„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/217/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 220050000.05.001.018461) შეტანილ იქნეს ცვლილება და 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოსთვის გარე აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.“. მუხლი 2. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომელიც მინიჭებულია შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგად, აუდიტორულ ფირმას უნარჩუნდება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 15 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით. დღეს მოქმედი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის კონტროლის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC) შესაბამისად. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ISQC) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, რომლებიც ატარებენ აუდიტს და ახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვას, აგრეთვე სხვა მარწმუნებელ გარიგებას და დაკავშირებულ მომსახურებას. აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) ჩაანაცვლა, ასევე საერთაშორისო სტანდარტმა - ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი (ISQM). შესაბამისად, ახალი სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებისა და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობაში უზუსტობების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია განხორციელდეს საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი ცვლილება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული ცვლილების მიღების გარეშე არ იქნება შესაძლებელი საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს ახალ საერთაშორისო სტანდარტებთან. ა.ბ.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის შესაბამისად „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გარე აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება ექნება აუდიტორულ ფირმას, რომელსაც გავლილი აქვს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი. ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი: იმისათვის, რომ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტის ISQC-ის ნაცვლად, სამოქმედო სტანდარტად ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტი (ISQM) იქნას განსაზღვრული, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში ზუსტდება, რომ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის გარე აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი. ამასთანავე, განისაზღვრება გარდამავალი დებულება, რომლის შესაბამისად დღეის მდგომარეობით ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ISQC სტანდარტის ფარგლებში მინიჭებული დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება, აუდიტორულ ფირმებს შეუნარჩუნდებათ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის 15 დეკემბრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედების თარიღი დაკავშირებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედებასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი, ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, გავლენას ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ პირებზე. არ მოახდენს ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების / შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.