„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.08.2013, სარეგისტრაციო კოდი: 240070000.05.001.017022)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო
წარმოების გაზრდა და სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა,
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ხელშეწყობის გზით.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მიწასთან დაკავშირებული ქონება - უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ, დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ1) წევრი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს სასოფლოსამეურნეო
კოოპერატივის
საქმიანობის
პრინციპებს.
წევრებს
მიეკუთვნებიან
მეპაიე,
ასოცირებული წევრი და ინვესტორი წევრი;“;
გ) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) პაი − მეპაიის მიერ ეკონომიკური მონაწილეობისათვის საპაიო ფონდში ყოველწლიურად
განხორციელებული სავალდებულო საპაიო შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს სასოფლოსამეურნეო
კოოპერატივის
საქმიანობაში
მონაწილეობის,
ამ
კოოპერატივის
მოგებიდან
დივიდენდის მიღებისა და საერთო კრებაზე ხმის უფლებას;
დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საპაიო შენატანი – საპაიო ფონდში მეპაიის მიერ ფულით განხორციელებული სავალდებულო
შენატანი;“;
ე) „ვ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ4)
ასოცირებული/ინვესტორი
წევრის
შენატანი
-
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
საჭიროებიდან გამომდინარე, საპაიო ფონდში ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ ფულით ან
ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული შენატანი, რომლის
საფუძველზედაც ასოცირებული/ინვესტორი წევრი იღებს დივიდენდს ამ კანონითა და სასოფლოსამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;“;
ვ) „ვ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ6) სათათბირო ხმა - ასოცირებული/ინვესტორი წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთო
კრების დღის წესრიგის განსაზღვრაში და შესაბამისი საკითხების განხილვაში. გადაწყვეტილების
მიღებისას სათათბირო ხმა არ ჩაითვლება მეპაიეთა ხმების საერთო რაოდენობაში;“;
ზ) „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში
შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლის განვითარების
სააგენტო.“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
სოციალურ პასუხისმგებლობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) ნებაყოფლობითი და გამჭვირვალე წევრობა;
ბ) წევრთა მიერ დემოკრატიული კონტროლი;
გ) წევრთა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობა;
დ) ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა;
ე) განათლება, სწავლება, ინფორმაცია;
ვ) თანამშრომლობა კოოპერატივებში;
ზ) თემზე/საზოგადოებაზე ზრუნვა.“.
4. მე-7 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ)
კოოპერატივის ლიკვიდაცია.“.
5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მონიტორინგი
1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის
მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი;
2. სააგენტო ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის
მონიტორინგის ყოველწლიურ გეგმას, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ
ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია გასაცნობად სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე ყველა
კოოპერატივისთვის.
3. იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის საფოსტო გზავნილის
მეშვეობით იურიდიულ მისამართზე ორჯერ ვერ მოხდება მონიტორინგის განხორციელების
შესახებ წერილობითი შეტყობინების ჩაბარება, ან ადრესატი უარს აცხადებს შეტყობინების
ჩაბარებაზე,
სააგენტო
უზრუნველყოფს
ოფიციალურ
ვებგვერდზე
წერილობითი
(www.rda.gov.ge)
შეტყობინების საჯაროდ,
გამოქვეყნებას.
წერილობითი
თავის
შეტყობინება
ადრესატისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.“.
6. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მინიმალური პაის ღირებულებას;“;
ა.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დაშლის და დაშლის შემდგომ დარჩენილი ქონების განაწილების წესს;
ი) ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიღების წესს;“.
ბ) მე-2 პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) კოოპერატივის სამართლებრივი მართვის სტრუქტურას.“.
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სავალდებულო სარეზერვო ფონდში
შესატანი თანხა არ უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის
მოგების 15%-ზე ნაკლები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების
არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში უნდა განხორციელდეს.“.
7. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„101.
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივი
ვალდებულია
აწარმოოს
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის წევრთა რეესტრი, რომლის ფორმა და წარმოების წესი დამტკიცებულია მინისტრის
ბრძანებით.“.
8. მე-11 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიე და ასოცირებული წევრი.
