„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/219/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში ან/და ამ მუხლის „გ1„ და „ვ1„ ქვეპუნტებით დადგენილი სისტემურელექტრონული ფორმით;“; ბ) „ ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2„“ ქვეპუნქტი: „ა2) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება – ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების გამართვა ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;“; გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზება – ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სამორინეში დაშვებული აზარტული თამაშობების გამართვა;“; დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: ვ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სათამაშო აპარატების სალონში დაშვებული აზარტული თამაშობების გამართვა;“; ე) „ო.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა ისეთ შემთხვევებში, როცა შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში ან/და ამ მუხლის „ო.გ1 ქვეპუნქტით დადგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით;“; ვ) „ო.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო.გ1“, ქვეპუნქტი: „ო.გ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტოტალიზატორში დაშვებული მომგებიანი თამაშობების გამართვა;“; ზ) „პ“, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი;“; თ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის მეშვეობით ხდება თანხის მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე შეტანა ან/და ამ დეპოზიტიდან გაცემა;“; ი) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ისეთი პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე;“; კ) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ1) სათამაშო ბიზნესი − პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებული ლატარია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობა, სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები, რომლის/რომელთა შედეგი მთლიანად ან/და ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და რომელშიც/რომლებშიც მოთამაშე ფულადი მოგების ან/და ნივთობრივი მოგების მისაღებად მონაწილეობს, და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება;“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 ლატარიას, აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს არ მიეკუთვნება თამაშობები, რომლებიც ტარდება მანქანების, აპარატების, მოწყობილობების, ინტერნეტის, ტელეფონის, სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით და რომლებშიც გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი. მათი მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება ან დემონსტრირება.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, აგრეთვე სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად მიიჩნევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება და ასევე მათი ბილეთების გავრცელება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ის მომსახურებები, რომელთა პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით გაწევაც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის.“. გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5.საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა სახის მცურავ ობიექტზე აკრძალულია ამ კანონით გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.“; 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.“. 5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა; ბ) სამორინეს მოწყობა; ბ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზება; გ) ტოტალიზატორის მოწყობა; გ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება; დ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა; დ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება; ე) ლოტოს მოწყობა; ვ) ბინგოს მოწყობა; ზ) აზარტული კლუბის მოწყობა; თ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტზე. 2. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი თამაშობა შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. 21. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ ქვეპუნქტით დადგენილ ნებართვის მფლობელ პირზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება. 22. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ნებართვის მფლობელ პირზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება. 23. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ნებართვის მფლობელ პირზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება. 24. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინეს დარბაზისაგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისაგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად. 25. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზება/თამაში ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში. 26. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისთვის განკუთვნილ ობიექტში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისთვის კომპიუტერის ან/და სხვა, მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის განთავსება. 27. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის და ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო საქმიანობის შეწყვეტისას/შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობა დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზება დასაშვებია, მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში. 28. სამორინეს, სათამაშო აპარატის სალონის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ–ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 29. საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს შემოიღოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობის განსხვავებული წესი. 210 სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის შეწყვეტის/შეჩერების ან/და ნებართვის გაუქმების შემთხვევაში მოთამაშის ანგარიშზე განთავსებული თანხის განკარგვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნებართვები გაიცემა: ა) სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა 5 წლის ვადით, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზეც გაცემულია აღნიშნული ნებართვა. ბ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა - 1 წლის ვადით; გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა - 5 წლის ვადით. 4. სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვები გაიცემა თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, აზარტული თამაშობები და მომგებიანი თამაშობები ერთმანეთისგან გამიჯნულად უნდა განხორციელდეს. 5. დაუშვებელია სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მისამართის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანის გზით, თუ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი მისამართისათვის დადგენილია მოსაკრებლის სხვა განაკვეთი. აღნიშნულ შემთხვევაში, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მოწყობისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაიცეს ახალი ნებართვები. 6. შესაძლებელია ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანის გზით. 7. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში ინტერნეტ მისამართის შეცვლა და ობიექტის მდებარეობის (მართვის ადგილის) შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანის გზით; 8. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ გაიცემა. 9. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვების სხვა პირისთვის გადაცემა. 10. აკრძალულია სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს ან აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის იმ პირზე გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს. 11. აკრძალულია, სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს ან აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს. 12. დაუშვებელია, აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისას არსებობდეს ნივთობრივი მოგების მიღების შესაძლებლობა.“. 6. II თავის - სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II. მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების და ნებართვების გაცემის პირობები“. 7. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუქნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. ბილეთის ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მაძიებლის მიერ;“; ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს; გ) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ამ პუნქტის „ბ.დ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;“; დ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).“; ე) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები: „12. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს: ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება; ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები; ა.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), მოგების გაცემის წესი და ვადა, პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; ა.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ; ა.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი; ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი; ა.თ) მოთამაშის აღწერილობა; პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი; ა.კ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა; ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა ა.მ) იმ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა; ბ) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი. 13. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით.“. 8. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;“; ა.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი); ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა) და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“, „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით და იმავე მუხლის 12 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად, შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორმა იმავე მუხლის 12 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“. 9. 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „161 მუხლი „1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა, და მათი შეუსრულებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების დარღვევად. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის, სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.“. 10. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აზარტული თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების და ნებართვების გაცემის პირობები“. 11. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამ პუნქტის „ბ.თ“ ან ამ მუხლის „13 პუნქტის „ა,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი; “; ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „13 “პუნქტი: „13. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს: ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს: ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება; ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა; ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშობების დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ; ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი; ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი; ა.თ) მოთამაშის აღწერილობა; პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი; ა.კ) თამაშების მართვის სისტემის აღწერილობა; ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა; ა.მ) იმ სამორინეს მოწყობის ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა; ა.ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს; ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშის/თამაშების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; გ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; დ) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სამორინეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თმაშობების ორგანიზების შემთხვევაში – ამ კანონით დადგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით“. 12. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;“; ა.გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს: ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მითითებული უნდა იყოს: ორგანიზებული თამაშობის წესი. ამ წესში ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება; ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა; ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები); პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი, საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშობების დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ; ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი; ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი; ა.თ) მოთამაშის აღწერილობა; პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი; ა.კ) თამაშების მართვის სისტემის აღწერილობა; ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა; ა.მ) იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა; ა.ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს; ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; გ) თამაშობების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია; დ) ამ პუნქტის ,,ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია - შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით.“; დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის მაძიებლის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.“. 13. 201 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ან/და სისტემურ - ელქტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).“. 14. 21-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად, შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს -შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ვებგვერდზე მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად, შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ასევე, ცვლილების განხორციელების შესახებ შეტყობინება მისი განხორციელებიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“. 15. 242 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „242 მუხლი 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს აზარტული თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები. ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ეს პირობები. მათი შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული თამაშობების მოწყობის ნებართვის, სამორინეს თამაშობების ორგანიზების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.“. 16. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28 1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, გამოიყენოს თავის სახელზე გაცემული სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები. 2. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებინი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, სხვა პირებზე გაცემული სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალაროები. 3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მოაწყოს ამ კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალარო.“. 17. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ჟ“-„ს“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ლატარიის ორგანიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (შემოწმება) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის დაცვა; ს) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობებისა და შეთანხმებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად;“; ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) ლატარიის ორგანიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია თანხის ანგარიშზე შეტანა და ანგარიშიდან გატანა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“; გ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესით და ვადებში.“. 18. 361 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სათამაშო აპარატის სალონის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით შექმნილ სისტემას იყენებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად, შერჩეულმა პირმა უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი.“. 19. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თამაშობის ორგანიზატორთა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.“. 20. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ პუნქტები: „რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ - 50 000 ლარს. ს) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 20 000 ლარს.“. მუხლი 2. გარდამავალი დებულებები 1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები, რომლებიც ამ კანონის სრულად ამოქმედებამდე ახორციელებდნენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების მოწყობას, ვალდებულნი არიან 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ შესაბამისი ნებართვების ამ კანონით გათვალისწინებულ შეცვლილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. ამ კანონის სრულად ამოქმედებამდე სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობმა პირმა 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის გათვალისწინებული ნებართვის აღება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ორგანიზატორებს ამავე პუნქტში მითითებულ ვადაში სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა არ ჩაეთვლება უნებართვო საქმიანობად. 4. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 5. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის FATF პირველი რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყნებმა უნდა დაადგინონ, შეაფასონ და გააცნობიერონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, რომლებიც წარმოიქმნება ვირტუალური აქტივების - VASP-ების (კრიპტოვალუტისა და სხვა მექანიზმების გამოყენება) ოპერაციებიდან, სათამაშო ბიზნესში. ვინაიდან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით მაღალი რისკის შემცველი ფაქტორს წარმოადგენს ონლაინ თამაშებში ელექტრონული ფულისა და სხვა მექანიზმების (ტრანზაქციები) გამოყენება, ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის FATF-ის 15-ე რეკომენდაციით იურიდიულ პირებს ან კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ონლაინ თამაშებში ელექტრონული ფულითა და სხვა ნებისმიერი მექანიზმებით საქმიანობას ან/და საქმიანობაში ელექტრონული ფულისა და სხვა მექანიზმების გამოყენებას, ეკისრებათ ცალკე ნებართვის აღების ვალდებულება. ამავე რეკომენდაციით რისკზე დაფუძნებული მიდგომით ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ სპეციალური საკანონმდებლო ნორმები, რათა აღმოფხვრილი იქნას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები. კერძოდ, „ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების და ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) სისტემების ეფექტურობის ტექნიკური შესაბამისობის შეფასების მეთოდოლოგიით“ (METHODOLOGY FOR ASSESSING TECHNICAL COMPLIANCE WITH THE FATF RECOMMENDATIONS AND THE EFFECTIVENESS OF AML/CFT SYSTEMS), ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ევალებათ როგორც ფიზიკურად არსებული (მიწის) სამორინეს, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) მოწყობილი სამორინეს და აგრეთვე გემზე მოწყობილი სამორინეს ლიცენზირება. ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მეხუთე რაუნდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრის ეროვნულ მაკოორდინებელ ორგანოს და შესაბამისად, პასუხისმგებელი უწყებაა ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორი პოლიტიკის გატარების მხრივ საზედამხედველო ორგანოებს, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირებისათვის - ეკისრება პასუხისმგებლობა კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს საზედამხედველო ორგანოების აღჭურვას ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტებითა და საუკეთესო პრაქტიკით გათვალისწინებული მექანიზმებით, რომელიც აუცილებელია მასზე დაკისრებული ამოცანების ეფექტური რეალიზაციისთვის. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის 49-ე და 50-ე საკითხების მიხედვით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე. ასევე, კანონპროექტის მიხედვით იკრძალება საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა. ამასთან, სათამაშო ბიზნესის სფეროში პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით საჭიროა ეფექტიანი, ქმედითი და გამართული სამართლებრივი ნორმების შემუშავება. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სათამაშო ბიზნესის სფეროში დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის უფლება არ საჭიროებს დამატებით ნებართვას და მისი გამართვა შეუძლია აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელს. ფიზიკურად არსებული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით როგორც სამორინეს, ასევე სათამაშო აპარატების თამაშობები, ანალოგიურად, ფიზიკურად არსებული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს, როგორც სათამაშო აპარატების ასევე, სამორინეს თამაშობები, ხოლო ფიზიკურად არსებული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს კი უფლება აქვს მოაწყოს მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშები. აღნიშნულ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი იხდის სათამაშო ბიზნესის კვარტალურ მოსაკრებელს, რომელიც კანონით შეადგენს 250 000-ლარიდან 300 000 ლარამდე და რომელსაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო და მისგან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალს. ონლაინ თამაშობის მოწყობაზე დამატებით მოსაკრებელის გადახდა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებაზე. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებზე არ დააწესოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება განხორციელდეს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. პროექტით გაწერილი სანებართვო პირობების არსებობა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესება უზრუნველყოფს სანებართვო კონტროლის სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას. ფინანსთა სამინისტროს მიერ შესწავლილი და გაზიარებული იქნა საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება. კერძოდ, ევროკავშირში სისტემურ-ელექტრონული თამაშობები დაშვებულია და რეგულირდება აღნიშნულ თამაშობებთან დაკავშირებული მრავალმხრივი შეთანხმების მიხედვით (COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS TOWARDS A COMPREHENSIVE EUROPEAN FRAMEWORK FOR ONLINE GAMBLING). შეთანხმება მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს: ევროკავშირის წევრი და ევროპის სახელმწიფოების კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას; ნებართვების (ლიცენზიების) გაცემის წესებს, მომხმარებლების, არასრულწლოვანთა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვას; თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტების აღკვეთას და ა.შ. ევროპის ქვეყნებში (ბელგია, ხორვატია, ლიეტუვა, დანია, სლოვაკეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, შვედეთი, ავსტრია, იტალია, მალტა, რუმინეთი, კვიპროსი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და პორტუგალია) განხილულია სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობა, კერძოდ, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობების ნებართვების გაცემის წესი, სანებართვო მოსაკრებლების ოდენობები, სანებართვო პირობების დარღვევისათვის სანქციები, საგადასახადო რეჟიმები და ასაკობრივი ცენზი. სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობით სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების მოწყობისათვის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს ცალკე ნებართვის აღება და დაწესებულია აღნიშნულ ნებართვაზე სანებართვო მოსაკრებელი. ასევე, განხილულია „ევროკავშირის ჩარჩო ხელშეკრულება - სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებზე“ (A EU Framework for Online Gambling), რომელიც მოიცავს შემდეგი სახის რეკომენდაციებს:  ევროკომისიამ დაჩქარებული წესით უნდა გადახედოს 2014 წლის რეკომენდაციების შესრულებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და უზრუნველყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ რეკომენდაციებით გათვალისწინებული ზომების დაცვა კონკრეტული მოქმედებების შეთავაზებით და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს საკანონმდებლო წინადადებები;  ევროკომისიამ უნდა წარმოადგინოს ონლაინ აზარტული თამაშობების ახალი რეგულირების პოლიტიკა თითოეული წევრი ქვეყნის შიდა ბაზრისთვის ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რომელშიც ასახული იქნება წევრი სახელმწიფოების მხრიდან მარეგულირებელი