„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#07-3/270/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პარლამენტის წევრი ვალდებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: საქართველოს პარლამენტი მიმდინარე პერიოდში იხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს (N07-3/259; 26.10.2022), რომელიც მიზნად ისახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობასა და ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციურად უფრო მეტად გაძლიერებას და ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთერთი მათგანის შესრულებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხს ემსახურება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭისყრისას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა რიგ დამატებით საკითხებს, რომლებმაც, თავის მხრივ, გამოიწვია გამომდინარე ცვლილებები ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში. ამრიგად, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი არის ტექნიკური ხასიათის და მიზნად ისახავს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დამატებითი საკითხიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტით მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით (N07-3/259; 26.10.2022) იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო და მას იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ერთ-ერთ ფუნქციად განესაზღვრება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის 1 მიღების, შევსების (ჩაბარების) კონტროლის, შენახვის, მონიტორინგის, საჯაროობისა და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და ზუსტდება მითითება ანტიკორუფციულ ბიუროზე. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ნორმა ამოქმედდება 2023 წლის 1 სექტემბრიდან, რადგან „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით (N07-3/259; 26.10.2022) გათვალისწინებული შესაბამისი ნორმები 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (N07-3/259; 26.10.2022) მიღებულია მეორე მოსმენით და მოსალოდნელია მისი უახლოეს სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განხილვა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით საჭიროა წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება, რათა არ შეფერხდეს ორივე საკანონმდებლო ინიციატივის ერთსა და იმავე სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განხილვა და მიღება. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი ცვლილება გამომდინარეობს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან (N07-3/259; 26.10.2022) და მიზნად ისახავს იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული (პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი) ერთერთი საკითხიდან გამომდინარე ცვლილების განხორციელებას. ამდენად, 2 წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი არის ტექნიკური ხასიათის და არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი ცვლილება გამომდინარეობს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან (N07-3/259; 26.10.2022) და მიზნად ისახავს იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული (პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი) ერთერთი საკითხიდან გამომდინარე ცვლილების განხორციელებას. ამდენად, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი არის ტექნიკური ხასიათის და გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 3 რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მონაწილე შეფასება ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. 5