წესდებით შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს კოოპერატივში ინვესტორი წევრის მიღება.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. მეპაიეს აქვს საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლება „ერთი წევრი ერთი ხმა“ პრინციპის
საფუძველზე.“;
გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები
4. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი შეიძლება იყოს 18
წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი
(მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც იზიარებს ამ
კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, რომელიც შეიძლება არ მონაწილეობდეს მის სასოფლოსამეურნეო საქმიანობაში და რომელსაც ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
წესდებით
დადგენილი
წესით
საპაიო
ფონდში
განხორციელებული
აქვს
ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი.“.
9. 131 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში დამატებითი შენატანის ქონების სახით შეტანისას,
კოოპერატივი და ქონების შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ამ კოოპერატივის მეპაიის მიერ ქონების დამატებითი
შენატანის
სახით
შეტანისას,
ხოლო
ასოცირებული/ინვესტორი
წევრის
მიერ
ქონების
ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის სახით შეტანისას, ამ ქონების ვალდებულებით
დატვირთვა ან/და გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ მისი შემტანი პირის წერილობითი
თანხმობით.“.
10. 132 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით;
ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს
სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ;
დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით;
ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან;
ვ)
მოითხოვოს
საკუთარი
ხარჯით
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
დამატებითი
საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება;
ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის
შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი
ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან
გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში,
სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ სასოფლო სამეურნეო
კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი
და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს
დივიდენდი
ამ
კანონითა
და
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივთან
გაფორმებული
ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს;
კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები;
ბ) განახორციელოს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების
მიერ
დადგენილი
წესით
და
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივთან
გაფორმებული
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.“.
ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ და „42“ პუნქტები:
„41. კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრს წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება
იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს
ეხება.
„42. კოოპერატივის ინვესტორ წევრ(ებ)ს არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 25%-ზე მეტი (ჯამურად).
11. 133 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 133. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, პირველ რიგში, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრებზე გაიცემა:
ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრსა და სასოფლო
სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის
ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის
ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის ღირებულების
15%-ს 1 სამეურნეო წლის განმავლობაში;
ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრსა და სასოფლო
სამეურნეო
კოოპერატივს
შორის
გაფორმებული
ხელშეკრულებით
განსაზღვრულია
ამ
ასოცირებულ/ინვესტორ წევრზე დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების
პროპორციულად
შენატანებისა
და
გაცემა,
სასოფლო-სამეურნეო
ასოცირებულ/ინვესტორ
კოოპერატივის
წევრთა
შენატანების
მეპაიეთა
დამატებითი
მიხედვით
გასაცემი
დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
წმინდა მოგების 50%-ს.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები ასოცირებული/ინვესტორი
წევრების შემდეგ გაიცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი დამატებითი
შენატანების შესაბამისად:
ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს
შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის მეპაიის დამატებითი
შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა 1 სამეურნეო წლის
განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ამ მეპაიის დამატებითი შენატანის ღირებულების 15%-ს;
ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს
შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ მეპაიეზე დივიდენდის სასოფლოსამეურნეო
კოოპერატივის
მოგების
პროპორციულად
გაცემა,
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა
შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდების გაცემის შემდეგ დარჩენილი
მოგება ნაწილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი ეკონომიკური
მონაწილეობის პროპორციულად.“.
12. მე-14 მუხლის
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები არიან საერთო ინტერესის მქონე სუბიექტები და კანონი
აღიარებს მათ სოციალურ ფუნქციას სოფლის მეურნეობის განვითარებაში.“;
ბ) 1-ლი პუნქტის შემდგომ დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რათა მათ
შეძლონ შეიტანონ წვლილი ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში.
12. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების
სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებებია:
ა)
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების
შემუშავება და განხორციელება;
განვითარების
პროექტებისა
და
პროგრამების
ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და
გრანტების, მათ შორის, სახელმწიფო გრანტის, მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების,
აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის
ამაღლების ხელშეწყობა;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.“.
13. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი
წესდებების ამ კანონთან შესაბამისობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის საფუძველზე, 2021 წლის თებერვლიდან
ამავე წლის ივნისის პერიოდში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა
(შემდეგში - კომიტეტი), ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, განახორციელა
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი
(შემდეგში - ნააკ). მოკვლევამ შეისწავლა და გააანალიზა კანონის მოქმედებისას გამოვლენილი
შესაძლო ხარვეზები და მისი აღსრულებისა და ეფექტიანობის ხელშემშლელი ფაქტორებიც. ამ
მიზნით, კითხვები დაესვათ კანონის აღმასრულებელ უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
კონტროლის პროცედურის შედეგად მომზადებულ ანგარიშში შეჯამდა მოსაზრებები კანონის
აღსრულების სირთულეებთან დაკავშირებით და აისახა ყველა ის რეკომენდაცია, რომელთა
შესრულებაც
კომიტეტს
მიზანშეწონილად
მიაჩნდა
გამოვლენილი
ხარვეზების
აღმოსაფხვრელად1.
ნააკ-ის ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციათა მთავარ ადრესატს საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენდა, რომელსაც კომიტეტმა 2022 წლის
მარტში
რეკომენდაციების
შესრულების
თაობაზე
ანგარიშის
მომზადება
სთხოვა
(რეკომენდაციათა ნაწილის შესრულების ვადა 2022 წლის 1 მარტამდე იყოს განსაზღვრული).
გარდა ამავე წლის აპრილში მიღებული წერილობითი პასუხისა2, 2022 წლის 19 აპრილს გაიმართა
საკომიტეტო მოსმენა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის
აღსრულების კონტროლის პროცედურის მონიტორინგი - შესრულებული რეკომენდაციები,
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის
ანგარიში საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე - https://tinyurl.com/4pxbtp85
2 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობითი პასუხი https://tinyurl.com/2pccmx5k
1
არსებული
გამოწვევები
და
არასამთავრობო/საერთაშორისო
სამომავლო
რეფორმა“.
ორგანიზაციათა
მიერ
სხდომაზე
მოსმენილ
სასოფლო-სამეურნეო
იქნა:
კოოპერაციის
საკითხებზე მომზადებული ანგარიშები; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მოხსენება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების პროგრესსა და
კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში მიღებულ რეკომენდაციათა შესრულების
თაობაზე; საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებები „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის რეფორმის საჭიროებაზე3.
ნააკ-ის
პროცედურის
განხორციელებისა
და
შემდგომ
რეკომენდაციათა
შესრულების
მონიტორინგის შედეგებმა კომიტეტი დაარწმუნა საკანონმდებლო ცვლილებების გატარების
საჭიროებაში, რათა მაქსიმალურად გაძლიერდნენ სათანადო პოტენციალის მქონე სასოფლოსამეურნეო კოოპერატივები, გამარტივდეს ბიუროკრატიული პროცედურები, მეტად წახალისდეს
კოოპერაცია. ამდენად, კომიტეტში დაიწყო მუშაობა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“
საქართველოს
ასოციაციებისა
და
კანონში
საერთაშორისო
შესატან
ცვლილებებზე,
ორგანიზაციების
არასამთავრობო
ქართული
სექტორის,
წარმომადგენლობების
ჩართულობით.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით (წყარო - ა(ა)იპ სოფლის განვითარების
სააგენტო), 2013 წლიდან დღემდე, სასოფლო-სამეურნეო სტატუსი შეუწყდა ამ სტატუსის მქონე
კოოპერატივთა 70%-ს (მიენიჭა 2274-ს და შეუწყდა 1605-ს) და ამჟამად მხოლოდ 669 სასოფლოსამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსით.
ეს
განხორციელებული
რეფორმის
არამდგრადობაზე
მიუთითებს
და
აჩვენებს,
რომ
კოოპერატივთა უმეტესი ნაწილი რეალურად არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რისთვისაც მათთვის
სპეციალური საკანონმდებლო მოწესრიგება შეიქმნა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წინამდებარე კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს მოქალაქე
პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადებასთან „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (№1-7822/21; 10.06.2021), რომელიც მიღებულ იქნა კომიტეტის 2021
წლის 29 ივნისის სხდომაზე4.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
3
4
კომიტეტის სხდომის ოქმი პარლამენტის ვებგვერდზე - https://tinyurl.com/bdf3eumd
კომიტეტის სხდომის ოქმი პარლამენტის ვებგვერდზე - https://tinyurl.com/2xhex24b
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაკუთრებულ წესებს
ადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული
პირის, კოოპერატივებისათვის. სწორედ ამ სპეციალური მოწესრიგებითაა ჩამოყალიბებული
მთავარი
სახელმძღვანელო
პრინციპები
კონკრეტულად
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივებისათვის. ამდენად, ნებისმიერი რეფორმა, რაც მიზნად ისახავს პროცედურული თუ
ფუნდამენტური საკითხების ახლებურად მოწესრიგებას, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას საჭიროებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად:
კანონის მიზანი ჩამოყალიბდება ახლებურად;
დაზუსტდება რიგ ტერმინთა მნიშვნელობა, მათი ნაწილი კი (დემოკრატიული მართვა;
ბიოლოგიური მეურნეობა; კოოპერაციული შემოსავალი) ამოღებულ იქნება;
მინიმალური სავალდებულო პაის კონკრეტული ოდენობა (300 ლარი) აღარ იქნება კანონით
განსაზღვრული;
კოოპერატივის საერთაშორისო ალიანსის მიერ ჩამოყალიბებული შვიდი პრინციპი
განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითად პრინციპებად;
განისაზღვრება
მონიტორინგის
სტანდარტი
შემთხვევებისათვის,
იმ
თაობაზე
შეტყობინების
როდესაც
ვერ
საჯაროდ
ხერხდება
გამოქვეყნების
კორესპონდენციის
კოოპერატივის იურიდიულ მისამართზე განმეორებით ჩაბარება;
კანონში გაჩნდება ტერმინი „ინვესტორი წევრი“, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა სავალდებულო რაოდენობა იქნება 5,
როგორც ეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონითაა დადგენილი;
კანონით აღიარებულ იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სოციალური ფუნქცია
სოფლის მეურნეობის განვითარებაში;
კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებს მიეცემათ ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე („მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის მსგავსად).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნები ყალიბდება ახლებურად და ნაცვლად შვიდი,
საკმაოდ რთულად გაზომვადი მიზნისა, ერთ ფორმულირებაში მოექცევა სამი მიზანი, რომელთა
მიღწევაც კანონმდებელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის გზით მიაჩნია
შესაძლებლად.
კანონის მე-3 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტერმინი „მიწასთან დაკავშირებული ქონება“ იცვლება და აღარ
იქნება დაკონკრეტებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სახეები;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ ემატება „დ1“ ქვეპუნქტი, რომლითაც განიმარტება წევრი, როგორც
ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს. ასევე, აქვე იქნება ჩამოთვლილი წევრთა სახეები;
გ) „ე1“ ქვეპუნქტით განმარტებული ტერმინი „პაი“-ს შინაარსი რჩება უცვლელი, თუმცა აღარ
იქნება მითითებული პაის სავალდებულო მინიმალური ოდენობა - 300 ლარი. საერთაშორისო
გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მეპაიეებმა თავად
განსაზღვრონ
პაის
ღირებულება
კოოპერატივში
მათი
ეკონომიკური
მონაწილეობიდან
გამომდინარე, რაც მეტად განამტკიცებს მათ დამოუკიდებლობას;
დ) „ვ“ ქვეპუნქტით განისაზღვრება, რომ „საპაიო შენატანი“ მხოლოდ მეპაიის მიერ ფულით
განხორციელებული სავალდებულო შენატანია, ნაცვლად მოქმედი „ფულით ან/და ფულად
ღირებულებაში გამოხატული ქონებით“ ფორმულირებისა;
ე) „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერმინს „ასოცირებული წევრის შენატანი“ ემატება
„/ინვესტორი“, როგორც თავად ტერმინში, ისე მის განმარტებაში;
ვ)
„ვ6“
ქვეპუნქტით
განსაზღვრულ
„სათათბირო
ხმის“
განმარტებაში
ემატება
სიტყვა
„/ინვესტორი“;
ზ) „ზ“ (დემოკრატიული მართვა); „თ“ (ბიოლოგიური მეურნეობა) და „ი“ (კოოპერაციული
შემოსავალი) ქვეპუნქტები ამოღებულ იქნება;
თ) „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სააგენტოს განმარტებაში მიეთითება ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტოს მიმდინარე სახელწოდება.
კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის
ძირითადი პრინციპები დაიხვეწება და მათი ოდენობა გაიზრდება. პრინციპთა ჩამონათვალი
შესაბამისობაში იქნება კოოპერატივის საერთაშორისო ალიანსის (ICA – International Cooperative
Alliance) მიერ 2016 წელს ჩამოყალიბებული ღირებულებთან და პრინციპებთან, რასაც ეფუძნება
კოოპერაციული მოძრაობა მთელს მსოფლიოში.
მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის
შეწყვეტის საფუძვლებს ემატება კოოპერატივის ლიკვიდაცია („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად).
მე-8 მუხლით მოწესრიგებული მონიტორინგის პროცესი სამ პუნქტად იქნება ჩამოყალიბებული.
კანონშივე განისაზღვრება, რომ სააგენტო ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის ყოველწლიურ გეგმას და მას სათანადოდ
აცნობს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე ყველა კოოპერატივს. ამ მუხლის მე-3 პუნქტი კი,
აწესებს მონიტორინგის განხორციელების შესახებ წერილობითი შეტყობინების ადრესატის
იურიდიულ
მისამართზე
ორგზის
ჩაუბარებლობის
შემთხვევაში,
საჯაროდ,
სააგენტოს
ვებგვერდზე გამოქვეყნების სტანდარტს და ამ თარიღიდან 30-ე დღეს წერილის ჩაბარებულად
მიჩნევას. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ვერ
ხერხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთა ნაწილის მონიტორინგი მხოლოდ იმიტომ, რომ
ისინი არ იბარებენ შესაბამის შეტყობინებას მონიტორინგის განხორციელების შესახებ. შედეგად,
ეს კოოპერატივები ხვდებიან მომდევნო წლის მონიტორინგის გეგმაში და ეს ხდება რამდენჯერმე.
სააგენტოს განმარტებით, მოცემული კოოპერატივები არ არიან სახელმწიფო პროგრამების
ბენეფიციარნი.
მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ძირითად საკითხებს შორის, რასაც უნდა მოიცავდეს
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
წესდება,
იქნება
მინიმალური
პაის
ღირებულება,
მინიმალური პაის და საპაიო შენატანის ღირებულების ნაცვლად;
ბ) „თ“ ქვეპუნქტში გამოყენებული ტერმინი „ლიკვიდაცია/ლიკვიდაციის“ იცვლება ტერმინებით
„დაშლა/დაშლის“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) „ი“ ქვეპუნქტის შინაარსს ემატება სიტყვა „ინვესტორი“;
დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დამატებული „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
წესდება
უნდა
მოიცავდეს
კოოპერატივის
სამართლებრივი
მართვის
სტრუქტურასაც, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტი იცვლება და კონკრეტდება, რომ წინა საანგარიშო წლის მოგებაზეა
საუბარი.
101 მუხლში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შედის და ორ პუნქტში არსებული ჩანაწერი ერთ
ფორმულირებად ერთიანდება.
მე-11 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი იცვლება და დგინდება, რომ წესდებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს
კოოპერატივში ინვესტორი წევრის მიღება;
ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ ემატება 21 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „მეპაიეს აქვს საერთო კრებაზე
ხმის მიცემის უფლება „ერთი წევრი ერთი ხმა“ პრინციპის საფუძველზე“;
გ) მე-3 პუნქტი იცვლება და გამოსწორდება არსებული ცდომილება, რომელიც, ფორმალურად,
საშუალებას იძლეოდა მხოლოდ ასოცირებულ წევრებს დაეფუძნებინათ სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივი. ამასთან, მეპაიეთა მინიმალურ რაოდენობად სახელდება 5 და აღარ არსებობს უფრო
დაბალი ქვედა ზღვარი იმ დასახლებაში, რომელზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება;
დ) მე-4 პუნქტის შინაარსს ემატება სიტყვა „ინვესტორი“ იქ, სადაც საუბარია ასოცირებულ წევრზე.
131 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი იცვლება წინამდებარე კანონპროექტით კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში
შესატანი
ცვლილებების
გათვალისწინებით
და
დგინდება,
რომ
„სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივში დამატებითი შენატანის ქონების სახით შეტანისას, კოოპერატივი და ქონების
შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე“. ამდენად, კოოპერატივში
ქონებრივი შენატანი ავტომატურად მიიჩნევა დამატებით შენატანად.
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნება, რადგან ამ შინაარსს მოიცავს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის
კანონპროექტით შემოთავაზებული ფორმულირება.
გ) მე-6 პუნქტის შინაარსს ემატება სიტყვა „ინვესტორი“ იქ, სადაც საუბარია ასოცირებულ წევრზე.
132 მუხლის:
ა) მე-3 მუხლის და მე-4 პუნქტების შინაარსს ემატება სიტყვა „ინვესტორი“ იქ, სადაც საუბარია
ასოცირებულ წევრზე;
ბ) მე-4 მუხლის შემდგომ ემატება 41 და 42 პუნქტები, რომლებშიც აისახება „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები ასოცირებული/ინვესტორი წევრებისა,
კერძოდ, დგინდება, რომ „კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრს წესდებით შეიძლება
მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ
განხორციელებულ ინვესტიციებს ეხება“ და „კოოპერატივის ინვესტორ წევრ(ებ)ს არ შეიძლება
ჰქონდეს ხმათა 25%-ზე მეტი (ჯამურად)“.
133 მუხლის შინაარსს ემატება სიტყვა „ინვესტორი“ იქ, სადაც საუბარია ასოცირებულ წევრზე.
მე-14 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი იცვლება და მკაფიოდ დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
არიან საერთო ინტერესის მქონე სუბიექტები და კანონი აღიარებს მათ სოციალურ ფუნქციას
სოფლის მეურნეობის განვითარებაში;
ბ) 1-ლი პუნქტის შემდგომ ემატება 11 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა მხარს
უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რათა მათ შეძლონ შეიტანონ წვლილი ეროვნული
ეკონომიკის განვითარებაში;
გ) დამატებულ 12 პუნქტში მოექცევა ამავე მუხლის მოქმედი რედაქციის პირველ პუნქტში
არსებული ჩამონათვალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი
ღონისძიებებისა.
მათგან
ამოღებულ
იქნება
„სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების
ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და
გაცემა და კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა“ და
„სასოფლო-სამეურნეო
კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამეცნიეროპრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზება“, თუმცა
ჩნდება ჩანაწერი: „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები“, რაც გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტოს საშუალებას მისცემს კვლავ გამოიყენონ საჭირო მხარდაჭერის
მექანიზმები.
კანონის
მე-15
მუხლის
მე-5
პუნქტით
გათვალისწინებული
ვადა
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების მიერ საკუთარი წესდებების კანონთან შესაბამისობისათვის იზრდება 2024 წლის
1 იანვრამდე. ეს გადავადება, წინარე ორი საკანონმდებლო ცვლილებისაგან განსხვავებით, აღარ
არის განპირობებული COVID-19 პანდემიითა და მისი თანმდევი გამოწვევებით, არამედ
უკავშირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე კანონპროექტით
განსაზღვრული
ახალი
ვალდებულებების
გაჩენას,
რაც
დამატებით
ვადას
საჭიროებს
შესასრულებლად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი
არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე, რადგან
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ღონისძიების განხორციელებას, რასაც შეიძლება
დამატებითი ვადა სჭირდებოდეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სასოფლოსამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებული ჩანაწერების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონთან (ამოქმედდა 2022 წლის 1-ელ იანვარს) შესაბამისობას (მაგ. წევრთა მინიმალური
რაოდენობა) და, მეორე მხრივ, ადგენს რიგ ახალ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც
მოეთხოვებათ დასახელებული სტატუსის მქონე კოოპერატივებს. ცვლილებების 2023 წლის 1-ელ
იანვრამდე მიუღებლობის შემთხვევაში, არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთა 80%-ის
მიმართ სტატუსის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დადგება 2023 წლის იანვრიდან. ამასთან,
წინამდებარე კანონპროექტით კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში შესატანი ცვლილებები
შესაძლებლობას მისცემს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დროულად დაიწყოს სტატუსის
შეწყვეტის საქმის წარმოება იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან მიმართებით, რომლებიც
2020 წლიდან (2019 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონის
(№5498-Iს) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ ამოქმედებიდან) დღემდე, არ ასრულებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და,
ამასთან, არ იბარებენ მონიტორინგის პროცედურის დაწყების თაობაზე კორესპონდენციას, რაც
შეუძლებელს ხდის მათთვის სტატუსის შეწყვეტას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
გაწევა
მოხდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის მმართველობის
სფეროში
შემავალი
ა(ა)იპ
სოფლის
განვითარების
სააგენტოს
არსებული
ფინანსური
რესურსებიდან, არსებული ადამიანური რესურსების გამოყენებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებსა და დამატებებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით,
როგორიცაა, პაის ოდენობა, მეპაიეთა რაოდენობა, მოგების განაწილება, ინვესტორი წევრი და სხვა.
