„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი,
1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს ცვლილება და 27-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი
რედაქციის 271 მუხლი:
„მუხლი 271
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა
სახის მცურავ ობიექტზე აკრძალულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართელოს კანონით გათვალისწინებული აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი
ცვლილებებიდან გამომდინარე ამ კანონის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების ამ კანონში
ასახვისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, აიკრძალება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და
საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა სახის მცურავ ობიექტზე ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, სანებართვო საქმიანობის აკრძალვის მიზნით, კოდექსს ემატება 271-ე
მუხლი, რომლს მიხედვით „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს
ტერიტორიული ზღვაში ყველა სახის მცურავ ობიექტზე აიკრძალება ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2023 წლის 1 მარტიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედების თარიღი
დაკავშირებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედებასთან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ვინაიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი
კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე
დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ
კანონპროექტს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურისათვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი
სამართალდარღვევა. კერძოდ, იკრძალება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და
საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობების მოწყობა. ჯარიმა განისაზღვრება 50 0000 ლარით. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული
კანონმდებლობას.
იქნება
იმაზე
თუ
რამდენი
პირი
დარღვევს
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკების რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტით გათვალისწინებულია დებულება, რომლის მიხედვით იკრძალება
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა
სახის მცურავ ობიექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების მოწყობა. აღნიშნულის ადმინისტრირებას და კონტროლს განახორციელებს
შემოსავლების სამსახური არსებული ადამიანური რესურსისა და გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია ფინანსურად ნეგატიური გავლენა მოახდინოს იმ
პირებზე, ვისაც მოწყობილი აქვს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობები „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში
ყველა სახის მცურავ ობიექტზე, ვინაიდან კანონპროექტის შესაბამისად აღნიშნული
საქმიანობა იკრძალება. ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში
მათ მოუწევთ ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის გადახდა, რაც განისაზღვრა 50 000
ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახადის,
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მიერ
საქართველოს
საერთაშორისო
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.