საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-30
ბიუროს ნომერი 204
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412212044929
28.11.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება: ნორმა "ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის
შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითების
შეუსრულებლობა" "–ის გაჯანსაღება
შინაარსი: გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, განიხილოთ
შემდეგი საკანონმდებლო წინდადება: ასკ–ის მუხლი 134 პრიმა მუხლის 1 ნაწილის
დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: === "სამუშაოების საგზაო მოძრაობის
ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება: = 1. გზაზე, საგზაო ნაგებობაზე,
მიწისქვეშა კომუნიკაციაზე ან რკინიგზის გადასასვლელზე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო
სამუშაოების წარმოება, ან ამ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას
სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირის
ან იურიდიული პირის მიერ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) ერთად
შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის (მათ შორის, დროებითის) გარეშე ან
სქემის (მათ შორის, დროებითის) დარღვევის შესახებ ან არსებულ ნაკლოვანებათა
აღმოფხვრის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითების
შეუსრულებლობა −" . საკანონმდებლო წინადადება ისახავს აღნიშნული ნორმის
გაჯანსაღებას და მის განთავისუფლებას პროტექციონისტული შინაარსისგან, რაც
საშუალებას აძლევს ადმ. ორგანოს, წერილობითი მითითების გარეშე პირდაპირ დააჯარიმოს
პირი,თუ იგი მერიის თანამშრომლის ნაცნობი ან მეგობარი არ არის.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #
მობილური:
ელფოსტა: