„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 251 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა
არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის
0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის და მის სასარგებლოდ სხვა პირის
მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული
ბიურო) მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას.“.
2. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის,
ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ
მონაცემებს)
საჯაროა.
აღნიშნული
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობას
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
უზრუნველყოფს
ანტიკორუფციული ბიურო. ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდის მეშვეობით
ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის შემოწირულებების შესახებ
ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.“.
3. 261 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ აღარ არსებობს ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებები,
ანტიკორუფციული ბიურო, საკუთარი ინიციატივით ან ამავე მუხლით
დადგენილი შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის განცხადების
საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს
პირისათვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.“.
4. 271 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. შემოწირულების მიღების, ასევე საწევრო შენატანის განხორციელების
შესახებ ინფორმაცია პარტიამ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს
ანტიკორუფციულ ბიუროს.
2.
თუ
შემოწირულების
მიღებით,
ასევე
საწევრო
შენატანის
განხორციელებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია
ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
დაუბრუნოს შემომწირველს/საწევრო შენატანის განმახორციელებელ პირს. ამ
1
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
თანხა
გადაირიცხება
სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ პარტიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა
შემოწირულების უკანონობის შესახებ, თანხის დაბრუნების ვალდებულება
წარმოიშობა ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის მომენტიდან.“.
5. 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე ანტიკორუფციულ ბიუროს
უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული
ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით
ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში იგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის
(აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის
წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების ოდენობები,
საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა ვინაობა, მონაცემები
შემოწირულებების განმახორციელებელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების
თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, აგრეთვე პარტიის მიერ საგამომცემლო
საქმიანობიდან და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და
გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის
ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი
მდგომარეობის
ანგარიში
(კუთვნილი
შენობა-ნაგებობებისა
და
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო
ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია პარტიის წლიურ საფინანსო
დეკლარაციასთან და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული
ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს
მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას შეიმუშავებს და
პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტებს ადგენს ანტიკორუფციული
ბიურო.“.
6. 322 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 322
ამ კანონით გათვალისწინებული პარტიების ფინანსურ მდგომარეობასთან
და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების
გამჭვირვალობის წესს ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.“.
7. 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის
განხორციელების მიზნით მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს,
2
რომელიც აკმაყოფილებს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ
სტანდარტებს.
3. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა პარტიის
მდგომარეობის შესახებ წარედგინება ანტიკორუფციულ ბიუროს.“.
დადგენილ
ფინანსური
8. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34
თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას
ანტიკორუფციულ ბიუროს, ანტიკორუფციული ბიურო მას წერილობით
გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის განმავლობაში აღმოფხვრას. თუ
პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას
ანტიკორუფციულ ბიუროს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით
გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო
ერთი წლის განმავლობაში.“.
9. 341 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე
მონიტორინგს ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო.
2. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა და
საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის ფორმა;
ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები;
გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის
ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება;
დ) ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის
უფლებამოსილების
განხორციელებისას
გამოიყენოს
ელექტრონული
დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ
დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც
წერილობით დოკუმენტს;
ე) არაუმეტეს წელიწადში ერთხელ ჩაატაროს პარტიის ფინანსური
საქმიანობის აუდიტი;
ვ) პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის
არსებობის შემთხვევაში პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარების
მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს;
ზ) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;
თ)
მონიტორინგის
განხორციელების
მიზნით
პარტიისგან,
ადმინისტრაციული ორგანოსგან და კომერციული ბანკისგან გამოითხოვოს
ინფორმაცია პარტიის ფინანსების შესახებ;
ი) საჭიროების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე
გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიისათვის შემომწირველი ფიზიკური პირის ან
იურიდიული პირის ფინანსების შესახებ;
კ) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების
საკითხებზე;
3
ლ) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული
კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული
სანქციები;
მ)
დანაშაულის
ნიშნების
გამოვლენის
შემთხვევაში
მიმართოს
პროკურატურის ორგანოებს;
ნ) პირისაგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს
დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული
გარემოებების არსებობის თაობაზე;
ო) პირზე ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების
გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს მარტივი ადმინისტრაციული
წარმოების წესით. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლი
მხარეს უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის მომდევნო დღის 18 საათამდე;
პ) შეიმუშაოს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის
მეთოდოლოგია;
ჟ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ირღვევა ამ კანონით
დადგენილი მოთხოვნები, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას
აწვდიან ანტიკორუფციულ ბიუროს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ანტიკორუფციული
ბიუროს მიმართვის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს
მიმართვიდან 48 საათში. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული
უნდა იყოს და მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის
საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა.
აღნიშნული
მიმართვის
დაკმაყოფილების
შემთხვევაში
სასამართლოს
გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის
საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა,
აგრეთვე გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“.
10. 342 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით
განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების
შეუსრულებლობა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით,
იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის
დაჯარიმებას 5 000 ლარით.“;
ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11.
ამ
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევაზე ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ
ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლოა დააბრკოლოს
სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება,
4
ანტიკორუფციული
ბიურო
უფლებამოსილია,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, პარტიის ან/და პირის ქონებას
(მათ
შორის,
საბანკო
ანგარიშებს)
დაადოს
ყადაღა
შესაბამისი
სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად.
ყადაღა
დაუყოვნებლივ
ამოქმედდება
და
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება
სასამართლოს.“.
11. 392 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 392
2024 წლის 1 იანვრამდე ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია
პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის
ფონდის
ანგარიშთან
დაკავშირებული
ინფორმაცია
მიაწოდოს
ყველა
დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მიღებიდან 5 სამუშაო დღის
ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.“.
მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2023 წლის 1
სექტემბრამდე მიიღონ/გამოსცენ ამ კანონით გათვალისწინებული „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო
კანონქვემდებარე აქტების იმავე კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტი მიმდინარე პერიოდში იხილავს იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს (N07-3/259; 26.10.2022), რომელიც მიზნად
ისახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობასა და ანტიკორუფციული
საქმიანობის ინსტიტუციურად უფრო მეტად გაძლიერებას და ევროკომისიის 2022
წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთერთი მათგანის შესრულებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
საქართველოსთვის მინიჭების საკითხს ემსახურება.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭისყრისას საქართველოს
პარლამენტმა მხარი დაუჭირა რიგ დამატებით საკითხებს, რომლებმაც, თავის
მხრივ, გამოიწვია გამომდინარე ცვლილებები ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში.
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის და მიზნად
ისახავს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული
ერთ-ერთი დამატებითი საკითხიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების
განხორციელებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით (N07-3/259;
26.10.2022) იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული
ბიურო და მას იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ერთ-ერთ ფუნქციად
განესაზღვრება პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული
1
საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისა და ამ
სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელების
უფლებამოსილება.
წარმოდგენილი
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში და ანტიკორუფციული ბიუროსთვის აღნიშნული უფლებამოსილების
მინიჭების შესაბამისი საკითხი მასში ტექნიკურად აისახება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2023
წლის 1 სექტემბრიდან, რადგან „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტით (N07-3/259; 26.10.2022) გათვალისწინებული შესაბამისი
ნორმები 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, ხოლო კანონპროექტის მე-2
მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და
შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის
დადგენას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (N07-3/259;
26.10.2022) მიღებულია მეორე მოსმენით და მოსალოდნელია მისი უახლოეს
სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განხილვა. აქედან გამომდინარე, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით
საჭიროა წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და
მიღება, რათა არ შეფერხდეს ორივე საკანონმდებლო ინიციატივის ერთსა და იმავე
სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განხილვა და მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს პარლამენტის მიერ
მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან (N07-3/259;
2
26.10.2022) და მიზნად ისახავს იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით
გათვალისწინებული (პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი) ერთერთი საკითხიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის და არ იწვევს
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს პარლამენტის მიერ
მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან (N07-3/259;
26.10.2022) და მიზნად ისახავს იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით
გათვალისწინებული (პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი) ერთერთი საკითხიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის და გავლენას
არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
3
კანონპროექტით
გადასახდელი.
არ
დგინდება
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან სხვა სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე.
5