საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07-3/265; 09.11.2022) განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-29
ბიუროს ნომერი 203
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-18858/22
28-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტები: პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/265; 09.11.2022).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 60
დღით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-18359/22
21-11-2022
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N198/3, 14.11.2022 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად
გადმოეცა
საქართველოს
პარლამენტის
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტები:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/265; 09.11.2022).
აღსანიშნავია, რომ მითითებული საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავებული იქნა
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროპული კომისიის
მხრიდან საქართველოსთვის დადგენილი 12 პუნქტიანი გეგმის შესაბამისი ნაწილის
შესასრულებლად და, ამ პროცესის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიღებული
იქნა გადაწყვეტილება საკანონმდებლო პაკეტზე დასკვნის წარმოსადგენად მისი
ვენეციის კომისიისთვის გაგზავნის შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ, გთხოვთ
უზრუნველყოთ მისი განხილვის ვადის გაგრძელება 60 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge