საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ფენიბუტის (Phenibut) ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიაში შეტანის შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.11.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-15221/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412211678941 19.11.2022 საქართველოს პარლამენტი სათაური: ფენიბუტის (Phenibut) ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიაში შეტანის შესახებ შინაარსი: გთავაზობთ, რომ "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებათა სიას (კანონის დანართში #1) – დაემატოს გაეროს წამლისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) მიერ 2021 წლის 10 დეკემბერს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა (NPS) სიაში შეყვანილი შემდეგი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "ფენიბუტი" (Phenibut), ვინაიდან მისი გამოყენებისას მეცნიერების, აშშ–ს FDA-ს, CDC-ს და საერთაშორისო ორგანიზაციების: WHOCC-ის, UNODCს გამოცდილების მიხედვით, ექმნება საფრთხე მომხმარებლების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და ასეთი საფრთხის გამორიცხვა შეუძლებელია. ასე, მაგალითად, გაეროს წამლისა და დანაშაულის ოფისის ნარკოტიკულ ნივთიერებათა კომისიის 2021 წლის 10 დეკემბერს, ქ. ვენაში ჩატარებულ კომისიის 64–ე სესიაზე (https://www.unodc.org/documents/commissions/CND/CND_Sessions/CND_64Reconvened/ECN720 21_CRP12_V2108992.pdf) აღინიშნა, რომ "Phenibut intoxication has presented with central nervous system depressive symptoms including decreased level of consciousness, muscle tone, stupor, depressed respiration, temperature dysregulation, hyper- or hypotension and coma. However, in other cases individuals have presented with agitation, hallucinations, seizures, and delirium" ("ფენიბუტის ინტოქსიკაციამ გამოავლინა ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის სიმპტომები, მათ შორის დონის დაქვეითება ცნობიერება, კუნთების ტონუსი, სტუპორი, დეპრესიული სუნთქვა, ტემპერატურის დისრეგულაცია, ჰიპერ- ან ჰიპოტენზია და კომა. თუმცა, სხვა შემთხვევებში ინდივიდებს აღენიშნებოდათ აგიტაცია, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები და დელირიუმი"). ამის შედეგად, 2021 წლის დეკემბერში, ჯანმომ აღნიშნული ნივთიერება მოაქცია საკუთარი სამდივნოს მეთვალყურებოს ქვეშ (https://www.unodc.org/LSS/Announcement/Details/9570c3b9-128d-46f2-808a-7bf8ec20527d). უფრო მეტიც – ჯანმოს წამლის სტატისტიკის მეთოდოლოგიის კოლაბორაციის ცენტრში არც კი არის დადგენილი აღნიშნული ახალი ნივთიერების დღიური მისაღები დოზა (DDD, Daily Defined Doze), ადმინისტრირების გზა (Route of administration (Adm.R) და ერთეულიც კი (U = unit)!. აღსანიშნავია, რომ Phenibut იმყოფებოდა ECDD მეთვალყურეობის ქვეშ 2017 წლიდან წევრი ქვეყნების მიერ მისი ბოროტად გამოყენებისა და დამოკიდებულების პოტენციალის შესახებ შეტყობინებების გამო ("Phenibut has been under ECDD surveillance since 2017 due to reports from Member States of its abuse and dependence potential".) წყარო: https://cdn.who.int/media/docs/default-source/controlledsubstances/44ecdd_unsg_annex1.pdf?sfvrsn=9c380ac2_5. აშშ–ში აღნიშნული ნივთიერება არ არის რეგისტრირებული FDA–ს მიერ და მისი რეალიზაცია ითვლება დანაშაულად. აშშ–ს CDC-ს თანახმად (https://www.cdc.gov/mmwr/volumes/69/wr/mm6935a5.htm), აშშ–ში 2009–2019 წლებში გაიზარდა მოწამვლის ცენტრებში მიმართვიანობა ფენიბუტით მოწამვლასთან დაკავშირებით – ჯამში ადგილი ჰქონდა მოწამვლის 1320 ეპიზოდს ("Phenibut Exposures Reported to Poison Centers — United States, 2009–2019"). აქედან, 1122 ეპიზოდის შესახებ შეტყობინება უშუალოდ კლინიკებიდან შემოვიდა ("For most (1,122; 85.0%) cases, calls originated from health care facilities"). . პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი ( ), აშშ-ს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების წევრები, GREVIO-ს ჩრდილოვანი მომხსენებლები ადამიანის უფლებების საკითხებში, შემეცნებითი საერთაშორისო სამედიცინო სამართლის ექსპერტები პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე პ. #: მობილური: ელფოსტა: