საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა კერესელიძის, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილის და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/143; 14.12.2021) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-29
ბიუროს ნომერი 203
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-18859/22
28-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/143; 14.12.2021).
აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30
დღით.
აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-18678/22
25-11-2022
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოთ
სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით საქართველოს
პარლამენტის წევრების: შალვა კერესელიძის, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილისა
და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/143; 14.12.2021).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახა კახიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge