„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.დ) სერტიფიცირებული ბუღალტერი,
ბუღალტერი, საბუღალტრო ფირმა;“.
პროფესიული
მომსახურების
გამწევი
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
შემუშავება
განპირობებულია
„ბუღალტრული
აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით. “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, ამ კანონის
მიზნებისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის (შემდგომში - სამსახური) მიმართ ანგარიშვალდებულ პირებს წარმოადგენენ
სერტიფიცირებული ბუღალტერი, იურიდიული პირი, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის
მომსახურებას ახორციელებს და რომლის სახელით მოქმედებს სერტიფიცირებული
ბუღალტერი, ასევე აუდიტორი და აუდიტორული (აუდიტური) ფირმა. ხოლო, ბუღალტრები,
რომლებიც არ განეკუთვნებიან ზემოაღნიშნულ კატეგორიას, არ წარმოადგენენ
ანგარიშვალდებულ პირებს, არ ექვემდებარებიან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (შემდგომ - AML/CFT) დაკავშირებულ
სამართლებრივ მოთხოვნებს და შესაბამისად რჩებიან ზედამხედველობის მიღმა. აღნიშნული
აფერხებს სექტორთან დაკავშირებული რისკების ეფექტურ მართვას, ამასთან, შეუსაბამობაშია
ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (შემდგომ - FATF) და ევროკავშირის ექსპერტების
რეკომენდაციებთან.
FATF-ის რეკომენდაციებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ
მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი - Moneyval. მეხუთე
რაუნდის შეფასების ფარგლებში Moneyval-მა საქართველოში არსებული რეჟიმის ერთ-ერთ
ნაკლოვანებად გამოავლინა AML/CFT რეგულირებისა და ზედამხედველობის არარსებობა
არასერტიფიცირებული ბუღალტრების მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღმოიფხვრას
აღნიშნული ნაკლოვანებები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
AML/CFT რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აუცილებელია, ბუღალტრები,
რომლებიც არ წარმოადგენენ სერტიფიცირებულ ბუღალტრებს, იურიდიულ პირებს,
რომელიც ახორციელებენ ბუღალტრულ მომსახურებას და რომელთა სახელით მოქმედებენ
სერტიფიცირებული ბუღალტრები, აუდიტორებს, აუდიტორულ ფირმებს, განისაზღვრონ
ანგარიშვალდებულ
ზედამხედველობას.
პირებად
და
დაექვემდებარონ
შესაბამის
რეგულირებასა
და
ა.ბ.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, გარდა კანონის ამ დროისთვის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნები გავრცელდება პროფესიული
მომსახურების გამწევ ბუღალტერზე და საბუღალტრო ფირმაზე, რაც ხელს შეუწყობს ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (ML/TF) რისკების მართვას.
ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიღებით გაიზრდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან
გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობას
დაქვემდებარებულ პირთა წრე და პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტერზე და
საბუღალტრო ფირმაზე გავრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედების
თარიღი დაკავშირებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული
შესაბამისი
ნორმების
ამოქმედებასთან.
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი
კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე
დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ
კანონპროექტს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყარო როგორც
კანონპროექტის ამოქმედების წელს, ისე შემდგომი 3 წლისთვის იქნება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტი. ხარჯები დაფინანსდება წლიური საბიუჯეტო კანონით
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის
გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის ფულის გათეთრების ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნის შედეგად
დასაქმებული პირების მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თვალსაზრისით.
აღნიშნული გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ფაქტობრივად დასაქმებულ პირთა
რიცხოვნობაზე და შრომის ანაზღაურებაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ცვლილების შედეგად ფართოვდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის
ზედამხედველობის
სამსახურის
ზედამხედველობას
დაქვემდებარებულ
ანგარიშვალდებულ პირთა წრე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მასში
მოექცევა პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრები და საბუღალტრო ფირმები.
კანონპროექტით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში 2023 წლიდან
გათვალისწინებულია 5 თანამშრომლისგან შემდგარი პირველადი სტრუქტურული
ერთეულის - ფულის გათეთრების ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის
ფუნქციონირებისათვის, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების
უზრუნველსაყოფად
გათვალისწინებულია დაახლოებით 205 000 ლარი (რაც, მათ შორის, ფარავს თანამშრომელთა
საქმიანობას, რომლებიც ჩართული იქნებიან რეესტრის წარმოებაში). ადმინისტრაციული
ხარჯების
უზრუნველსაყოფად
ერთჯერადი
ხარჯის
სახით
(პირველ
წელს)გათვალისწინებულია დამატებით დაახლოებით 25 000 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი, ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, გავლენას მოახდენს პროფესიული
მომსახურების გამწევ ბუღალტერზე, საბუღალტრო ფირმაზე, რომლებსაც, AML/CFT
კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მოუწევთ გარკვეული
ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენება. კერძოდ, „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მიხედვით, მათ დაეკისრებათ ვალდებულება: დანერგონ ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის ეფექტიანი სისტემა; შეაფასონ
კლიენტთან დაკავშირებული AML/CFT რისკები და გამოვლენილი რისკების შესაბამისად
განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები: კლიენტის იდენტიფიკაცია და სანდო და
დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია; ბენეფიციარი მესაკუთრის
იდენტიფიკაცია და სანდო წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია; საქმიანი
ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა; საქმიანი ურთიერთობის
მონიტორინგი. ამასთან, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოახდინოს კლიენტებისა და
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
პირების პოლიტიკურად
აქტიურ
და
სანქციადაკისრებულ პირთა სიებში გადამოწმება.
აღსანიშნავია, რომ კანონი ავალდებულებს ანგარიშვალდებულ პირს, ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მარეგულირებელი კანონმდებლობის
მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დანერგოს შიდა კონტროლის პოლიტიკა,
წესები, სისტემები და მექანიზმები. ამ მიზნით, კანონი ანგარიშვალდებულ პირს აკისრებს
ვალდებულებას, დაამტკიცოს შიდა ინსტრუქცია, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად,
უნდა განისაზღვროს შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის
პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა
უფლებები და მოვალეობები; თანამშრომელთა შერჩევის წესები; თანამშრომელთა
განგრძობითი სწავლების პროგრამა და დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქცია.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
შეიძლება
დავასკვნათ,
რომ
AML/CFT
კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა პროფესიული მომსახურების გამწევ
ბუღალტერსა და საბუღალტრო ფირმაზე იქონიებს ფინანსურ გავლენას, რაც ძირითადად
დაკავშირებული იქნება შესაბამისობის უზრუნველყოფით დაკავებული თანამშრომლ(ებ)ის
შრომის ანაზღაურებასთან, აგრეთვე, შესაბამისი ელექტრონული სისტემების დანერგვასთან.
თუ რა ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერისა
და საბუღალტრო ფირმისათვის ყოველივე ზემოაღნიშნული დამოკიდებული იქნება მრავალ
განსხვავებულ ფაქტორზე, მათ შორის, საქმიანობის მასშტაბსა და მოცულობაზე.
გარდა
ზემოხსენებულისა,
იმის
გათვალისწინებით,
რომ
კანონპროექტით
განსაზღვრული
ფუნქციების
განსახორციელებლად
ბუღალტრული
აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში გათვალისწინებულია ფულის
გათეთრების ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნა, კანონპროექტი სათანადო ფინანსურ
გავლენას იქონიებს აღნიშნულ დეპარტამენტში მომავალში დასაქმებულ თანამშრომელთა
შემოსავლებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების / შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.