გამოწვევები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ;  ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების აზარტული თამაშების ეროვნული სამსახურების წარმომადგენლები, უნდა გააგრძელონ და გააძლიერონ საუკეთესო პრაქტიკების ურთიერთგაცვლის პროცესი. „აზარტული თამაშების ეროვნულ სამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ“ დეკლარაცია (The “Declaration on cooperation between national gambling authorities”) უნდა იყოს ახლებურად შეფასებული ისე, რომ შეიქმნას ოფიციალური სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო ხელშეკრულება ამ ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობისათვის;  აუცილებელია ტექნიკური მოთხოვნების დამატებითი სტანდარტიზაციის შემოღება, რომელიც მოიცავს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ისეთი საშუალებების გამოყენებას, რომლითაც ონლაინ აზარტულ თამაშობებში ნებისმიერი საეჭვო საქმიანობა პირდაპირ ეცნობება შესაბამის ორგანოებს;  აუცილებელია სრულ შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ონლაინ აზარტულ თამაშების შესახებ ეროვნული კანონმდებლობები ევროკავშირის კანონმდებლობასთან;  ევროკომისიამ სრულად უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანონმდებლობა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით;  ევროკავშირის წევრ ქვეყნებისათვის უნდა შენარჩუნდეს ონლაინ აზარტულ თამაშების მოწყობაზე გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესების სავალდებულო მოთხოვნა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აუცილებელია შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტების შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების შესრულებას, აღმოფხვრის პრობლემას, რომელიც უკავშირდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არსებობას. პრობლემას, რომლის გადაჭრაც წარმოადგენს კანონის მიღების მიზანს, შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, დარეგულირდება შემოღებული სანებართვო საქმიანობის გაცემასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე, საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა სანებართვო კონტროლი და პასუხისმგებლობის საკითხები. სანებართვო მოსაკრებლის დაწესება თავის მხრივ, გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, სისტემურ-ელექტრონულ (შემდგომში - ონლაინ) ფორმით აზარტული ან/და მომგებიან თამაშობებზე შემოდის ნებართვის სახეები. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სათამაშო აპარატების თამაშობების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობები. ონლაინ თამაშობებზე ნებართვა გაიცემა ფიზიკურად არსებული ნებართვის მფლობელებზე, როგორც დღეის მდგომარეობითაა, (ნებართვის მფლობელი ონალინ მოწყობაზე საჭიროებს მხოლოდ თანხმობას ნებართვის გამცემისგან) გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით, კერძოდ, სამორინეს ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სამორინე, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორი - ონლაინ ტოტალიზატორის ნებართვა. 1. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა კანონის მე-3 მუხლში, კერძოდ, ამ მუხლის დაემატა „ა2„, „გ1“, „ვ1“, „ო.გ1“, ქვეპუნქტები. 2. მე-11 მუხლის ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლითაც გათვალისწინებული იქნა შემდეგი საკითხები: ა) ნებართვის სახეობებს დაემატა შემოღებული სანებართვო საქმიანობები. ბ) განისაზღვრა აღნიშნული ნებართვის მიღების პირთა წრე. გ) სამორინეს, სათამაშო აპარატის სალონის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ასევე გაუქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. დ) განისაზღვრება აღნიშნული ნებართვის მოქმედების ვადა. კერძოდ, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აღნიშნული ნებართვა. ე) სანებართვო საქმიანობებზე სანებართვო პირობები დგინდება კანონით, თუმცა პროექტის მიხედვით შესაძლებელია დამატებითი სანებართვო პირობების შემოღება, რომელსაც დაადგენს საქართველოს მთავრობა. ვ) პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემის დარეგულირების მიზნით, პროექტი ადგენს საფუძველს, რომლის მიხედვით საქართველოს მთავრობას უფლება ექნება საგანგებო მდგომარეობის (პანდემიის) დროს დაადგინოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების/მოწყობის საქმიანობის განსხვავებული წესი. 3. პროექტის მიხედვით კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-12, მე-13, მე-19, მე-20, მე-201, 21-ე, 242 -ე, 28-ე, 29, 361 მუხლებში და კანონის თავი II-ის და თავი III -ის სათაურში განხორციელდა ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები. 4. ვინაიდან, პროექტის მიხედვით განისაზღვრა ახალი ნებართვის სახეები, შესაბამისად, წესდება პასუხისმგებლობა ამ საქმიანობების სანებართვო პირობების და წლიური მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე. მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის დადგინდა ახალი ჯარიმების ოდენობები. შესაბამისი ცვლილება განხორციელდა კანონის 371 მუხლში. პროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი მოქმედი ნებართვის მფლობელებისთვის. კერძოდ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები, რომლებიც ამ კანონის სრულად ამოქმედებამდე ახორციელებდნენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების მოწყობას, ვალდებულნი იქნებიან 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ შესაბამისი ნებართვების ამ კანონით გათვალისწინებულ შეცვლილ/დამატებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა. ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობმა პირმა 2023 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის გათვალისწინებული ნებართვის აღება. ასევე, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის 1 მარტამდე უნდა უზრუნველყონ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებები ამოქმედდება 2023 წლის 1 მარტიდან, ვინაიდან, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია რიგი დებულებები, რომელიც ადგენს ვალდებულებებს, როგორც სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორებისთვის, ასევე საჯარო დაწესებულებებისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს აუცილებელია მიეცეთ განსაზღვრული დრო კანონპროექტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად. ხოლო კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული და გარდამავალი ნორმები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მათი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტით მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის 49 და 50-ე საკითხების მიხედვით მომზადდა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა. ამავე დოკუმეტის მიხედვით MONEYVAL-ისა (The Committee of Experts on the Evaluation of Anti-Money Laundering Measures and the Financing of Terrorism (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი)) და FATF-ის (Financial Action Task Force (ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი) რეკომენდაციების საფუძველზე დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშების ორგანიზების ნებართვის შემოღების მიზნით. საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგულირებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, დაადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებსა და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებზე. ამასთან აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით გემზე აიკრძალება სამორინეების მოწყობა. აღნიშნული ინიციატივა განხილული და მხარდაჭერილი იქნა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ხოლო შესაბამისი კანონპროექტის შესრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბერი. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია რიგი დებულებები, რომელიც ადგენს ვალდებულებებს, როგორც სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორებისთვის, ასევე საჯარო დაწესებულებებისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს აუცილებელია მიეცეს განსაზღვრული დრო ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. საჭიროების შემთვევაში ხარჯები დაფინანსდება სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. პროექტით სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება დაექვემდებარება ნებართვის გაცემას, რისთვის დაწესებული სანებართვო მოსაკრებელი გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს წელიწადში 100 000 ლარს, სისტემურ- ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების სანებართო მოსაკრებელი - წელიწადში 100 000 ლარს და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი - წელიწადში 100 000 ლარს. სულ დღეის მდგომარეობით სისტემურ-ელექტრონული ფორმით ფუნქციონირებს 12 ობიექტი (მათ შორის 1 სამორინე, 5 სათამაშო აპარატი, 6 ტოტალიზატორი). პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებას, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის ფარგლებში, პროექტით აღნიშნულის განხორციელებისთვის ვალდებულნი იქნებიან აიღონ ნებართვა და გადაიხადონ წლიური სანებართვო მოსაკრებელი. კერძოდ, სამორინეს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს აიღოს მხოლოდ სისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელს - მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების ორგანიზების ნებართვა, ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა. ცვლილების შემდგომ იგივე რაოდენობის სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების ორგანიზების ნებართვის შემთხვევაში, დამატებით სანებართვო მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შემოსავალი იქნება 1 800 000 ლარი. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ონლაინ თამაშობებიდან სანებართვო მოსაკრებლის სახით ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი დამოკიდებული იქნება სანებართვო საქმიანობის მოთხოვნის რაოდენობაზე. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების შემოღებას სანებართვო პირობების დარღვევისთვის და მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისათვის. კერძოდ: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელ პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 20 000 ლარით. კონკრეტული გავლენის ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული იქნება ნებართვის მფლობელთა რაოდენობაზე, რომლებიც დაარღვევენ კანონით დაწესებულ პირობებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მართალია კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება დატვირთვა შემოსავლების სამსახურისთვის, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს სისტემურელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე ნებართვის შემოღებას, რაც გაზრდის ნებართვის გამცემის დატვირთულობას, თუმცა აღნიშნული არ არის დამოკიდებული ახალი ფუნქციის დამატებასთან და კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განხორციელდება არსებული ადამიანური რესურსის ფარგლებში, დამატებითი ასგინებების გამოყოფის გარეშე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებას, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებს მოწყობის ნებართვის ფარგლებში, პროექტით აღნიშნულის განხორციელებისთვის ვალდებულნი იქნებიან აიღონ ნებართვა და გადაიხადონ წლიური სანებართვო მოსაკრებელი. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს წელიწადში 100 000 ლარს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების სანებართო მოსაკრებელი - წელიწადში 100 000 ლარს და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი - წელიწადში 100 000 ლარს. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების შემოღებას სანებართვო პირობების დარღვევისთვის ან მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისათვის. კერძოდ: სისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელ პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 20 000 ლარით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პროექტის მიხედვით, წესდება ახალი სახის დარღვევებზე შესაბამისი ჯარიმები. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელ პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 20 000 ლარით. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია ახალი სახის ნებართვების შემოღება, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, რისთვისაც „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევი კანონპროექტით გათვალისწინებულია შესანაბისი სანებართვო მოსაკრებელი - თოთოეული სახეობის ნებართვისთვის წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.