საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოში ავტორიზებული მაუწყებლების (შპს „მთავარი არხი“, სს „მედია ჰოლდინგ“-ი, შპს „ფორმულა“, შპს „პოსტვ“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ჯი-დი-ესთი-ვი“) მიერ წარმოდგენილ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-8205/22; 30.06.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
კულტურის კომიტეტი
2-18635/22
25-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოში ავტორიზებული მაუწყებლების (შპს „მთავარი არხი“, სს „მედია ჰოლდინგ“-ი,
შპს „ფორმულა“, შპს „პოსტვ“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სტუდია
მაესტრო“, შპს „ჯი-დი-ესთი-ვი“) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-8205/22; 30.06.2022).
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, მიმდინარე წლის 22 ნოემბრის
სხდომაზე განიხილა საქართველოში ავტორიზებული მაუწყებლების (შპს „მთავარი არხი“, სს
„მედია ჰოლდინგ“-ი, შპს „ფორმულა“, შპს „პოსტვ“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს
„ტელეიმედი“, შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ჯი-დი-ესთი-ვი“) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№1-8205/22;
30.06.2022).
I.
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხოციელება და ზემოხსნებული კანონის 59ე მუხლის პირველი პუნქტიდან „ვ“ ქვეპუნქტის ამოღება. საკანონმდებლო წინადადების
ავტორები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ხელს უწყობს ბაზარზე არსებული
სიტუაციის არასატაბილურობას, აყალიბებს არასამართლიან გარემოს და ახალისებს
სანქცირებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
II.
კომიტეტის შესაფასება
2017 წელს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ
იქნა ცვლილებები. სხვა ცვილებებთან ერთად, ამ კანონის 59-ე მუხლის ნაწილი ჩამოყალიბდა
ახლებური რედაქციით, ხოლო ზემოაღნიშნული კი გამოწვეული იყო „ერთის მხრივ
საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ IV კარის მე-9 თავის
მესამე
ნაწილით
(ინტელექტუალური
საკუთრების
უფლებების
აღსრულება)
გათვალისწინებული ნორმებიდან გამომდინარე.
კერძოდ,
ასოცირების
შესახებ
შეთანხმების
196
-
ე
მუხლის
მიხედვით,
„ზიანის
განსაზღვრისას, ალტერნატივად, სასამართლოს უნდა შეეძლოს ზიანის ანაზღაურების სახით
ერთჯერადი თანხის დაკისრება იმ გარემოებების გათვალისწინებით, როგორიცაა, სულ
მცირე, ჰონორარის ან საფასურის ოდენობა, რომელიც გადახდას დაექვემდებარებოდა, თუ
დამრღვევი მოიპოვებდა მოცემული ინტელექტუალური საკუთრების უფლების გამოყენების
ნებართვას“.
ამასთან, ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება წარმოადგენს
საავტორო და მომიჯნავე უფლებების პოტენციურ დამრღვევთა წინააღმდეგ მოქმედ,
მსოფლიოში
აპრობირებულ
ევროკავშირთან
მექანიზმს
ასოცირების
უფლებადამრღვევისთვის
და
შეთანხმებით
ერთჯერადი
ამავდროულად
ნაკისრ
საქართველოს
ვალდებულებას.
კომპენსაციის
გადახდის
მიერ
აგრეთვე,
ვალდებულებას
ითვალისწინებს „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ“
ევროკავშირის N2004/48/EC დირექტივა.
ამრიგად,
კულტურის
კომიტეტი
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებას
მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
III.
დასკვნითი ნაწილი
კულტურის კომიტეტმა საქართველოში ავტორიზებული მაუწყებლების (შპს „მთავარი არხი“,
სს „მედია ჰოლდინგ“-ი, შპს „ფორმულა“, შპს „პოსტვ“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს
„ტელეიმედი“, შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ჯი-დი-ესთი-ვი“) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
საკომიტეტო განხილვის შედეგად უარყოფილად ცნო.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე