„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016,
სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები
„ბ1) პროფესიული
მომსახურების გამწევი ბუღალტერი - ბუღალტერი, რომელიც
მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვისა ან/და ფინანსური
ანგარიშგების მომზადების მომსახურებას
და რეგისტრირებულია ბუღალტრების
სახელმწიფო რეესტრში;
„ბ2) საბუღალტრო ფირმა - საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან
სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომელიც
რეგისტრირებულია საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მომსახურების
დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის ან/და ფინანსური ანგარიშგების
მომზადების მომსახურებას;“;
ბ) ,,ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის
მიერ გამოყენებული პროცედურების აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი
გარიგებებისა და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან და ამ
კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ეთიკის წესების დაცვის, გამოყენებული
რესურსების ხარისხისა და რაოდენობის, აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების)
განხორციელებისათვის მიღებული ანაზღაურების მართლზომიერების და ხარისხის მართვის
სისტემის შეფასება;“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დასაქმებული ან პროფესიული
მომსახურების გამწევი ბუღალტრის მეშვეობით, აგრეთვე საბუღალტრო ან აუდიტორული
ფირმის მიერ მომსახურების გაწევით.“.
3.
მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პროფესიული ორგანიზაციების წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების
ეთიკის კოდექსისა (IESBA code) და ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების
შესრულებას.“.
4. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეესტრი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო
ფირმების სახელმწიფო რეესტრები“
5.
მე-12 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. აუდიტორების/აუდიტორული ფირმების რეესტრის წარმოება და
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“;
ბ) მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები;“;
გ) მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები;“.
6. მე-13 მუხლის შემდგომ დაემატოს 131 მუხლი:
„მუხლი 131. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო
ფირმების სახელმწიფო რეესტრების წარმოება და განგრძობითი განათლება
1. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების
რეესტრების ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მის სტრუქტურას, ფორმას, მასში
ასახული ინფორმაციის ნუსხას, მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესსა და მართვის
დელეგირების წესს განსაზღვრავს სამსახური.
2. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრისა და საბუღალტრო ფირმისთვის
განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს ადგენს სამსახური თავის მიერ დადგენილი
წესით.“.
7. მე-14 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი წესით
განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა
შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული
ვალდებულებების
შესრულებასთან
დაკავშირებული
აუდიტორული
მომსახურების
განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა სდპების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისათვის მოთხოვნილი, ამ მუხლის
მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი,
სამსახურის მიერ დადგენილი წესით.“.
8. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„3. სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების/ჯგუფების ფინანსური
ანგარიშგების აუდიტი ტარდება ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის, თუ საქართველოს
კანონმდებლობით
სხვა
რამ
არ
არის
დადგენილი.
სამსახური
მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ადგენს სდპ-ის
შესაბამის
აუდიტის
პროცესისა და პროცედურების მიმართ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა,
საქმიანობის/დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც
დამატებით ექვემდებარება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს.“.
9. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მოქმედება ასევე ვრცელდება ხარისხის მართვის
სისტემის
მონიტორინგის განმახორციელებელ პირზე მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების
განხორციელებისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.“.
10. მე-19 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის
მართვის
სისტემის
სათანადო
პოლიტიკა
და
პროცედურები
ხარისხის
მართვის
საერთაშორისო სტანდარტების (ISQM) შესაბამისად.
2. ხარისხის
მართვის საერთაშორისო სტანდარტები არის აუდიტისა და
მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე
ორგანოს მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის მართვის
სისტემის შესახებ, რომლებიც ატარებენ აუდიტს და ახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების
მიმოხილვას, აგრეთვე სხვა მარწმუნებელ გარიგებას და დაკავშირებულ მომსახურებას.“;
ბ) მე-6 - მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს
და წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის
მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს ადგენს სამსახური.
7. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს
ახორციელებს სამსახური. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის
მონიტორინგი რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე განახორციელოს. ამასთანავე,
სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი წარმოდგენილი
განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე განახორციელოს. ხარისხის მართვის სისტემის
მონიტორინგი
აუდიტორის/აუდიტორული
ფირმის
საქმიანობის
მოცულობისა
და
სირთულის ადეკვატური უნდა იყოს.
71. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის
ეფექტიანად განხორციელების მიზნით პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან
გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული
ფორმით). ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია განისაზღვრება
სამსახურის მიერ დადგენილი წესით.
8. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის მართვის სისტემის
მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებას სამსახური განიხილავს
მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სამსახური ვალდებულია ამ მოთხოვნის
დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა დაიწყოს
ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.
9. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა, უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 6 წელიწადში ერთხელ
აუდიტორებისათვის/აუდიტორული ფირმებისათვის და არაუმეტეს 3 წელიწადში ერთხელ იმ
აუდიტორებისათვის/აუდიტორული ფირმებისათვის, რომლებიც სდპ-ების და პირველი
კატეგორიის საწარმოების აუდიტს ატარებენ.
10. ის აუდიტორული ფირმა, რომელიც აპირებს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური
ანგარიშგების აუდიტი, ამასთანავე, გავლილი აქვს ხარისხის მართვის სისტემის
მონიტორინგი, მაგრამ არ აქვს ჩატარებული სდპ-ის აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული
მომსახურების
განხორციელების
შესახებ
ხელშეკრულების
გაფორმებამდე
მიმართოს
სამსახურს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.
სამსახური
ხარისხის
მართვის
სისტემის
მონიტორინგის
განხორციელების
შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურისათვის მიმართვის
ფორმას ადგენს სამსახური.
11. სამსახური აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის
მონიტორინგს ახორციელებს ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც საქმიანობის დაწყებამდე
სულ მცირე ბოლო უწყვეტი 1 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია აუდიტორული
საქმიანობა, აუდიტორულ ფირმაში არ ჰქონია ხმის უფლება, დასაქმებული არ ყოფილა
აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან საზედამხედველო ორგანოს წევრად და
არც
სხვაგვარად
ყოფილა
აუდიტორულ
ფირმასთან
დაკავშირებული,
არ
არის
დაინტერესებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგებით და აკმაყოფილებს
სამსახურის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
12. პირს ეკრძალება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელება, თუ
იგი იყო იმ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის პარტნიორი/აქციონერი, გარიგების
პარტნიორი, დასაქმებული ან მასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირი, რომლის ხარისხის
მართვის სისტემის მონიტორინგიც ხორციელდება, ამ ურთიერთობის დასრულებიდან 3 წლის
განმავლობაში.
13. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებისას სამსახური
უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და
დამხმარე პერსონალი.
14. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგთან დაკავშირებით სამსახურის მიერ
მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღებიდან 1 თვის ვადაში სამსახური წარადგენს
წინასწარ შედეგებს. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის საბოლოო შედეგები აისახება
სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით მომზადებულ ხარისხის მართვის სისტემის
მონიტორინგის ანგარიშში. სამსახური განიხილავს მონიტორინგის
გადაწყვეტილებას
აუდიტორისათვის/აუდიტორული
ფირმისათვის
ანგარიშს და იღებს
ან/და
გარიგების
პარტნიორისათვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენის ან/და დაკმაყოფილების ან/და
მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის
ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილება
შესაძლებელია გასაჩივრდეს საბჭოსა და სასამართლოში.
15. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, გარიგების პარტნიორი, აუდიტორულ ფირმაში
დასაქმებული
სერტიფიცირებული
ბუღალტერი
უფლებამოსილია
პირადად
ან/და
წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ შედგენილი ხარისხის
მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის განხილვაში და წარადგინოს ახსნა-განმარტება.
16. თუ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები დამაკმაყოფილებელი
არ არის და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ან/და გარიგების პარტნიორი სამსახურის მიერ
განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს სამსახურის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს,
სამსახური
ვალდებულია ასეთი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ ან/და
კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე – შესაბამისი გარიგების პარტნიორის მიმართ
გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები ამ კანონით დადგენილი წესით.
17. აუდიტორის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი
დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა აუდიტორს ეკისრება. აუდიტორული ფირმის ხარისხის
მართვის
სისტემის
მონიტორინგის
შედეგად
გამოვლენილი
დარღვევებისთვის
პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და კონკრეტულ აუდიტორულ
დასკვნაზე − შესაბამის გარიგების პარტნიორს.“;
გ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები საჯაროა. ისინი შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში.“.
