საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ავადმყოფ პატიმრებთან მოპყრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412211964939
27.11.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "ავადმყოფ პატიმრებთან მოპყრობის შესახებ"
შინაარსი: გთავაზობთ შემდეგ საკანონმდებლო წინადადებას: მიღებული იქნას
საქართველოს კანონი "ავადმყოფ პატიმრებთან მოპყრობის შესახებ", რომელიც დაეფუძნება
შემდეგ შემეცნებითი საერთაშორისო სამედიცინო სამართლის პრინციპებს (მათ შორის - იხ.:
ევროპის საბჭოს დოკუმენტი: CPT/Inf(93)12-part Health care services in prisons, Extract from the
3rd General Report of the CPT, published in 1993; პუნქტები #39 და #70) და ასახვას ჰპოვებს
ავადმყოფ პატიმრებთან მოპყრობისა და პატიმართა უფლებების დაცვის შემდეგი
მინიმალური სტანდარტები: წესი #1. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი
მკურნალობა უნდა განხორციელდეს იმდაგვარი ფარმაცევტული პრეპარატებით, რომლებიც
ნებადართულია მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ და არ არიან შესული გაეროს
წამლისა და დანაშაულის სააგენტოს მიერ (https://www.unodc.org/unodc/sitesearch.html?q=NPS) წარმოებულ ახალ ფსიქოაქტიურ საშუალებათა (New psychoactive
substances (NPS) სიაში. = წესი #2. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობის
მიმდინარეობა უნდა აისახოს მხოლოდ ერთ სამედიცინო საქმეში. დაუშვებელია სამედიცინო
საქმის ორი ან მეტი სხვადასხვა შინაარსით წარმოება. = წესი #3. პატიმრის ავადმყოფობის
შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს მკურნალობაში ჩართულ ექიმთა
რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. დაუშვებელია ექიმის მიერ მოთხოვნილი რომელიმე
ლაბორატორიული კვლევების დაგვიანებით ჩატარება ან საერთოდ არჩატარება. = წესი #4.
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მის შესახებ ჯანმრთელობის ცნობებში აუცილებლად
უნდა მიეთითებოდეს სრული დიაგნოზი ძირითადი დაავადების, თანმხლები დაავადებისა
და გართულებების ფორმულირებით.= წესი #5. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი
გამოკვლევები უნდა წარმოებდეს იმდაგვარი სამედიცინო დანადგარებით, რომლებიც
მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული პირების მიერ არის დაკალიბრებული. = წესი #6.
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, დაუშვებელია მის პალატაში ან საკანში გისოსების
ფანჯრის შიგნიდან დამონტაჟება. = წესი #7. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი
მკურნალობა უნდა განხორციელდეს ფარმაცევტული პრეპარატების მწარმოებელი
კომპანიების მიერ დადგენილი პერიოდულობით და დოზებით. = წესი #8. პატიმრის
ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ არ
მოხდეს მისი ინფიცირება ბაქტერური და სხვა ინფექციებით.= წესი #9. პატიმრის
ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს იმდაგვარი
ფარმაცევტული პრეპარატებით, რომლებიც იმყოფება თავისუფალ ბრუნვაში ევროპის
კავშირის მთელ ტერიტორიაზე და აშშ-ში. = წესი #10. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში,
მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს იმდაგვარი და იმდენი ფარმაცევტული
პრეპარატებით, რომლებიც არ იწვევენ ორგანიზმის ინტოქსიკაციას ან/და პოლიფარმაციას. =
წესი #11. პატიმრის ინტოქსიკაციაზე ეჭვის შემთხვევაში, მისი სამედიცინო- დიაგნოსტიკური
კვლევები უნდა განხორციელდეს შემეცნებითი ტოქსიკოლოგიის საფუძველზე. = წესი #12.
დაპატიმრების შემდგომ, პატიმრის მძიმე ავადმყოფობად გადაქცევის შემთხვევაში, მისი
მკურნალობა უნდა განხორციელდეს ევროკავშირში და აშშ- ში ლიცენზირებული ექიმების
რეკომენდაციების საფუძველზე. === აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა
გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს არ გააჩნია (მსოფლიოს 35 ქვეყნისგან განსხვავებით)
სამედიცინო და ფარმაცევტული დარგის მკაცრი მარეგულირებელი ორგანო (Stringent
Regulatory Authority). ამის გამო საკმაოდ მაღალია პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი,
უამრავი პატიმარი კვდება სპეციალური პენიტნციური სამსახურის სამედიცინო პუნქტებში
ან სამსახურის კონტრაქტორ სამოქალაქო კლინიკებში, ჰოსპიტალიზაციის დღესვე ან
ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე დრეში, თანაც ისე, რომ მათი გარდაცვალების ზუსტი
დიაგნოზების დადგენაც კი არ/ვერ ხდება. == პატივისცემით, ავტორები: შალვა ხაჭაპურიძე
(60003006265) და ზურაბ ვანიშვილი
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: