საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 22 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით ქ. ტალინში (ესტონეთის რესპუბლიკა), ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის (ICDS) ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე - ევროკავშირის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა” - მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-30
ბიუროს ნომერი 204
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-18942/22
29-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ მ/წ 22 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით მივლინებით ვიმყოფებოდი
ქ. ტალინში (ესტონეთის რესპუბლიკა), სადაც მონაწილეობა მივიღე ესტონეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის
(ICDS) ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში
„ევროკავშირის
გაფართოება
და
აღმოსავლეთ
პარტნიორობა:
ევროპის
ახალი
გეოპოლიტიკური რეალობა”.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: ანგარიში 1ფ.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ანგარიში
მ/წ 22 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. ტალინში
(ესტონეთის რესპუბლიკა), სადაც მონაწილეობა მივიღე ესტონეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის (ICDS)
ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის
გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა”.
23 ნოემბერს გამართულ კონფერენციაზე, მესამე პანელში, რომელიც ევროკავშირის
წევრობისთვის რეფორმების გატარებას ეხებოდა, სიტყვით მივმართე კონფერენციის
მონაწილეებს და დეტალურად გავაცანი საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ
განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელება და ამ ეტაპისთვის მიღწეული
შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე საქართველოს წინაშე არსებულ
გამოწვევებზე და ხელისუფლების მიერ გატარებულ ნაბიჯებზე რეფორმებისა და
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის
მიზნით.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა
მინისტრმა ურმას რეინსალუმ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლჰა სტეპანიუშინამ,
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ,
ევროკავშირის და ესტონეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მოლდოვას
საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ესტონეთში
აკრედიტებულმა ელჩებმა, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო თინქ-თენქ
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
24 ნოემბერს ვიზიტის ფარგლებში შევხვდი ესტონეთის პარლამენტის ევროპასთან
ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე რაივო ტამს, საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენნ ეესმაას, სოციალ-დემოკრატიული პარტიის
ფრაქციის თავმჯდომარე ინდრეკ საარს და ესტონეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელ მარია ჯუფერევა-სკურატოვსკის.
შეხვედრებზე საუბარი საქართველოს პარლამენტში 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების
მიმდინარეობას შეეხო. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს
შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ესტონელმა პარლამენტარებმა,
ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მიმართ
მხარდაჭერა ერთხმად დაადასტურეს და მზაობა გამოხატეს ამ გზაზე საქართველოს
მხარდაჭერა ყოველმხრივ გაუწიონ.
დამატებით, შეხვედრა გავმართე ადგილობრივ არასამთავრობო და „თინქ-თენქ“
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში
მიმდინარე რეფორმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ
საქმიანობასთან დაკავშირებით.