11. მე-20 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრას,
წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის
მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურების დადგენას;
ე) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის
მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებას;“;
ბ) მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშავებს და ამტკიცებს სამართლებრივ
აქტებს;“.
12. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამსახურის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
სფეროების შესახებ, ასევე ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მიზნებიდან
გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა;“.
13. 24-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გამომდინარე
მიღებულ
„მუხლი
24.
პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული
ფირმისთვის/გარიგების
პარტნიორისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის V თავით გათვალისწინებულ აუდიტორულ მომსახურებასთან
დაკავშირებული მოთხოვნების (მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, ამ
კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესების, ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული
ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ მართვის მონიტორინგის
განხორციელებასთან
დაკავშირებული
მოთხოვნების)
დარღვევა
გამოიწვევს
აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას
500-დან 5 000 ლარამდე ან/და რეესტრიდან ამოღებას.“.
14.
28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე და 23-ე პუნქტები:
„22. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული მომსახურების
ფარგლებში ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას
ვალდებულია დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა.
23. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული მომსახურების
ფარგლებში
იწყებს
ბუღალტრული
აღრიცხვის
განხორციელებას
ან/და
ფინანსური
ანგარიშგების მომზადებას 2023 წლის 1 ივლისის შემდგომ, ვალდებულია დარეგისტრირდეს
შესაბამის რეესტრში, საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში.“.
მუხლი 2.
1.
სამსახური ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ
სამართლებრივ აქტებს გამოსცემს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5
პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება სდპ-ებსა და ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-7
პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან მიმართებაში აუდიტორულ ფირმებს უნარჩუნდებათ
ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.
მუხლი 3.
1.
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-7 - მე-10 პუნქტების, მე11
პუნქტის
,,ა“
ქვეპუნქტისა
და
მე-13
პუნქტის
„ბ“
ქვეპუნქტისა,
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტი,
მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-7 - მე-10 პუნქტები, მე-11 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და
მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 15 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, ამ კანონის მიზნებისთვის, ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში სამსახური)
მიმართ
ანგარიშვალდებულ
პირებს
წარმოადგენენ
სერტიფიცირებული
ბუღალტერი, იურიდიული პირი, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურებას
ახორციელებს და რომლის სახელით მოქმედებს სერტიფიცირებული ბუღალტერი, ასევე
აუდიტორი და აუდიტორული (აუდიტური) ფირმა. ხოლო, ბუღალტრები, რომლებიც არ
წარმოადგენენ
ახორციელებენ
სერტიფიცირებულ ბუღალტრებს,
ბუღალტრულ მომსახურებას და
სერტიფიცირებული
ბუღალტრები,
აუდიტორებს
იურიდიულ პირებს, რომელიც
რომელთა სახელით მოქმედებენ
და
აუდიტორულ
ფირმებს,
არ
წარმოადგენენ ანგარიშვალდებულ პირებს, შესაბამისად, არ ექვემდებარებიან ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (შემდგომ AML/CFT) დაკავშირებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და რჩებიან ზედამხედველობის
მიღმა. აღნიშნული აფერხებს სექტორთან დაკავშირებული რისკების ეფექტურ მართვას,
ამასთან, შეუსაბამობაშია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (შემდგომ - FATF) და
ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციებთან.
FATF-ის რეკომენდაციებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ
მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი - Moneyval
(შემდგომში - Moneyval). მეხუთე რაუნდის შეფასების ფარგლებში Moneyval-მა საქართველოში
არსებული მდგომარეობის ერთ-ერთ ნაკლოვანებად გამოავლინა AML/CFT რეგულირებისა და
ზედამხედველობის არარსებობა არასერტიფიცირებული ბუღალტრებისთვის.
მეხუთე რაუნდის შეფასების ფარგლებში, სამსახურთან მიმართებით გამოვლენილ
ნაკლოვანებას წარმოადგენს ნათელი საზედამხედველო ჩარჩოს არარსებობა ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
სამსახურს
მიეცა
რეკომენდაცია
გააუმჯობესოს
რისკზე
დაფუძნებული
მიდგომით
ზედამხედველობა, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების რისკებზე.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, რომ სამსახური წარმოადგენს
საზედამხედველო რგოლს ანგარიშვალდებული პირებისათვის, პირდაპირი სამართლებრივი
საფუძველი არ არსებობს ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე სამართლებრივი
აქტების შემუშავებისა და დამტკიცების. შესაბამისად, მიზანშეწონილია უფლებამოსილება
მიეცეს სამსახურს, უზრუნველყოს აღნიშნული მიმართულებით სამართლებრივი აქტების
დამტკიცება.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა
ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის კონტროლის სისტემის სათანადო პოლიტიკა და
პროცედურები, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC) შესაბამისად.
ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო
სტანდარტები (ISQC) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო
საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული სტანდარტები და
მითითებები იმ პირთა ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, რომლებიც ატარებენ
აუდიტს
და
ახორციელებენ
ფინანსური
ანგარიშგების
მიმოხილვას,
აგრეთვე
სხვა
მარწმუნებელ გარიგებას და დაკავშირებულ მომსახურებას.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი (ISQC)
ჩაანაცვლა, ასევე საერთაშორისო, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტმა (ISQM).
შესაბამისად, ახალი სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებისა და ტერმინოლოგიური
თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობაში უზუსტობების თავიდან არიდების
მიზნით, აუცილებელია განხორციელდეს საკანონმდებლო დონეზე ტერმინოლოგიური
ცვლილება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
AML/CFT რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აუცილებელია ბუღალტრები,
რომლებიც არ წარმოადგენენ სერტიფიცირებულ ბუღალტრებს, იურიდიულ პირებს,
რომელიც ახორციელებენ ბუღალტრულ მომსახურებას და რომელთა სახელით მოქმედებენ
სერტიფიცირებული ბუღალტრები, აუდიტორებს, აუდიტორულ ფირმებს, განისაზღვრონ
ანგარიშვალდებულ პირებად და დაექვემდებარონ შესაბამის რეგულირებასა და
ზედამხედველობას.
ბუღალტრული
აღრიცხვის,
ანგარიშგებისა
და
აუდიტის
ზედამხედველობის
სამსახურის მიერ ჯანსაღი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნისა და ანგარიშვალდებული პირების
მიმართ რისკზე დაფუძნებული მიდგომით ზედამხედველობის გაუმჯობესებისთვის, რაც
ასევე უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების
შემცირებას, აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურს ჰქონდეს უფლებამოსილება გამოსცეს სამართლებრივი აქტები,
რაც უზრუნველყოფს ზედამხედველობის გაუმჯობესებას და ანგარიშვალდებული პირების
ცნობიერების ამაღლებას.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიღების გარეშე, არ იქნება
შესაძლებელი
საქართველოს
კანონმდებლობა
შესაბამისობაში
მოვიდეს
FATF-ის
რეკომენდაციებთან. ასევე, მოცემული ცვლილების გარეშე ვერ განხორციელდება Moneyval-ის
მიერ იდენტიფიცირებული ნაკლოვანების გამოსწორება.
ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) ჩაანაცვლა, ასევე საერთაშორისო,
ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტმა (ISQM), აუცილებელია სათანადო
ცვლილებების ასახვა კანონში.
ა.ბ.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, გარდა კანონის ამ დროისთვის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ანგარიშვალდებული
პროფესიული
პირის
მიმართ
არსებული
მოთხოვნები
გავრცელდება
ასევე
მომსახურების გამწევ ბუღალტერზე, საბუღალტრო ფირმაზე, რაც ხელს
შეუწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (ML/TF) რისკების მართვას.
ასევე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის უფროსი იქნება უფლებამოსილი, გამოსცეს „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მიზნებიდან გამომდინარე სამართლებრივი აქტები.
ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ISQC-ის ნაცვლად, სამოქმედო
სტანდარტად შემოღებულ იქნება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი (ISQM).
ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიღებით პროფესიული
მომსახურების გამწევი ბუღალტერზე,
საბუღალტრო ფირმაზე გავრცელდება ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული
AML/CFT მოთხოვნები, რა მიზნითაც ცვლილება შედის „ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში
და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში. ცვლილების შედეგად ფართოვდება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის
ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირთა წრე „ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მასში მოექცევა პროფესიული მომსახურების გამწევი
ბუღალტერი და საბუღალტრო ფირმა.
კანონპროექტის ფარგლებში კანონის მე-2 მუხლს ემატება ბ1 და ბ2 პუნქტები, რითაც
ხდება პროფესიული
მომსახურების გამწევი ბუღალტერისა და საბუღალტრო ფირმის
ტერმინთა განმარტება. ცვლილება ემსახურება იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომელიც
მნიშვნელოვანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობის
მიზნებიდან გამომდინარე, FATF-ის რეკომენდაციებთან და ევროკავშირის დირექტივებთან
შესაბამისობისთვის.
კანონპროექტი ითვალისწინებს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ჩამოყალიბებას ახალი
რედაქციით და ნაცვლად „სხვა კვალიფიციური ფიზიკური პირის/იურიდიული პირისა“,
ითვალისწინებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას პროფესიული მომსახურების გამწევი
ბუღალტრისა და საბუღალტრო ფირმის მეშვეობითაც.
კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-13 მუხლის შემდგომ ემატება 131 მუხლი,
რომლის
თანახმადაც,
ბუღალტრებისა და
სამსახური
ადგენს
პროფესიული
მომსახურების
გამწევი
საბუღალტრო ფირმების რეესტრების ელექტრონული ფორმით
წარმოების წესს, მის სტრუქტურას, ფორმას, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხას,
მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესსა და მართვის დელეგირების წესს.
ასევე, ცვლილებით შესაძლებელი გახდება სამსახურის მიერ დადგენილი წესით
პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების რეესტრის
წარმოება, შედეგად მოხდება ბუღალტრული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა
იდენტიფიკაცია, რაც წარმოადგენს AML/CFT ზედამხედველობის წინაპირობას.
კანონპროექტის მიხედვით კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტი სამსახურს ანიჭებს
უფლებამოსილებას პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრისა და საბუღალტრო
ფირმისთვის განგრძობითი განათლების მიმართ დაადგინოს მოთხოვნები, თავის მიერ
დადგენილი წესით, იმ მიზნით, რომ ანგარიშვალდებულმა პირმა შეძლოს კვალიფიციური და
განახლებული ინფორმაციის მიღება, რაც ემსახურება ანგარიშვალდებული პირების მიერ
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ - შესაბამისობის კონტროლის სისტემის
ფარგლებში
თანამშრომლებისთვის
დადგენილი
განგრძობითი
განათლების
უზრუნველყოფის ვალდებულების ეფექტურ შესრულებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 24-ე მუხლის სათაურში „პირის“ დამატებას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა, რადგან მუხლის
შინაარსი
მოიცავს
როგორც
აუდიტორისთვის/აუდიტორული
ფირმისთვის/გარიგების
პარტნიორისთვის, ასევე პირისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობას.
კანონპროექტით გათვალისწინებულ კანონის 28-ე მუხლში მოცემულია გარდამავალი
ნორმები რეესტრში გაწევრიანების ვალდებულებაზე იმ ფიზიკური თუ იურიდიული
პირებისთვის,
რომლებიც
პროფესიული
მომსახურების
ფარგლებში
ახორციელებენ
/განახორციელებენ ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებენ ფინანსურ ანგარიშგებას.
მუხლი ემსახურება ანგარიშვალდებული პირებისათვის გარკვეული დროის მიცემას,
დაკისრებული ვალდებულების განსახორციელებლად.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირის მიმართ
არსებული მოთხოვნების
შესრულების
მიზნით,
სამსახურის
მიერ
კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მიღებისთვის, კანონის მე-20 მუხლში განისაზღვრება
შესაბამისი საფუძველი.
იმისათვის, რომ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ISQC-ის ნაცვლად,
სამოქმედოდ სტანდარტად ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი (ISQM) იქნას
შემოღებული, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის კანონის მთელ
რედაქციასთან მიმართებაში აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.
საყურადღებოა, რომ პროექტის გარდამავალი დებულების თანახმად, დღეის მდგომარეობით
მინიჭებული სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება
აუდიტორულ ფირმებს შეუნარჩუნდებათ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის
შედეგების გამოვლენამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის რიგი ნორმები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია მათი დროული ამოქმედება, ხოლო რიგი ნორმები - 2022 წლის 15
დეკემბრიდან, ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სტანდარტი მსოფლიო
მასშტაბით ამოქმედდება 2022 წლის 15 დეკემბრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია
ჰქონდეს საკუთარი ხარისხის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები ხარისხის
კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული საერთაშორისო
სტანდარტების და მათში განხორციელებული ცვლილებების
სამოქმედოდ შემოღების
ფუნქცია აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურს. თუმცა, ამავე კანონის მიხედვით, აუდიტორული ფირმები უფლებამოსილნი არიან
სამსახურის მიერ სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებამდე გამოიყენონ ამ სტანდარტების
მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია. საერთაშორისო სტანდარტის ახალი რედაქცია
(ISQM) უკვე ცნობილია აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი პირებისთვის,
ეტაპობრივად მიმდინარეობს აღნიშნულ მოთხოვნებზე გადასვლა და დანერგვა. აღნიშნული
სტანდარტები მსოფლიო მასშტაბით ამოქმედდება 2022 წლის 15 დეკემბრიდან. ამდენად,
სავალდებულოა სტანდარტთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური ცვლილებები შესაბამის
კანონში განხორციელდეს ამავე თარიღიდან.
ამასთან, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის
მიმართულებით სამსახურისათვის ბრძანებების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭების
საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების გამოცემის პროცესები გაჩერებულია და სახელმწიფოს ერთმევა
შესაძლებლობა შექმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო.
ამდენად,
სახელმწიფოს
ეზღუდება
სამსახურისადმი
ანგარიშვალდებულ
პირებზე
ზედამხედველობის საშუალება - რეესტრის წარმოების, მონიტორინგის და დაქვემდებარებულ
პირთათვის განგრძობითი განათლების უზრუნველყოფის მეშვეობით. თითოეული ფუნქციის
დაყოვნება აფერხებს და რისკს უქმნის შესაძლო დანაშაულების ეფექტურ პრევენციას.
აღნიშნული საკითხების გადაჭრა წარმოადგენს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ
ექსპერტთა კომიტეტის - Moneyval-ის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში გამოვლენილი
ნაკლოვანებების
აღმოფხვრის,
ფინანსური
ქმედების
სპეციალური
ჯგუფის-FATF-ის
რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიღწევისკენ და ევროკავშირში წევრობის განაცხადზე
ევროკომისიის მოხსენებითი ბარათით გათვალისწინებული 12 პუნქტიდან ერთ-ერთი
პუნქტის შესრულებისკენ (ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება)
გადადგმულ ფუნდამენტურ ნაბიჯს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია წარმოდგენილი
კანონპროექტები საქართველოს პარლამენტში განხილული იქნას დაჩქარებული წესით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყარო როგორც
კანონპროექტის ამოქმედების წელს, ისე შემდგომი 3 წლისთვის იქნება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტი. ხარჯები დაფინანსდება წლიური საბიუჯეტო კანონით
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის
გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის ფულის გათეთრების ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნის შედეგად
დასაქმებული პირების მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თვალსაზრისით.
აღნიშნული გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ფაქტობრივად დასაქმებულ პირთა
რიცხოვნობაზე და შრომის ანაზღაურებაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ცვლილების
შედეგად
სამსახურის
უფლებამოსილება
ფართოვდება.
კერძოდ,
ფართოვდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირთა წრე „ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მასში მოექცევა პროფესიული მომსახურების გამწევი
ბუღალტრები,
საბუღალტრო
განსახორციელებლად
ფირმები.
