„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
ციფრული მმართველობის სააგენტოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული
სანოტარო მოქმედებების შესახებ ელექტრონულ სანოტარო რეესტრში
რეგისტრირებული ჩანაწერების საფუძველზე აწვდის ნოტარიუსის მიერ
დამოწმებული გარიგებების თაობაზე ინფორმაციას (გარდა ამ მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) საჯარო სამართლის იურიდიული
პირისთვის – ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადასაცემად, „კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლითა და შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების
განხორციელების მიზნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტი მიმდინარე პერიოდში იხილავს იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს (N07-3/259; 26.10.2022), რომელიც მიზნად
ისახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობასა და ანტიკორუფციული
საქმიანობის ინსტიტუციურად უფრო მეტად გაძლიერებას და ევროკომისიის 2022
წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთერთი მათგანის შესრულებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
საქართველოსთვის მინიჭების საკითხს ემსახურება.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭისყრისას საქართველოს
პარლამენტმა მხარი დაუჭირა რიგ დამატებით საკითხებს, რომლებმაც, თავის
მხრივ, გამოიწვია გამომდინარე ცვლილებები ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში.
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის და მიზნად
ისახავს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული
ერთ-ერთი დამატებითი საკითხიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების
განხორციელებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით (N07-3/259;
26.10.2022) იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული
ბიურო და მას იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ერთ-ერთ ფუნქციად
განესაზღვრება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის
1
მიღების, შევსების (ჩაბარების) კონტროლის, შენახვის, მონიტორინგის,
საჯაროობისა და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელების
უფლებამოსილება.
წარმოდგენილი
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში და ზუსტდება მითითება
ანტიკორუფციულ ბიუროზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება 2023 წლის 1 სექტემბრიდან,
რადგან „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით
(N07-3/259; 26.10.2022) გათვალისწინებული შესაბამისი ნორმები 2023 წლის 1
სექტემბრიდან ამოქმედდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (N07-3/259;
26.10.2022) მიღებულია მეორე მოსმენით და მოსალოდნელია მისი უახლოეს
სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განხილვა. აქედან გამომდინარე, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით
საჭიროა წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და
მიღება, რათა არ შეფერხდეს ორივე საკანონმდებლო ინიციატივის ერთსა და იმავე
სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განხილვა და მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს პარლამენტის მიერ
მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან (N07-3/259;
26.10.2022) და მიზნად ისახავს იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით
გათვალისწინებული (პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი) ერთერთი საკითხიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
2
ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის და არ იწვევს
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს პარლამენტის მიერ
მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან (N07-3/259;
26.10.2022) და მიზნად ისახავს იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით
გათვალისწინებული (პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი) ერთერთი საკითხიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის და გავლენას
არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
3
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე.
5