:10 ნაწილობრივ არის შესრულებული: 9 პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო შეფასებას არ ექვემდებარება: 3 ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობის დინამიკა გასული წლების მონაცემებთან შედარებით. 43 44% 38% 30.5% 28% 27% 35% 30.5% 31% 20% 15% 8% 12% 8% 0% შესრულდა არ შესრულდა 2019 წელი ნაწილობრივ შესრულდა 2020 წელი 0% ტექსტის არსებითი ინფორმაციის ცვლილება მოუწოდებლობა/არ გამომდინარეობს რეკომენდაციიდან 2021 წელი ა) გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს; ამასთანავე, იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომლებშიც, დაკავებულ პირთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, სამედიცინო პუნქტის გახსნა არ იგეგმება, ექიმები დაასაქმოს ხელშეკრულების შესაბამისად; საანგარიშო პერიოდში არ გაზრდილა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს. ამასთანავე, იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომლებშიც, დაკავებულ პირთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, სამედიცინო პუნქტის გახსნა არ იგეგმება ხელშეკრულებების საფუძველზე არ დასაქმებულან ექიმები. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ბ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტაროს ტრენინგები ამ იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2021 წელს დაგეგმილი ტრენინგები ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 2022 წლის I კვარტალისთვის გადაიდო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ 2022 წლის დასაწყისში დროებითი მოთავსების იზოლატორში დასაქმებული ყველა ექიმისთვის ჩატარდება ფოტოგადაღებისა და ფოტომასალის შენახვის წესის ტრენინგი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული 44 გ) უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში მითითებული, დროებითი მოთავსების იზოლატორებში საყოფაცხოვრებო პირობების კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ სამინისტრო 2021 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ატარებდა შესაბამის სარემონტო სამუშაოებს, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება ამ მიმართულებით. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული დ) გააგრძელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში; ამასთანავე, შეიმუშაოს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებას; ე) ძალადობის თითოეული შემთხვევის მართვისას უზრუნველყოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ჩართულობა და ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების შესახებ; სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის სამართლებრივ მექანიზმებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე, არაერთი ტრენინგი ჩატარდა, როგორც სამინისტროს ქ. თბილისის, ასევე, ტერიტორიული დეპარტამენტების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგების ფარგლებში, სულ გადამზადდა უწყების 600-მდე თანამშრომელი. სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ პოზიტიურ აქტივობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებას მეტი ძალისხმევის გაღება მართებს, შესაბამისად დავალება ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: „დ“ და „ე“ დავალებები ნაწილობრივ არის შესრულებული ვ) ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში გააძლიეროს ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები და საშუალებები მათ მიერ დაცული შეტყობინებების განხორციელების შესაძლებლობის გაზრდით, მათ შორის, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით; პანდემიის პერიოდში სამინისტროს მიერ მოქალაქეებს გაეგზავნათ შეტყობინებები სამ ენაზე (ქართული, აზერბაიჯანული და სომხური), რომლის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება პოლიციისადმი შეტყობინების ალტერნატიულ გზებზე. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ინტეგრირებული იყო ბმული, რომლითაც მომხმარებელს საშუალება ჰქონდა გადმოეწერა სამინისტროს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“აპლიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ესარგებლა „ჩუმი განგაშის“ ღილაკით. აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, აპრილი- 45 ივნისის პერიოდში, 5000-მდე მომხმარებელმა გადმოწერა გაიზარდა მოსარგებლეთა რიცხვიც. აპლიკაცია და შესაბამისად დამზადდა ვიდეორგოლი, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა და რომლის უმთავრეს გზავნილს მოსახლეობისადმი წარმოადგენდა პანდემიის პერიოდში, მთავრობის მხრიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებაზე და უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ხაზგასმა, ასევე, ინფორმირება სახელმწიფო სერვისების და პოლიციისთვის მიმართვის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ. ასევე ტელევიზიით განთავსდა გრაფიკული ვიდეო,, რომელიც ასახავდა ინფორმაციას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ინსტრუმენტების და არსებული სერვისების შესახებ. სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, თუმცა აღნიშნავს რომ აღნიშნულ ზოგად ღონისძიებებთან ერთად მნიშნველოვანია ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებაც. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ზ) მიიღოს პრევენციული ზომები, მათ შორის, აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შემთხვევების შესამცირებლად/ თავიდან ასაცილებლად; საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო პრევენციული ზომები და აწარმოა საინფორმაციო კამპანიები ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შემთხვევების შესამცირებლად/ თავიდან ასაცილებლად; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია თ) უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და უბნის ინსპექტორის როლის გაძლიერება ადგილობრივი თემის, განსაკუთრებით − ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სათანადოდ ინფორმირებისთვის; საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპები არ შემუშავებულა, თუმცა, მონიტორინგის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სამართალწარმოების პროცესზე დაკვირვება, ტენდენციების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა გრძელდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული 46 ი) უზრუნველყოს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე გამომძიებლებისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადების მოდულის შემუშავება და მათი გადამზადება; 2021 წლის 12-16 აპრილს, სამინისტროს რეგიონების მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა მონაწილეობა მიიღეს INL- კურსში სექსუალური ძალადობის გამოძიების შესახებ. აღნიშნული იგეგმება ყველა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის. თუმცა სამწუხაროდ ტრენინგ მოდული არ შემუშავებულა და გადამზადებასაც არ ჰქონდა სისტემური სახე. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სადღეღამისო განწესში ყოფნის დღეს თითოეული სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოს სრულფასოვანი, სამჯერადი კვებით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სადღეღამისო განწესში ყოფნის დღეს თითოეული სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფილია სრულფასოვანი, სამჯერადი კვებით სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა ნაწილში აღმოფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გააუმჯობესოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა; სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა ნაწილში არ აღმოფხვრილა ინფრასტრუქტურული პრობლემები და არ გაუმჯობესებულა სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული მ) აღმოფხვრას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (დასჯის მიზნით მისი რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა და ამის გასაკონტროლებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტს) დაავალოს, სისტემური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის გამოყენებას და ჯგუფურ დასჯას; სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ კვლავაც არ არის აღმოფხვრილი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (დასჯის მიზნით მისი რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა. 47 სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ნ) დისციპლინური საქმეების წარმოება, განხილვა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული დისციპლინური საქმეების წარმოების წესის შესაბამისად; სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ დისციპლინური საქმეების წარმოება, განხილვა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების პროცედურა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული დისციპლინური საქმეების წარმოების წესის შესაბამისად. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია ო) თავშესაფრის ეროვნული სისტემის გადატვირთულობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე რეაგირების მიზნით შეიმუშაოს და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; 2021 წელს ოთხი კადრი ერთი წლით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოში. თავშესაფრის მაძიებელთა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების ეფექტიანი მართვის მიზნით, უზრუნველყოფილია თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისთვის საქმეთა განაწილება თემატური, რეგიონული თუ თვისობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით. სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნული ტიპის საქმიანობის განხორციელებას თუმცა აცხადებს რომ საკითხის მასშტაბურობა და განხორციელებული საქმიანობა არ არის პროპორციული, შესაბამისად დავალება ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული პ) უზრუნველყოს დაკავებული პირის მიერ ოჯახისთვის ან ადვოკატისთვის შეტყობინების მოთხოვნის სათანადოდ დოკუმენტირება და აღნიშნული პროცესის ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: უზრუნველყოს დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატის შეტყობინების მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირება შესაბამისი რეესტრების წარმოების გზით; სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიზანი იყო რეესტრის წარმოების გზით დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატის შეტყობინების მოთხოვნის სათანადო 48 დოკუმენტირების უზრუნველყოფა. დავალების ტექსტში რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ჩანაწერის არ ასახვა, რეკომენდაციას ნაწილობრივ გაზიარებულად აქცევს. სახალხო დამცველის გაზიარებული შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ ყოფილა უზრუნველყოფილი დაკავებული პირის მიერ ოჯახისთვის ან ადვოკატისთვის შეტყობინების მოთხოვნის სათანადოდ დოკუმენტირება და აღნიშნული პროცესის ეფექტიანი მონიტორინგი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჟ) შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ოქმების დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმებთან შენახვას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუმუშავებია მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, უზრუნველყოფილი იქნებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების შედგენილი ოქმების დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმებთან შენახვა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული რ) შეიტანოს ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში, კერძოდ, ამ ბრძანების №9 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმას დაამატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა პირის დაკავება; გასწია თუ არა პირმა წინააღმდეგობა; გამოყენებული იქნა თუ არა იძულების ზომა და, თუ იქნა გამოყენებული, − რა ფორმით; საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, არ შეუტანია ცვლილებები, მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად ბრძანების №9 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმას უნდა დამატებოდა გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა პირის დაკავება; გასწია თუ არა პირმა წინააღმდეგობა; გამოყენებული იქნა თუ არა იძულების ზომა და, თუ იქნა გამოყენებული, − რა ფორმით; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული 49 ს) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულ პირსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს შორის შეხვედრის კონფიდენციალურ გარემოში გამართვა; სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორებში არ ყოფილა უზრუნველყოფილი მოთავსებულ დაკავებულ პირსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს შორის შეხვედრის კონფიდენციალურ გარემოში გამართვა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ტ) ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით განსაზღვროს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა საქმეებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესი; სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია, რაც მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობის კონკრეტულ მიმართულებასაც. აღნიშნულის ფარგლებში, სამინისტროს ყველა ტერიტორიულ დანაყოფში გადამზადდებიან გამომძიებლები, რომლებიც პრიორიტეტულად გამოიძიებენ სქესობრივი ხასიათის დანაშაულებს. პროცესის დასრულების შემდგომ, თემატურად განისაზღვრება სამომავლო აქტივობები კონკრეტული მიმართულებით სამართალდამცავთა სპეციალიზაციის წესის შემუშავებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი მიესალმება სამინისტროს მიერ გაღებულ ძალისხმევას დავალების შესრულებასთან დაკავშირებით და მას ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული უ) გააუმჯობესოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი; განახორციელოს ინტიმურ პარტნიორთა (მათ შორის, ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს) შორის ძალადობის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგი და პროაქტიულად გამოაქვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუუმჯობესებია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, არ განუხორციელებია ინტიმურ პარტნიორთა (მათ შორის, ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს) შორის ძალადობის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული 50 ფ) განახორციელოს ჟურნალისტების მიმართ მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი მონიტორინგი და პროაქტიულად გამოაქვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოცდილების გათვალისწინებით, დაიწყოს სპეციალური სტატისტიკის წარმოება, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის დანაშაულს, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება; განსახილველი რეკომენდაციის ფარგლებში სახალხო დამცველის მიზანი იყო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის გამოცდილებით დაეწყო სპეციალური სტატისტიკის წარმოება, რომელიც ასახავდა არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის დანაშაულს, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება; წარმოდგენილი დავალება კი სრულიად არ შეესაბამება რეკომენდაციის სულისკვეთებას და უწყებას მხოლოდ მონიტორინგის განხორციელებას ავალებს. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ქ) განახორციელოს ხანდაზმულ პირთა მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგი და პროაქტიულად გამოაქვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: სქესის მიხედვით, დაიწყოს 65-80 და 80 და ზევით ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების წარმოება. რეკომენდაციის ფარგლებში სახალხო დამცველის მიზანი იყო ცალკეული ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სქესის მიხედვით ეწარმოებინა ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა, რაც საპარლამენტო დავალების ფარგლებში საერთოდ არ არის განხილული. 51 სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ღ) მიიღოს ზომები, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის გასავლელად სპეციალური თეორიული და პრაქტიკული სწავლება ყველა წვევამდელისთვის ერთი და იმავე ვადით განხორციელდეს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის გასავლელად სპეციალური თეორიული და პრაქტიკული სწავლება ყველა წვევამდელისთვის კვლავ არ ხორციელდება ერთი და იმავე ვადით. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ყ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა გასამხედროებულ ქვედანაყოფში უზრუნველყოს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოსაცვლელი სივრცის არსებობა, სადაც სამეთვალყურეო კამერები არ იქნება დამონტაჟებული; სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა გასამხედროებულ ქვედანაყოფში, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უზრუნველყოფილია გამოსაცვლელი სივრცე, სადაც სამეთვალყურეო კამერები არ არის დამონტაჟებული; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია შ) უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომლებისთვის დაწესებულებებში წარმოებული ჟურნალების შევსების თაობაზე ინსტრუქტაჟის ჩატარება და ჟურნალის შევსების სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიწოდება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თანამშრომლებისთვის არ ჩაუტარებია შესაბამისი ინსტრუქტაჟი დაწესებულებებში წარმოებული ჟურნალების შევსების თაობაზე. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჩ) შეისწავლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისთვის, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმით გადის, ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობა, განსაზღვროს ამისთვის აუცილებელი რესურსის მოცულობა და შეიმუშაოს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის გეგმა. 52 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე, გაეზარდოს ანაზღაურება; რეკომენდაციის ფარგლებში სახალხო დამცველის მიზანს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობისთვის ანაზღაურების გაზრდა წარმოადგენდა. დავალების ფარგლებში კი საქართველოს პარლამენტმა უწყებას მხოლოდ საკითხის შესწავლა დაავალა. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 4 დავალება გაიცა. გაცემული საპარლამენტო დავალების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა: ▪ ▪ ▪ შესრულდა: 1 არ შესრულდა: 2 ნაწილობრივ არის შესრულებული: 1 ა) გააგრძელოს მუშაობა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურების გასაზრდელად; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: გაიზარდოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურება სულ მცირე იმ ოდენობით, რომ უზრუნველყოს მათი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯების სრული დაფარვა; 53 საქართველოს პარლამენტის დავალებაში სამწუხაროდ არ ასახულა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშნველოვანი კომპონენტები, რომლებიც ანაზღაურების გაზრდის ინდიკატორზე მიუთითებდა, შესაბამისად სახალხო დამცველი რეკომენდაციას ნაწილობრივ გაზიარებულად აფასებს. სახალხო დამცველის გაზიარებული შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის საანგარიშო პერიოდში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს ანაზღაურება არ გაზრდიათ. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ბ) გააგრძელოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებისა და ჯგუფური დასჯის პრაქტიკის მონიტორინგი და ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა; სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დადგინდა, რომ არ აღმოფხვრილა, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებისა და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული გ) უზრუნველყოს სამხედრო ნაწილებში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამხედრო მოსამსახურეებსა და მეთაურებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამ მიზნით განიხილოს იმ სამხედრო ნაწილებში თარჯიმნის აყვანის საკითხი, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან; სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის შედეგადაც სამხედრო ნაწილებში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამხედრო მოსამსახურეებსა და მეთაურებთან კომუნიკაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებულია თარჯიმნის შტატი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია დ) განახორციელოს სამხედრო ნაწილებში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინტერნეტის პროფესიული სამხედრო მოსამსახურეების თანასწორად ხელმისაწვდომობის საკითხის მონიტორინგი და პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო ნაწილებში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის 54 ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესებულია, თუმცა იგი კვლავ პროფესიული სამხედრო მოსამსახურეების თანასწორად ხელმისაწვდომი. არ არის სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ 78 დავალება გაიცა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის შედეგად, საპარლამენტო დავალებების შესრულების თვალსაზრისით გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა: ▪ ▪ ▪ ▪ ▪ შესრულდა: 3 არ შესრულდა: 62 ნაწილობრივ შესრულდა: 9 ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო არ ექვემდებარება შეფასებას: 3 რეკომენდაციის ტექსტის არსებითი ცვლილება: 1 ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ გაცემული დავალებების შესრულების მდგომაროების დინამიკა გასული წლების მონაცემებთან შედარებით. 55 90% 80% 70% 60% 50% 40% 30% 20% 10% 0% 79% 68% 53% 9% 16% 14% 12% 14% 4% შესრულდა არ შესრულდა 2019 წელი ნაწილობრივ შესრულდა 2020 წელი 6% 3% 1% 11% 1% 4% ტექსტის არსებითი ინფორმაციის ცვლილება წარმოუდგენლობა 2021 წელი ა) შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, კერძოდ, გაითვალისწინოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების სომატური ჯანმრთელობისთვის მათი მკურნალობის საკითხი; მანამდე დროებითი ღონისძიების სახით უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტებისთვის ოჯახის ექიმის ხელმისაწვდომობა და მათი სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება; ბ) შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, კერძოდ, ქვეყანაში არსებული გაიდლაინების შესაბამისად გაითვალისწინოს სათანადო გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საანგარიშო პერიოდში არ შეუტანია ცვლილებები ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და არ გაუთვალისწინებია სტაციონარში მოთავსებული პაციენტების სომატური ჯანმრთელობის საკითხი, ასევე ცვლილებებით არ განსაზღვრულა მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვის მიზნით სათანადო გამოკვლევებისა და კონსულტაციების აუცილებლობა. სახალხო დამცველის შეფასება: „ა“ და „ბ“ დავალებები არ არის შესრულებული გ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სტატისტიკის წარმოება, ინფორმაციის სისტემატიზება და გარდაცვალების მიზეზის მითითება; საანგარიშო პერიოდში, უწყებას არ განუხორციელებია ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სტატისტიკის წარმოებას, ინფორმაციის სისტემატიზებას და გარდაცვალების მიზეზის მითითებას. 56 სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული დ) შეიმუშაოს და დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის; ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის) ჩადენის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების და საგამოძიებო და მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი; საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა, შესაბამისად არ დანერგილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის; ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის) ჩადენის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების და საგამოძიებო და მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ე) შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სტრატეგია, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე ძალადობის შემთხვევების სპეციალურ ჟურნალში დოკუმენტირებისა და ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება; საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა, შესაბამისად არ დანერგილა პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სტრატეგია, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა აგრეთვე ძალადობის შემთხვევების სპეციალურ ჟურნალში დოკუმენტირებისა და ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ვ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს პაციენტის უფლებების დაცვისა და მისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს; ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალს ჩაუტაროს სწავლება სულ მცირე შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტთა უფლებები და ეთიკის სტანდარტები, აღდგენაზე დაფუძნებული მიდგომა და თანამედროვე ფსიქიატრია; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს აღნიშნული პერსონალის მიერ ფსიქიატრიული დახმარების გაწევის ბიოფსიქოსოციალური მოდელის მნიშვნელობის გააზრებას და პრაქტიკაში მის დასანერგად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ზ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გზით გამოავლინოს და აღკვეთოს ამ დაწესებულებების პერსონალის მიერ პაციენტების მიმართ ძალადობის განხორციელების, მათ შორის, ინექციებისა და მედიკამენტების ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთების, ფაქტები; 57 ი) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გზით შეისწავლოს შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა, აგრეთვე ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდეგ მათი სტატუსის გადასინჯვის საკითხი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა, შესაბამისად არ დანერგილა ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა პაციენტის უფლებების დაცვისა და მისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტები. ასევე აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალს არ ჩატარებია სწავლება შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტთა უფლებები და ეთიკის სტანდარტები, აღდგენაზე დაფუძნებული მიდგომა და თანამედროვე ფსიქიატრია; პერსონალის საქმიანობის ხარისხის შეფასების მიზნით, საანგარიშო პერიოდში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ განხორციელებულა მონიტორინგი, რომელიც გამოავლენდა და აღკვეთთა, დაწესებულებებში პერსონალის მიერ პაციენტების მიმართ ძალადობის, მათ შორის ინექციებისა და მედიკამენტების ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთების ფაქტებს. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ განხილულ ფაქტებთან ერთად ასევე არ შესწავლილა შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა, აგრეთვე ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდეგ მათი სტატუსის გადასინჯვის საკითხები. სახალხო დამცველის შეფასება: „ვ“, „ზ“ და „ ი“ დავალებები არ არის შესრულებული თ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა, სახელმძღვანელო დოკუმენტი, რათა აღნიშნულმა დაწესებულებებმა მინიმუმამდე შეამცირონ სიტუაციის ესკალაციის რისკი და საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება; ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სიტუაციის ესკალაციისა და უკიდურესი ზომების მიღების რისკების შესამცირებლად, საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა და დანერგილა ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა, სახელმძღვანელო დოკუმენტი, სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული კ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციით განაახლოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია; 58 საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციით არ განახლებულა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ლ) დაავალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და მათი თანამდევი, გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა აღნიშნული წამლების არასასურველი ეფექტების შესახებ ფსიქიატრიული დაწესებულებების მიმართვის შემთხვევაში; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, საანგარიშო პერიოდში არ შეუსწავლია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და მათი თანამდევი, გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული მ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისის უზრუნველყოფის კუთხით არსებული საჭიროებები და ამ დაწესებულებებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ასეთი სერვისის დანერგვა; ნ) შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, რათა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს; საანგარიშო პერიოდში არ შესწავლილა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისის უზრუნველყოფის კუთხით არსებული საჭიროებები და მათი დანერგვის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში არ შესულა ცვლილებები, რათა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. სახალხო დამცველის შეფასება: „მ“ და „ნ“ დავალებები არ არის შესრულებული ო) შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალურად ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს სტაციონარიდან იმ პაციენტების დაუყოვნებლივ გაწერისთვის საჭირო ყველა ზომა, რომელთა მიმართ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; პ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს პაციენტის ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ერთიანი ფორმა, რომელშიც გასაგები ფორმით იქნება მოცემული სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია 59 ფსიქიატრიული დახმარების არსისა და პაციენტის უფლებების შესახებ; ამასთანავე, აღნიშნული ბრძანებით განსაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, გადასცეს პაციენტს ინფორმირებული თანხმობის ასლი, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის უნდა მიმართოს, თუკი არ სურს სტაციონარში დარჩენა; ჟ) შეიტანოს ცვლილებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებაში, რათა ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის დროს ყველა ეტაპზე სავალდებულო გახდეს ამ ბრძანების მე-13 დანართით გათვალისწინებული №IV-300-12/ა ფორმის შევსება; რ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით განსაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, პაციენტის სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს მისი გასაგები ენით, ზეპირი და წერილობითი ინფორმირება სტაციონარის შინაგანაწესისა და პოლიტიკის და პაციენტის უფლებების თაობაზე; დაავალოს შესაბამის ორგანოს, შეისწავლოს, მიეწოდებათ თუ არა პაციენტებს მკურნალობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად, მათთვის გასაგებ ენაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს არ შეუსწავლია ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალურად ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, ასევე არ შემუშავებულა პაციენტის ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ერთიანი ფორმა, რომელშიც ნათლად იქნება მოცემული სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია ფსიქიატრიული დახმარების არსისა და პაციენტის უფლებების შესახებ. ასევე არ განსაზღვრულა ფსიქიატრიული დაწესებულების მიერ პაციენტის სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად მისთვის გასაგები ენით, ზეპირი და წერილობითი ფორმებით ინფორმირების ვალდებულება სტაციონარის შინაგანაწესისა და პოლიტიკის და პაციენტის უფლებების შესახებ. საანგარიშო პერიოდში უწყებას ასევე არ შეუტანია ცვლილებები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებაში, რათა ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის დროს ყველა ეტაპზე სავალდებულო ყოფილიყო ამ ბრძანების მე-13 დანართით გათვალისწინებული №IV-300-12/ა ფორმის შევსება; სახალხო დამცველის შეფასება: „ო“, „პ“ „ ჟ“ და „რ’ დავალებები არ არის შესრულებული ს) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალგარე პროცედურები; ტ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა პროცედურები; 60 საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა და მინისტრის ბრძანებით არ დამტკიცებულა ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი ასევე კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე პროცედურები. სახალხო დამცველის შეფასება: „მ“ და „ნ“ დავალებები არ არის შესრულებული უ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკის გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; საანგარიშო პერიოდში არ გადამზადებულან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული ის სოციალური მუშაკები, რომლებსაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ფ) უზრუნველყოს სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართების მიზნით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს არ შეუფასებია ფსიქიატრიულ სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებები, მათი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართების მიზნით. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ქ) შეისწავლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მობილობისა და სენსორული შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებთან ადაპტირებულობის საკითხი; საანგარიშო პერიოდში არ შესწავლილა, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მობილობისა და სენსორული შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებთან ადაპტირების საკითხი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ღ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების შესაბამისად პაციენტის მინიმალური საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის საკითხი; სამინისტროს, საანგარიშო პერიოდში არ შეუსწავლია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის 61 გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების შესაბამისად მინიმალური საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის საკითხი. პაციენტის სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ყ) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულების ხელმძღვანელობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სტაციონარში არანაკლებ 2 იზოლირებული, ინდივიდუალური სველი წერტილის მქონე პალატის მოწყობა, სადაც COVID-19-ის ტესტის პასუხამდე შესაძლებელი იქნება პაციენტის იზოლირება; შ) შეისწავლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინით) „ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-19“ დადგენილი რეკომენდაციების შესრულება; საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მიერ არ ყოფილა შესწავლილი ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინით) „ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-19“ დადგენილი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, ასევე არ გადადგმულა ხელშესახები ნაბიჯები სტანციონარში არანაკლებ 2 იზოლირებული ინდივიდუალური სველი წერტილის მქონე პალატის მოსაწყობად, სადაც COVID-19-ის ტესტის პასუხამდე შესაძლებელი იქნებოდა პაციენტის იზოლირება; სახალხო დამცველის შეფასება: „ყ“ და „შ“ დავალებები არ არის შესრულებული ჩ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვების ერთიანი სტანდარტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება, რომლის კვებითი ღირებულება შეესაბამება პირის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კულტურულ/რელიგიურ თავისებურებებს; ამასთანავე, ყოველდღიურმა რაციონმა ხილიც უნდა მოიცვას; საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვების ერთიანი სტანდარტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება, და მისი კვებითი ღირებულება შესაბამისი იქნებოდა ბენეფიციარის ასაკთან. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ც) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტების მიერ ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზება; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს პაციენტების მიერ ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზება, თუმცა ცალკეულ დაწესებულებებში აღმოჩენილი პოზიტიური გამონაკლისების გამო, 62 როდესაც პაციენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ტელეფონის საშუალებით დაემყარებინათ კომუნიკაცია, დავალება ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ძ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის უფლების რეალიზება, ხანმოკლე დროით დატოვოს სტაციონარი, თუ არ არსებობს ექიმის გადაწყვეტილება ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე; კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტთა უფლების რეალიზება ხანმოკლე დროით დატოვოს სტაციონარი, თუ არ არსებობს ექიმის გადაწყვეტილება ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული წ) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით დაიწყოს მუშაობა „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართში ცვლილების შესატანად, რათა სექსუალური ძალადობის შედეგად ორსულობის დადგომის შემთხვევაში ორსულობის შესაწყვეტად და დაფინანსებისთვის საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართში შევიდეს ცვლილება, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, დაფინანსებისთვის, და ორსულობის შესაწყვეტად, საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება; სახალხო დამცველი მის მიერ გაცემული რეკომენდაციით უწყების მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 7 ოქტომბრის №0174/ნ ბრძანების №5 დანართში შესაბამისი ცვლილების შეტანას ისახავდა მიზნად, ხოლო პარლამენტმა კი დავალებად ცალკეული სამუშაო ჯგუფის შექმნა განსაზღვრა. შესაბამისად სახალხო დამცველი რეკომენდაციას ნაწილობრივ გაზიარებულად აფასებს. სახალხო დამცველის გაზიარებული შუალედური შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ არის 63 სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჭ) არსებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად; საქართველოში არსებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები კვლავ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ხ) მოამზადოს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებები, რომლებითაც ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისთვის გასაცემი დახმარების/საშვებულებო ანაზღაურების ოდენობა არსებითად დაუახლოვდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტს, ამავე დროს, განისაზღვრება შეზღუდვები, რომელთა ფარგლებშიც დამსაქმებლები უფლებამოსილი იქნებიან დაადგინონ ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისთვის საშვებულებო ანაზღაურების მიღების წინაპირობები; სამინისტროს მიერ არ მომზადებულა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლითაც ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისთვის გასაცემი დახმარების/საშვებულებო ანაზღაურების ოდენობა არსებითად დაუახლოვდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტს, სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჯ) დაიწყოს მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში კონფლიქტით დაზარალებული გოგონებისა და ქალების საჭიროებებისთვის მორგებული, სპეციფიკური სერვისების დასამატებლად; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: შეიმუშაოს პროფილური ჯანდაცვის პროგრამა, კონფლიქტით დაზარალებული გოგოებისა და ქალების საჭიროებების გათვალისწინებით სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად უწყებას უნდა შეემუშავებინა აღწერილი ჯანდაცვის პროგრამა, თუმცა საქართველოს პარლამენტმა მას მხოლოდ ამის 64 შესახებ მუშაობის დაწყება გაზიარებულად ფასდება. სახალხო დამცველის გაზიარებული დაავალა. შუალედური შესაბამისად რეკომენდაცია შეფასება: რეკომენდაცია ნაწილობრივ ნაწილობრივ არის საანგარიშო პერიოდში არ დაწყებულა მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში კონფლიქტით დაზარალებული გოგონებისა და ქალების საჭიროებებისთვის მორგებული, სპეციფიკური სერვისების დასამატებლად. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ) ჩამოაყალიბოს სისტემური ხედვა სახელმწიფო პროგრამებში ორსულობის, მშობიარობისა და ორსულობის შემდგომი პერიოდისთვის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის ინტეგრირების შესახებ და უზრუნველყოს მისი ფართო განხილვა აღნიშნული სფეროს ექსპერტების ჩართულობით; ჰ1) გაზარდოს სამშობიარო დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგების ინფორმირებულობა პოსტსამშობიარო დეპრესიის რისკის გამოვლენის მექანიზმებთან დაკავშირებით; ჰ2) ჩამოაყალიბოს სისტემური ხედვა პოსტნატალური ზრუნვის სერვისების შესახებ და უზრუნველყოს მისი ფართო განხილვა აღნიშნული სფეროს ექსპერტების ჩართულობით; საანგარიშო პერიოდში არ ჩამოყალიბებულა სისტემური ხედვა სახელმწიფო პროგრამებში ორსულობის, მშობიარობისა და ორსულობის შემდგომი პერიოდისთვის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის ინტეგრირების და პოსტნატალური ზრუნვის სერვისების შესახებ. ასევე, არ გაზრდილა სამშობიარო დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგების ინფორმირებულობა პოსტსამშობიარო დეპრესიის რისკის გამოვლენის მექანიზმებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის შეფასება: „ჰ“ „ჰ1“ და „ჰ2“ დავალებები არ არის შესრულებული ჰ3) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის პირველ რგოლში ოჯახის დაგეგმვის სერვისების ინტეგრირება; დაიწყოს მუშაობა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისთვის კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ჰ4) დაიწყოს მუშაობა ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის სერვისის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად; უზრუნველყოს აღნიშნული სერვისის სავალდებულო, 5-დღიანი მოსაცდელი პერიოდის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობა; ჯანმრთელობის დაცვის პირველ რგოლში კვლავ არ არის ინტეგრირებული ოჯახის დაგეგმვის სერვისი, ასევე არ არის მუშაობა დაწყებული ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის სერვისის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და აღნიშნული სერვისის მისაღებად სავალდებულო, 5-დღიანი მოსაცდელი პერიოდის გასაუქმებლად. 65 სახალხო დამცველის შეფასება: „ჰ3“ და „ჰ4“ დავალებები არ არის შესრულებული ჰ5) სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისები განსაზღვროს ესენციურ სერვისებად ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში; ჰ6) უზრუნველყოს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების ტექნიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების იმგვარი მოდიფიცირება, რომ ისინი მოიცავდეს ტელემედიცინას და სერვისების დისტანციურად მიწოდების სხვა, ალტერნატიულ მოდელებს, რათა გაიზარდოს ამ სერვისების ხელმისაწვდომობა როგორც ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს, ისე სხვა პერიოდებში; ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისები არ არის განსაზღვრული როგორც ესენციური სერვისები, ასევე არ არის უზრუნველყოფილი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების ტექნიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების იმგვარი მოდიფიცირება, რომ ისინი მოიცავდეს ტელემედიცინას და სერვისების დისტანციურად მიწოდების სხვა, ალტერნატიულ მოდელებს. სახალხო დამცველის შეფასება: „ჰ5“ და „ჰ6“ დავალებები არ არის შესრულებული ჰ7) გადაამზადოს სოციალური მუშაკები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში; ამასთანავე, შეიმუშაოს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებას; ჰ8) სოციალური მუშაკებისთვის შეიმუშაოს სპეციალური სახელმძღვანელო წესები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისთვის; საანგარიშო პერიოდში არ გადამზადებულან სოციალური მუშაკები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში, ასევე არ შემუშავებულა სპეციალური სახელმძღვანელო წესები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისთვის. სახალხო დამცველის შეფასება: „ჰ7“ და „ჰ8“ დავალებები არ არის შესრულებული ჰ9) უზრუნველყოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასა და მოსალოდნელ საფრთხეებთან, აგრეთვე ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეფექტიანი საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებების განხორციელება; 66 ჰ10) უზრუნველყოს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევების კლინიკური აუდიტის განმახორციელებელ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობისა და მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის/რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება; ჰ11) შეიმუშაოს მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება დამხმარე სამედიცინო პერსონალის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტები; საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა დამხმარე სამედიცინო პერსონალის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტები. სახალხო დამცველის შეფასება: დავალებები არ არის შესრულებული ჰ12) უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის, გახარჯვისა და კონტროლის მექანიზმების სრულყოფა და არსებულ სტანდარტებთან მისადაგება; სახალხო დამცველი მიესალმება სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის, გახარჯვისა და კონტროლის მექანიზმების არსებულ სტანდარტებთან მისადაგების მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს თუმცა აღნიშნავს, რომ მექანიზმის სრულყოფის მიზნით კიდევ მნიშვნელოვანი საქმიანობაა განსახორციელებელი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ13) მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამით დადგენილი საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადის შესამცირებლად შესაბამის აქტებში ცვლილებები შეიტანოს; ჰ14) შეიმუშაოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის განახლებისა და მისი ეფექტიანობის პერიოდული შესწავლის მარეგულირებელი აქტი; საანგარიშო პერიოდში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამით დადგენილი საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადის შესამცირებლად, შესაბამის სამართლებრივ აქტებში არ შესულა ცვლილებები. სახალხო დამცველის შეფასება: „ჰ13“ და „ჰ14“ დავალებები არ არის შესრულებული ჰ15) უზრუნველყოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის ჯანმრთელობის სერვისების, ფსიქოლოგისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა; საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამებით. ასევე სოფლის ექიმის მომსახურება უზრუნველყოფს პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ხდება შესაბამისი ფსიქოსოციალური დახმარების სერვისის გაწევაც. 67 აღნიშნული სერვისები მიმართულია ზოგადად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის და კონკრეტულად ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების რეალიზების მიზნით სპეციალიზებული პროგრამის შეთავაზება არ ხდება, შესაბამისად სახალხო დამცველი დავალებას ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ16) საქართველოს მთავრობასთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშაოს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ ბავშვთა, აგრეთვე სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის 18 წელზე უფროსი ბენეფიციარების მხარდაჭერის სტრატეგია, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ახალგაზრდების საჭიროებებისთვის მორგებული სერვისები; საქართველოს მთავრობასთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად არ შემუშავებულა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ ბავშვთა, აგრეთვე სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის 18 წელზე უფროსი ბენეფიციარების მხარდაჭერის სტრატეგია. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ17) სამოქალაქო სექტორის ჩართულობითა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშაოს რელიგიური სკოლა-პანსიონების მიმართ სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა ასეთი დაწესებულებებისთვის, მათ შორის, განსაზღვროს სახელმწიფოს მიერ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები და ამგვარი დაწესებულებების სახელმწიფოს კონტროლის მიღმა საქმიანობის შემთხვევაში არსებული რისკების აღსაკვეთად განსახორციელებელი ღონისძიებები; სამოქალაქო სექტორის ჩართულობითა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით არ შემუშავებულა რელიგიური სკოლა-პანსიონების მიმართ სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნებოდა სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა ასეთი დაწესებულებებისთვის. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ18) სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ჩართულ პროვაიდერ ორგანიზაციებთან ერთად გადახედოს მცირე საოჯახო ტიპის სახლების ვაუჩერული დაფინანსების საკითხს და პრობლემების გამოკვეთის შემთხვევაში განახორციელოს ასეთი სახლების ფინანსური მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებები; 68 სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ჩართულ პროვაიდერ ორგანიზაციებთან ერთად სამინისტროს არ გადაუხედავს მცირე საოჯახო ტიპის სახლების ვაუჩერული დაფინანსების საკითხისთვის. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ19) აჭარის რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე, განახორციელოს ამ რეგიონში სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დასანერგად საჭირო ღონისძიებები; საანგარიშო პერიოდში, აჭარის რეგიონში განხორციელდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დასანერგად საჭირო ღონისძიებები. აჭარის რეგიონში 2021 წლიდან დაემატა მობილური ჯგუფის დღის ცენტრის მომსახურება, რომელიც 30 ბენეფიციარს მოემსახურება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ20) გამოყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საჭირო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები, აგრეთვე შეიმუშაოს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხის შეფასების ეფექტიანი და ქმედითი ინსტრუმენტი; 2021 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში დიდ ქალაქებში მიუსაფარ ბავშვებთან 7 მობილური ჯგუფი მუშაობდა, რომელთა რაოდენობა 2022 წელს 9-მდე გაიზარდა. სახალხო დამცველი მიესალმება რესურსების ზრდას, თუმცა პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, იგი მიზნის მიღწევის ეფექტიან საშუალებად ვერ იქნება მიჩნეული. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ21) ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და მშობლებისთვის შეიმუშაოს და დანერგოს დამატებითი სერვისები მათ გადაუდებელ მატერიალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფონდების მობილიზების, აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების, დასაქმების მოტივაციის ამაღლებისა და შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და მშობლებისთვის არ შემუშავებულა დამატებითი სერვისები მათ გადაუდებელ მატერიალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფონდების მობილიზების, აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების, დასაქმების მოტივაციის ამაღლებისა და შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ22) სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების მიზნით: 69 ჰ22.ა) გამოავლინოს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების კუთხით სახელმწიფო პროგრამებში არსებული ხარვეზები; ჰ22.ბ) შეიმუშაოს გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზები და მეთოდები; ცენტრალურ დონეზე დამატებითი და ეფექტიანი პროგრამები არ შემუშავებულა. ასევე, ბავშვთა სიღარიბის დაძლევის სტრატეგია არ შემუშავებულა. გვაქვს მდგომარეობა, რომ 2021 წელსაც კვლავ მზარდი იყო ბავშვთა სიღარიბის რაოდენობრივი მაჩვენებელი. წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი არასრუწლოვანი მაინც ცხოვრობს. პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რაოდენობამ კი 235252 შეადგინა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული. ჰ23) სამართალდამცავ უწყებებსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან კოორდინაციით შეიმუშაოს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის გამოძიებისა და სასამართლო ეტაპებზე მონაწილეობის შესახებ დოკუმენტი, რომლითაც ზუსტად და დეტალურად განისაზღვრება აღნიშნულ პროცესში მათი როლი, განსახორციელებელი ღონისძიებები, სახელმძღვანელო პრინციპები და პასუხისმგებლობა; ჰ24) ახალი კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების პერიოდში უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, მათ შორის: ჰ24.ა) სამედიცინო კადრების გადამზადება შშმ პირებთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებში; ჰ24.ბ) შშმ პირთათვის სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემოს და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა; ჰ24.