„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/219/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ’“ საქართველოს კანონის საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195 )შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“–„ი“ქვეპუნქტები: „ზ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა წელიწადში 100 000 ლარი; თ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების ნებართვა - წელიწადში 100 000 ლარი; ი) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა- წელიწადში 100 000 ლარი.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და 104, 105, 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან სამორინეს მოწყობის ნებართვის ან ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზეც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 21. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის, ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ამ ნებართვის მფლობელს შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტების მომზადებითა და სათამაშო ბიზნესის სფეროში ახალი ნებართვის სახეობების შემოღების აუცილებლობით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია ნებართვის სახეებზე, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებლების დასაწესებლად სამართლებრივი საფუძვლის შექმნისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება სანებართვო მოსაკრებლებისისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვებისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, წესდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვებზე სანებართვო მოსაკრებლები. შესაბამისი ცვლილება შედის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტში და განისაზღვრება მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი ოდენობით: სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვრა წელიწადში 100 000 ლარი, სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი წელიწადში 100 000 ლარი და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი- წელიწადში 100 000 ლარი. კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში ხორციელდება ცვლილება, რომლის მიხედვით დგინდება სანებართვო მოსაკრებლის ყოველწლიურად გადახდის წესი და რომლის გადახდაც მოხდება ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2023 წლის 1 მარტიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედების თარიღი დაკავშირებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედებასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან დგინდება სანებართვო მოსაკრებლის ოდენობები, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალს. სულ დღეის მდგომარეობით სისტემურელექტრონული ფორმით ფუნქციონირებს 12 (მათ შორის 1 სამორინე, 5 სათამაშო აპარატი, 6 ტოტალიზატორი). პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებას, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის ფარგლებში, პროექტით აღნიშნულის განხორციელებისთვის ვალდებულნი იქნებიან აიღონ ნებართვა და გადაიხადონ წლიური სანებართვო მოსაკრებელი. კერძოდ, სამორინეს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს აიღოს მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელს - მხოლოდ სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების ორგანიზების ნებართვა, ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელს - სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა. ცვლილების შემდგომ იგივე რაოდენობის სისტემურ- ელექტრონული ფორმის თამაშობების ორგანიზების ნებართვის შემთხვევაში, დამატებით სანებართვო მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი იქნება 1 800 000 ლარი. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ონლაინ თამაშობებიდან სანებართვო მოსაკრებლის სახით ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი დამოკიდებული იქნება სანებართვო საქმიანობის მოთხოვნის რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. პროექტით დგინდება, როგორც ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელებისთვის ნებართვის მისაღებად სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. კერძოდ, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვრება - წელიწადში 100 000 ლარით, სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი წელიწადში 100 000 ლარით და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი- წელიწადში 100 000 ლარით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს სანებართვო მოსაკრებლის შემოღებას. კერძოდ, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვრება - წელიწადში 100 000 ლარით, სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი წელიწადში 100 000 ლარით და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოსაკრებელი- წელიწადში 100 000 ლარით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მიერ საქართველოს საერთაშორისო გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.