„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/219/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლის: 2 ა) 37 -ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „373, პუნქტი: „373. სისტემურ-ელექტრონული ნებართვა.“; ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ბ) 38-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 პუნქტი: „381. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა.“; გ) 39-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 პუნქტი: „391. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.“. 2. 34-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისთვის.“; ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“, „ო“ ან „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.“; გ) 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 -45 პუნქტები: „43. სამორინეს მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 44. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 45. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.“. მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე ამ კანონის შესაბამისობაში მოყვანის და სათამაშო ბიზნესის სფეროში ახალი ნებართვის სახეობების შემოღების აუცილებლობით. ვინაიდან, სათამაშო ბიზნესის საქმიანობა განეკუთვნება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის სფეროს, აღნიშნულის გათვალისწინება და დაცვა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ რეგულირების მიზნით (საქმიანობაზე/ქმედებაზე) ნებართვის შემოღებით. წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება სათამაშო ბიზნესის სფეროს იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებს ნებართვით რეგულირებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია, რადგან შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი ახალი სახის ნებართვების დასაწესებლად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება ახალი სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, წესდება ნებართვების ახალი სახეები. შესაბამისი ცვლილება ხორციელდება კანონში და 24-ე მუხლს ემატება „373, 381 და 391“ პუნქტები, კერძოდ, სათამაშო ბიზნესის სფეროს ნებართვების სახეებს ემატება ახალი ნებართვები -სისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. ასევე, პროექტის მიხედვით 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ამავე მუხლის 41 პუნქტში განხორცილებული ცვლილებები გამომდინარეობს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებიდან. ამავე მუხლს ემატება ახალი პუნქტები, რომელიც ითვალისწინებს ნებართვის გაუქმების საფუძველს. კერძოდ, სამორინეს მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. ასევე, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვით და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელების ვალდებულება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში პირს წარმოეშვება 2023 წლის პირველი აპრილიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2023 წლის 1 მარტიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედების თარიღი დაკავშირებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედებასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. საჭიროების შემთხვევაში სსიპ - შემოსავლების სამსახური აღნიშნულს უზრუნველყოფს გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, პროექტის შესაბამისად ხდება ნებართვების დაწესება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისათვის. შესაბამისად სანებართვო მოსაკრებელი გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს წელიწადში 100 000 ლარს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი წელიწადში 100 000 ლარს და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი- წელიწადში 100 000 ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენი პირი მიმართავს შემოსავლების სამსახურს ნებართვის მისაღებად. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზატორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზატორისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ხოლო ვინაიდან აღნიშნული ჯარიმის ოდენობა პირველი დარღვევისთვის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად შეადგენს 50 000 ლარს, სანებართვო პირობების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 150 000 ლარით. გავლენის ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული იქნება ნებართვის მფლობელთა რაოდენობაზე, რომლებიც არ გამოასწორებენ სანებართვო პირობების დარღვევას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კანონპროექტის მიღებით მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების გათვალისწინებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, პროექტის შესაბამისად ხდება ნებართვების დაწესება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისათვის. შესაბამისად კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე ვინც მიმართავს შემოსავლების სამსახურს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემური-ელექტრონული ფორმით ორგანიზებისათვის ნებართვის ასაღებად. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს წელიწადში 100 000 ლარს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი - წელიწადში 100 000 ლარს და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელიწელიწადში 100 000 ლარს. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზატორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზატორისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ხოლო ვინაიდან აღნიშნული ჯარიმის ოდენობა პირველი დარღვევისთვის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად შეადგენს 50 000 ლარს, სანებართვო პირობების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 150 000 ლარით. გავლენის ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული იქნება ნებართვის მფლობელთა რაოდენობაზე, რომლებიც არ გამოასწორებენ სანებართვო პირობების დარღვევას. ამასთან, კანონპროექტის თანხმად სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს, რომელიც მიუხედავად სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა, არ უზრუნველყოფს სანებართვო პირობის შესრულებას გაუუქმდება ნებართვა, რაც ფინანსურ გავლენას იქონიებს მასზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პროექტის შესაბამისად ხდება ნებართვების ახალი სახეების დაწესება. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზებისათვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზებისათვის და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისათვის. სანებართვო მოსაკრებელი თითოეული ნებართვისათვის განისაზღვრება წელიწადში 100 000 ლარით. ამასთან, კანონპროექტით დგინდება გასამმაგებული ჯარიმა იმ შემთხვევისათვის, როცა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზატორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზატორისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში პირი არ შეასრულებს სანებართვო პირობებს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.