გ) შშმ პირთათვის (ყველა სახის (ფიზიკური, სენსორული, მენტალური) შეზღუდვის მქონე პირთათვის) ახალ კორონავირუსზე ვაქცინაციის ჩასატარებელი სივრცეების ხელმისაწვდომობა; ჰ24.დ) ახალ კორონავირუსზე ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმატებით გავრცელება; ჰ34) უზრუნველყოს ხანდაზმული პირებისთვის, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პერიოდში მისი პრევენციის მიზნით მარეგულირებელი ნორმების დაწესების შედეგად მეტად აღმოჩნდნენ სოციალურად გარიყული, კერძოდ, შეზღუდული მობილობის, კოგნიტური დისონანსის ან დემენციის მქონე, აგრეთვე მარტოხელა ხანდაზმულებისთვის, მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისების მიწოდება; აღნიშნული დავალებების შესრულების მდგომარეობის შეფასება, სახელმწიფო უწყების მხრიდან რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო შეუძლებელია. 70 სახალხო დამცველის შეფასება: დავალებების შესრულების მდგომარეობა, რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, არ ექვემდებარება შეფასებას. ჰ39) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებული ინტეგრაციის ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციისთვის დანერგოს საინტეგრაციო პროგრამები; ჰ40) განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, ტუბერკულოზის მართვა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა) და სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მისაწოდებლად; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 11.03.2022 წლის #03/3970 წერილით გვეცნობა , რომ ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტში გამოყოფილია 85 000 ლარი. დამატებით , „ ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამიზნე ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული იქნება შემდეგი სერვისები: სამოქალაქო განათლების სასწავლო კურსი; სოციალურკულტურული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება; საკონსულტაციო სერვისი და ინტეგრაციის სხვა აქტივობები." 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში მოქალაქეობის არმქონე 529 და საერთაშორისო დაცვის მქონე 1227 პირი (493 ლტოლვილის, 734 ჰუმანიტარული სტატუსის) იყო რეგისტრირებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პირების გარდა ეს თანხმა ხმარდება კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელებსაც, რომელიც საკმაოდ ფართო წრეს მოიცავს. ამდენად, გარკვეული საინტეგრაციო პროგრამები ნამდვილად არსებობს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, თუმცა ისინი არის მწირ ბიუჯეტიანი, მცირე აუდიტორიით და ამ ეტაპზე არ იძლევა მათი უნარების რეალიზაციის და ამ გზით საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას. ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად გამოყოფილი რესურსი არის ძალიან მწირი. პანდემიის პირობებში, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გააჩნდა სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მიწოდების თვალსაზრისით ტრანსპორტირების პრობლემა. სახალხო დამცველის შესრულებული. შეფასება: „ჰ39“ და „ჰ40“ დავალებები ნაწილობრივ არის ჰ25) უზრუნველყოს ფსიქიატრიული სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელთათვის ახალი კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტის უსაფრთხო მართვის გაიდლაინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გადამზადება; სახელმწიფო უწყებასთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ ჩატარდა ვიდეოკონფერენცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან, სადაც 71 განხილული იყო ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების, როგორც სტაციონარული ისე ამბულატორიული სერვისების მიწოდების მახასიათებლები. მიუხედავად აღნიშნული აქტივობისა, იგი ვერ შეფასდება დავალების სრულყოფილად შესრულების თვითკმარ საშუალებად, ვინაიდან შესაბამის პირთა გადამზადება არ განხორციელებულა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ26) დროულად უზრუნველყოს ახალი ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება აღნიშნული სფეროს ექსპერტთა ფართო ჩართულობით; 2022 წლის 18 იანვრის N23 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა. სახალხო დამცველის შეფასება; დავალება შესრულებულია ჰ27) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება და დანერგვა; საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა უზრუნველყოფილი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება და დანერგვა; სახალხოდამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ28) უზრუნველყოს პოლიტიკის დოკუმენტებში სუიციდის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების გათვალისწინება და შესაბამისი პროგრამის დამტკიცება; საანგარიშო პერიოდში შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტებში არ ყოფილა უზრუნველყოფილი სუიციდის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების გათვალისწინება და შესაბამისი პროგრამის დამტკიცება. სახალხოდამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ29) სამედიცინო დაწესებულებებისთვის შეიმუშაოს რეფერირების მექანიზმები განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების გამოვლენისა და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში დროული ჩართვის, აგრეთვე საპროთეზოორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის საჭიროების მქონე პირთა შესაბამის ქვეპროგრამაზე გადამისამართების მიზნით; სამედიცინო დაწესებულებებისთვის არ შემუშავებულა რეფერირების მექანიზმები განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების გამოვლენისა და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში დროული ჩართვის, აგრეთვე საპროთეზო- 72 ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის საჭიროების მქონე პირთა შესაბამის ქვეპროგრამაზე გადამისამართების მიზნით; სახალხოდამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ30) შეიმუშაოს და აამოქმედოს ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის პროგრამა; საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის პროგრამა. სახალხოდამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ31) „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შედეგების გათვალისწინებით მოამზადოს ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2021-2022 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს; ჰ32) შეიმუშაოს შინ მოვლის ტექნიკური რეგლამენტი; „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შედეგების გათვალისწინებით არ მომზადებულა ახალი სამოქმედო გეგმა, ასევე არ შემუშავებულა შინ მოვლის ტექნიკური რეგლამენტი. სახალხო დამცველის შეფასება: „ჰ31“ და „ჰ32“ დავალებები არ არის შესრულებული ჰ33) აწარმოოს სტატისტიკა ხანდაზმული პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით მაძიებლის ან დაინტერესებული პირის მიმართვიდან ხანდაზმული პირის განთავსებამდე არსებული პერიოდის შესახებ, მათ შორის, ცალკე დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები გადაუდებელი წესით ჩარიცხული ხანდაზმულების თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს სტატისტიკას ხანდაზმული პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით მაძიებლის ან დაინტერესებული პირის მიმართვიდან ხანდაზმული პირის განთავსებამდე არსებული პერიოდის შესახებ. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია ჰ35) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით დაიწყოს მუშაობა ხანდაზმულ პირთათვის ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მათი გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პერიოდში მისი პრევენციის მიზნით მარეგულირებელი ნორმების დაწესებით განპირობებული სოციალური იზოლაციის პირობებში ხანდაზმულთა მიერ გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება და მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; 73 საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა უზრუნველყოფილი ხანდაზმულ პირთათვის ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მათი გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ36) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; გადახედოს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს და სათანადო შემთხვევები უმოკლეს ვადაში განიხილოს; ჰ37) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან, აგრეთვე გააძლიეროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად საანგარიშო პერიოდში ხელშესახები საქმიანობა არ განხორციელებულა, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები არ ჩართულან გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან. სახალხო დამცველის შეფასება: „ჰ36“ და „ჰ37“ დავალებები არ არის შესრულებული ჰ38) შეიტანოს ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, კერძოდ, დაადგინოს დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან განსახლების წესი, რომლითაც განისაზღვრება მონიტორინგის ჩასატარებლად და დევნილთა ფაქტობრივად ცხოვრების საკითხის გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურა; საანგარიშო პერიოდში არ შესულა ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, კერძოდ, არ დადგენილა დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან განსახლების წესი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ41) უზრუნველყოს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით (2014−2020 წლებისთვის) სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით აღებული ვალდებულებების შესრულება; 74 საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა უზრუნველყოფილი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით (2014−2020 წლებისთვის) სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით აღებული ვალდებულებების შესრულება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ჰ42) დააჩქაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების ეროვნული მექანიზმის შექმნის პროცესი; 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით შეიქმნა შშმპ უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს გაეროს შშმპ უფლებების კონვენციისა და შშმპ უფლებების შესახებ საქართველოს კანონის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ მექანიზმს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია ჰ43) მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობის უფლების სათანადოდ რეალიზებისთვის საჭირო ზომები, მათ შორის: ჰ43.ა) უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისა და პასუხისმგებელი სუბიექტებისთვის უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის მოქმედ სტანდარტებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ჩატარება; ჰ43.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით შეიმუშაოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და შესაბამისი საზედამხედველო მექანიზმი; ჰ43.გ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით ამ პირთათვის ინფორმაციის, საკომუნიკაციო საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება; საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფილი იყო უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის მოქმედ სტანდარტებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, თუმცა დავალებაში ასახული სხვა პუნქტები არ შესრულებულა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ჰ44) გააგრძელოს მუშაობა საცხოვრისის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, მათ შორის, ისინი ასახოს შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტში; საანგარიშო პერიოდში არ გაგრძელებულა მუშაობა საცხოვრისის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული 75 ჰ45) გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის კლინიკურად დადასტურებული ამბულატორიული დიაგნოზის დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსება და შეისწავლოს შესაბამისი პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: განახლდეს ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელიც 2017 წლამდე ფინანსდებოდა; წინამდებარე რეკომენდაციის ფარგლებში, სახალხო დამცველის მიზანს წარმოადგენდა ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსების იმგვარი მოდელის შექმნა, როგორც ეს 2017 წლამდე იყო. დავალების ტექსტის განსსხვავებულად ფორმულირებამ სახალხო დამცველის რეკომენდაციის ძირითადი მიზანი შეცვალა. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტმა, განსახილველი საპარლამენტო დადგენილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ 4 დავალება გასცა. 4 საპარლამენტო დავალების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის შედეგად, შემდეგი მდგომარეობა გამოიკვეთა: ▪ ▪ ▪ შესრულდა: 1 არ შესრულდა: 1 ნაწილობრივ შესრულდა: 2 76 ა) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მეწარმე ქალების პროფესიულ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას მათთვის ტრენინგების ჩატარებითა და პროექტების მართვის უნარ-ჩვევების სწავლებით; 2021 წლის განმავლობაში, ადგილობრივ თვითმმართველობებში მეწარმე ქალების პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები: რეგიონების ტექნოპარკებსა და ინოვაციების ცენტრებში მეწარმე ქალების პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელდა შემდეგი ტრენინგი/ლექცია/კურსები: 2021 წელი ქალი ბენეფიციარების რაოდენობა ჯა ღონისძიების ღონისძიება ახმე ბათ გურჯა კასპი რუხ თელა ზუგდი მი ორგანიზატორი ტა უმი ანი ი ვი დი ქალთა ბიზნეს მეწარმე ქალთა 35 35 საზოგადოება, გაძლიერებისთვის UNWOMAN ქალთა მეწარმეობის რეგიონალური ოფისი მხარდაჭერის პროექტი14 14 (RIH ან CIC) ციფრული მარკეტინგი ქალთა მეწარმეობის რეგიონალური ოფისი მხარდაჭერის პროექტი14 14 (RIH ან CIC) ბიზნეს გეგმის შედგენა დაიწყე და განავითარე შენი რეგიონალური ოფისი 20 20 ბიზნესი (RIH ან CIC), ILO რეგიონალური ოფისი გახდი შენი თავის ბოსი 12 12 (RIH ან CIC) ფერმერ ქალთა ეკონომიკური 21 21 UN WOMAN, UN FAO გაძლეირების ხელშეწყობა "ბიზნეს კრეატივი-როგორ რეგიონალური ოფისი შევქმნათ ინოვაციური 10 4 7 10 8 15 54 (RIH ან CIC) პროდუქტი" ეკონომიკური ჩართულობისა გაეროს ქალთა 15 13 28 და ლიდერობის პროგრამა ორგანიზაცია მეწარმეობა და ინოვაციური რეგიონალური ოფისი 7 12 19 უპირატესობა (RIH ან CIC) რეგიონალური ოფისი შენი პროდუქტი etsy-ზე 46 50 13 109 (RIH ან CIC); Startup Grind რეგიონალური ოფისი ღVINOთონი 32 32 (RIH ან CIC) სულ 25 4 85 17 36 50 141 358 სახალხო დამცველი მიესალმება უწყების მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და დავალებას შესრულებულად აფასებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია ბ) ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის მიზნით წარმართოს საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან; 77 ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული. დაიწყო დიალოგის პროცესი, თუმცა სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული გ) გონივრულ ვადაში შეიმუშაოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და გონივრულ ვადაში განახორციელოს საქართველოს პარლამენტის მიერ მის დასამტკიცებლად საჭირო ყველა პროცედურა; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ენერგეტიკული პოლიტიკა და „ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებულ გეგმა“ (რომელიც ენერგეტიკული პოლიტიკის დანართს წარმოადგენს) შემუშავების პროცესშია. 2021 წელს დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობდა დონორი ორგანიზაციების დახმარებით და პროცესში აქტიურად იყვნენნ ჩართული ენერგეტიკული სექტორის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული დ) უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით განსახილველად წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების დროულად განხილვა და მიღება. საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა უზრუნველყოფილი ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით განსახილველად წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების დროულად განხილვა და მიღება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ 24 დავალება გაიცა. საქართველოს განათლების, საქმიანობის შედეგად, მეცნიერების, საპარლამენტო კულტურის დავალებების და სპორტის სამინისტროს შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: ▪ ▪ შესრულდა: 2 არ შესრულდა: 12 78 ▪ ▪ ▪ ნაწილობრივ შესრულდა: 7 ობიექტური მიზეზის გამო არ ექვემდებარება შეფასებას: 1 რეკომენდაციის ტექსტის არსებითი ცვლილება: 2 ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ გაცემული დავალებების შესრულების მდგომაროების დინამიკა გასული წლის მონაცემებთან შედარებით. 70% 58% 60% 50% 50% 37% 40% 30% 20% 10% 30%29% 24% 17% 17% 8% 8% 3% 8% 0% 3% 0% 0% 3% 5% 0% 2019 წელი 2020 წელი 2021 წელი ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ შესასრულებლად ნორმატიულ დონეზე დაადგინოს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრისა და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა; ბ) ნორმატიულ დონეზე დაადგინოს მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრისა და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზების პროცესში გამოსაცდელების რელიგიური საჭიროების გათვალისწინებას; ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ შესასრულებლად ნორმატიულ დონეზე არ დადგენილა გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრისა და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა; სახალხო დამცველის შეფასება: „ა“ და “ბ“ დავალებები არ არის შესრულებული გ) უზრუნველყოს ზოგადი ფორმალური განათლების სისტემაში ადრეული ქორწინებისა და თანამდევი რისკების შესახებ განათლების კომპონენტის ინტეგრირება მოსწავლეთა 79 ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით და ამ მიმართულებით განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: მოხდეს ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების კომპონენტის სრულად ინტეგრირება ფორმალური განათლების სისტემაში და გატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლებში ამ კომპონენტის სწავლების უნარების გამომუშავებისთვის; რეკომენდაციით სახალხო დამცველის მიზანი ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების კომპონენტის სრულად ინტეგრირება იყო, რაც დავალებაში საერთოდ არ არის ინტეგრირებული. