„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1761 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1761. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან/და 18 წლამდე ასაკის უცხო
ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის
(გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და
თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით
აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება
1. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან/და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის
მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში
მონაწილეობისთვის დაშვება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და
მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება –
გამოიწვევს
თამაშობის
(გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის
დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.“.
2. 1762 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1762. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) თამაში
1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების
ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) თამაში
გამოიწვევს ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას
15000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას
30000 ლარის ოდენობით.“.
3. 1765 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1765. დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი
პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)
მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება
ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში
მონაწილეობისთვის დაშვება
1. დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)
მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება
ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში
მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი
გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.“.
4. 1765 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1766 მუხლი:
„მუხლი 1766. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახის
მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა
სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.“.
5. 219-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის
1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 155
5 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3,
მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 1764, 1765, 1766 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებს,
აგრეთვე
თავიანთი
10
5
უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 42 მუხლით, 82 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 3
2 ნაწილებითა და 1291, 157-ე, 17417, 17714, 17715, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“;
ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების
იმპორტის ნაწილში), 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 17417, 1764,
1765, 1766, 17715 და 1793
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისთვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი
სამსახურის უფლებამოსილ პირებს.“;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსის 1537, 1538, 15310−15312, 1764, 1765 და 1766 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი
ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და
სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.
6. 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის
ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 135
2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555 და 1556 მუხლებით, 1557 მუხლის
პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644 და 165-ე–1653 მუხლებით,
1714 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1715, 1764, 1765, 1766, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, აგრეთვე თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 4210 მუხლით, 1271 მუხლის 31 და 32
ნაწილებითა და 17417 და 17715 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი
ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტიდან და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია, რადგან კანონი შესაბამისობაში მოვიდეს „ლატარიების,
აზარტული
და
მომგებიანი
თამაშობების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განსახორციელებელ ცვლილებებთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან, ასევე „საქართველოს
საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული საკითხების შეუსრულებლობისთვის დადგინდება შესაბამისი
პასუხისმგებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით კანონის 1761, 1762 და 1765 მუხლებში ხორციელდება
ტერმინოლოგიური ცვლილება და ხდება კანონის შესაბამისობაში მოყვანა „ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან, რომლის მიხედვით შემოღებული
იქნა ახალი სანებართვო საქმიანობები. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები.
ასევე, პროექტის მიხედვით კანონს ემატა 1766 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა
პასუხისმგებლობა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად კანონის დარღვევისთვის. კერძოდ,
იკრძალება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა
სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და
დგინდება შესაბამისი ჯარიმა, რომლის ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს. აღნიშნული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების განმხილველ და ოქმის შემდგენ
ორგანოდ -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომში,
შემოსავლების სამსახური) და შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება კანონის 219-ე და
239-ე მუხლებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2023 წლის 1 მარტიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედების თარიღი
დაკავშირებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედებასთან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ვინაიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი
კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე
დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ
კანონპროექტს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
საჭიროების
შემთხვევაში
ხარჯები
დაფინანსდება
შემოსავლების
სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი
სამართალდარღვევა
და
შესაბამისი
პასუხისმგებლობა.
კერძოდ,
იკრძალება
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა
სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და ჯარიმა
განისაზღვრება 50 000 ლარით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ
რამდენი პირი დარღვევს კანონმდებლობას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან
მართალია
კანონპროექტით
დგინდება
ახალი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა, რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს შემოსავლების
სამსახური, თუმცა არ არის ნავარაუდევი სამართალდარღვევების მკვეთრი ზრდა, რაც
საჭიროებს დამატებითი ადამიანური რესურსს და შესაბამისად, შემოსავლების სამსახური
კანონპროექტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას განახორციელებს არსებული
ადამიანური რესურსისა და გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებსაც, შესაბამისი
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მოუწევთ ჯარიმის სახით დაკისრებული
შესაბამისი თანხის გადახდა. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და შესაბამისი პასუხისმგებლობა შემოღება.
იკრძალება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა
სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და ჯარიმა
განისაზღვრება 50 000 ლარით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი სამართალდარღვევის შემოღება, კერძოდ,
იკრძალება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიული ზღვაში ყველა
სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და ჯარიმა
განისაზღვრება 50 000 ლარის ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.