საკუთარი წესდებების ამ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივებს ან ამ სტატუსის მიღების მსურველ კოოპერატივებს, მოუწევთ 2024 წლის 1-ელ
იანვრამდე. ამდენად, კანონპროექტის ამოქმედებისთანავე და მისი მოქმედების პირველი 3 წლის
განმავლობაში (უფრო მაღალი მიმართვიანობა მოსალოდნელია 2024 წლის 1-ელ იანვრამდე)
წესდებაში ცვლილების შეტანა თუ სხვა ნებისმიერი ქმედება, რაც რეგისტრაციას საჭიროებს,
მოხდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირთა რეესტრში, რომელსაც საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს. ამდენად,
კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა სააგენტოს შემოსავლებზე. გავლენის ფარგლები კი,
დამოკიდებულია განცხადების შემტან კოოპერატივთა ოდენობაზე, ასევე, რეგისტრაციას
დაქვემდებარებულ ქმედებათა რიცხვზე. სავარაუდო შემოსავლების ოდენობა კი, რასაც
დასახელებული სააგენტო მიიღებს, ასევე დამოკიდებულია განცხადებათა შინაარსსა და
რაოდენობაზე, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და
მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის
№509 დადგენილებით განსაზღვრულ ფარგლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ეკისრება ახალი ვალდებულება მონიტორინგის თაობაზე წერილის ადრესატისათვის ვერ ჩაბარების შემთხვევაში, სააგენტოს
ვებგვერდზე გამოქვეყნება. ამასთან, შესაძლოა გაიზარდოს არსებული ფუნქცია-მოვალეობების
ფარგლებში საქმეთა რაოდენობა, თუმცა ამ ყოველივეს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე და დამატებითი ხარჯების გარეშე მოხდება შესაბამის უფლებამოსილებათა
განხორციელება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ამოქმედებისთანავე და ამოქმედების შემდეგ 3 წელი გამოიწვევს
კონკრეტულ ფინანსური შედეგებს იმ პირებისათვის, ვისზეც ვრცელდება კანონპროექტის
მოქმედება. კერძოდ:
ცვლილების შედეგად, „საპაიო შენატანი“ მხოლოდ მეპაიის მიერ ფულით განხორციელებული
სავალდებულო შენატანი იქნება, ნაცვლად „ფულის ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული
ქონებისა“. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს მათთვის, ვინც
საკუთარი ქონებით აპირებდა საპაიო შენატანის განხორციელებას. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ
ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის განხორციელება იქნება შესაძლებელი.
ცვლილების თანახმად, ასოცირებული წევრის გარდა, კოოპერატივში შესაძლებელი იქნება
ინვესტორი წევრის მიღებაც. უფლებრივ დონეზე, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
საქართველოს კანონი მათ შორის სხვაობას არ ადგენს. თუმცა, შესაძლებელია მეტი ადამიანი
დაინტერესდეს ინვესტორი წევრის სტატუსით კოოპერატივში გაწევრებაზე და ამან შესაბამისი
ფინანსური გავლენა მოახდინოს როგორც თავად კოოპერატივზე, ისე მის თითოეულ წევრზე. ეს
გავლენა იარსებებს ყველა იმ ჩანაწერთან მიმართებით, სადაც ასოცირებული/ინვესტორი წევრი
ფიგურირებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა მინამალური რაოდენობის „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობასთან გათანაბრება ზეგავლენას
მოახდენს იმ დასახლებაში მოქმედ კოოპერატივებზე, რომელზეც ვრცელდება „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, რადგან მათზე
გამონაკლისი (მოქმედი რედაქციით, მინიმუმ 3 წევრი) აღარ გავრცელდება. ამდენად, ყველა
სამწევრიან კოოპერატივს მოუწევს დამატებით მინიმუმ ორი წევრის მოძიება, რაც შესაბამის
ფინანსურ გავლენას იქონიებს როგორც ამ წევრებზე, ისე კოოპერატივზე.
კანონპროექტის თანახმად, 132 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ ემატება 41 და 42 პუნქტები,
რომელთა თანახმად, კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრს წესდებით შეიძლება
მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ
განხორციელებულ ინვესტიციებს ეხება. ამასთან, კოოპერატივის ინვესტორ წევრ(ებ)ს არ
შეიძლება ჰქონდეს ხმათა 25%-ზე
მეტი (ჯამურად). ვეტოს უფლება პირდაპირ ფინანსურ
გავლენას მოახდენს კოოპერატივსა და მის წევრებზე, ვინაიდან, შესაძლოა ეს ეხებოდეს ისეთ
გადაწყვეტილებებს, რომელთაც გარკვეული სახის ეკონომიკური ეფექტი ექნებოდა მიღების
შემდგომ. დასახელებული შეზღუდვა კი, ფინანსურ გავლენას ახდენს იმ პირებზე, ვისაც შესაძლოა
სურდეთ იყოს კოოპერატივის ინვესტორი წევრი, მეტი ინვესტიციით. აგრეთვე, აღნიშნულს
გავლენა ექნება კოოპერატივზე და მის წევრებზე, რადგან, შესაძლოა, პოტენციური ინვესტორი
წევრის ინვესტიციის მოცულობა გახდეს გადამწყვეტი გარკვეული საქმიანობისათვის.
ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადის განსაზღვრა შეამცირებს სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების სტატუსის დაკარგვის რისკს. ეს კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასოფლოსამეურნეო სტატუსის მქონე იმ კოოპერატივთათვის, რომლებიც მთავრობის დადგენილებათა
ბენეფიციარნი („მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო
პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილება - 26 კოოპერატივი;
„მაღალმთიან
რეგიონებში
სახელმწიფო
საკუთრებაში
არსებული
სათიბ-საძოვრების
რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 29 მაისის
№265
დადგენილება
-
30
კოოპერატივი;
„რძის
მწარმოებელი
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 29
მარტის №150 დადგენილება - 27 კოოპერატივი) არიან, რადგან მათ აქვთ ვალდებულება, რომ არ
დაკარგონ სასოფლო-სამეურნეო სტატუსი, რათა ისარგებლონ პროგრამებით. ზოგადად,
სტატუსის ხელახლა მოპოვება ხარჯებთან (სანოტარო და სარეგისტრაციო მომსახურება) არის
დაკავშირებული და შესაბამისად კოოპერატივების წევრებს აღარ მოუწევთ მათი გაწევა.
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
საქმიანობასთან
დაკავშირებული
რიგი
საკითხები
საჭიროებს სანოტარო დამოწმებას (კოოპერატივის წესდებაში ცვლილების შეტანა; კოოპერატივის
იურიდიული მისამართის შეცვლა; კოოპერატივის საფირმო სახელწოდების შეცვლა). ამდენად,
კანონპროექტით გათვალისწინებული შეცვლილი თუ ახალი ვალდებულებების თაობაზე
შეთანხმებები/გადაწყვეტილებების თაობაზე სანოტარო მომსახურების მიღება, ერთი მხრივ,
გამოიწვევს ხარჯებს კოოპერატივის წევრთათვის და, მეორე მხრივ, იქნება შემოსავალი
ნოტარიუსებისათვის. ხარჯებისა და შემოსავლების ოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ
სანოტარო მოქმედებათა ბუნებასა და რაოდენობაზე, ასევე, კოოპერატივის წევრთათვის სანოტარო
მომსახურების ხელმისაწვდომობაზე (ტერიტორიული სიახლოვე). სანოტარო მომსახურების
შესრულებისათვის
განკუთვნილი
საზღაურის
ოდენობები
განისაზღვრება
„სანოტარო
მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის
დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით.
დამატებით
აღსანიშნავია
ხარჯები
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივებისათვის
ისეთი
მოქმედებების განხორციელებისას, რაც საჭიროებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ)
პირთა რეესტრში რეგისტრაციას. გავლენის ფარგლები დამოკიდებულია მისაღებ მომსახურებათა
შინაარსსა და რაოდენობაზე, ასევე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების
ხელმისაწვდომობაზე კონკრეტული კოოპერატივის წევრთათვის.
დამატებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში კანონის მოყვანა
(წევრთა მინიმალური რაოდენობის, რიგი ვალდებულებებისა და ინვესტორი წევრის ნაწილში)
შესაძლოა
გახდეს
განსხვავებული
ფინანსური
შედეგების
გამომწვევი
სხვადასხვა
კოოპერატივებისათვის - მათ ნაწილს აღარ მოუწევს წევრთა რაოდენობის გაზრდა, ნაწილი
შეძლებს ინვესტორი წევრების მიღებას და ინვესტიციების მოზიდვას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი
შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში
შემავალი ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“; გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაცია (FAO) წარმომადგენლობა საქართველოში; საფრანგეთის განვითარების სააგენტოს
მიერ კოორდინირებული პროექტი FinExCoop საქართველო; საქართველოს მოქალაქე, პაატა
კოღუაშვილი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი,
სამველ მანუკიან.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი,
სამველ მანუკიან.