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. დ) მასწავლებლებისა და განათლების სისტემაში ჩართული სხვა შესაბამისი პირებისთვის შეიმუშაოს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგპოლიტიკის დოკუმენტი; მასწავლებლებისა და განათლების სისტემაში ჩართული სხვა შესაბამისი პირებისთვის არ შემუშავებულა ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგპოლიტიკის დოკუმენტი; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ე) შეიმუშაოს სტრატეგია/სამოქმედო გეგმა ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის დოკუმენტებში გაითვალისწინოს საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფის, სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების პროაქტიულად გამოვლენის უზრუნველყოფა; საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა სტრატეგია/სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფდა საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფის, სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების პროაქტიულად გამოვლენას ; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ვ) იმსჯელოს განათლების შესაბამისი საფეხურის სახელმძღვანელოს/ სერიის მაკეტის რეცენზირების წესში მასალის საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან 80 თავსებადობის (ავთენტურობის) შესაძლებლობაზე; დადასტურების განმსაზღვრელი ზღვრის დაწევის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: შევიდეს ცვლილებები შესაბამისი საფეხურ(ებ)ის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესში იმდაგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მასალის ნაწილობრივ თავსებადობის (ავთენტურობის) დადასტურების შესაძლებლობა (საგნობრივი ჯგუფისთვის სავალდებულო რეკომენდაციების გაცემის და მათ შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრის უფლებამოსილებით); რეკომენდაციის ფარგლებში სახალხო დამცველის მიზანი იყო შესაბამისი საფეხურ(ებ)ის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესის ცვლილება, პარლამენტმა კი უწყებას მხოლოდ ამ მიმართულებით მსჯელობის დაწყება დაავალა. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. ზ) საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით შეწყვიტოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების პროცესში თითოეული რეცენზენტისთვის შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპზე საგნობრივი ჯგუფის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციასა და დასაბუთებაზე დამოუკიდებელი თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკა; საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით შეწყვეტილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების პროცესში თითოეული რეცენზენტისთვის შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპზე საგნობრივი ჯგუფის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციასა და დასაბუთებაზე დამოუკიდებელი თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია თ) გაზარდოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების სააპელაციო კომისიაში საგნობრივ ექსპერტთა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტთა, მონაწილეობის ხარისხი; საანგარიშო პერიოდში არ გაზრდილა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების სააპელაციო კომისიაში საგნობრივ ექსპერტთა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტთა, მონაწილეობის ხარისხი; 81 სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ი) მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის ეფექტიანი მართვის საკითხები; ამასთანავე, იმისთვის, რომ არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსები მიზნობრივად იქნეს გამოყენებული სკოლებში პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, უზრუნველყოს აღნიშნული პროცესის მონიტორინგი; საანგარიშო პერიოდში შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის ეფექტიანი მართვის საკითხები, თუმცა შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსები მიზნობრივად არ იქნა გამოყენებული სკოლებში პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული. კ) რეგიონების მიხედვით, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელოს იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ტექნიკასა და ინტერნეტზე; შეიმუშაოს სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები დისტანციური სწავლების პროცესში მათი დროულად ჩართვის მიზნით; ლ) რეგიონულ დონეზე შეაფასოს ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების მიზეზები და ამის საფუძველზე, მუნიციპალიტეტებთან, საჯარო სკოლებთან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებთან თანამშრომლობით, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკის შესამცირებლად; სკოლის მიტოვების სტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით წარმოებს, თუმცა არ ხდება აღნიშნული სტატისტიკის დეტალური ანალიზი. რეგიონების მიხედვით, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით არ განხორციელებულა ყველა იმ ბავშვის იდენტიფიცირება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ტექნიკასა და ინტერნეტზე, თუმცა რიგ შემთხვევებში სკოლის ადმინისტრაციის მიერ ხდებოდა ასეთი მოსწავლეების იდენტიფიცირება და მოსწავლის ოჯახისთვის სკოლის საკუთრებაში არსებული კომპიუტერული მოწყობილობების დროებით სარგებლობაში გადაცემა. სახალხო დამცველის შეფასება: „კ“ და „ლ“ დავალებები ნაწილობრივ არის შესრულებული მ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შეიმუშაოს დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაში აღსაზრდელთა გადამზადების მოდული და მუნიციპალიტეტებს ხელი შეუწყოს აღსაზრდელთა გადამზადებაში; 82 ნ) უზრუნველყოს, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის გათვალისწინებული იყოს დისტანციური სწავლების მიმართულების შემდგომი დახვეწა; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის არ შემუშავებულა დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაში აღსაზრდელთა გადამზადების მოდული, ასევე არ ყოფილა უზრუნველყოფილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის დისტანციური სწავლების მიმართულების განვითარება. სახალხო დამცველის შეფასება: „მ“ და „ნ“ დავალებები არ არის შესრულებული ო) უზრუნველყოს სკოლის მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის მექანიზმების განვითარება და განხორციელება, მათ შორის: ო.ა) ზედამხედველობა გაუწიოს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების შესწავლას და შესაბამის სერვისებში მათ ჩართვას; ო.ბ) ზედამხედველობა გაუწიოს შშმ ბავშვთა სკოლის მიღმა დარჩენის შემთხვევებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირებისთვის შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების კოორდინირებულ მუშაობას; საანგარიშო პერიოდში სამინისტრო ზედამხედველობას უწევდა ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების შესწავლას და შესაბამის სერვისებში მათ ჩართვას, თუმცა სკოლის მიღმა დარჩენის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმი, არ ყოფილა შექმნილი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული. პ) მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად აუცილებელი ზომები, მათ შორის: პ.ა) მიიღოს სათანადო ზომები რეგიონებში მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) შშმ მოსწავლეების/სტუდენტების საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის; პ.ბ) ონლაინსწავლებასთან/ბლენდირებულ სწავლებასთან დაკავშირებით შეიმუშაოს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები და მოახდინოს მათი ინიცირება; პ.გ) უზრუნველყოს შშმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად განხორციელებული ღონისძიებების სტატისტიკური დამუშავება; 83 საანგარიშო პერიოდში მომზადდა რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით დისტანციური სწავლების დროს. რეკომენდაციები განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის, მასწავლებლების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისა და სკოლების სხვა წარმომადგენლებისთვის, რათა მეტად იყოს უზრუნველყოფილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების მხარდასაჭერად, სამინისტრომ დამატებით შეიმუშავა რეკომენდაციები დისტანციური სწავლების პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ჩართულობის მიმართულებით. დისტანციური სწავლების პროცესში, საგნის მასწავლებლებთან, სპეციალურ მასწავლებელსა და ფსიქოლოგთან ერთად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ჩართულობამ, ხელი უნდა შეუწყოს სსსმ მოსწავლეების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას. მიუხედავად აღნიშნული ნაბიჯებისა სამინისტროს მიერ არ ყოფილა უზრუნველყოფილი შესაბამისი ტექნიკური საჭიროებების დაკმაყოფილება და საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირება, ასევე არ იწარმოება შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული. ჟ) გააგრძელოს სათანადო ზომების მიღება შშმ მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და უზრუნველყოს ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების სტატისტიკური დამუშავება; სახალხო დამცველი ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემულ დავალებას. თუმცა აღნიშნავს რომ შშმ მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს მეტი რესურსის გაღება მართებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული რ) იმ სკოლებში, სადაც სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, დანერგოს მულტილინგვური სწავლების მოდელი, შეიმუშაოს მულტილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები; მოამზადოს/გადაამზადოს ორენოვანი მასწავლებლები; იმ სკოლებში, სადაც სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, კვლავ არ არის დანერგილი მულტილინგვური სწავლების მოდელი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული 84 ს) საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის და შესაბამის საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის და შესაბამის საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად ამ დრომდე არ დაწყებულა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ტ) უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა, გამოცემა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგება; საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2021-2022 სასწავლო წლისთვის უკვე დარიგებულია I-VII კლასის ეროვნული უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე) ნათარგმნი გრიფირებული სახელმძღვანელოები. დასრულებულია VIII კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების მიმდინარეობს შესყიდვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება. თარგმნა და სახალხო დამცველი მიესალმება უწყების საქმიანობას და დავალებას ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნევს, რადგან სრულად სახელმძღავნელოები ამ დრომდე არ არის თარგმნილი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული უ) მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენებზე სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადებისა და გამოცემის, აგრეთვე მასწავლებელთა გადამზადების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები; მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენებზე სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადებისა და გამოცემის, აგრეთვე მასწავლებელთა გადამზადების უზრუნველსაყოფად არ განხორციელებულა ქმედითი ღონისძიებები. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ფ) შესაბამის მხარეებთან, მათ შორის, მუნიციპალიტეტებთან, თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში 85 მულტიკულტურული პროგრამებისა და ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციისკენ მიმართული სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; ამასთანავე, გააძლიეროს ქვეყნის შიგნით სტუდენტთა და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მულტიკულტურული პროგრამებისა და ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციისკენ მიმართული სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საანგარიშო პერიოდში ქმედითი ღონისძიება არ განუხორციელებია. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ქ) გაზარდოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაფორმალური განათლების პროექტების რაოდენობა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გაზრდილა არაფორმალური განათლების პროექტების რაოდენობა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ღ) გააგრძელოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში მყოფი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლება; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო პროგრამები; შექმნილი პანდემიური კონტექსტიდან გამომდინარე, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა საზაფხულო ბანაკებისა და სკოლების ორგანიზება, შესაბამისად დავალება ობიექტური გარემოებების გამო არ ექვემდებარება შეფასებას. სახალხო დამცველის შეფასება: ექვემდებარება შეფასებას. დავალება ობიექტური გარემოებების გამო არ ყ) პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება, რომლებითაც გათვალისწინებული იქნება ამ კატეგორიის სტუდენტების სტიპენდიით ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამები, რომლებითაც გათვალისწინებულია სტუდენტების სტიპენდიით ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია 86 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ 6 დავალება გაიცა. საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობის შედეგად, საპარლამენტო დავალებების შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: ▪ ▪ ▪ ▪ შესრულდა: 0 არ შესრულდა: 3 ნაწილობრივ არის შესრულებული: 1 პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო შეფასებას არ ექვემდებარება: 1 ▪ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო არ ექვემდებარება შეფასებას: 1 ა) შეიმუშაოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი კანონპროექტი; ამ დრომდე არ შემუშავებულა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი კანონპროექტი; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობით დაგეგმოს საფრთხეში მყოფი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების იდენტიფიცირებული პრობლემების საპასუხო ღონისძიებები და განახორციელოს მათი ზედამხედველობა; საქართველოს კულტურის, სპორტის, და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: შეისწავლოს ხადას ხეობასთან, დაკავშირებით, ICOMOS-ის დავით-გარეჯის კომპლექსთან და ბათუმთან ანგარიშში ასახული პრობლემები და კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმოს საპასუხო ღონისძიებები; 87 საქართველოს სახალხო კომპლექსთან და დამცველის ბათუმთან მიზანი, დაკავშირებით, ხადას ხეობასთან, ICOMOS-ის დავით-გარეჯის ანგარიშში ასახული პრობლემების შესწავლა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა იყო, წარმოდგენილი დავალებით კი აღნიშნული კომპონენტები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. გ) გელათის სამონასტრო კომპლექსში კვალიფიციური და დამოუკიდებელი ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩაატაროს დაზიანებების მიზეზების დასადგენად აუცილებელი ყველა კვლევა, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად დაგეგმოს და განახორციელოს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს დაზიანებების ზუსტი მიზეზების შემსწავლელ კვლევებს; უწყების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატისთვის რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას. სახალხო დამცველის შეფასება: რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. დ) გააგრძელოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესი და შეისწავლოს მათი კონსერვაციის ან/და რესტავრაციის საჭიროების საკითხი; ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაციასა და მათ კონსერვაცია/რესტავრაციასთან მიმართებაში, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2021 წელს დაიწყო საქმისწარმოება, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯაბნიძეებში არსებული ჯამესთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემაში აღინუსხა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფლატეში, ადიგენში, ზაზალოში, აფიეთსა და არზანში მაჰმადიანური სამაროვნები, სოფელ ლელოვანის მეჩეთი და წყარო, დაბა ასპინძაში არსებული მეჩეთი და ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოლადაურთან მდებარე გერმანული ფოლადის სადნობი. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ძეგლების აღრიცხვის პროცესს თუმცა აღნიშნავს, რომ მისი კონსერვაცია/რეაბილიტაციის მიმართულებით მთელი რიგი აქტივობებია განსახორციელებელი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული 88 ე) მულტიკულტურული პროგრამების, აგრეთვე ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ხელი შეუწყოს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; ვ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ამ მუნიციპალიტეტებში/სოფლებში კულტურული ღონისძიებების განხორციელებას. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არ განახორციელა ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფდა ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტებში კულტურული ღონისძიებების განხორციელებას. სახალხო დამცველის შეფასება „ე“ და „ვ“ დავალებები არ არის შესრულებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ 4 დავალება გაიცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შედეგად, საპარლამენტო დავალებების შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: ▪ ▪ შესრულდა: 3 არ შესრულდა: 1 ა) უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესებში ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების, და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა; ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე. წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით; გ) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; საქართველოს სახალხო დამცველი შესრულებულად აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ გაცემულ დავალებებს, რომელთა მიხედვითაც 89 უზრუნველყოფილი იყო სამშვიდობო პროცესებში ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების, და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა. ასევე დადებითად ვაფასებთ მოლაპარაკებების ყველა ფორმატში ე.წ გადასასვლელებთან დაკავშირებული პრობლემის დღის წესრიგში დაყენებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვების მოთხოვნას. სახალხო დამცველის შეფასება: „ა“, „ბ“ და „გ“ დავალებები შესრულებულია დ) საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პარლამენტისთვის არ წარუდგენია ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 6 დავალება გაიცა. შესაფასებელი 6 საპარლამენტო დავალების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა: ▪ ▪ ▪ ▪ შესრულდა: 0 არ შესრულდა: 2 ნაწილობრივ შესრულდა: 1 არ გამომდინარეობს სახალხო დამცველის რეკომენდაციებიდან რის გამოც არ ექვემდებარება შეფასებას: 2 ▪ ობიექტური საფუძვლით შეფასებას არ ექვემდებარება: 1 90 საქართველოს განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის შედეგად, საპარლამენტო დავალებების შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: 50% 33% 25% 33% 25%25% 17% 13% 13% 0% 12% 0% 2019 წელი 17% 12% 12% 0% 2020 წელი 0% 0% 0% 0% 0% 2021 წელი საპარლამენტო დავალებები: ა) ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის მიზნით წარმართოს საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან; ნამახვანჰესის პროექტთან კონსენსუსი ვერ შედგა. დაკავშირებით დაიწყო დიალოგის პროცესი, თუმცა სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ბ) უზრუნველყოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გაზრდა; გაცემის პროცესში გ) გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების საჯაროობა და საზოგადოების ინფორმირება; 91 სახალხო დამცველის შეფასება: „ბ“ და „გ“ დავალებები არ გამომდინარეობს სახალხო დამცველის რეკომენდაციებიდან. სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ინფორმაციის არ ქონის გამო შეუძლებელია მათი შეფასება. დ) შესწავლის შედეგად გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების ხარისხთან დაკავშირებით აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრისა და კონტროლის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ინფორმაციის არ ქონის გამო დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას. სახალხო დამცველის შეფასება: „დ“ დავალება ობიექტური გარემოების გამო არ ექვემდებარება შეფასებას. ე) ჩაატაროს რეგულირების ზეგავლენის შეფასება „ნებაყოფლობით კოდექსზე − ამიაკის გაფრქვევების შემცირების საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე“ და რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე დაყრდნობით მოახდინოს განსახორციელებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება; ვ) 2021 წლის ბოლომდე მოახდინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირება. საანგარიშო პერიოდში არ ჩატარებულა რეგულირების ზეგავლენის შეფასება „ნებაყოფლობით კოდექსზე − ამიაკის გაფრქვევების შემცირების საუკეთესო სასოფლოსამეურნეო პრაქტიკაზე“ ასევე არ მომხდარა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირება. სახალხო დამცველის შეფასება: „ე“, და „ვ“ დავალებები არ არის შესრულებული. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიმართ 7 დავალება გაიცა. საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კომუნიკაციის შედეგად, აგრეთვე სახალხო დამცველის აპარატში 92 არსებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 4 დავალება სრულყოფილად შესრულდა. შედარებისთვის გასულ წელს, უწყებამ სამი დავალებიდან ყველა სრულყოფილად შეასრულა. შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შედეგად, საპარლამენტო დავალებების შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: ▪ ▪ ▪ შესრულდა: 4 არ შესრულდა: 2 ნაწილობრივ შესრულდა: 1 ა) უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესებში ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების, და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა; ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში, განსაკუთრებით − გალის რაიონში მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მიერ არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის ხელშესაწყობად; სახალხო დამცველი შესრულებულად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიმართ გაცემულ დავალებებს, რადგან საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფილი იყო სამშვიდობო პროცესებში ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების, და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა, ასევე მოლაპარაკებების დროს უზრუნველყოფილი იყო გალის რაიონში მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მიერ არაფორმალური განათლების მიღებასთან დაკავშირებული საკითხების დღის წესრიგში დაყენება. სახალხო დამცველის შეფასება: „ა“ და „ბ“ დავალებები შესრულებულია გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიმუშაოს პროექტები, რომელთა მიზანი იქნება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე. წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვის შედეგად იქაური მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შემსუბუქება; საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარეობს რიგი მასშტაბური და მრავალწლიანი სოციალური პროექტის განხორციელება ჯანდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც მიზნად ისახავენ სწორედ ადგილობრივი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. 2021 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანხმობით, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი-ორგანიზაციების მიერ დაიწყო ახალი პროექტების განხორციელება, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოწყვლადი 93 ოჯახების, ასევე ქალების მხარდაჭერას და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ისახავს მიზნად, მათ შორის: ➢ UNICEF-ის პროექტი „აფხაზეთში, საქართველო, ბავშვებისთვის მდგრადი საბაზისო სოციალური სერვისების განვითარება, გაძლიერება და გაფართოება“ (დონორი შვედეთის განვითარების სააგენტო); ➢ UNHCR-ის პროექტი „აფხაზეთში, საქართველო, მოწყვლადი ჯგუფების საკუთარ თავზე დამოკიდებულებისა და სოფლის მეურნეობის საარსებო საშუალებების გაზრდა“; ➢ UNHCR-ის პროექტი „აღმოსავლეთ აფხაზეთში, საქართველო, UNHCR-ისთვის საზრუნავი პირების სოციალური დაცვა“; ➢ ორგანიზაცია „Action Against Hunger”-ის პროექტი „ადგილობრივ თვითმმართველობის გაუმჯობესება ინკლუზიური განვითარების მიდგომების საფუძველზე“ (დონორი ავსტრიის განვითარების სააგენტო) სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია დ) საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობის ხელშესაწყობად წარმოადგინოს შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 13 ივლისს N356 დადგენილებით დაამტკიცა ,,2021-2030 წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმა.,“ რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობას. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია. ე) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო უწყებებში დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად შეიმუშაოს ახალი დასაქმების პროგრამები; ვ) ეროვნული უმცირესობებისთვის აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე შექმნას ეფექტიანი, ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმები; ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო უწყებებში დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად არ შემუშავებულა ახალი დასაქმების პროგრამები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე არ შექმნილა ეფექტიანი, ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმები. სახალხო დამცველის შეფასება: „ე“ და „ვ“ დავალებები არ არის შესრულებული ზ) ხელი შეუწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, მათ შორის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებით. სწავლების 94 2021 – 2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზაციას შესაბამისი პროგრამების გათვალისწინებით, თუმცა იმის გამო, რომ სააანგარიშო პერიოდში კონკრეტული აქტივობა არ განხორციელებულა დავალება ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ 5 დავალება გაიცა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შედეგად, საპარლამენტო დავალებების შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: ▪ ▪ ▪ ▪ შესრულდა:0 არ შესრულდა: 0 ნაწილობრივ შესრულდა: 2 რეკომენდაციის ტექსტის არსებითი ცვლილება: 3 ა) შესაბამისი რესურსების გათვალისწინებით, გონივრულ ვადაში უზრუნველყოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის შექმნა და დანერგვა; 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყო მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების ელექტრონული პრგორამის დასანერგად შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, შესაბამისად დავალება ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული. ბ) გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების უზრუნველსაყოფად გადახედოს საქართველოს უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში კოლეგიების წევრების (გარდა სხდომის თავმჯდომარისა/მომხსენებელი მოსამართლისა) შერჩევის წესს და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები შეიტანოს; 95 დ) საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პერსპექტივიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმების, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხებისა და კანდიდატების დასაბუთებული შეფასების ვალდებულების მიმართულებით გამოიკვლიოს საუკეთესო პრაქტიკა და კვლევის შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს; ე) საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩაატაროს კვლევა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადებული დასკვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად გამოქვეყნების მიზანშეწონილობის თაობაზე და კვლევის შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გაცემული დავალებები, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: o უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადებული დასკვნების გამოქვეყნება, პერსონალურ მონაცემთა სტანდარტების დაცვით; o საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში ცვლილებების გზით, უზრუნველყოს სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში კოლეგიის სამივე წევრის შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე არჩევა; o იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის გზით, გაწეროს დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის დეტალური წესი და კრიტერიუმები, იმგვარად, რომ უზრუნველყოს საბჭოს მიერ ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა შერჩევის პროცესში, ასევე, დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის შეფასების დეტალური კრიტერიუმები, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხების ნუსხა და კანდიდატების დასაბუთებული შეფასების ვალდებულება; საქართველოს სახალხო დამცველის მიზანს კონკრეტული ქმედებების განხორციელება წარმოადგენდა, რომელიც გაზრდიდა სასამართლოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალეობის ხარისხს, თუმცა საქართველოს პარლამენტის მიერ რეკომენდაციების ტექსტში ცვლილებების შეტანამ აზრი დაუკარგა მათ შეფასებას. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალებები არ ექვემდებარება შეფასებას. გ) სასამართლო პროცესის დისტანციურად გამართვის დროს კლიენტისა და ადვოკატის კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად გააუმჯობესოს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა; 96 საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეტაპობრივად დაიწყო სასამართლო პროცესის დისტანციურად გამართვის დროს კლიენტისა და ადვოკატის კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება. პროექტი ამ დრომდე არ დასრულებულა შესაბამისად დავალება ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ 7 დავალება გაიცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა: ▪ ▪ ▪ ▪ ▪ შესრულდა:1 არ შესრულდა: 0 ნაწილობრივ შესრულდა: 2 რეკომენდაციის ტექსტის არსებითი ცვლილება: 1 ობიექტური გარემოებების გამო არ ექვემდებარება შეფასებას: 3 შედარებისთვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ერთი დავალება მისცა, რომელიც შესრულებულად შეფასდა. ა) არ იხელმძღვანელოს საჩივრების დასაშვებობის მკაცრი მიდგომით და მაქსიმალურად უზრუნველყოს საჩივრების არსებითი განხილვა; ამასთანავე, დაგეგმოს საარჩევნო კომისიებისთვის საჩივრების წარდგენის ონლაინსისტემის შესაქმნელად და დასანერგად საჭირო ღონისძიებები; დ) შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესში უზრუნველყოს კოლეგიურობის პრინციპისა და გამჭვირვალობის სტანდარტის განუხრელად დაცვა; სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ნაწილობრივ შესრულებულია პარლამენტის მიერ გაცემული დავალება, რაც საჩივრების დასაშვებობის შედარებით ნაკლებად მკაცრი მიდგომების გამოყენებას ავალებდა ცესკოს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესში დიდწილად უზრუნველყოფილი იყო 97 კოლეგიალობის პრინციპის დაცვა, თუმცა გამჭირვალეობის კომპონენტი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს. სახალხო დამცველის შეფასება: „ა“ და „დ“ დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ბ) საარჩევნო კომისიების წევრები აქტიურად მოამზადოს საჩივრების ეფექტიანად, საფუძვლიანად და კვალიფიციურად შესასწავლად და განსახილველად; წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების წევრები გადამზადდნენ საჩივრების ეფექტიანად, საფუძვლიანად და კვალიფიციურად განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებში. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია გ) უზრუნველყოს დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შემაჯამებელი ოქმების დაუბრკოლებლად გადაცემა და საჩივრების განხილვისას მათთვის ეთიკური გარემოს შექმნა; ე) 2021 წელს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დროულად დაგეგმოს და განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი კატეგორიების ამომრჩეველთა სპეციალურ სიასა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანა და ყველა მოქალაქის მიერ საარჩევნო უფლების რეალიზება; ამასთანავე, ეფექტიანად და დროულად წარმართოს საინფორმაციო კამპანია მიღებულ ზომებთან დაკავშირებით; ვ) 2021 წელს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საფუძვლიანად მოამზადოს საარჩევნო კომისიების წევრები დაწესებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით, კენჭისყრის მიმდინარეობისას დადგენილი მოთხოვნების მაქსიმალურად შესასრულებლად; სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ინფორმაციის არ ქონის გამო დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას. სახალხო დამცველის შეფასება: „გ“„ე“ და „ვ“ დავალებები ობიექტური გარემოებების გამო არ ექვემდებარება შეფასებას. ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან; შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. 98 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: o უზრუნველყოს შშმ ამომრჩეველთა ოფიციალური სტატისტიკის წარმოება. წინამდებარე რეკომენდაციის ფარგლებში, სახალხო დამცველის მიზანს შშმ ამომრჩეველთა ოფიციალური სტატისტიკის წარმოება წარმოადგენდა, საქართველოს პარლამენტმა კი უწყებას მხოლოდ მოსაზრებების წარდგენა დაავალა. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების ტელეტრანსლაცია და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ტელეეთერით ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ უზრუნველყოფილი იყო ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების ტელეტრანსლაცია, თუმცა, მედიაპროდუქტის ტელეეთერით ხელმისაწვდომობის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში ხელშესახები საქმიანობა არ განხორციელებულა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ა) დისტანციური გასაუბრების ეფექტიანობის ხელშემშლელი გარემოების წარმოშობის (მათ შორის, კონფიდენციალურობის დაუცველობის) შემთხვევაში უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირებთან შეხვედრების პირისპირ გამართვა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არ ყოფილა უზრუნველყოფილი დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირებთან პირისპირ შეხვედრები. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ბ) საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია 2020 წლის 8-9 ნოემბერს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს. 99 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე მიეწოდა საზოგადოებას ინფორმაცია, 2020 წლის 8-9 ნოემბერს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია. კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით წარადგინოს წინადადებები უხამსობის საკანონმდებლო დეფინიციის ცვლილების საჭიროების შესახებ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: მაუწყებლის პროგრამის ან მისი კომპონენტების უხამსობად მიჩნევის მიზნებისთვის მხედველობაში მიიღოს რამდენად მიემართება სადავო შინაარსი გადაჭარბებული სექსუალური ხასიათის ინტერესებს და რამდენად გამოხატავს ან აღწერს იგი სექსუალურ ქცევას აშკარად შეურაცხმყოფელი სახით. წარმოდგენილი დავალების ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა სრულიად განსხვავებული დავალება გასცა, რომელიც საერთოდ არ გამომდინარეობს სახალხო დამცველის რეკომენდაციიდან. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ა) მოამზადოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და მონიტორინგის ანგარიში; საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, საანგარიშო პერიოდში გამოქვეყნდა ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და მონიტორინგის ანგარიში. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია 100 ბ) გადადგას ქმედითი ნაბიჯები ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის დანერგვისა და სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს საანგარიშო პერიოდში არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის დანერგვისა და სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ა) დასახოს ბიუროს ყველა ოფისში ქალი ექსპერტების დასაქმების გეგმა, რომლებიც სექსუალური ძალადობის შემთხვევაში უფლებამოსილი იქნებიან ჩაატარონ ექსპერტიზა; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წელს 4 კონკურსი გამოცხადდა, თუმცა, ოთხივე ჩაიშალა კანდიდატების რაოდენობის სიმცირის და კვალიფიკაციის დაბალი დონის გამო. შესაბამისად, 2021 წელს ქალი ექსპერტის მოძიება ვერ მოხერხდა; ბიუროში დამატებით დაინერგა პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ექსპერტიზის პროცესში გამოსაკვლევი პირი წინასწარ, წერილობით ადასტურებს თანხმობას, რომ გამოკვლევას ჩაატარებს საპირისპირო სქესის ექსპერტი, ან ბიურო აძლევს შესაძლებლობას მხარეს ექსპერტიზა ჩატარდეს თბილისში; გარდა ამისა, 2021 წელს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატის, ევროპის საბჭოს და ექსპერტიზის ბიუროს ერთობლივი თანამშრომლობით 2021 წელს ყველა ექსპერტმა გაიარა ტრენინგ-კურსი, სტამბოლის კონვენციის და სექსუალური ძალადობის დანაშაულის მსხვერპლ ქალთა სასამართლო ექსპერტიზასთან დაკავშირებით; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ბ) შეიმუშაოს გეგმა, რომლის მიზანი იქნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს სტამბოლის ოქმით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში განხორციელება და მისი დროული ჩატარების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ ამ დრომდე არ ხდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს სტამბოლის ოქმით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში განხორციელება და მისი დროული ჩატარების უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში ასევე არ შემუშავებულა გეგმა, რომელიც ამ მიზნის უზრუნველყოფას შეუწყობდა ხელს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული 101 საჯარო სამსახურის ბიურო ა) დაიწყოს მუშაობა საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი წინსვლაზე ორიენტირებული სტაჟირების დასანერგად; და კარიერულ ბ) დაიწყოს მუშაობა საჯარო სექტორში დასაქმებული სუროგატი დედის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო და ბავშვის მოვლის გამო შვებულებებით სარგებლობის საკითხზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: ▪ მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი და კარიერულ წინსვლაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ ორიენტირებული სტაჟირებების დასანერგად; ▪ მოამზადოს ცვლილებები, რომლითაც გათვალისწინებული საქართველოს იქნება კანონში სუროგატი შესატანი დედის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო, შვებულებით სარგებლობის საკითხი. სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიზანი იყო შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფდა ანაზღაურებადი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სტაჟირების დანერგვას, ხოლო მეორე მხრივ გააუმჯობესებდა სუროგატი დედის უფლებრივ მდგომარეობას. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიმართ, პირველად გაიცა დავალებები და მათმა რაოდენობამ 11 შეადგინა. 102 სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობის შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა: ▪ ▪ ▪ ▪ შესრულდა: 0 არ შესრულდა: 6 ნაწილობრივ შესრულდა: 4 რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო არ ექვემდებარება შეფასებას: 1 ა) ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების შრომითი პირობების გაუმჯობესების, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისა და მათი პრევენციის მიზნით ეტაპობრივად გაზარდოს აღნიშნულ სისტემაში დასაქმებული პროფესიონალების, განსაკუთრებით − სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა; ბ) სოციალური მუშაკების დატვირთვის შემცირებისა და საქმეებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად მათი ფუნქციები თემატურად გამიჯნოს; გ) შეიმუშაოს ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების ერთიანი, ეფექტიანი ინსტრუმენტი და მეთოდოლოგია, რომლითაც დეტალურად იქნება გათვალისწინებული სოციალური მუშაკის ფუნქციები და ვალდებულებები ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირების, პრევენციის და მასზე რეაგირების საკითხებზე, აგრეთვე მოწესრიგდება ბავშვებთან მუშაობის, მათთან ინტერვიუების, მონიტორინგისა და შემდგომი რეაგირების საკითხები; მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში, 2021 წელს 11-ით იკლო სოციალურ მუშაკთა ისედაც არასაკმარისმა რაოდენობამ და ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულია ჯამში 257 სოციალური მუშაკი და 17 ფსიქოლოგი. ფსიქოლოგების რაოდენობა გაიზარდა, 2020 წელს 12 იყო, ახლა 17-ია. ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების შრომითი პირობების გაუმჯობესების, ასევე უფლებადარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური მუშაკების დატვირთვის შემცირებისა და საქმეზე დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად თემატურად არ გამიჯნულა მათი ფუნქციები, და არ განსაზღვრულა ბავშვთა მიმართ, მათ შორის ბავშვებს შორის ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების ერთიანი, ეფექტიანი ინსტრუმენტი და მეთოდოლოგია. სახალხო დამცველის შეფასება: „ა“, „ბ“ და „გ“ დავალებები არ არის შესრულებული დ) მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, ინდივიდუალურად შეაფასოს შრომით საქმიანობაში ჩართულ ბავშვთა საჭიროებები და ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს შრომის მძიმე ფორმების შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე ზედამხედველობას სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობით; ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება 103 გაამახვილოს რისკჯგუფში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე მათი სოციალური გაძლიერების მიზნით; საანგარიშო პერიოდში, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, ინდივიდუალურად არ შეფასებულა შრომით საქმიანობაში ჩართულ ბავშვთა საჭიროებები, არ ყოფილა სათანადო ყურადღება გამახვილებული შრომის მძიმე ფორმების შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ე) ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით განპირობებული შეზღუდვების პერიოდში უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სერვისების უწყვეტად მიწოდება ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, უშუალოდ ან დისტანციურად; საანგარიშო პერიოდში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით განპირობებული შეზღუდვების პერიოდში უზრუნველყოფილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სერვისების უწყვეტად მიწოდება ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, უშუალოდ ან დისტანციურად. აღნიშნული შესაძლებლობის მიუხედავად პროგრამით გათვალისწინებული ყველა კომპონენტით სარგებლობა არ იყო შესაძლებელი, შესაბამისად დავალება ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ვ) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის თითოეული ქვეპროგრამის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა/ამუშავება, რომელიც, ფინანსური ანგარიშგების სისტემის ნაცვლად, ბენეფიციართა მდგომარეობის შეფასებას დაეფუძნება; საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა უზრუნველყოფილი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის თითოეული ქვეპროგრამის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა/ამუშავება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ზ) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფებისთვის − შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის/ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა, მათ შორის: 104 ზ.ა) მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ქვეპროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ხოლო იქ, სადაც ამ ეტაპზე შესაბამისი მომსახურების მიწოდება შეუძლებელია, ხელი შეუწყოს ბენეფიციართათვის მომსახურების გასაწევად მათი ტრანსპორტირების ორგანიზებას და ცხოვრებისთვის კომპენსაციების გაცემას; ზ.ბ) უზრუნველყოს ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფებისთვის − შშმ პირებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის, შშმ ბავშვთა მშობლებისთვის პროგრამაში ჩართვისა და პროგრამით გათვალისწინებული სერვისების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ზ.გ) ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის, რეაბილიტაციის/აბილიტაციის, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის, სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების სერვისები დაგეგმოს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების, არსებული საჭიროებების შესწავლის, მონაცემთა ბაზების, წინა წლების პროგრამების განხორციელებისა და სხვადასხვა მტკიცებულების ანალიზის საფუძველზე; განსახილველი დავალების მიზნებისთვის, საანგარიშო პერიოდში, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ შშმ ბავშვთა და შშმ პირთა მომსახურებები დამატებით ხელმისაწვდომი გახდა, საგარეჯოს, ამბროლაურის, ბორჯომის, ოზურგეთის, ფოთის, გურჯაანის და ბათუმის მუნიციპალიტეტებში. სამწუხაროდ მშობლების პროგრამაში ჩართვისა და სათემო ორგანიზაციებში მომსახურებისას დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში ხელშესახები საქმიანობა არ განხორციელებულა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული თ) მიიღოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/ბავშვთა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საცხოვრებლითა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტით უზრუნველსაყოფად საჭირო ზომები, მათ შორის: თ.ა) შეამციროს მოქმედი სტანდარტებით განსაზღვრული სათემო მომსახურების ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა (24 პირი); თ.ბ) გააძლიეროს და გააფართოოს სათემო სერვისების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტი; საოჯახო ტიპის თ.გ) შეიმუშაოს სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების ეფექტიანი მექანიზმები, განსაკუთრებით − რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის; 105 საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა შესაბამისი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/ბავშვთა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საცხოვრებლითა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტით უზრუნველსაყოფად საჭირო ზომები მიღებული, შესაბამისად დავალება შეუსრულებლად ფასდება. სახახლხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ი) უზრუნველყოს დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის დროულად შემუშავება და განხორციელება; მართალია, დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმა არ შემუშავებულა, თუმცა მაგალითად, სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი სახალხო დამცველის 2021 წლის რეკომენდაციის და განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ დაიწყო. პანსიონის კომლექსური მონიტორინგი სახალხო დამცველის აპარატმა 2021 წლის 15 ივნის განახორციელა და სპეციალური ანგარიშიც მოამზადა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დიდი ზომის დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობა და სააღმზრდელო პირობები არსებითად ეწინააღმდეგება ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ვალდებულებას. მისასალმებელია, რომ საანგარიშო პერიოდში დაიწყო პანსიონის საგანმანათლებლო დაწესებულებად რეორგანიზაცია, კერძოდ კი, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ზრუნვის ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანის ღონისძიებები. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს ასევე.ნინოწმინდის პანსიონშიც . სახახლხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებისა და ბავშვთა სახლების (ფილიალების) დეინსტიტუციონალიზაციის დასრულებამდე მათ მიერ მოქმედი სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ისინი შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოს, მათ შორის: კ.ა) ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები და აღნიშნული დაწესებულებები საჭირო ავეჯით/ინვენტარით აღჭურვოს; კ.ბ) გადაუდებლად მოაწესრიგოს შშმ პირთა პანსიონატების წყალმომარაგების სისტემა და მკაცრად გააკონტროლოს მისი მუშაობა; უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებების უსაფრთხო სასმელი წყლით მომარაგება; კ.გ) გააკონტროლოს შშმ პირთა პანსიონატებსა და ბავშვთა სახლებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ზომების მიღება; 2021 წლის განმავლობაში გარე წყაროების ფინანსური მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით, გარემონტდა, გადაიხურა, გამაგრდა და აშენდა მცირე საოჯახო ტიპის სახლები, ასევე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა 10 სახლი. 106 მიუხედავად აღნიშნულისა არ მოწესრიგებულა პანსიონებში წყალმომარაგების სისტემა, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ლ) სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის მიზნით უზრუნველყოს ხანდაზმული პირების ადეკვატური მოვლის ისეთი სერვისების უწყვეტობა, როგორიცაა ფსიქიატრიული მომსახურება, პალიატიური და გერიატრიული ზრუნვა, გრძელვადიანი ზრუნვის დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება. სახალხო დამცველის აპარატისთვის, რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, აღნიშნული დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას: სახალხო დამცველის შეფასება: რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ 7 დავალება გაიცა. დევნილთა, კომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის შედეგად, შემდეგი სურათი გამოიკვეთა: ▪ ▪ ▪ ▪ შესრულდა: 3 არ შესრულდა: 2 ნაწილობრივ შესრულდა: 1 რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო არ ექვემდებარება შეფასებას: 1 ა) 2021 წელს განახორციელოს ვეტერან დევნილთა განსახლების პროგრამა; საანგარიშო პერიოდში დევნილ ვეტერანთა მიერ, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში შეივსო 107 შესაბამისი განაცხადები, საიდანაც ქუთაისსა და ზუგდიდში 161 დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისში ახლაც მიმდინარეობს მათი განხილვა. განცხადება სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია ბ) აღრიცხოს დევნილთა განსახლების ისეთი ობიექტები, რომლებთან დაკავშირებითაც საექსპერტო შეფასება არ არსებობს, მაგრამ რომელთა მდგრადობა შესაძლებელია მობინადრეთათვის საფრთხის შემცველი იყოს, და შეამოწმოს ისინი საექსპერტო შეფასების გზით; საანგარიშო პერიოდში არ აღრიცხულა ისეთი ობიექტები, რომლებთან დაკავშირებითაც საექსპერტო შეფასება არ არსებობს, მაგრამ რომელთა მდგრადობა შესაძლებელია მობინადრეთათვის საფრთხის შემცველი იყოს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული გ) 2021 წელს განახორციელოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან არანაკლებ 450 დევნილი ოჯახის გრძელვადიანი განსახლება; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან 2021 წელს განსახლდა 531 დევნილი ოჯახი. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია დ) ქირით უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ კოლექტიური განსახლების ობიექტებში მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთა გრძელვადიანი განსახლებაც სათანადო რესურსის არარსებობის გამო 2021 წელს ვერ მოხერხდება; ის დევნილი ოჯახები, რომელთა განსახლება 2021 წელს ვერ მოხერხდა და ამავდროულად რჩებიან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში, არ ყოფილან ქირით უზრუნველყოფილი სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებულიე) მიიღოს ზომები საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესაძლებლობების განვითარების მიზნით, რათა იმ დევნილებს, რომლებმაც ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში შემოსავალი დაკარგეს და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციით ვერ ისარგებლეს, აღნიშნულ პროგრამებში ჩართვის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ; აღნიშნული დავალების შეფასება, რელევანტური ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო შეუძლებელია. სახალხო დამცველის შეფასება: შეფასება, რელევანტური ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას 108 ვ) 2021 წელს დაასრულოს 2004−2012 წლებში განსახლებული 305 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართობების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი; 2004−2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტი ოჯახებიდან საცხოვრებელი ფართი დაიკანონა 55 ოჯახმა. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული გეოლოგიური დასკვნების ანალიზის შედეგად გამოავლინოს მაღალი რისკის პირობებში მცხოვრები ოჯახები და განსახლებისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 30% ასეთი ოჯახების განსახლებას მოახმაროს. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული გეოლოგიური დასკვნების ანალიზის შედეგად მაღალი რისკის პირობებში მცხოვრები ოჯახების განსახლებისთვის გამოყოფილ რესურსს და დავალებას შესრულებულად აფასებს. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება შესრულებულია შრომის ინსპექცია ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით - „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს შრომის ინსპექციის მიმართ 3 დავალება გაიცა. უწყების საქმიანობის შედეგად 2 დავალება სრულყოფილად ხოლო ერთი ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა. ა) კერძო დამსაქმებელთა ცნობიერების ასამაღლებლად შეიმუშაოს სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ვაკანსიის შესახებ განცხადება, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების სამუშაოს სპეციფიკისთვის მორგება დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოუყენებლად; გ) დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებლად აწარმოოს ეფექტიანი საინფორმაციო კამპანია შრომითი უფლებების დაცვის მიზნით მისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული მანდატის შესახებ. სსიპ შრომის ინსპექციამ საანგარიშო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია განახორციელა, რომელიც კერძო დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლებისკენ იყო მიმართული, ასავე დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა რამდენიმე გაცნობითი ღონისძიება, სადაც აღწერილი იყო შრომითი უფლებების დაცვის მიზნით სამსახურისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული მანდატი. 109 სახალხო დამცველის შეფასება: „ა“ და „გ“ დავალებები შესრულებულია ბ) დროულად დაასრულოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის, მათ შორის, მისი ტერიტორიული ორგანოების, დაკომპლექტება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ შრომის ინსპექციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა 80% უკვე დაკომპლექტებულია. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ახალი ნორმები/სტანდარტები, რომლებითაც დადგინდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით მომზადებული სარეცენზიო დოკუმენტაციის პროფესიული საბჭოსთვის განსახილველად დროულად და სრულყოფილად წარდგენის ვალდებულება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს არ შეუმუშავებია, საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ახალი ნორმები/სტანდარტები, რომლებითაც დადგინდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით მომზადებული სარეცენზიო დოკუმენტაციის პროფესიული საბჭოსთვის განსახილველად დროულად და სრულყოფილად წარდგენის ვალდებულება. სახალხო დამცველის შეფასება; დავალება არ არის შესრულებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ შესასრულებლად ნორმატიულ დონეზე დაადგინოს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრისა და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა; ბ) ნორმატიულ დონეზე დაადგინოს მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრისა და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზების პროცესში გამოსაცდელების რელიგიური საჭიროების გათვალისწინებას. ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ შესასრულებლად ნორმატიულ დონეზე არ დადგენილა გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრისა და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა; სახალხო დამცველის შეფასება: „ა“ და “ბ“ დავალებები არ არის შესრულებული 110 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ა) შეიმუშაოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი კანონპროექტი; ამ დრომდე არ შემუშავებულა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი კანონპროექტი; სახალხო დამცველის შეფასება: დავალება არ არის შესრულებული ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობით დაგეგმოს საფრთხეში მყოფი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების იდენტიფიცირებული პრობლემების საპასუხო ღონისძიებები და განახორციელოს მათი ზედამხედველობა; საქართველოს კულტურის, სპორტის, და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ გაცემული დავალება, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, წარმოდგენილი იყო შემდეგი ფორმულირებით: შეისწავლოს ხადას ხეობასთან, დაკავშირებით, ICOMOS-ის დავით-გარეჯის კომპლექსთან და ბათუმთან ანგარიშში ასახული პრობლემები და კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმოს საპასუხო ღონისძიებები; საქართველოს სახალხო კომპლექსთან და დამცველის ბათუმთან მიზანი, დაკავშირებით, ხადას ხეობასთან, ICOMOS-ის დავით-გარეჯის ანგარიშში ასახული პრობლემების შესწავლა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა იყო, წარმოდგენილი დავალებით კი აღნიშნული კომპონენტები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. სახალხო დამცველის შეფასება: საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, განსახილველი დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. გ) გელათის სამონასტრო კომპლექსში კვალიფიციური და დამოუკიდებელი ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩაატაროს დაზიანებების მიზეზების დასადგენად აუცილებელი ყველა კვლევა, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად დაგეგმოს და განახორციელოს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს დაზიანებების ზუსტი მიზეზების შემსწავლელ კვლევებს. უწყების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატისთვის რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, დავალების შესრულების მდგომარეობა არ ექვემდებარება შეფასებას. 111 სახალხო დამცველის შეფასება: რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო დავალება არ ექვემდებარება შეფასებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულად შესრულებამდე გააკონტროლოს პრობლემური ობიექტების (მათ შორის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ კასპში, ქალაქ ფოთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური ობიექტების) საქმიანობა, განახორციელოს მათი ინსპექტირება დადგენილი წესით გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და ინსპექტირების შედეგებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაწოდოს. 2021 წელს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულად შესრულებამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განახორციელა რამდენიმე მონიტორინგი, თუმცა მისი ზედაპირულობიდან, ასევე არა სისტემური ხასიათიდან გამომდინარე, დავალება ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის შეფასება: დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული მუნიციპალური ორგანოები საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველი ერთეულების მიმართ 25 დავალება გასცა. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მსგავსად, დავალებების შესრულების მდგომარეობა მუნიციპალურ ორგანოებშიც არადამაკმაყოფილებელია. დავალებების შესრულების მდგომარეობის ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულებიდან. შეფასების მიზნით, გამოვითხოვეთ სამწუხაროდ, 12 მუნიციპალიტეტმა6 სახალხო დამცველის აპარატის არცერთ წერილს არ უპასუხა, შესაბამისად სახალხო დამცველის მიერ ვერ მოხერხდა მათ მიმართ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობის შეფასება. ქვემოთ მიმოვიხილავთ იმ საერთო ტენდენციებს, რაც მუნიციპალური ორგანოების მიერ მათთვის გაცემული დავალებების შესრულების კუთხით გამოიკვეთა. აღნიშნული ახალქალაქი, ბოლნისი, დმანისი, მარნეული, საგარეჯო, ქარელი, ქედა, წალენჯიხა, წალკა, ჭიათურა, ხარაგაული და ხონის მუნიციპალიტეტები 6 112 ტენდენციები მუნიციპალური ერთეულებიდან მიღებული მონაცემების შედეგად საფუძველზე დაევალათ გამოვავლინეთ. მუნიციპალურ ორგანოებს მუნიციპალიტეტების პარლამენტის ტერიტორიაზე დადგენილების მცხოვრები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, ასევე სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების შესწავლა, ასევე დამატებითი სოციალური მხარდამჭერი პროგრამების დანერგვა. მიუხედავად ამისა, უმრავლეს მუნიციპალიტეტებში არ არის შემუშავებული ბავშვთა საჭიროებების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა. ბავშვიანი ოჯახების უზრუნველყოფენ მსგავსი ტენდენცია იკვეთება სიღარიბეში მცხოვრები აღრიცხვასთან მხოლოდ დაკავშირებითაც. მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტები სოციალური პროგრამებით სარგებლობისათვის წარდგენილი განცხადებების აღრიცხვას და თავად არ ავლენენ ასეთ ოჯახებს, არ ხდება ამ ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების და მუნიციპალიტეტში ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიზნით არსებული პროგრამების ეფექტიანობის შეფასება. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ თვითმმართველ ერთეულებში არ ხორციელდება ისეთი პროგრამების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვთა სიღარიბის პრევენციას მუნიციპალიტეტების დონეზე. არსებულ რეალობას ამძიმებს თვითმმართველი ერთეულების პოლიტიკა, რომლის თანახმად, გასული წლის მსგავსად, მუნიციპალიტეტების უმრავლესობა საერთოდ არ აღიარებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების არსებობას. პოზიტივის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების უმეტესობაში, ბავშვთა უფლებათა საკითხებზე მომუშავე სტრუქტურული ერთეულები შეიქმნა, თუმცა მწვავედ დგას აღნიშნული სამსახურების სათანადო კვალიფიკაციის მქონე კადრებით დროულად დაკომპლექტების საჭიროება. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული პასუხებით გამოიკვეთა, რომ სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით მუნიციპალიტეტების საქმიანობა გასაძლიერებელია. საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ერთეულების დიდი ნაწილი მიუთითებს იმის შესახებ, რომ აქვთ საკვებით უზრუნველყოფის პროგრამა, თუმცა მონაცემების დამუშავების და სისტემატიზაციის, ასევე, საჭიროებების სიღრმისეული კვლევა არ ხორციელდება, .მათ შორის, ტერიტორიული ხელმისაწვდომობისა და დაფარვის კუთხით; მუნიციპალიტეტები არ ახორციელებენ აქტივობებს საკვების დამატებითი სახსრების მოსაძიებლად. ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად წინა წლების მსგავსად, გამოვლინდა საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას არსებული ხარვეზები. შესაბამისად, ძალაშია სახალხო დამცველის რეკომენდაცია ბენეფიციართა სიების შედგენის იმგვარი მეთოდოლოგიის შექმნის საჭიროებაზე, რომელიც რეგისტრაციის თარიღის ნაცვლად ოჯახის საჭიროებებს გაითვალისწინებს ძირითად კრიტერიუმად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქმედებს „უფასო სასადილო“, ძირითად 113 შემთხვევებში უზრუნველყოფილი იყო საკვების გატანის შესაძლებლობა, თუმცა თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციით ვერ დგინდება, რამდენად ხდებოდა ეს წინასწარ გაწერილი წესების შესაბამისად. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ცალკეული წინგადადგმული ნაბიჯები შეინიშნება, თვითმმართველ ერთეულებში მიმდინარეობს მუშაობა ბავშვთა ტრანსპორტით, საბავშვო ბაღისა და სკოლის ინფრასტრუქტურული მოწესრიგებით უზრუნველყოფის მიმართულებით. საგანმანათლებლო აქტივობების კუთხით თვითმმართველი ერთეულების საქმიანობა, 2021 წლის განმავლობაში, ცალსახად არადამაკმაყოფილებელია. 2021 წელს საბავშვო ბაღების რაოდენობა 26-ით გაიზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვების სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე სრულფასოვანი ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს თვითმმართველ ერთეულებს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღების აუცილებლობის შესახებ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეასრულა საქართველოს პარლამენტის დავალება. საანგარიშო პერიოდში, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტთა მნიშვნელოვან ნაწილში გადამზადებულან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების არ დაწესებულებათა აღმზრდელები, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და რთული ქცევის მართვის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების, ასევე დისტანციური სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით. თვითმმართველ ერთეულებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოების ეფექტიანი მუშაობის მიმართულებით, სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად არ განხორციელებულა ხელშესახები აქტივობა. საბჭოები ძირითადად არ ატარებდნენ სხდომებს და არ განიხილავდნენ შესაბამის საკითხებს, ხოლო იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც საბჭოს ამ დრომდე არ უმუშავია, კვლავაც არ ყოფილა უზრუნველყოფილი მისი ამოქმედება. მისასალმებელია, რომ მუნიციპალურ ერთეულებში ხანდაზმული პირებისთვის არსებობს შესაბამისი პროგრამები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არ ეფუძნებიან საჭიროებების კვლევას და სტატისტიკურ მონაცემებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურმა ერთეულებმა მსგავსი ტიპის პროგრამები, სწორედ საჭიროებათა კვლევას დააფუძნონ, შემდგომში მათი ეფექტიანობისა და მიზნობრიობის ასამაღლებლად. 114 სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, მდგომარეობის შეფასება რომ მუნიციპალური ცალკეული დავალებების ერთეულებიდან შესრულების მიღებული პასუხებით შეუძლებელია, რადგან ხშირ შემთხვევებში, პასუხები ბუნდოვანია, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, კონკრეტული კითხვები პასუხგაუცემელია. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული დავალებების შესრულების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ამ საკითხებისკენ მეტი ძალისხმევა მიმართონ, ხოლო სახალხო დამცველი, თავის მხრივ, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, გაუზიაროს თვითმმართველ ერთეულებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. შეჯამება სპეციალურ ანგარიშში შეფასდა პარლამენტის დადგენილებით გაცემული 266 7 საპარლამენტო დავალების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნულთაგან დავალებების 15.8% შესრულებულია, ნაწილობრივ შესრულდა 19.9 % და შეუსრულებლად ფასდება დავალებების 61.3%. ობიექტური საფუძვლით შეფასებას არ ექვემდებარება 3%. აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლები ციფრებში შემდეგნაირად გამოიყურება: o შესრულებულია: 42 საპარლამენტო დავალება; o ნაწილობრივ არის შესრულებული: 53 საპარლამენტო დავალება; o არ არის შესრულებული: 163 საპარლამენტო დავალება; o უწყებისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეუძლებელია შეფასდეს 8 საპარლამენტო დავალების შესრულება; o საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებითი ცვლილების გამო, არ ექვემდებარება შეფასებას: 32 საპარლამენტო დავალება; o უწყებების მიერ რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ შეფასდა: 7 დავალება; o არ გამომდინარეობს სახალხო დამცველის არც ერთი რეკომენდაციიდან: 3 დავალება. აღნიშნულ მაჩვენებელში არ მოიაზრება დავალებები, რომელთა შესრულების მდგომარეობა პარლამენტის მიერ განხორციელებული ინტერვენციის გამო არ დაექვემდებარა შეფასებას, დავალებები რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატს არ მიეწოდა ინფორმაცია, ასევე დავალებები, რომლებიც არ გამომდინარეობს სახალხო დამცველის რეკომენდაციებიდან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიმართ გაცემული დავალებები. 7 115 აღნიშნული მონაცემები გასულ წელთან შედარებით გაუარესებულია. დინამიკა იხილეთ ქვემდგომ დიაგრამაზე. 2019-2021 წლის დადგენილებების შეფასება 180 160 140 120 100 80 60 40 20 0 163 136 118 42 46 42 38 40 53 27 32 8 5 8 2019 წლის დადგენილება 11 8 15 7 2020 წლის დადგენილება 0 3 3 7 2 0 2021 წლის დადგენილება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა დადგენილებაში ასახა და იგი სახელმწიფო უწყებებისთვის შესასრულებლად სავალდებულო გახადა, აღნიშნული დავალებების შესრულების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააცნობიერონ საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მნიშვნელობა, ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს უზრუნველყოს შესაბამისი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, რათა პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე სახალხო დამცველი გამოთქვამს მზაობას მუდმივად იყოს ჩართული პროცესში და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. 116