„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 54-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს −
ანტიკორუფციულ ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) წარუდგინოს
ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც დაფინანსდება საარჩევნო
კამპანია. აღნიშნული ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს
აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო
მონაცემებს.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო
ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა
პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის
სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის
საარჩევნო სუბიექტს.“.
2. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 57. ანგარიში საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ
1. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი ანტიკორუფციულ
ბიუროს არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ, ანტიკორუფციული
ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით წარუდგენს შესაბამის ფინანსურ ანგარიშს.
2. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამ
კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, კენჭისყრის დღიდან
არაუგვიანეს 12 დღისა ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს არჩევნების დანიშვნის
დღიდან კენჭისყრის დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების შესახებ
ანგარიშს.
3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია
მეორე ტურის ჩატარების დღემდე 3 დღით ადრე ანტიკორუფციულ ბიუროს
წარუდგინოს პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდეგ განხორციელებული
საქმიანობის ფინანსური ანგარიში.
1
4. საარჩევნო სუბიექტი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1
თვისა, ხოლო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი − მეორე
ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ანტიკორუფციულ ბიუროს
აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენს არჩევნების
დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით
გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს. აუდიტის ჩატარების უფლება აქვს
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი 10 000
ლარს არ აღემატება, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის
ანგარიში აუდიტორული დასკვნის გარეშე წარადგინოს.
5. თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილ
ხმების საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის
ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ისინი
ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა გააფრთხილოს წერილობით და უნდა მოსთხოვოს
ხარვეზის შევსება და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური
წერილობითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ანტიკორუფციული ბიურო მიიჩნევს, რომ
დარღვევა არსებითი ხასიათისაა და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების
შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს
რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების
შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად
შეჯამება.
6. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი
შევსების წესს განსაზღვრავს ანტიკორუფციული ბიურო.“.
3. 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის 84-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.“
მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2023 წლის 1
სექტემბრამდე მიიღონ/გამოსცენ ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს
ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესასრულებლად საჭირო
კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების
იმავე კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტი მიმდინარე პერიოდში იხილავს იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს (N07-3/259; 26.10.2022), რომელიც მიზნად
ისახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობასა და ანტიკორუფციული
საქმიანობის ინსტიტუციურად უფრო მეტად გაძლიერებას და ევროკომისიის 2022
წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთერთი მათგანის შესრულებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
საქართველოსთვის მინიჭების საკითხს ემსახურება.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭისყრისას საქართველოს
პარლამენტმა მხარი დაუჭირა რიგ დამატებით საკითხებს, რომლებმაც, თავის
მხრივ, გამოიწვია გამომდინარე ცვლილებები ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში.
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის და მიზნად
ისახავს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული
ერთ-ერთი დამატებითი საკითხიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების
განხორციელებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით (N07-3/259;
26.10.2022) იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული
ბიურო და მას იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ერთ-ერთ ფუნქციად
განესაზღვრება პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული
1
საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისა და ამ
სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელების
უფლებამოსილება.
წარმოდგენილი
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და
ანტიკორუფციული ბიუროსთვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების
შესაბამისი საკითხი მასში ტექნიკურად აისახება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2023
წლის 1 სექტემბრიდან, რადგან „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტით (N07-3/259; 26.10.2022) გათვალისწინებული შესაბამისი
ნორმები 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, ხოლო კანონპროექტის მე-2
მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და
შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის
დადგენას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (N07-3/259;
26.10.2022) მიღებულია მეორე მოსმენით და მოსალოდნელია მისი უახლოეს
სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განხილვა. აქედან გამომდინარე, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით
საჭიროა წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და
მიღება, რათა არ შეფერხდეს ორივე საკანონმდებლო ინიციატივის ერთსა და იმავე
სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განხილვა და მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს პარლამენტის მიერ
მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან (N07-3/259;
2
26.10.2022) და მიზნად ისახავს იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით
გათვალისწინებული (პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი) ერთერთი საკითხიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის და არ იწვევს
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს პარლამენტის მიერ
მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან (N07-3/259;
26.10.2022) და მიზნად ისახავს იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით
გათვალისწინებული (პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი) ერთერთი საკითხიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის და გავლენას
არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
3
კანონპროექტით
გადასახდელი.
არ
დგინდება
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან სხვა სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე.
5