„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო
კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 43-ე მუხლის პირველი
ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ კოდექსის 42-ე მუხლით
დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილისა, ხოლო იმ დასახლებებში, სადაც
მოქმედებს იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა, განაშენიანების დეტალური
გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ასევე არ
ვრცელდება ამ კოდექსის 42-ე მუხლის მე-31 ნაწილი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის (შემდგომში კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის (შემდგომში - კოდექსი) 42-43 მუხლები ითვალისწინებს ქალაქთმშენებლობითი გეგმების
კონცეფციის სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომში
- სააგენტო) წარდგენის ვალდებულებას.
აღსანიშნავია, რომ ამავე
მუხლების საფუძველზე,
იერარქიულად ზემდგომი
ქალაქთმშენებლობითი გეგმები (გენერალური გეგმა ან/და განაშენიანების გეგმა) თანხმდება
ცენტრალურ დონეზე, სააგენტოსთან და არეგულირებს ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით
მნიშვნელოვან საკითხებს. მათზე დაყრდნობით, იმ დასახლებებში, სადაც მოქმედებს ზემდგომი
ქალაქთმშენებლობითი გეგმა, შესაბამის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკმარისი რესურსი
დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის
განხილვა/დამტკიცებათან დაკავშირებით.
საქართველოს
კონსტიტუციის
თანახმად,
სახელმწიფო
ხელისუფლებისა
და
თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია და თვითმმართველი ერთეული
საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით,
საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
„დეცენტრალიზაციის 2020–2025 წლების სტრატეგიისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის
განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №678 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა
დეცენტრალიზაციის 2020−2025 წლების სტრატეგია, სადაც ხაზგასმულია სრულფასოვანი
ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნის მნიშვნელობა და საჯარო საკითხების გადაწყვეტაში
ადგილობრივი თვითმმართველობის როლი. სტრატეგიის განხორციელების ერთ-ერთ პრინციპს
ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიურობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს ადგილობრივი
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონით
დადგენილ ფარგლებში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას საკუთარ
უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეცენტრალიზაციის პრინციპების კვალდაკვალ,
ვინაიდან, მუნიციპალიტეტებს წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა (მათ
შორის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხოლო
შემდგომ სააგენტოს სათათბირო ორგანოს (საბჭოს) მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობის შედეგად), დღის წესრიგში დადგა იმ
დასახლებებში, სადაც მოქმედებს იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა,
განაშენაინების დეტალური გეგმის კონცეფციის განხილვის ნაწილში სააგენტოს ჩართულობის
მიზანშეწონილობის გადახედვა და მუნიციპალიტეტების მიერ აღნიშნულ საკითხებზე
დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა. აღნიშნული, ადგილობრივი
სპეციფიკის/ინტერესების გათვალისწინებით, წარმოადგენს საკითხის უფრო ეფექტურად და
სწარაფად გადაწყვეტის წინაპირობას.
ზემოაღნიშნული ცვლილება არ გამორიცხავს მუნიციპალიტეტის შესაძლებლობას,
საჭიროებისამებრ, საკუთარი გადაწყვეტილებით, მომსახურების მიღების მიზნით მიმართოს
სააგენტოს და მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები/დასკვნა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ქალაქმშენებლობით გეგმების დამტკიცების
პროცედურა რეგულირდება ამ კოდექსით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს კანონპროექტის
მომზადების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით იმ დასახლებებში, სადაც მოქმედებს
იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა, განაშენიანების დეტალური გეგმის
განხილვასა და დამტკიცების ეტაპზე აღარ იქნება სავალდებულო განაშენიანების დეტალური გეგმის
პროექტის სააგენტოსთვის წარდგენა შესაბამისი დასკვნის მისაღებად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იმ დასახლებებში, სადაც მოქმედებს
იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა, განაშენიანების დეტალური გეგმის
განხილვასა და დამტკიცების ეტაპზე აღარ იქნება სავალდებულო განაშენიანების დეტალური გეგმის
კონცეფციის სააგენტოსთვის წარდგენა შესაბამისი დასკვნის მისაღებად.
კანონპროექტის მე-2 მუხლი ეხება ამოქმედების საკითხს, კერძოდ, კანონის ძალაში შესვლა
იგეგმება გამოქვეყნებისთანავე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №678
დადგენილებით დამტკიცებულ დეცენტრალიზაციის 2020–2025 წლების სტრატეგიასა და
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების შესაბამის სამოქმედო გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ხარჯების დაფინანსებას, შესაბამისად, არ საჭიროებს
დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტი იქონიებს გავლენას სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი
განვითარების სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე. კერძოდ, კოდექსის 141 მუხლის მე-10 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და
ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი
საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და
გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022
წლის 7 ივნისის №280 დადგენილების მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად,
ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში
დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა) კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი
შემადგენელი ნაწილისთვის საექსპერტო დასკვნის მომზადების საფასური შეადგენს შესაბამისი
დოკუმენტის შემუშავების ღირებულების 3%-ს. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შედეგად,
სააგენტოს შემოსავლებს მოაკლდება ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გარდა საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით
გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა)
კონცეფციისთვის საექსპერტო დასკვნის მომზადების საფასური.
სააგენტო ფუნქციონირებს 2022 წლის 11 ივნისიდან. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე
სააგენტოს მომზადებული აქვს 6 განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისთვის დასკვნა.
აღნიშნული გეგმები დამუშავდა კერძო სამართლის სუბიექტების ინიციატივით და შესაბამისად,
დასკვნის მომზადების საფასური გადახდილ იქნა ამ პირების მიერ. აღნიშნული საექსპერტო
დასკვნების მომზადების საფასურიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 8600
ლარი. ამავე პერიოდში სააგენტოს ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 20000 ლარი.
რაც შეეხება გავლენის შეფასებას საშუალოვადიან პერიოდში, სააგენტო ფორმირების
პროცესშია და ამ ეტაზე პროგნოზები არ იქნება რეალობის ამსახველი. ზოგადი მონაცემების დათვლა
შესაძლებელი იქნება სააგენტოს მინიმუმ 1 წლიანი საქმიანობის შემდგომ.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო,
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ავტონომიური
რესპუბლიკის
ან/და
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან, ვინაიდან, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის
სააგენტოსთვის წარდგენა დასკვნის მისაღებად აღარ იქნება სავალდებულო, საკუთარი
ინიციატივით ასეთი გეგმის კონცეფციის მომზადებისას მუნიციპალიტეტს დაეზოგება სააგენტოს
მიერ დასკვნის მომზადებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასური. დაზოგილი თანხა
დამოკიდებული იქნება განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ღირებულებაზე. „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს
მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების
გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილების მე-3
მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გარდა საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით
გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა)
კონცეფციისთვის საექსპერტო დასკვნის მომზადების საფასური შეადგენს შესაბამისი დოკუმენტის
შემუშავების ღირებულების 3%-ს. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შემუშავების
ღირებულება მერყეობს 5000 ლარიდან 60000 ლარამდე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტით იმ დასახლებებში, სადაც მოქმედებს იერარქიულად
ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა, განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და
დამტკიცების ეტაპზე აღარ იქნება სავალდებულო განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის
სააგენტოსთვის წარდგენა შესაბამისი დასკვნის მისაღებად. შესაბამისად, კერძო სამართლის
იურიდიული პირების მიერ განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირების
შემთვევაში, ასეთი პირები დაზოგავენ სააგენტოს მიერ კონცეფციაზე დასკვნის მომზადებისთვის
კანონმდებლობით განსაზღვრულ საფასურს. დაზოგილი თანხა დამოკიდებული იქნება
განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ღირებულებაზე.
„საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ
მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის,
მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილების მე-3
მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გარდა საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით
გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა)
კონცეფციისთვის საექსპერტო დასკვნის მომზადების საფასური შეადგენს შესაბამისი დოკუმენტის
შემუშავების ღირებულების 3%-ს. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შემუშავების
ღირებულება მერყეობს 5000 ლარიდან 60000 ლარამდე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.