„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) მე-17 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი:
„21.
სახელმწიფო
ან
ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების
ორგანოს
მიერ
მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო
მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება
შესაბამისად საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით“.
მუხლი 2.
საქართველოს/ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობამ
2023
წლის
1
სექტემბრამდე
დაამტკიცოს მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად
სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი.
მუხლი 3.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლის 21 პუნქტის მოქმედება არ
ვრცელდება
2023
წლის
1
სექტემბრამდე
სახელმწიფო
ან
ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირებაზე.
მუხლი 4.
1.
ეს
კანონი,
გარდა
ამ
კანონის
პირველი
და
მე-3
მუხლებისა,
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო
ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის უფლებამოსილების დელეგირება
ხორციელდება საკანონმდებლო აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური
და ფინანსური რესურსების გადაცემით“. მსგავსი შინაარსის ჩანაწერი მოცემულია საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში,
თუმცა კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული სახელმწიფოს/ავტონომიური რესპუბლიკის
ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა
განსახორციელებლად საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის
გაანგარიშებისა და დელეგირებული უფლებამოსილებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი
ტრანსფერის ოდენობის განსაზღვრის წესი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დარეგულირდეს
აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოფილ იქნას მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული
უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების
ოდენობის გაანგარიშების წესის დადგენა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
დღეისათვის არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული
უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების
ოდენობის გაანგარიშების წესი და აღნიშნული საკითხი საჭიროებს საკანონმდებლო რეგულირებას.
ამასთან,
სახელმწიფო
ან
მუნიციპალიტეტისათვის
ავტონომიური
რესპუბლიკის
უფლებამოსილებათა
ხელისუფლების
დელეგირების
ორგანოს
საკითხები
მიერ
მოცემულია
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, შესაბამისად
ამავე ორგანულ კანონში აისახება მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების
განსახორციელებლად
სათანადო
მატერიალური
და
ფინანსური
რესურსების
ოდენობის
გაანგარიშების წესის განსაზღვრის საკითხი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის
მიღების
შემთხვევაში,
გაჩნდება
საკანონმდებლო
საფუძველი
და
საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება
სახელმწიფო
ან
ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების
ორგანოს
მიერ
მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო
მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი, რაც მნიშვნელოვანია
აღნიშნული პროცესის სრულყოფის და ეფექტურობის თვალსაზრისით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ მე-17 მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტისთვის
დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და
ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება შესაბამისად
საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. პროექტის მე-2 მუხლის
თანახმად, საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ევალება 2023 წლის 1
სექტემბრამდე მიიღოს შესაბამისი დადგენილება. ამასთან, პროექტის მე-3 მუხლით განისაზღვრა,
რომ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად
სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის მოქმედება არ
გავრცელდება 2023 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის
ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირებაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №678
დადგენილებით დამტკიცებულ დეცენტრალიზაციის 2020–2025 წლების სტრატეგიასა და
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების შესაბამის სამოქმედო გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
მუნიციპალიტეტისთვის
დელეგირებული
უფლებამოსილების
განსახორციელებლად
სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის შემუშავების
უფლებამოსილება დღეისათვის არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, წარმოდგენილი პროექტის
მიხედვით, პროექტი გარდა პროექტის პირველი და მე-3 მუხლებისა ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე და საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაევალება 2023
წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული
უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების
ოდენობის გაანგარიშების წესის შესახებ. შესაბამისად, პროექტის პირველი და მე-3 მუხლების
ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 1 სექტემბერი. ამათან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯების დაფინანსების წყაროს
წარმოადგენს სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების
ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში, კვლავ
განხორციელდება მუნიციპალიტეტებისთვის სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების
გადაცემა, რაც გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რაც
შეეხება ოდენობას, აღნიშნული დამოკიდებული იქნება დელეგირებების რაოდენობაზე და
ოდენობის გამოანგარიშების წესზე, რომლის დადგენის საკითხი სწორედ წარმოდგენილი პროექტით
განისაზღვრება.
კერძოდ,
მუნიციპალიტეტისთვის
დელეგირებული
უფლებამოსილების
განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის
გაანგარიშების წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის დადგენილებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების
ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში, კვლავ
განხორციელდება მუნიციპალიტეტებისთვის სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების
გადაცემა, რაც გავლენას მოახდენს შესაბამისად სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რაც შეეხება ოდენობას, აღნიშნული დამოკიდებული
იქნება დელეგირებების რაოდენობაზე და ოდენობის გამოანგარიშების წესზე, რომლის დადგენის
საკითხი სწორედ წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება. კერძოდ, მუნიციპალიტეტისთვის
დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და
ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება შესაბამისად
საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.