„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47,
28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1147 მუხლი:
„მუხლი 1147. ზოგიერთი შემოსულობის საქართველოს სახელმწიფო და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით
2024 წლამდე
1. ამ კოდექსის დანართის 11.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობის
საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება 2023
წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება შემდეგნაირად:
№
შემოსულობების
საქართველოს აფხაზეთისა და მუნიციპალიტეტის
დასახელება
სახელმწიფო
აჭარის
ბიუჯეტები
ბიუჯეტი
ავტონომიური
რესპუბლიკების
რესპუბლიკური
ბიუჯეტები
განლაგებულია
მუნიციპალიტეტის
(გარდა
ავტონომიური
11.2 რესპუბლიკების
60
40
მუნიციპალიტეტებისა)
ტერიტორიაზე და არ
არის
მუნიციპალიტეტების
სარგებლობაში
2. ამ კოდექსის დანართის 40.8.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობის
საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება 2023
წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება შემდეგნაირად:
№
შემოსულობების
საქართველოს აფხაზეთისა და მუნიციპალიტეტის
დასახელება
სახელმწიფო
აჭარის
ბიუჯეტები
ბიუჯეტი
ავტონომიური
რესპუბლიკების
რესპუბლიკური
ბიუჯეტები
მუნიციპალიტეტების
40.8.2 (გარდა
ავტონომიური
25
75
რესპუბლიკების
მუნიციპალიტეტებისა)
ტერიტორიაზე
2. კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს
შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის:
ა) 11.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
განლაგებულია
მუნიციპალიტეტის (გარდა
ავტონომიური
11.2 რესპუბლიკების
50
50
მუნიციპალიტეტებისა)
ტერიტორიაზე და არ არის
მუნიციპალიტეტების
სარგებლობაში
ბ) 40.1.2.1 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
განლაგებულია
40.1.2.1 ავტონომიური
60
რესპუბლიკების
ტერიტორიაზე
გ) 40.1.2.3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
განლაგებულია
მუნიციპალიტეტების
60
(გარდა
ავტონომიური
რესპუბლიკების
მუნიციპალიტეტებისა და
„სახელმწიფო
ქონების
40.1.2.3 შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ
დასახლებათა
ტერიტორიულ საზღვრებში
არსებული
ტყის
პრივატიზებისა, რომლიდან
შემოსული თანხაც სრულად
ირიცხება
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში) ტერიტორიაზე
დ) 40.7.1.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუნიციპალიტეტების
40.7.1.2 (გარდა
ავტონომიური
40
რესპუბლიკების
მუნიციპალიტეტებისა)
ტერიტორიაზე
40
40
60
ე) 40.8.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუნიციპალიტეტების
40.8.2 (გარდა
ავტონომიური
10
რესპუბლიკების
მუნიციპალიტეტებისა)
ტერიტორიაზე
90
‘‘
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს 2023
წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული
პრინციპის (სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური
სახსრების შესაბამისობას ორგანული კანონით განსაზღვრულ თვითმმართველი ერთეულის
უფლებამოსილებებთან) შესრულება და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №678 დადგენილება - „დეცენტრალიზაციის 2020-2025
წლების სტრატეგიისა და დეცენტელიზაციის სტრატეგის განხორციელების 2020-2021
წლების სამოქმედო გეგმა“) განხორციელება, მუნიციპალიტეტების შემოსულობების
თანმიმდევრული ზრდისა და ძლიერი თვითმმართველობის ჩამოყალიბებისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
თვითმმართველი ერთეულის, ისე, როგორც ავტონომიური რესპუბლიკების
ტერიტორიაზე, სახელმწიფო ქონების განკარგვიდან მიღებული შემოსავლების განაწილების
საკითხებს ადგენს და აწესრიგებს საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის წილის ეტაპობრივად გასაზრდელად, ისე,
როგორც ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების წილის გასაზრდელად, აუცილებელია
ამავე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის
შემოსულობები მის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შესაბამისი მიწის
განკარგვიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს
სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების
მიხედვით“) ცხრილის 11.2, 40.1.2.3, 40.7.1.2 და 40.8.2 გრაფები ყალიბდება ახლებურად და
იცვლება ამავე გრაფებით გათვალისწინებული შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო
და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილების პროცენტულობა; ასევე,
ახლებურად ყალიბდება ცხრილის 40.1.2.1 გრაფა და
იცვლება ამავე გრაფით
გათვალისწინებული შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური
რესპუბლიკების ბიუჯეტებს შორის განაწილების პროცენტულობა. ასევე, კოდექსს
გარდამავალი დებულების ფორმით ემატება 1147 მუხლი (ზოგიერთი შემოსულობის
საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება
პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით 2024 წლამდე), რომელიც განსაზღვრავს 2023 წლიდან
2024 წლამდე სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტს შორის შესაბამისი შემოსულობების
გადანაწილების წესს და ადგენს ძირითადისგან განსხვავებულ ნორმებს; ძირითადი ნორმა კი
იქნება დეცენტრალიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნის შესაბამისი შედეგი,
რომელიც ასახული იქნება კანონის დანართის ცხრილის 11.2, 40.1.2.1, 40.1.2.3, 40.7.1.2 და 40.8.2
გრაფებში და რომელიც თავის მხრივ, ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან (ამავე კანონით
დადგენილი გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ; თუმცა, ზოგიერთ ნორმას:
40.1.2.1, 40.1.2.3 და 40.7.1.2 გარდამავალი პერიოდი არ ეხება და პირდაპირ 2024 წლიდან
ამოქმედდებიან).
სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა)
გადაცემიდან, კერძოდ, დღეს არსებული გადანაწილებიდან სახელმწიფო ბიუჯეტსა და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სასარგებლოდ
2023 წლიდან მოხდება 5 პროცენტული ერთეულით ზრდა და დღეს არსებული
გადანაწილების (65/35) ნაცვლად იქნება - 2023 წელს – 60/40, ხოლო, 2024 წლიდან მოხდება 10
პროცენტული ერთეულით ზრდა და იქნება – 50/50; ხოლო, სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან, დღეს არსებული
შემოსულობების გადანაწილებიდან სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტებს შორის, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სასარგებლოდ, სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის გაყიდვიდან 2023 წლიდან მოხდება შემოსულობის 10 პროცენტული
ერთეულით ზრდა და დღეს არსებული გადანაწილების (35/65) ნაცვლად იქნება 2023 წელს –
25/75, ხოლო, 2024 წლიდან მოხდება 15 პროცენტული ერთეულით ზრდა და იქნება – 10/90;
ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
გაყიდვიდან მოხდება მუნიციპალიტეტის შემოსულობის 10 პროცენტული ერთეულით ზრდა
და დღეს არსებული გადანაწილების (50/50) ნაცვლად 2024 წლიდან მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტების სასარგებლოდ იქნება – 40/60; ხოლო, შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობა და არასასოფლო მიწა მასზე
განთავსებული შენობა-ნაგებობით) გაყიდვიდან, კერძოდ დღეს არსებული გადანაწილებიდან
სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკებს და მუნიციპალიტეტებს შორის, ავტონომიური
რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სასარგებლოდ ძირითადი აქტივების
გაყიდვიდან (შენობა-ნაგებობა და არასასოფლო მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით)
2024 წლიდან განაწილდება 60/40-ზე პრინციპით, ნაცვლად 65/35-ისა (შესაბამისად, მოხდება
შემოსულობის 5 პროცენტული ერთეულით ზრდა ავტონომიური რესპუბლიკების
ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სასარგებლოდ).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31
დეკემბრის №678 დადგენილებით დამტკიცებულ დეცენტრალიზაციის 2020–2025 წლების
სტრატეგიასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების შესაბამის სამოქმედო
გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან,
საიდანაც ამოქმედდება ამავე კანონით დადგენილი შესაბამისი გარდამავალი პერიოდი,
რომელიც იმოქმედებს 2024 წლამდე (ამასთან, ზოგიერთი ნორმა პირდაპირ 2024 წლიდან
ამოქმედდება), ხოლო მისი დასრულებისთანავე (2024 წლიდან) მოქმედებას დაიწყებს
ძირითადი ნორმა. ამასთან, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის
უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს ექნება გავლენა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებზე,
ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, ეტაპობრივად
გაიზრდება მუნიციპალიტეტის/ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი (კანონპროექტით
გათვალისწინებული) შემოსულობები და ეტაპობრივადვე შემცირდება სახელმწიფოს
შესაბამისი (კანონპროექტით გათვალისწინებული) შემოსულობები.
წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში
(უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან (კოდექსის დანართის ცხრილის 11.2 გრაფა),
კერძოდ,
დღეს
არსებული
გადანაწილებიდან
სახელმწიფო
ბიუჯეტსა
და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სასარგებლოდ
2023 წლიდან მოხდება 5, ხოლო, 2024 წლიდან 10 პროცენტული ერთეულით ზრდა.
მაგალითად, შედარებისათვის გვექნება შემდეგი მონაცემები დღეს არსებული პროცენტული
გაანგარიშებით, რომელიც შეადგენს 65/35, საიდანაც 35% მიიმართება მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში, 2021 წლის ფაქტიური მონაცემით მუნიციპალიტეტში მიიმართა 1 499.3 ათასი
ლარი, 40%-ის (შემოსულობის 5 პროცენტული ერთეულით ზრდის) გათვალისწინებით
მიიმართებოდა 1 713.5 ათასი ლარი, ხოლო 2024 წელს, 50%-ის (შემოსულობის 10
პროცენტული ერთეულით ზრდის) შემთხვევაში - 2 141.9 ათასი ლარი (ზრდა 642.9 ათასი
ლარი); ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის გაყიდვიდან (კოდექსის დანართის ცხრილის 40.8.2 გრაფა), დღეს არსებული
გადანაწილებიდან სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის,
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სასარგებლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის გაყიდვიდან 2023 წლიდან მოხდება ზრდა და დღეს არსებული გადანაწილების - 35/65,
საიდანაც მუნიციპალიტეტების წილი 2021 წლის ფაქტიური მონაცემებით შეადგენდა 24
413.2 ათას ლარს, 25/75 (შემოსულობის 10 პროცენტული ერთეულით ზრდის) შემთხვევაში
იქნებოდა – 28 169.1 ათასი ლარი, ხოლო, 2024 წლიდან – 10/90 (შემოსულობის 15
პროცენტული ერთეულით ზრდის შემთხვევაში) – 33 802.9 ათასი ლარი (ზრდა 9 389.7 ათასი
ლარი);
ასევე,
სახელმწიფო
საკუთრებაში
არსებული
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის გაყიდვიდან (კოდექსის დანართის ცხრილის 40.7.1.2 გრაფა) მოხდება
მუნიციპალიტეტის შემოსულობის 10 პროცენტული ერთეულით ზრდა და დღეს არსებული
გადანაწილების - 50/50 (საიდანაც მუნიციპალიტეტების წილი 2021 წლის ფაქტიური
მონაცემით 23 046.6 ათას ლარს შეადგენდა) ნაცვლად, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების
სასარგებლოდ იქნება 2024 წელს – 40/60, 27 656 ათასი ლარი (ზრდა 4 609.4); ხოლო,
შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობა
და არასასოფლო მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით) გაყიდვიდან, კერძოდ დღეს
არსებული
გადანაწილებიდან
სახელმწიფოს,
ავტონომიურ
რესპუბლიკებს
და
მუნიციპალიტეტებს შორის, ავტონომიური რესპუბლიკების (კოდექსის დანართის ცხრილის
40.1.2.1 გრაფა) და მუნიციპალიტეტების (კოდექსის დანართის ცხრილის 40.1.2.3 გრაფა)
ბიუჯეტების სასარგებლოდ ძირითადი აქტივების გაყიდვიდან (შენობა-ნაგებობა და
არასასოფლო მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით) გაიზრდება 5 პროცენტული
ერთეულით და განაწილდება 60/40-ზე (საიდანაც ავტონომიური რესპუბლიკების წილი
(კოდი: 40.1.2.1) 2021 წლის ფაქტიური მონაცემის გათვალისწინებით იქნებოდა 619.4 ათასი
ლარი ნაცვლად 542 ათასი ლარისა; ამასთან, მუნიციპალიტეტების ნაწილში შემოსულობა
(კოდით: 40.1.2.3) 2021 წლის განმავლობაში არ ყოფილა, რის გამოც ფაქტიური მონაცემი
შესადარებლად არ არის წარმოდგენილი, თუმცა წარმოდგენილი ცვლილებით გადაიხედება
გადანაწილება და ნაცვლად 65/35 საიდანაც 35% მუნიციპალიტეტებში მიდის გაიზრდება 5
პროცენტული ერთეულით და განისაზღვრება 60/40.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ
ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების
შესაბამისი შემოსავლები, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე, კერძოდ,
დამატებით მობილიზებული თანხმები მიმართული იქნება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ
და სხვა პროექტებში, რაც მომავალში ეკონომიკური ეფექტის მატარებელი იქნება და
დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი. კანონპროექტით იცვლება სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და
მუნიციპალიტეტის
პროცენტულობა.
ბიუჯეტებს
შორის
შესაბამისი
შემოსულობების
გადანაწილების
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
პროექტი არ წარმოადგენს ბავშვის უფლებებზე პირდაპირ ორიენტირებულ
დოკუმენტს. თუმცა, მისი დამტკიცება და განხორციელება დადებით ზეგავლენას იქონიებს
ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, ვინაიდან, კანონპროექტი მუნიციპალიტეტების
ფინანსურ გაძლიერებას ემსახურება. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი კი, კანონმდებლობით
დადგენილი წესით და ფარგლებში წარმოადგენს ბავშვის უფლებათა სფეროში ჩართულ,
შესაბამისი კომპეტენციების მქონე ერთ-ერთ უწყებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხბებეს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.