კანონპროექტით
ბუღალტრული
აღრიცხვის,
განსაზღვრული
ანგარიშგებისა
და
ფუნქციების
აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურში 2023 წლიდან გათვალისწინებულია 5 თანამშრომლისგან
შემდგარი
პირველადი
სტრუქტურული
ერთეულის
ზედამხედველობის
დეპარტამენტის
შექმნა,
რომლის
თანამშრომელთა
შრომის
ანაზღაურების
ფულის
გათეთრების
ფუნქციონირებისათვის,
უზრუნველსაყოფად
გათვალისწინებულია
წლიურად დაახლოებით 205 000 ლარი (რაც, მათ შორის, ფარავს თანამშრომელთა საქმიანობას,
რომლებიც ჩართული იქნებიან რეესტრის წარმოებაში). ადმინისტრაციული ხარჯების
უზრუნველსაყოფად ერთჯერადი ხარჯის სახით (პირველ წელს), გათვალისწინებულია
დამატებით დაახლოებით 25 000 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი,
ფინანსური
შედეგის
თვალსაზრისით,
გავლენას
მოახდენს
ანგარიშვალდებულ პირებზე, რომლებსაც, AML/CFT კანონმდებლობასთან შესაბამისობის
უზრუნველყოფის მიზნით, მოუწევთ გარკვეული ფინანსური და ადამიანური რესურსების
გამოყენება. კერძოდ, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მათ დაეკისრებათ ვალდებულება:
დანერგონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და
მართვის ეფექტიანი სისტემა; შეაფასონ კლიენტთან დაკავშირებული AML/CFT რისკები და
გამოვლენილი
რისკების
შესაბამისად
განახორციელონ
პრევენციული
ღონისძიებები:
კლიენტის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი
ვერიფიკაცია; ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და სანდო წყაროზე დაყრდნობით
მისი ვერიფიკაცია; საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა;
საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი. ამასთან, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა
მოახდინოს
კლიენტებისა
და
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
პირების
პოლიტიკურად აქტიურ და სანქციადაკისრებულ პირთა სიებში გადამოწმება.
აღსანიშნავია, რომ კანონი ავალდებულებს ანგარიშვალდებულ პირს, AML/CFT
კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დანერგოს შიდა
კონტროლის პოლიტიკა, წესები, სისტემები და მექანიზმები. კანონი ანგარიშვალდებულ პირს
აკისრებს ვალდებულებას, დაამტკიცოს შიდა ინსტრუქცია, რომლითაც, სხვა საკითხებთან
ერთად, უნდა განისაზღვროს შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის
პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა
უფლებები
და
მოვალეობები;
თანამშრომელთა
შერჩევის
წესები;
თანამშრომელთა
განგრძობითი სწავლების პროგრამა და დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქცია.
აღსანიშნავია, რომ სამსახურის მიერ წარმოებული პროფესიული მომსახურების გამწევი
ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების რეესტრებში რეგისტრაციის ვალდებულებიდან
არ გამომდინარეობს ანგარიშვალდებული პირებისთვის დამატებით ხარჯები (რეესტრში
რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული რაიმე საფასურის გადახდასთან), გარდა საკუთარ
საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენისთვის აუცილებელი ხარჯებისა.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
შეიძლება
დავასკვნათ,
რომ
AML/CFT
კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა პროფესიული მომსახურების გამწევ
ბუღალტრებსა და საბუღალტრო ფირმებზე იქონიებს ფინანსურ ეფექტს, რაც ძირითადად
დაკავშირებული
იქნება
ანგარიშვალდებული
პირისთვის/ანგარიშვალდებული
პირის
თანამშრომელთათვის განგრძობითი განათლების უზრუნველყოფასთან, აგრეთვე, შესაბამისი
ელექტრონული სისტემების დანერგვასთან (თუმცა აღნიშნული ყოველ ანგარიშვალდებულ
პირს თავისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულად მოეთხოვება). თუ
რა ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს ყოველივე ზემოაღნიშნული, დამოკიდებული იქნება
მრავალ განსხვავებულ ფაქტორზე, მათ შორის, საქმიანობის მასშტაბსა და მოცულობაზე.
გარდა
განსაზღვრული
ზემოხსენებულისა,
ფუნქციების
იმის
გათვალისწინებით,
განსახორციელებლად
რომ
კანონპროექტით
ბუღალტრული
აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში გათვალისწინებულია ფულის
გათეთრების ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნა, კანონპროექტი სათანადო ფინანსურ
გავლენას იქონიებს აღნიშნულ დეპარტამენტში მომავალში დასაქმებულ თანამშრომელთა
შემოსავლებზე.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ბიუჯეტში
ან
და
სხვა
სახის
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების / შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.