„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/219/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების ტოტალიზატორის თამაშობები (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა);“; და ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სალარო.“. 2. მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა): ე.ა) სამორინეს თამაშობები - კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ე.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობები - კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ე.გ) ტოტალიზატორის თამაშობები - კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას. 5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სალაროსთვის ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვის, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თითოეული სალაროს მოწყობის უფლებას.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა და ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით. “; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზატორი საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იმ ნებართვით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით, რომლის საფუძველზეც მიღებული აქვს ნებართვა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებისთვის.“. მუხლი 2. 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 2023 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის და მოსაკრებლის განაკვეთების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტისთვის, საქმიანობის ბოლო კვარტალია 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდი და მათ მიერ პირველი კვარტლისთვის აღებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები, მოქმედებს 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით. მუხლი 3. 1. 2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტად განსაზღვრისა და შესაბამისი მოსაკრებლის ზღვრული ოდენობის დადგენისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტად ნაცვლად სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა, განისაზღვრება სისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ვინაიდან, სისტემურ-ელექტრონულ ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით გაიცემა ნებართვები და გადაიხდება სანებართვო მოსაკრებელი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტად განისაზღვრა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობები თითოეული სახის სისტემურ ელექტრონული თამაშობისთვის. კერძოდ, ობიექტებად განისაზღვრა: სისტემურ-ელექტრონული თამაშობები (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა): სამორინეს თამაშობები; სათამაშო აპარატების თამაშობები; ტოტალიზატორის თამაშობები. არ შეცვლილა დადგენილი განაკვეთის ზღვარი - კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით. ასევე, პროექტით განისაზღვრა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის წესი, რომლის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზატორი საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იმ ნებართვით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით, რომლის საფუძველზეც მიღებული აქვს ნებართვა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებისთვის. პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოები ვალდებული იქნებიან 2023 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის და მოსაკრებლის განაკვეთების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე პროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებისთვის. კერძოდ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებისთვის, საქმიანობის ბოლო კვარტალია 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდი და მათ მიერ პირველი კვარტლისთვის აღებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები, იმოქმედებს 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2023 წლის 1 მარტიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედების თარიღი დაკავშირებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედებასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან, მოქმედი რედაქციის თანახმად სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს ან სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული სამორინე და სისტემურ-ელექტრონული სათამაშო აპარატები, ანუ ორის სახის სისტემურ-ელექტრონული თამაშობა ერთი ნებართვის ფარგლებში და სისტემურ-ელექტრონულად მოწყობილ თამაშობაში იხდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაწესებულ (შესაძლებელია არ იყოს დაწესებული) ერთიან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. ცვლილების შესაბისად კი ხდება სისტემურელექტრონული თამაშობების დიფერენციაცია და ასეთ პირებს მოუწევთ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა თითოეული ობიექტის მიხედვით. რაც გაზრდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებს. ოდენობა კი დამოკიდებულია იმ ნებართვის მფლობელთა რაოდენობაზე, რომლებიც ერთი ნებართვის ფარგლებში ახორციელებდნენ რამდენიმე სახის სისტემურ-ელექტრონულ თამაშობას და გააგრძელებენ საქმიანობას. დღეის მდგომარეობით სისტემურ-ელექტრონული ფორმით ფუნქციონირებს 12 ობიექტი (მათ შორის 1 სამორინე, 5 სათამაშო აპარატი, 6 ტოტალიზატორი). პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებას, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის ფარგლებში და ამასთან, აზარტული თამაშობების ნაწილში კერძოდ, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება ექნება აიღოს მხოლოდ სისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს - მხოლოდ სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, აღნიშნულ პირებს მოუწევთ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა თითოეული სახეობის მიხედვით. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს აიღოს მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა, რის გათვალისწინებითაც, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა უცვლელი რჩება. ცვლილების შემდგომ იგივე რაოდენობის სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების ორგანიზების ნებართვის შემთხვევაში, დამატებით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ყოველწლიური შემოსავალი ნაცვლად 12 000 000 ლარისა იქნება 18 000 000 - დან - 21 600 000 ლარამდე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მართალია კანონპროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკრებულოებისათვის ვალდებულებას 2023 წლის 1 მარტამდე უზრუნველყო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის და მოსაკრებლის განაკვეთების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, თუმცა აღნიშნული არ არის დაკავშირებული ახალი ფუნქციის დამატებასთან და კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება განხორციელდება არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. მოქმედი რედაქციით სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს ან სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული სამორინე და სისტემურ-ელექტრონული სათამაშო აპარატები, ანუ ორის სახის სისტემურ-ელექტრონული თამაშობა ერთი ნებართვის ფარგლებში და სისტემურ-ელექტრონულად მოწყობილ თამაშობაში იხდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაწესებულ (შესაძლებელია არ იყოს დაწესებული) ერთიან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, ცვლილების შესაბამისად კი ხდება სისტემურელექტრონული თამაშობების დიფერენციაცია და ასეთ პირებს მოუწევთ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა თითოეული ობიექტის მიხედვით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად ხდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გაანგარიშების პრინციპის ცვლილება. კერძოდ, მოქმედი რედაქციის თანახმად სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს ან სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული სამორინე და სისტემურ-ელექტრონული სათამაშო აპარატები, ანუ ორის სახის სისტემურ-ელექტრონული თამაშობა ერთი ნებართვის ფარგლებში და სისტემურ-ელექტრონულად მოწყობილ თამაშობაში იხდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაწესებულ (შესაძლებელია არ იყოს დაწესებული) ერთიან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. ცვლილების შესაბისად კი ხდება სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობების დიფერენციაცია და ასეთ პირებს მოუწევთ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა თითოეული ობიექტის მიხედვით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მიერ საქართველოს საერთაშორისო გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.