„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/219/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-80 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფიზიკური პირის, რომელიც სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია აზარტულ თამაშობაზე/თამაშობებზე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. 8. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.“. 2. 81-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ფიზიკური პირის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 10 პროცენტით.“. 3. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული შემოსავლისა;“. 4. 97 მუხლის მე-9 და 91 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში, ამ საქმიანობის ნაწილში განისაზღვრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად. 91. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.“. 5. 98-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება იბეგრება 10 პროცენტით.“. თამაშობების 6. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებიდან და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული მოგებისა) განაწილება;“. 7. 135-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირისთვის, რომელიც საშემოსავლო/მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 309ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე. 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული პირისთვის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“. თამაშობების ორგანიზატორი 8. 154-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი პირი, რომელიც მოთამაშეზე სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გასცემს თანხას;“. 9. 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირები – საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა.“. 10. 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე და ითვალისწინებს აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ტერმინოლოგიის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ასახვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია საგადასახადო კოდექსში მითითებული ტერმინოლოგიის „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ტერმინებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოვა „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის განხორციელებული ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და, საგადასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. მაგალითად, ტერმინი - „სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მოწყობა (სანებართვო საქმიანობის ნაწილში) იცვლება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის განხორციელებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2023 წლის 1 მარტიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედების თარიღი დაკავშირებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედებასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დაფინანსებასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. მოსაკრებლის ან ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: სხვა სახის კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მიერ საქართველოს საერთაშორისო გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.